კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეო უწყება ენგურში საქართველოს მოქალაქეების დაღუპვაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
საგარეო უწყება ენგურში საქართველოს მოქალაქეების დაღუპვაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გად­მოკ­ვე­თი­სას და­ღუპ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­სე­თის უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცი­ის მო­რიგ უმ­ძი­მეს ადა­მი­ა­ნურ სა­ფა­სურს წარ­მო­ად­გენს და ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის აუ­ტა­ნელ სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ამ ტრა­გე­დი­ა­ზე ისე­ვე, რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ეკის­რე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ხა­ტავს ღრმა შეშ­ფო­თე­ბას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გად­მოკ­ვე­თის მცდე­ლო­ბი­სას და­ღუპ­ვის გამო.

სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის პი­რო­ბებ­ში, უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სათ­ვის თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, ცდი­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოს­ვლას, რაც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცი­ის მო­რიგ უმ­ძი­მეს ადა­მი­ა­ნურ სა­ფა­სურს და ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩენს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის აუ­ტა­ნელ სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებ­სა და ად­გილ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კუ­თხით არ­სე­ბულ ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბას. წლე­ბია, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ის მძევ­ლე­ბად იქ­ცნენ, რა­საც არა­ერ­თი მათ­გა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

ამ ტრა­გე­დი­ა­ზე ისე­ვე, რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, რო­გორც ად­გილ­ზე ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ძა­ლას, რაც კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს 21 იან­ვრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ამოქ­მე­დე­ბუ­ლი აქვს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ბერ­კე­ტი, რათა სა­კი­თხი დას­ვას უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მატ­ში. დღე­ვან­დე­ლი ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი უკვე გან­ხი­ლუ­ლი იქნა მი­ნის­ტრის შეხ­ვედ­რა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ზი­სის სა­კი­თხებ­ში, საქ­მის კურ­სში არი­ან ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პარ­კე­ბე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია, გა­აქ­ტი­ურ­და ცხე­ლი ხაზი, ხდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა ღო­ნეს მი­მარ­თავს, რათა სა­ბო­ლო­ოდ დას­რულ­დეს ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცია, შე­წყდეს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვე­ბი და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ე­ცეს თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შამ­გო­ნა­ში, მდი­ნა­რე ენ­გუ­რი­დან სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 3 მო­ქა­ლა­ქის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოს­ვლას მდი­ნა­რის გად­მო­ცურ­ვით ცდი­ლობ­დნენ. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მიმ­დი­ნა­რე­ობს კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნის ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ბი. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე და 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატო
0

რას გვეტყვიან ის ბატონები, პოზნერის გაბუნძულების გამო დიდი ალიაქოთი რომ ატეხეს!

კიო
0

კუანა მთავრობამ რა უნდა მოაგვაროს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საგარეო უწყება ენგურში საქართველოს მოქალაქეების დაღუპვაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

საგარეო უწყება ენგურში საქართველოს მოქალაქეების დაღუპვაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების შეფასებით, აღნიშნული რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს წარმოადგენს და ნათლად აჩვენებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ამ ტრაგედიაზე ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპვის გამო.

საქართველოს სამი მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული დისკრიმინაციული ზომების, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, უკანონო დაკავებისათვის თავის არიდების მიზნით, ცდილობდა საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.

აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს და ნათლად წარმოაჩენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ურთულეს ვითარებას. წლებია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ, რასაც არაერთი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ტრაგედიაზე ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოქმედებული აქვს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ბერკეტი, რათა საკითხი დასვას უმაღლეს დონეზე ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში. დღევანდელი ტრაგიკული ფაქტი უკვე განხილული იქნა მინისტრის შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურდა ცხელი ხაზი, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორების ინფორმირება.

საქართველო ყველა ღონეს მიმართავს, რათა საბოლოოდ დასრულდეს ადგილზე მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, შეწყდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევები და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს კიდევ ერთი ადამიანის ძებნის სამუშაობი. უწყების განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

"გამოცდა რომ ჩამებარებინა, "საზღვრამდე" სამი მთა გადმოვიარე... ლამის გავიყინეთ" - რატომ უხდებათ აფხაზებს დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა სიცოცხლის რისკის ფასად?

"ლილოდან" მოაქვთ ათასი წვრილმანი და მდინარის კალაპოტზე ზურგით გადმოაქვთ... ჩაკეტვამ ყველა დააზარალა" - რას წერენ აფხაზები ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?

"ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ჯანდაცვის საშუალებების მიღების გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე" - ტიკარაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებზე