მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისაუბრა თუ არა პატრიარქმა ქადაგებისას "კომენდანტის საათისა" და შეზღუდვების გაუქმების შესახებ - რას აცხადებენ საპატრიარქოში
ისაუბრა თუ არა პატრიარქმა ქადაგებისას "კომენდანტის საათისა" და შეზღუდვების გაუქმების შესახებ - რას აცხადებენ საპატრიარქოში

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბით, სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ გუ­შინ, 4 აპ­რილს, საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას, „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი­სა“ და შე­ზღუდ­ვე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

სა­პატ­რი­არ­ქოს გან­მარ­ტე­ბით, პატ­რი­არ­ქი 4 აპ­რი­ლის საკ­ვი­რაო მსა­ხუ­რე­ბა­ზე სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

„შე­გახ­სე­ნებთ, რომ კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­სა და თა­ვად უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­წო­დე­ბენ, და­ვე­მორ­ჩი­ლოთ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­წე­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს, და­ვიც­ვათ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე და გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბას.

„აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ტა­ძარ­ში ყოფ­ნის დროს მრევ­ლმა და­იც­ვას დის­ტან­ცია და ეკე­თოს პირ­ბა­დე, ხოლო ვინც თავს შე­უძ­ლოდ გრძნობს ან რის­კის ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, სჯობს, თავი შე­ი­კა­ვოს მსა­ხუ­რე­ბებ­ზე დას­წრე­ბის­გან. ზი­ა­რე­ბის ან სხვა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ მო­ძღვა­რი სახ­ლში მი­ა­კი­თხავს“, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს 2020 წლის 25 ნო­ემ­ბრის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ მრა­ვალ­გზის გა­მო­ხა­ტა თა­ვი­სი პო­ზი­ცია და აღ­ნიშ­ნა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია.

წმინ­და სი­ნო­დის 2021 წლის 11 მარ­ტის სხდო­მის განჩნე­ბის თა­ნახ­მად, ეკ­ლე­სია მი­ე­სალ­მე­ბა „იმ ფაქტს, რომ კო­ვიდ­პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­მო­ცხად­და რო­გორც ნე­ბა­ყო­ფი­ლო­ბი­თი და არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო“. თა­ვის მხრივ, „სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია დი­დად აფა­სებს იმ სი­კე­თეს, რაც ზო­გა­დად მე­დი­ცი­ნას მო­აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის­თვის, თუმ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ აი­ღებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­პა­გან­დას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რად­გან ეს ჯან­დაც­ვის მუ­შაკ­თა კომ­პე­ტენ­ცია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა“.

და ბო­ლოს, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა ვრცელ­დე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის, სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი­სა“ და გა­ზეთ „სა­პატ­რი­არ­ქოს უწყე­ბა­ნის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.
0

ვინ ავრცელებს ამ ყალბ ინფორმაციებს, რატომ არ ისჯებიან. ეს ყველაფერი ხომ ხელს უწყობს, სახელმწიფოში ბარდაგს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ისაუბრა თუ არა პატრიარქმა ქადაგებისას "კომენდანტის საათისა" და შეზღუდვების გაუქმების შესახებ - რას აცხადებენ საპატრიარქოში

ისაუბრა თუ არა პატრიარქმა ქადაგებისას "კომენდანტის საათისა" და შეზღუდვების გაუქმების შესახებ - რას აცხადებენ საპატრიარქოში

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, „კომენდანტის საათისა“ და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა.

საპატრიარქოს განმარტებით, პატრიარქი 4 აპრილის საკვირაო მსახურებაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

„შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის გამო, სახელმწიფოს მიერ დაწესებული გარკვეული შეზღუდვებისა და რეგულაციების დაცვის შესახებ არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები, საქართველოს საპატრიარქოსა და თავად უწმინდესისა და უნეტარესის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც მოგვიწოდებენ, დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადე და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.

„აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს, თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს 2020 წლის 25 ნოემბრის ოფიციალურ განცხადებაში.

რაც შეეხება ვაქცინაციას, საქართველოს ეკლესიამ მრავალგზის გამოხატა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

წმინდა სინოდის 2021 წლის 11 მარტის სხდომის განჩნების თანახმად, ეკლესია მიესალმება „იმ ფაქტს, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო“. თავის მხრივ, „საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.

და ბოლოს, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს ეკლესიის ნებისმიერი განცხადება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისა“ და გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ ოფიციალური ინტერნეტგვერდების მეშვეობით“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

სტალინის დროს აშენებული სამხედრო სანატორიუმი შოვში, სადაც საბჭოთა ჯარის მაღალჩინოსნები ისვენებდნენ - ულამაზესი შენობის ისტორია

IRI-ის გამოკითხულთა 20% ვაქცინას მაშინვე გაიკეთებს, როცა მისთვის ხელმისაწვდომი იქნება - რამდენი პროცენტი ამბობს უარს ვაქცინაციაზე