მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ადამიანებიც მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ" - პრემიერი ენგურზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
"ეს ადამიანებიც მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ" - პრემიერი ენგურზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

ყვე­ლა ინ­ცი­დენ­ტის, თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ზღუდ­ვი­სა და უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქ­ტზე მკაც­რად დად­გე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის ფორ­მატ­ში გა­ი­მარ­თა.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გად­მოკ­ვე­თი­სას და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს და ახ­ლობ­ლებს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით მი­უ­სამ­ძიმ­რა.

"მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო გუ­შინ მომ­ხდარ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რი ჩვე­ნი ოთხი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. მინ­და, მთე­ლი გუ­ლით მი­ვუ­სამ­ძიმ­რო და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს, ვი­ზი­ა­რებ მათ მწუ­ხა­რე­ბას. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბიც სწო­რედ ამ მჩაგ­ვრე­ლი ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პლი გახ­დნენ, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ამ უკა­ნო­ნო შე­ზღუდ­ვებ­მა არა­თუ და­ამ­ძი­მა მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, არა­მედ ჩვე­ნი არა­ერ­თი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

ეს წინა წლებ­შიც მომ­ხდა­რა, სა­უ­ბე­დუ­როდ, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი დღემ­დე უხე­შად არ­ღვე­ვენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ძი­რი­თად უფ­ლე­ბებს და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც სწო­რედ მათ ეკის­რე­ბათ, რაც უკვე სა­მარ­თლებ­რი­ვა­დაც არის აღი­ა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ. მინ­და, მკა­ფი­ოდ ვთქვა, რომ ყვე­ლა ინ­ცი­დენ­ტის, თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ზღუდ­ვი­სა და უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქ­ტზე, ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მკაც­რად დად­გე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
26

ოდესმე რამეზე პასუხისმგებლობას აიღებთ? აი ერთი ფაქტი მითხარითრომ სერიოზულად მოკიდებოდით საქმეს, არ გრცხვენიატ მაინც?

Gerto
11

ისწავლეს კომუნისტებივით არაფრისმთქმელი დალაგებული ტექსტების წერა. ამ სიტყვაკაზმულობებს სჯობია ასეთ ოჯახებს დაეხმაროთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ეს ადამიანებიც მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ" - პრემიერი ენგურზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

"ეს ადამიანებიც მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ" - პრემიერი ენგურზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მთავრობის სახელით მიუსამძიმრა.

"მინდა, გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ჩვენი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ მათ მწუხარებას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანებიც სწორედ ამ მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ უკანონო შეზღუდვებმა არათუ დაამძიმა მათი ყოველდღიურობა, არამედ ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

ეს წინა წლებშიც მომხდარა, საუბედუროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალები დღემდე უხეშად არღვევენ ჩვენი მოქალაქეების ძირითად უფლებებს და სრული პასუხისმგებლობაც სწორედ მათ ეკისრებათ, რაც უკვე სამართლებრივადაც არის აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"გირჩის“ სამეფოს ვაკეთებთ, მეფე ჰერმან პირველი საბოა... ჩვენი ფულადი ერთეული გვექნება" - იაგო ხვიჩია

10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა