მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძალიან მიხაროდა, როცა ბავშვობაში მამაჩემი წიგნს მჩუქნიდა ხოლმე და აწერდა ასეთ ფრაზას... - გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა
ძალიან მიხაროდა, როცა ბავშვობაში მამაჩემი წიგნს მჩუქნიდა ხოლმე და აწერდა ასეთ ფრაზას... - გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რომ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ გა­მო­ცხად­დეს. მისი თქმით, ინი­ცი­ა­ტი­ვა წიგნ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას გაზ­რდის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სოფ­ლებ­ში, სა­დაც მწი­რი რე­სურ­სე­ბია. ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე სო­ფელ დიცს „ბიბ­ლუ­სი­სა“ და „ანაგ­რა­მას“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა და ბე­ბი­ა­სა და შვი­ლიშ­ვილს ელე­ნე ბო­ლა­თა­ე­ვა-მინ­დი­აშ­ვილ­სა და პა­ტა­რა ელე­ნე მინ­დი­აშ­ვილს ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­უ­წყო.

მისი თქმით, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მცხოვ­რებ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი პრობ­ლე­მა აწუ­ხებთ და მათ შო­რის ერთ-ერთი სწო­რედ წიგნ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბაა.

რა­ტომ გა­მოთ­ქვა ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ შე­იც­ვა­ლოს და რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

სა­ი­დან გაჩ­ნდა იდეა, აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო?

ზო­გა­დად, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის ტრა­დი­ცია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით არ­სე­ბობს და ეს დიდ­წი­ლად ეფუძ­ნე­ბა მის კავ­შირს 23 აპ­რილ­თან. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კუ­ნის წინ ეს­პა­ნეთ­ში და­ი­წყო და ჩვენ ვე­ცა­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ტრა­დი­ცი­ად გვექ­ცია. 2019 წელს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ინი­ცი­ა­ტი­ვა ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მი­ი­ღო და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, კომ­პა­ნია, ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­ერ­თო და რე­ა­ლუ­რად, ჩვენ გაგ­ვიჩ­ნდა იმე­დი, რომ ეს ტრა­დი­ცია დამ­კვიდ­რდე­ბო­და, თუმ­ცა 2020 წელს ბუ­ნებ­რი­ვია, პან­დე­მი­ის გამო ყვე­ლა­ფერ­მა შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ჩა­ი­ა­რა და მარ­თა­ლია, 2021 წელს პან­დე­მია ისევ გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ არის სა­შუ­ა­ლე­ბა, ადა­მი­ან­მა ადა­მი­ანს წიგ­ნი აჩუ­ქოს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღედ სწო­რედ აპ­რი­ლის თვე გა­მო­ცხად­დეს და ამ ყვე­ლაფ­რის გვირ­გვი­ნი იყოს სწო­რედ 23 აპ­რი­ლი, რო­მე­ლიც წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა.

რა­ტომ და­ი­წყეთ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლით? წიგ­ნის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის კუ­თხით, რა პრობ­ლე­მებს წა­ა­წყდით დიც­ში?

ცხა­დია, ეს სიმ­ბო­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ნა­ბი­ჯი იყო, რად­გან რე­ა­ლუ­რად, ჩვენ ერ­თმა­ნეთს არამ­ხო­ლოდ წიგ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა უნდა შე­ვახ­სე­ნოთ, არა­მედ, ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და მავ­თულხლარ­თე­ბი დღემ­დე მო­ი­წე­ვენ კი­დევ და კი­დევ... თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, ბუ­ნებ­რი­ვია, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ამის დაძ­ლე­ვის სა­უ­კე­თე­სო ია­რა­ღი არის წიგ­ნი.

თა­ნაც ამ ადა­მი­ა­ნებს პრობ­ლე­მე­ბი აქვთ არამ­ხო­ლოდ წიგ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ ზო­გა­და­დაც და უნდა ვი­ცო­დეთ, რომ იქ არის უამ­რა­ვი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის ისი­ნი, ვის­თა­ნაც პირ­ვე­ლად ჩა­ვე­დით, შვი­ლიშ­ვი­ლი და ბე­ბია, ელე­ნე­ე­ბი, რო­მელ­თაც წიგ­ნი ძა­ლი­ან უყ­ვარს. მათ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ ეს მათ­თვის პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბაა და სო­ფელ­ში უამ­რავ ადა­მი­ანს აქვს სურ­ვი­ლი, ჰქონ­დეს ბიბ­ლი­ო­თე­კა. ელე­ნე­ე­ბი მათ გა­უ­ნა­წი­ლე­ბენ კი­დეც თა­ვი­ანთ რე­სურსს.

რო­გორ აპი­რებთ პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბას, სად იქ­ნე­ბა შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბა?

ახლა ჩვენ ჩვენს წა­მო­წყე­ბა­ზე უკვე ვე­ლო­დე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სუხს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­ერ­თვე­ბა, ისი­ნი გა­მო­იწ­ვე­ვენ ერ­თმა­ნეთს და ამ ყვე­ლაფ­რით კარ­გი გა­გე­ბით იხე­ი­რებს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სი, იგუ­ლის­ხმე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა, ავ­ტო­რი, მთარ­გმნე­ლი და ა.შ... ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ველ რიგ­ში, და­დე­ბით შე­დეგს მი­ი­ღებს მკი­თხვე­ლი.

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას რო­გორ შე­უძ­ლია პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თოს?

ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ერ­თმა­ნე­თი გა­მო­იწ­ვი­ონ, და­ა­ა­ნონ­სონ, რა წიგ­ნის ჩუ­ქე­ბას აპი­რე­ბენ... ჩემი მხრი­დან რა სა­ჭი­რო­ე­ბაც იქ­ნე­ბა: სოფ­ლებ­ში სი­ა­რუ­ლი, ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, კომ­პა­ნი­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რათა გან­სა­კუთ­რე­ბით, სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კებს და­ეხ­მა­რონ წიგ­ნე­ბით, ცხა­დია, პირ­ველ ხაზ­ზე ვიქ­ნე­ბი.

პი­რა­დად თქვენ­თვის რა ემო­ცი­უ­რი მხა­რე ახ­ლავს ახალ პრო­ექტს?

გარ­და იმი­სა, რომ წიგ­ნი ტექ­სტია, ში­ნა­არ­სი აქვს და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სწო­რედ ესაა, ის არის არის ნივ­თიც, რო­მე­ლიც რა­ღაც ტი­პის ემო­ცი­ას გუ­ლის­ხმობს. მა­გა­ლი­თად, ემო­ცი­ას აღ­ძრავს ბავ­შვო­ბა­ში წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნე­ბი. მათი გა­რე­კა­ნი გვახ­სე­ნებს კონ­კრე­ტულ დროს, კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს. წიგ­ნის მჩუ­ქე­ბე­ლი გარ­კვე­ულ­წი­ლად წიგ­ნით და ავ­ტოგ­რა­ფი­თაც გვა­მახ­სოვ­რდე­ბა და ეს რა­ღაც­ნა­ი­რად სიმ­ბო­ლუ­რი აქ­ტია.

მე ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, როცა ბავ­შვო­ბა­ში მა­მა­ჩე­მი მჩუქ­ნი­და და ასეთ ფრა­ზას აწერ­და: „გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის წიგ­ნე­ბი­დან“... ჩემ­თვის ეს წიგ­ნე­ბი, რო­მელ­საც ახლა ოზურ­გე­თის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ვნა­ხუ­ლობ ხოლ­მე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გ.ვ.ბ.
10

მეც მიხაროდა, როცა მანქანას მჩუქნიდა.

დ გ
19

გეტყობა სათამაშაო რომ.არ უჩუქნია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ძალიან მიხაროდა, როცა ბავშვობაში მამაჩემი წიგნს მჩუქნიდა ხოლმე და აწერდა ასეთ ფრაზას... - გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა

ძალიან მიხაროდა, როცა ბავშვობაში მამაჩემი წიგნს მჩუქნიდა ხოლმე და აწერდა ასეთ ფრაზას... - გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივაა, რომ წიგნის ჩუქების დღე წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს. მისი თქმით, ინიციატივა წიგნზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, განსაკუთრებით კი სოფლებში, სადაც მწირი რესურსებია. ინიციატივის ფარგლებში, გიორგი კეკელიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს „ბიბლუსისა“ და „ანაგრამას“ წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა და ბებიასა და შვილიშვილს ელენე ბოლათაევა-მინდიაშვილსა და პატარა ელენე მინდიაშვილს ბიბლიოთეკა მოუწყო.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლებს განსაკუთრებით ბევრი პრობლემა აწუხებთ და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ წიგნზე ხელმისაწვდომობაა.

რატომ გამოთქვა ინიციატივა, რომ წიგნის ჩუქების დღე წიგნის ჩუქების თვედ შეიცვალოს და როგორ განხორციელდება პროექტი ამის შესახებ დეტალურად გიორგი კეკელიძეს ვესაუბრეთ:

საიდან გაჩნდა იდეა, აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადებულიყო?

ზოგადად, წიგნის ჩუქების ტრადიცია მთელი საქართველოს მასშტაბით არსებობს და ეს დიდწილად ეფუძნება მის კავშირს 23 აპრილთან. ეს ყველაფერი საუკუნის წინ ესპანეთში დაიწყო და ჩვენ ვეცადეთ, რომ საქართველოშიც ტრადიციად გვექცია. 2019 წელს საზოგადოებამ ინიციატივა ძალიან დადებითად მიიღო და უამრავი ადამიანი, კომპანია, ორგანიზაცია ჩაერთო და რეალურად, ჩვენ გაგვიჩნდა იმედი, რომ ეს ტრადიცია დამკვიდრდებოდა, თუმცა 2020 წელს ბუნებრივია, პანდემიის გამო ყველაფერმა შედარებით მოკრძალებულად ჩაიარა და მართალია, 2021 წელს პანდემია ისევ გრძელდება, მაგრამ არის საშუალება, ადამიანმა ადამიანს წიგნი აჩუქოს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ წიგნის ჩუქების დღედ სწორედ აპრილის თვე გამოცხადდეს და ამ ყველაფრის გვირგვინი იყოს სწორედ 23 აპრილი, რომელიც წიგნის საერთაშორისო დღეა.

რატომ დაიწყეთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლით? წიგნის ხელმისაწვდომობის კუთხით, რა პრობლემებს წააწყდით დიცში?

ცხადია, ეს სიმბოლური ხასიათის ნაბიჯი იყო, რადგან რეალურად, ჩვენ ერთმანეთს არამხოლოდ წიგნის საჭიროება უნდა შევახსენოთ, არამედ, ის, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და მავთულხლართები დღემდე მოიწევენ კიდევ და კიდევ... თუმცა მეორე მხრივ, ბუნებრივია, უნდა გვახსოვდეს, რომ ამის დაძლევის საუკეთესო იარაღი არის წიგნი.

თანაც ამ ადამიანებს პრობლემები აქვთ არამხოლოდ წიგნებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადადაც და უნდა ვიცოდეთ, რომ იქ არის უამრავი თანამოქალაქე, მათ შორის ისინი, ვისთანაც პირველად ჩავედით, შვილიშვილი და ბებია, ელენეები, რომელთაც წიგნი ძალიან უყვარს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს მათთვის პირველადი საჭიროებაა და სოფელში უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, ჰქონდეს ბიბლიოთეკა. ელენეები მათ გაუნაწილებენ კიდეც თავიანთ რესურსს.

როგორ აპირებთ პროექტის გაგრძელებას, სად იქნება შემდეგი გაჩერება?

ახლა ჩვენ ჩვენს წამოწყებაზე უკვე ველოდებით საზოგადოების პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ადამიანი, ორგანიზაცია ჩაერთვება, ისინი გამოიწვევენ ერთმანეთს და ამ ყველაფრით კარგი გაგებით იხეირებს ლიტერატურული პროცესი, იგულისხმება გამომცემლობა, ავტორი, მთარგმნელი და ა.შ... ბუნებრივია, პირველ რიგში, დადებით შედეგს მიიღებს მკითხველი.

სამოქალაქო საზოგადოებას როგორ შეუძლია პროექტში ჩაერთოს?

ძალიან მარტივად, ადამიანებს შეუძლიათ, სოციალურ ქსელებში ერთმანეთი გამოიწვიონ, დააანონსონ, რა წიგნის ჩუქებას აპირებენ... ჩემი მხრიდან რა საჭიროებაც იქნება: სოფლებში სიარული, ადამიანებთან შეხვედრა, კომპანიებთან კომუნიკაცია, რათა განსაკუთრებით, სოფლის ბიბლიოთეკებს დაეხმარონ წიგნებით, ცხადია, პირველ ხაზზე ვიქნები.

პირადად თქვენთვის რა ემოციური მხარე ახლავს ახალ პროექტს?

გარდა იმისა, რომ წიგნი ტექსტია, შინაარსი აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა, ის არის არის ნივთიც, რომელიც რაღაც ტიპის ემოციას გულისხმობს. მაგალითად, ემოციას აღძრავს ბავშვობაში წაკითხული წიგნები. მათი გარეკანი გვახსენებს კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადამიანებს. წიგნის მჩუქებელი გარკვეულწილად წიგნით და ავტოგრაფითაც გვამახსოვრდება და ეს რაღაცნაირად სიმბოლური აქტია.

მე ძალიან მიხაროდა, როცა ბავშვობაში მამაჩემი მჩუქნიდა და ასეთ ფრაზას აწერდა: „გიორგი კეკელიძის წიგნებიდან“... ჩემთვის ეს წიგნები, რომელსაც ახლა ოზურგეთის ბიბლიოთეკაში ვნახულობ ხოლმე, განსაკუთრებულად ემოციურია.

„შეჭამე ბაყაყი“ - გადაიხადე რამდენიც გინდა

ალეკო შუღლაძის წიგნის ,,ლაბირინთი მანულელისთვის" წარდგენა

დღეიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად სერია „ქალების კალმით“