კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონებს, რომლებიც დუბაიში, სასტუმროს აივანზე შიშვლები იღებდნენ ფოტოებს, გაადეპორტებენ - რა გაგრძელება მოჰყვა სკანდალურ ფოტოსესიას
გოგონებს, რომლებიც დუბაიში, სასტუმროს აივანზე შიშვლები იღებდნენ ფოტოებს, გაადეპორტებენ - რა გაგრძელება მოჰყვა სკანდალურ ფოტოსესიას

გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც დუ­ბა­ი­ში, სას­ტუმ­როს აი­ვან­ზე, კა­მე­რე­ბის წინ, შიშ­ვლე­ბი პო­ზი­რებ­დნენ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არაბ­თა სა­ე­მი­რო­ე­ბი­დან გა­ა­დე­პორ­ტე­ბენ. რო­გორც BBC წერს, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია სულ მცი­რე, 12 უკ­რა­ი­ნე­ლი ქალი და ერთი რუსი მა­მა­კა­ცი, ისი­ნი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გარ­ყვნი­ლე­ბა­ში, რაც ექვს თვემ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას და 1 000 დო­ლა­რამ­დე ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუმ­ცა, რო­გორც ჩან, სა­პა­ტიმ­რო­ში არ და­ტო­ვე­ბენ და ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვე­ბენ.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ სამ­შა­ბათს სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლეს და­კა­ვე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი და ასე­ვე შეხ­ვდნენ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს.

დუ­ბა­ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა მე­დი­ას და­უ­დას­ტუ­რეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს გა­ა­დე­პორ­ტე­ბენ. "პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ას­რუ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა ახ­ლა­ხანს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­სე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არაბ­თა სა­ე­მი­რო­ე­ბის კა­ნო­ნებს. მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი გა­ძე­ვე­ბულ იქ­ნე­ბი­ან არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი­დან. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მეტი კო­მენ­ტა­რი აღარ გა­კეთ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დუ­ბაი ტუ­რის­ტე­ბის­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლი ქა­ლა­ქია, იქ მკაც­რი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში ცხოვ­რობს, ან ეწ­ვე­ვა ამ ქვე­ყა­ნას, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მის კა­ნო­ნებს და ტუ­რის­ტე­ბის­თვის არ არ­სე­ბობს გა­მო­ნაკ­ლი­სი.

ცნო­ბის­თვის, დუ­ბა­ის პო­ლი­ცი­ამ 4 აპ­რილს და­ა­კა­ვა ტუ­რის­ტე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც სას­ტუმ­როს აი­ვან­ზე შიშ­ვლე­ბი იყ­ვნენ და ფო­ტო­ებს იღებ­დნენ. თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის 8 რუსი ქალი იყო, თუმ­ცა ეს ცნო­ბა არ და­დას­ტურ­და.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
5

რა თქმა უნდა უკრაინელები იყვნენ,რაარი გასაკვირი 

კრიტიკოსი
3

თქვენთან რომ მოვხვდე დეპორტაციაში შეიძლება? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გოგონებს, რომლებიც დუბაიში, სასტუმროს აივანზე შიშვლები იღებდნენ ფოტოებს, გაადეპორტებენ - რა გაგრძელება მოჰყვა სკანდალურ ფოტოსესიას

გოგონებს, რომლებიც დუბაიში, სასტუმროს აივანზე შიშვლები იღებდნენ ფოტოებს, გაადეპორტებენ - რა გაგრძელება მოჰყვა სკანდალურ ფოტოსესიას

გოგონებს, რომლებიც დუბაიში, სასტუმროს აივანზე, კამერების წინ, შიშვლები პოზირებდნენ, გაერთიანებული არაბთა საემიროებიდან გაადეპორტებენ. როგორც BBC წერს, ამ ინფორმაციას ოფიციალური პირები ადასტურებენ.

გამოცემის ცნობით, დაკავებულია სულ მცირე, 12 უკრაინელი ქალი და ერთი რუსი მამაკაცი, ისინი დაადანაშაულეს საზოგადოებრივ გარყვნილებაში, რაც ექვს თვემდე თავისუფლების აღკვეთას და 1 000 დოლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა, როგორც ჩან, საპატიმროში არ დატოვებენ და ქვეყნიდან გააძევებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამშაბათს საკონსულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს დაკავებული ქალები და ასევე შეხვდნენ სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს.

დუბაის ოფიციალურმა პირებმა მედიას დაუდასტურეს, რომ დაკავებულებს გაადეპორტებენ. "პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ახლახანს გამოქვეყნებულ ფოტოსესიასთან დაკავშირებით, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული არაბთა საემიროების კანონებს. მონაწილე პირები გაძევებულ იქნებიან არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. აღნიშნულ საკითხზე მეტი კომენტარი აღარ გაკეთდება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ დუბაი ტურისტებისთვის პოპულარული ქალაქია, იქ მკაცრი წესები მოქმედებს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ცხოვრობს, ან ეწვევა ამ ქვეყანას, ექვემდებარება მის კანონებს და ტურისტებისთვის არ არსებობს გამონაკლისი.

ცნობისთვის, დუბაის პოლიციამ 4 აპრილს დააკავა ტურისტების ჯგუფი, რომლებიც სასტუმროს აივანზე შიშვლები იყვნენ და ფოტოებს იღებდნენ. თავდაპირველი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის 8 რუსი ქალი იყო, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა.

წყარო: BBC.com

"რუსეთი აშშ-ის ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს უპასუხებს" - რას ამბობს ლავროვი ამერიკის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებაზე

ცისარტყელა მარსზე? - "პერსევერანსის“ მიერ გადაღებული ახალი შთამბეჭდავი ფოტო და NASA-ს პასუხი "იდუმალ ცისარტყელაზე“

"ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობას კარგავს" - როგორია პატიმრობაში მყოფი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაზე საუბრობს მისი ადვოკატი