სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები ოტია იოსელიანის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან
საინტერესო ფაქტები ოტია იოსელიანის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან

ქარ­თვე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის გახ­სე­ნე­ბა­ზე, უმე­ტე­სო­ბას თვალ­წინ წარ­მო­უდ­გე­ბა ფოტო მკაცრ­სა­ხი­ა­ნი მო­ხუ­ცი­სა, სვა­ნუ­რი ქუ­დით თავ­ზე და მუნდშტუ­კით ხელ­ში. ასე­ვე, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გა­გახ­სენ­დეს მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას და ადა­მი­ა­ნე­ბიც ხში­რად აზი­ა­რე­ბენ ოტი­ას ფრა­ზებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. მწე­რალს ეპი­თე­ტიც შე­არ­ქვეს - „მარ­თა­ლი კაცი“ - სწო­რედ ასე ახა­სი­ა­თე­ბენ მას ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ყვე­ლა, ვინც ერთხელ მა­ინც შეხ­ვედ­რია ოტი­ას.

ოტია იო­სე­ლი­ა­ნი წყალ­ტუ­ბო­ში, თა­ვი­სი­ვე ხე­ლით აშე­ნე­ბულ ლა­მაზ ოდა სახ­ლში ცხოვ­რობ­და, სა­დაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­დი­ოდ­ნენ მწერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი და სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი. შეხ­ვედ­რე­ბი ოტი­ას ხე­ლით გა­კე­თე­ბულ ბუ­ხარ­თან იმარ­თე­ბო­და და ეს სახ­ლი, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც რჩე­ბა კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ლო­ნად.

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ოტია იო­სე­ლი­ა­ნის მწერ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ერ­თმა უსი­ა­მოვ­ნო შემ­თხვე­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა. ოტია თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­და­ში ჩა­იჭ­რა და სო­ფელ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, იმი­სათ­ვის, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ქარ­თუ­ლი სხვებ­ზე ნაკ­ლე­ბად არ იცო­და, მო­თხრო­ბე­ბის წე­რას მიჰ­ყო ხელი. ასე შე­იქ­მნა ნო­ვე­ლე­ბის, მო­თხრო­ბე­ბის, რო­მა­ნე­ბის, ზღაპ­რე­ბი­სა და პი­ე­სე­ბის მთე­ლი რიგი. ოტი­ას უთხრეს: ძა­ლი­ან, რომ მო­ინ­დო­მოს, სა­ბავ­შვო მწერ­ლად იქ­ნებ გა­მოდ­გე­სო, რა­ზეც მან თქვა, - "ვი­თომ სა­ბავ­შვო მწერ­ლო­ბა პა­ტა­რა ამ­ბა­ვი ყო­ფი­ლი­ყოს...”

თხზუ­ლე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა 1954 წლი­დან და­ი­წყო. მო­თხრო­ბე­ბის პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი "კა­რის მე­ზობ­ლე­ბი" 1957 წელს გა­მოს­ცა.

როცა ოტია ერთი წლი­სა და სამი თვი­სა იყო, მას მამა გარ­და­ეც­ვა­ლა. ოტი­აც და მისი უმ­ცრო­სი ძმა შალ­ვაც ჯერ კი­დევ აკ­ვან­ში იწ­ვნენ. დაქვრი­ვე­ბულ დე­დას – ლიზა (ცუცა) ალაშ­ვილს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და ობ­ლე­ბის გაზ­რდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯახ­ში მწერ­ლის ბე­ბია და მა­მი­დაც ცხოვ­რობ­დნენ, რომ­ლებ­მაც მო­მა­ვალ­ში დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს ოტი­ას პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

ოტია და მისი ძმა წყალ­ტუ­ბოს სკო­ლა­ში ერ­თად შე­ვიდ­ნენ. მე­სა­მე კლა­სი­დან ის მა­მი­დამ, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, გვიშ­ტი­ბის მე­ზობ­ლად სო­ფელ გუ­ბის­წყალ­ზე წა­იყ­ვა­ნა სას­წავ­ლებ­ლად. ბავ­შვე­ბი ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას სო­ფელ­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ და მა­მი­სე­ულ სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვეთს უვ­ლიდ­ნენ. მწერ­ლის დედა იმ დრო­ი­სათ­ვის წყალ­ტუ­ბო­ში ერთ-ერთ სა­ნა­ტო­რი­უმ­ში მუ­შა­ობ­და და ცდი­ლობ­და, იქ აღე­ბუ­ლი ორი­ო­დე კა­პი­კით დახ­მა­რე­ბო­და ოჯახს. მალე, კე­თილ­შო­ბი­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის რჩე­ვი­თა და თა­ვი­სი გა­წა­მე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბით, ვინ­მე მშრო­მელ, პა­ტი­ო­სან კაც­ზე გა­თხო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა. ამ დროს, ოტია და მისი ძმა 10-11 წლის ასაკ­ში იყ­ვნენ და მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ი­ტა­ნეს ეს ამ­ბა­ვი. ისი­ნი არ წაყვნენ დე­დას ქუ­თა­ის­ში და მა­მი­სე­ულ სახ­ლში, ბე­ბი­ას­თან და მა­მი­დას­თან დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნეს.

დე­დის წას­ვლის გან­ცდე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გად­მოს­ცა ოტი­ამ თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში, რომ­ლის სა­თა­ურ­ში­ვე იკი­თხე­ბა სევ­და: - „დედა გა­თხოვ­და“ - ასე უწო­და ნო­ვე­ლას მწე­რალ­მა. მოკ­ლედ და გა­სა­გე­ბად.

17 წლი­სას მას ვე­ლო­სი­პე­დი აჩუ­ქეს. მა­შინ ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო და ვე­ლო­სი­პე­დის ქონა ძა­ლი­ან დიდ ფუ­ფუ­ნე­ბად ით­ვლე­ბო­და. ეს სა­ჩუ­ქა­რი ოტი­ას­თვის და მთე­ლი უბ­ნის ბი­ჭე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი სა­ოც­რე­ბა იყო. ოტია ვე­ლოს­პი­ე­დის ხიდ­ზე თა­ვის ძმას შე­მო­ი­ჯენ­და და ასე და­დი­ოდ­ნენ სკო­ლა­ში.

მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ოტი­ამ სკო­ლა­ში გა­იც­ნო, როცა ქე­თე­ვან ფან­ცხა­ვა მეშ­ვი­დე კლას­ში გად­მო­ვი­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ქე­თომ და ოტი­ამ ქუ­თა­ის­ში, პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რეს, ქარ­თუ­ლი ენის და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე, მაგ­რამ ოტი­ამ პირ­ვე­ლი­ვე კურ­სზე მი­ა­ტო­ვა ინ­სტი­ტუ­ტი და თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ას მი­ა­შუ­რა. ამ დრო­ი­სათ­ვის მას მე­უღ­ლე და უფ­რო­სი ვაჟი, ბაჩო ჰყავ­და.

მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი 30-მდე ენა­ზეა ნა­თარ­გმნი და მათი სა­ერ­თო ტი­რა­ჟი 6 მი­ლი­ო­ნია.

ბევ­რმა არ იცის, რომ ოტია თა­ვის ჰო­ნო­რარს ტაძ­რებ­სა და დევ­ნი­ლებს ახ­მარ­და, რომ­ლებ­საც ხიზ­ნებს უწო­დებ­და.

ნა­ყო­ფი­ე­რად მუ­შა­ობ­და რო­გორც ნო­ვე­ლის­ტი­კა­ში, ისე რო­მა­ნის ჟანრ­ში, წერ­და პი­ე­სებ­სა და კი­ნოს­ცე­ნა­რებს. 1957 წელს, სამ­წერ­ლო ას­პა­რეზ­ზე დიდი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. მისი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი ტოლსტო­ის დო­ნე­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

მო­თხრო­ბას მო­თხრო­ბა მის­დევ­და, აღი­ა­რე­ბას-აღი­ა­რე­ბა... და ოტია თე­ატ­რშიც მოხ­ვდა, რო­გორც დრა­მა­ტურ­გი და სცე­ნა­რის­ტი. მან სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის­თვის და­წე­რა პი­ე­სე­ბი: „ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა ერთხელ“, სა­ნამ ურე­მი გა­დაბ­რუნ­დე­ბა“ და „ურე­მი გა­დაბ­რუნ­და“.

ოტი­ას პი­ე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ზღვარ­გა­რე­თის ასზე მეტ თე­ატ­რში და­იდ­გა.

ოტია იო­სე­ლი­ა­ნის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი თარ­გმნი­ლია რუ­სუ­ლად, უკ­რა­ი­ნუ­ლად, ბე­ლო­რუ­სუ­ლად, ჩე­ხუ­რად, ეს­ტო­ნუ­რად, ლატ­ვი­უ­რად, ლიტ­ვუ­რად, პო­ლო­ნუ­რად, მოლ­და­ვუ­რად, ეს­პა­ნუ­რად, ინ­გლი­სუ­რად, ბენ­გა­ლუ­რად, ჰინ­დი­სა და ურ­დუს ენებ­ზე. სპარ­სუ­ლად, არა­ბუ­ლად, ფრან­გუ­ლად, გერ­მა­ნუ­ლად, სომ­ხუ­რად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად, ჰო­ლან­დი­უ­რად, ჩი­ნუ­რად და ია­პო­ნუ­რად.

1997 წელს, მწე­რალ­მა ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი მი­ი­ღო.

1973 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი „და­ჩის ზღაპ­რე­ბი“ მწე­რალ­მა თა­ვის უმ­ცროს შვილს, და­ჩის მი­უ­ძღვნა.

1970 წელს და­წე­რილ რო­მან­ში „იყო ერთი ქალი“, ავ­ტო­რი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს ზნე­ობ­რივ-ეთ­ნი­კურ პრობ­ლე­მა­ზე. - რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა? ხომ არ არის ყვე­ლა­ფე­რი ეს ისევ და ისევ უბე­დუ­რე­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა? რამ აი­ძუ­ლა ერთი შე­ხედ­ვით ბედ­ნი­ე­რი ქალი, გა­და­ედ­გა ის ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს ამ ცნე­ბას­თან. „იყო ერთი ქალ­ში“ სწო­რედ ეს სა­კი­თხია დას­მუ­ლი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის სე­რია "იკი­თხე ქარ­თუ­ლი" მრა­ვალ­ფე­რო­ვან, მდი­დარ, ნო­ვა­ტო­რულ ქარ­თულ მწერ­ლო­ბას აერ­თი­ა­ნებს. აქ შეხ­ვდე­ბით ავ­ტო­რებს, რო­მელ­თა შე­მოქ­მე­დე­ბაც დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იკა­ვებს ად­გილს ყვე­ლა წიგ­ნის თა­რო­ზე, და იმ მწერ­ლებ­საც, რომ­ლებ­მაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა შექ­მნეს, მაგ­რამ უსა­მარ­თლოდ ჩა­ი­კარ­გნენ დი­დძალ თარ­გმა­ნებ­სა თუ სხვა­დას­ხვა დრო­ის აქ­ტუ­ა­ლურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებ­ში. სე­რია „იკი­თხე ქარ­თუ­ლი“ მშობ­ლი­ურ, ძვირ­ფას, ძლი­ერ და შე­უ­და­რე­ბელ ლი­ტე­რა­ტუ­რას შეკ­რებს და მკი­თხველ­საც მის გარ­შე­მო აერ­თი­ა­ნებს. სე­რია მათ­თვი­საა, ვინც კარ­გად იც­ნობს ახალ და უახ­ლეს ქარ­თულ პრო­ზას, და მათ­თვი­საც, ვის­თვი­საც ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა ჯერ კი­დევ აღ­მო­სა­ჩე­ნია. ამ სე­რი­ა­ში იპო­ვით ოტია იო­სე­ლი­ა­ნის რო­მანს - „იყო ერთი ქალი“, რომ­ლის შე­ძე­ნა „ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში, ან ონ­ლა­ი­ნაც შე­გიძ­ლი­ათ.

მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ოტია შალ­ვას ძე იო­სე­ლი­ა­ნი 2011 წლის 14 ივ­ლისს, 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის თა­ვი­სი­ვე სურ­ვი­ლით სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
2

ძალიან ვისიამოვნე. დიდებული მწერალი იყო ოტია. სტატიის ავტორს მადლობა. 

rom
0

დიდი ადამიანი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

საინტერესო ფაქტები ოტია იოსელიანის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან

საინტერესო ფაქტები ოტია იოსელიანის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან

ქართველების საყვარელი მწერლის, ოტია იოსელიანის გახსენებაზე, უმეტესობას თვალწინ წარმოუდგება ფოტო მკაცრსახიანი მოხუცისა, სვანური ქუდით თავზე და მუნდშტუკით ხელში. ასევე, შეუძლებელია არ გაგახსენდეს მისი გამორჩეული გამონათქვამები, რომელიც არასოდეს კარგავს აქტუალობას და ადამიანებიც ხშირად აზიარებენ ოტიას ფრაზებს სოციალურ ქსელებში. მწერალს ეპითეტიც შეარქვეს - „მართალი კაცი“ - სწორედ ასე ახასიათებენ მას ოჯახის წევრები, მეგობრები და ყველა, ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია ოტიას.

ოტია იოსელიანი წყალტუბოში, თავისივე ხელით აშენებულ ლამაზ ოდა სახლში ცხოვრობდა, სადაც მთელი საქართველოდან ჩადიოდნენ მწერლები, მსახიობები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა პროფესიის ადამიანები. შეხვედრები ოტიას ხელით გაკეთებულ ბუხართან იმართებოდა და ეს სახლი, მისი გარდაცვალების შემდეგაც რჩება კულტურისა და ხელოვნების სალონად.

უცნაურია, მაგრამ ოტია იოსელიანის მწერლად ჩამოყალიბება ერთმა უსიამოვნო შემთხვევამ განაპირობა. ოტია თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქართული ლიტერატურის გამოცდაში ჩაიჭრა და სოფელში დაბრუნებისთანავე, იმისათვის, რომ საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ ქართული სხვებზე ნაკლებად არ იცოდა, მოთხრობების წერას მიჰყო ხელი. ასე შეიქმნა ნოველების, მოთხრობების, რომანების, ზღაპრებისა და პიესების მთელი რიგი. ოტიას უთხრეს: ძალიან, რომ მოინდომოს, საბავშვო მწერლად იქნებ გამოდგესო, რაზეც მან თქვა, - ,,ვითომ საბავშვო მწერლობა პატარა ამბავი ყოფილიყოს...”

თხზულებების გამოქვეყნება 1954 წლიდან დაიწყო. მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" 1957 წელს გამოსცა.

როცა ოტია ერთი წლისა და სამი თვისა იყო, მას მამა გარდაეცვალა. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იწვნენ. დაქვრივებულ დედას – ლიზა (ცუცა) ალაშვილს ძალიან გაუჭირდა ობლების გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მწერლის ბებია და მამიდაც ცხოვრობდნენ, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს ოტიას პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალზე წაიყვანა სასწავლებლად. ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ. მწერლის დედა იმ დროისათვის წყალტუბოში ერთ-ერთ სანატორიუმში მუშაობდა და ცდილობდა, იქ აღებული ორიოდე კაპიკით დახმარებოდა ოჯახს. მალე, კეთილშობილი ნათესავების რჩევითა და თავისი გაწამებული ცხოვრებით, ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე გათხოვება გადაწყვიტა. ამ დროს, ოტია და მისი ძმა 10-11 წლის ასაკში იყვნენ და მტკივნეულად გადაიტანეს ეს ამბავი. ისინი არ წაყვნენ დედას ქუთაისში და მამისეულ სახლში, ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა ამჯობინეს.

დედის წასვლის განცდები შესანიშნავად გადმოსცა ოტიამ თავის მოგონებებში, რომლის სათაურშივე იკითხება სევდა: - „დედა გათხოვდა“ - ასე უწოდა ნოველას მწერალმა. მოკლედ და გასაგებად.

17 წლისას მას ველოსიპედი აჩუქეს. მაშინ ომი ახალი დამთავრებული იყო და ველოსიპედის ქონა ძალიან დიდ ფუფუნებად ითვლებოდა. ეს საჩუქარი ოტიასთვის და მთელი უბნის ბიჭებისთვის ნამდვილი საოცრება იყო. ოტია ველოსპიედის ხიდზე თავის ძმას შემოიჯენდა და ასე დადიოდნენ სკოლაში.

მომავალი მეუღლე ოტიამ სკოლაში გაიცნო, როცა ქეთევან ფანცხავა მეშვიდე კლასში გადმოვიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ქეთომ და ოტიამ ქუთაისში, პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარეს, ქართული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე, მაგრამ ოტიამ პირველივე კურსზე მიატოვა ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა. ამ დროისათვის მას მეუღლე და უფროსი ვაჟი, ბაჩო ჰყავდა.

მწერლის ნაწარმოებები 30-მდე ენაზეა ნათარგმნი და მათი საერთო ტირაჟი 6 მილიონია.

ბევრმა არ იცის, რომ ოტია თავის ჰონორარს ტაძრებსა და დევნილებს ახმარდა, რომლებსაც ხიზნებს უწოდებდა.

ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს. 1957 წელს, სამწერლო ასპარეზზე დიდი აღიარება მოიპოვა. მისი პირველი რომანი ტოლსტოის დონეზე განიხილებოდა.

მოთხრობას მოთხრობა მისდევდა, აღიარებას-აღიარება... და ოტია თეატრშიც მოხვდა, როგორც დრამატურგი და სცენარისტი. მან სერგო ზაქარიაძისთვის დაწერა პიესები: „ადამიანი იბადება ერთხელ“, სანამ ურემი გადაბრუნდება“ და „ურემი გადაბრუნდა“.

ოტიას პიესები საქართველოსა და საზღვარგარეთის ასზე მეტ თეატრში დაიდგა.

ოტია იოსელიანის ნაწარმოებები თარგმნილია რუსულად, უკრაინულად, ბელორუსულად, ჩეხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად, პოლონურად, მოლდავურად, ესპანურად, ინგლისურად, ბენგალურად, ჰინდისა და ურდუს ენებზე. სპარსულად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ჰოლანდიურად, ჩინურად და იაპონურად.

1997 წელს, მწერალმა ღირსების ორდენი მიიღო.

1973 წელს გამოცემული „დაჩის ზღაპრები“ მწერალმა თავის უმცროს შვილს, დაჩის მიუძღვნა.

1970 წელს დაწერილ რომანში „იყო ერთი ქალი“, ავტორი ყურადღებას ამახვილებს ზნეობრივ-ეთნიკურ პრობლემაზე. - რა არის ბედნიერება? ხომ არ არის ყველაფერი ეს ისევ და ისევ უბედურებასთან მიახლოება? რამ აიძულა ერთი შეხედვით ბედნიერი ქალი, გადაედგა ის ნაბიჯი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ამ ცნებასთან. „იყო ერთი ქალში“ სწორედ ეს საკითხია დასმული.

გამომცემლობა პალიტრა L-ის სერია "იკითხე ქართული" მრავალფეროვან, მდიდარ, ნოვატორულ ქართულ მწერლობას აერთიანებს. აქ შეხვდებით ავტორებს, რომელთა შემოქმედებაც დამსახურებულად იკავებს ადგილს ყველა წიგნის თაროზე, და იმ მწერლებსაც, რომლებმაც შესანიშნავი ლიტერატურა შექმნეს, მაგრამ უსამართლოდ ჩაიკარგნენ დიდძალ თარგმანებსა თუ სხვადასხვა დროის აქტუალურ მიმდინარეობებში. სერია „იკითხე ქართული“ მშობლიურ, ძვირფას, ძლიერ და შეუდარებელ ლიტერატურას შეკრებს და მკითხველსაც მის გარშემო აერთიანებს. სერია მათთვისაა, ვინც კარგად იცნობს ახალ და უახლეს ქართულ პროზას, და მათთვისაც, ვისთვისაც ქართული მწერლობა ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. ამ სერიაში იპოვით ოტია იოსელიანის რომანს - „იყო ერთი ქალი“, რომლის შეძენა „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში, ან ონლაინაც შეგიძლიათ.

მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოტია შალვას ძე იოსელიანი 2011 წლის 14 ივლისს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თავისივე სურვილით საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალეს.

5 შთამბეჭდავი და შთამაგონებელი რამ, რასაც მიშელ ობამაზე გაიგებთ მისი წიგნიდან „როგორ გავხდი ის, რაც ვარ“

იცით, ვინ იყვნენ სინამდვილეში გეიშები?  - 13 მაისიდან პირველად ქართულ ენაზე "გეიშას მემუარები"

„მე არ მიყვარს სიჩუმე!“ - საინტერესო ფაქტები ელიფ შაფაქის ცხოვრებიდან