მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამსახურიდან გუშინ გათავისუფლებულმა მოსამართლე მაია სვიანაძემ დღეს, აშშ-ში მუშაობა დაიწყო - "თანამდებობიდან წასულიც კი, თან ძალიან შორს, კლანის სახელს არ შეარცხვენს"
სამსახურიდან გუშინ გათავისუფლებულმა მოსამართლე მაია სვიანაძემ დღეს, აშშ-ში მუშაობა დაიწყო - "თანამდებობიდან წასულიც კი, თან ძალიან შორს, კლანის სახელს არ შეარცხვენს"

გუ­შინ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლე მაია სვი­ა­ნა­ძემ დღეს, აშშ-ში მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რი ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"გუ­შინ მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა მაია სვი­ა­ნა­ძემ დღეს უკვე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო აშშ-ში. რაც მთა­ვა­რია, ფე­ის­ბუ­ქი გა­ა­აქ­ტი­უ­რა, ოქ­ტომ­ბრის მერე ერთი სტა­ტუ­სიც არ და­უ­დია და ბოლო სა­ა­თებ­ში 9 რა­ღაც დადო, მას შემ­დეგ რაც მე დავ­წე­რე მისი წას­ვლის შე­სა­ხებ. მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­სუ­ლიც კი, თან ძა­ლი­ან შორს, კლა­ნის სა­ხელს არ შე­არ­ცხვენს", - წერს ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, მო­სა­მარ­თლე მაია სვი­ა­ნა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბი­სა და აშშ-ში წას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

„ერთ-ერ­თმა მოქ­მედ­მა მო­სა­მარ­თლემ (მაია სვი­ა­ნა­ძემ) შვე­ბუ­ლე­ბა აიღო, შვილ­თან წა­ვი­და აშშ-ში და დარ­ჩა. იქი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა და მო­ი­თხო­ვა მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­უ­ღია და ფორ­მაც სრუ­ლი­ად შე­სა­ფე­რი­სი ამ სის­ტე­მა­ში.

და­ვა­მა­ტებ, რომ მაია სვი­ა­ნა­ძე იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან დღეს გა­თა­ვი­სუფ­ლდა“, - წერ­და ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის გან­ცხა­დე­ბას მაია სვი­ა­ნა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას უპა­სუ­ხა.

„შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე შემ­დგომ გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე. გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, რომ შვე­ბუ­ლე­ბის მერე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­მე­წყვი­ტა“, - გა­ნა­ცხა­და მაია სვი­ა­ნა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს­თვის ცნო­ბი­ლი იყო.

მისი თქმით, საქ­მე­ე­ბი, რო­მე­ლიც მის წარ­მო­ე­ბა­ში იყო, სხვას გა­და­ა­ბა­რა.

„რა თქმა უნდა, იცოდ­ნენ, და­უ­კი­თხა­ვად საქ­მე­ებს ხომ არ დავ­ყრი­დი? რა თქმა უნდა, საქ­მე­ე­ბი გა­და­ვა­ბა­რე. შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ვე­დი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი დავ­ტო­ვე წეს­რიგ­ში, რომ შემ­დეგ პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მნი­ლი­ყო. ამე­რი­კა­ში არა­ლე­გა­ლად არ დავ­რჩი, იმი­ტომ, რომ უკვე 16 წე­ლია ჩემი შვი­ლი აქ ცხოვ­რობს. ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობს. „ოჯა­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა“ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და არა­ლე­გა­ლუ­რად არ დავ­რჩე­ნილ­ვარ. შვილ­თან წა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. სხვა მი­ზე­ზი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, შვილ­თან გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, იმი­ტომ, რომ აქ მყავს ოჯა­ხი, შვი­ლი და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი. ამ ეტაპ­ზე ასე გა­დავ­წყვი­ტე, რომ სა­ცხოვ­რებ­ლად აქ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მო­სა­მარ­თლე ვარ და კარ­გად ვიცი, ჩვენ ასე არ ვყრით საქ­მე­ებს, ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე და იცოდ­ნენ, რომ მე წას­ვლას ვა­პი­რებ­დი. ეს დიდი ხნის გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, დღეს და გუ­შინ არ გა­და­მი­წყვი­ტავს“, - გა­ნა­ცხა­და მაია სვი­ა­ნა­ძემ.

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წლის 5 აპ­რილს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე მაია სვი­ა­ნა­ძე მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

საბ­ჭოს­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სა­მარ­თლემ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს წე­რი­ლით 2021 წლის 26 მარტს მი­მარ­თა. 2021 წლის 5 აპ­რილს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე საბ­ჭოს წევ­რებ­მა გან­კარ­გუ­ლე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რეს და მაია სვი­ა­ნა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

"მაია სვი­ა­ნა­ძე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტამ­დე შვე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის ამ­ჟა­მად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მისი შვი­ლი წლე­ბია შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქეა და ნიუ იორ­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობს. მაია სვი­ა­ნა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე, წი­ნას­წარ იყო ცნო­ბი­ლი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს­თვის.

მაია სვი­ა­ნა­ძე მო­სა­მარ­თლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას 2009 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებ­და. 2017 წლი­დან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გან­წე­სე­ბუ­ლი იყო უვა­დოდ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მაია სვი­ა­ნა­ძე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლედ 2017 წლის მა­ის­ში და­ი­ნიშ­ნა. 2017 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან კი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გამ­წეს­და უვა­დოდ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tbilisi
6

ვერ გავიგე რას აპროტესტებს. 

რატი
18

შენი ცოდვა დაედო დოლიძეს, იქ ყოფნის დროს მოკავშირედ მაინც გყავდა, ახლა კი რაღაც უაზრობით არის დაკავებული და ამ არამზადების და აფთრების გარემოცვაში მარტო დაგტოვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სამსახურიდან გუშინ გათავისუფლებულმა მოსამართლე მაია სვიანაძემ დღეს, აშშ-ში მუშაობა დაიწყო - "თანამდებობიდან წასულიც კი, თან ძალიან შორს, კლანის სახელს არ შეარცხვენს"

სამსახურიდან გუშინ გათავისუფლებულმა მოსამართლე მაია სვიანაძემ დღეს, აშშ-ში მუშაობა დაიწყო - "თანამდებობიდან წასულიც კი, თან ძალიან შორს, კლანის სახელს არ შეარცხვენს"

გუშინ სამსახურიდან გათავისუფლებულმა მოსამართლე მაია სვიანაძემ დღეს, აშშ-ში მუშაობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გუშინ მოსამართლის თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულმა მაია სვიანაძემ დღეს უკვე მუშაობა დაიწყო აშშ-ში. რაც მთავარია, ფეისბუქი გაააქტიურა, ოქტომბრის მერე ერთი სტატუსიც არ დაუდია და ბოლო საათებში 9 რაღაც დადო, მას შემდეგ რაც მე დავწერე მისი წასვლის შესახებ. მოსამართლის თანამდებობიდან წასულიც კი, თან ძალიან შორს, კლანის სახელს არ შეარცხვენს", - წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

ცნობისთვის, მოსამართლე მაია სვიანაძის თანამდებობის დატოვებისა და აშშ-ში წასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ ნაზი ჯანეზაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაავრცელა.

„ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა. იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში.

დავამატებ, რომ მაია სვიანაძე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლის თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა“, - წერდა ნაზი ჯანეზაშვილი.

მოგვიანებით მის განცხადებას მაია სვიანაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას უპასუხა.

„შვებულებაში ვიყავი და უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე შემდგომ განცხადება დავწერე. გადაწყვეტილი მქონდა, რომ შვებულების მერე უფლებამოსილება შემეწყვიტა“, - განაცხადა მაია სვიანაძემ და აღნიშნა, რომ მისი გადაწვეტილების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ცნობილი იყო.

მისი თქმით, საქმეები, რომელიც მის წარმოებაში იყო, სხვას გადააბარა.

„რა თქმა უნდა, იცოდნენ, დაუკითხავად საქმეებს ხომ არ დავყრიდი? რა თქმა უნდა, საქმეები გადავაბარე. შვებულებაში გავედი, მაგრამ ყველაფერი დავტოვე წესრიგში, რომ შემდეგ პრობლემები არ შექმნილიყო. ამერიკაში არალეგალად არ დავრჩი, იმიტომ, რომ უკვე 16 წელია ჩემი შვილი აქ ცხოვრობს. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. „ოჯახის გაერთიანება“ მაქვს გაკეთებული და არალეგალურად არ დავრჩენილვარ. შვილთან წავედი საცხოვრებლად. სხვა მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, შვილთან გადავედი საცხოვრებლად, იმიტომ, რომ აქ მყავს ოჯახი, შვილი და ორი შვილიშვილი. ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტე, რომ საცხოვრებლად აქ წამოვსულიყავი. მოსამართლე ვარ და კარგად ვიცი, ჩვენ ასე არ ვყრით საქმეებს, ყველაფერი მოწესრიგებულია, განცხადება დავწერე და იცოდნენ, რომ მე წასვლას ვაპირებდი. ეს დიდი ხნის გადაწყვეტილი მქონდა, დღეს და გუშინ არ გადამიწყვიტავს“, - განაცხადა მაია სვიანაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, 2021 წლის 5 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია სვიანაძე მოსამართლის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

საბჭოსვე ინფორმაციით, მოსამართლემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილით 2021 წლის 26 მარტს მიმართა. 2021 წლის 5 აპრილს გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა განკარგულებას მხარი დაუჭირეს და მაია სვიანაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

"მაია სვიანაძე უფლებამოსილების შეწყვეტამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი წლებია შტატების მოქალაქეა და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე, წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის.

მაია სვიანაძე მოსამართლის უფლებამოსილებას 2009 წლიდან ახორციელებდა. 2017 წლიდან თანამდებობაზე განწესებული იყო უვადოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მაია სვიანაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2017 წლის მაისში დაინიშნა. 2017 წლის ოქტომბრიდან კი თანამდებობაზე გამწესდა უვადოდ.

"ძალიან რომ მიჭირდა მითხარი, "ისინი დაგეხმარონო"... ჩემმა შვილმა რა დაგიშავა?" - რას წერს კარინა გრეგორიანი ჟორჟოლიანზე და რას პასუხობს ტელეწამყვანი?

"მეგონა "ღადაობდნენ" - მეჩვენება თუ ნაპრალები მიწით შეავსეს?" - რა ფოტოებს აქვეყნებს თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის ფერდობიდან?

"მართალია ეს კაცი, საშინელი ფოტოა, გამზადებული მარმარილოსთვის!" - ბექა დავითულიანის სახუმარო პოსტი მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდგინდა