სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის" - დიმიტრი პესკოვი
"რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის" - დიმიტრი პესკოვი

"რუ­სე­თის არ­მი­ის გა­და­ად­გი­ლე­ბა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ უნდა აწუ­ხებ­დეს სხვა ქვეყ­ნებს, რად­გან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებს საფრ­თხეს არ უქ­მნის", - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"რუ­სე­თის არ­მია გა­და­ად­გილ­დე­ბა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც სა­ჭი­როდ თვლის და იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც სა­ჭი­როდ თვლის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ი­მე­დო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად”, - აღ­ნიშ­ნა კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა.

მისი თქმით, ამან მცი­რე­დი­თაც არა­ვინ უნდა შე­აშ­ფო­თოს, რად­გან რუ­სე­თის მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ ქვე­ყა­ნას უქ­მნის საფრ­თხეს.

"რუ­სე­თი საფრ­თხეს არ უქ­მნის მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის ის არ წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს უკ­რა­ი­ნის­თვის”, - აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა და დას­ძი­ნა, რომ რუ­სე­თი "ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბით ეკი­დე­ბა სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კითხს“.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­თან სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბას თან­და­თან ზრდის, რაც ქვეყ­ნის თავ­დაც­ვით უსაფრ­თხო­ე­ბას ემუქ­რე­ბა. აშშ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ლოიდ ოს­ტინ­სა და მის უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გა ან­დრი ტა­რანს შო­რის გა­მარ­თუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რის დროს ოს­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის გამ­წვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უკ­რა­ი­ნას მარ­ტო არ და­ტო­ვებს.

სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა უკ­რა­ი­ნი­სა და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტებს ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი­სა და ჯო ბა­ი­დენს შო­რი­საც. რო­გორც თეთ­რი სახ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა და­ა­დას­ტუ­რა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი რუ­სე­თის მხრი­დან დონ­ბას­სა და ყი­რიმ­ში მიმ­დი­ნა­რე აგ­რე­სი­ის ფონ­ზე. ამას­თან, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მი­მართ ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა ევ­რო­კავ­შირ­მაც. უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ დმიტ­რი კუ­ლე­ბა­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს წარ­მო­მად­გე­ნელს, ჟო­ზეფ ბო­რელს შო­რის გა­მარ­თუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას, რომ­ლის დრო­საც დონ­ბას­სა და ყი­რიმ­ში რუ­სე­თის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი ქმე­დე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს, ბო­რელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კავ­ში­რი უკ­რა­ი­ნის გვერ­დით დგას.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mose
87

როცა ნატოს ვითომ ჯარი ბელორუსის საზღვრებთან მანევრირებდა მაშინ ხმას არ იღებდით და ეხლა რა გინდათ? ის კაცი თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილდება და არარის ვალდებული ვინმეს რო შეუთანხმოს. ასეა ეს

გიორგი
42

დამპალი რუსეთი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის" - დიმიტრი პესკოვი

"რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის" - დიმიტრი პესკოვი

"რუსეთის არმიის გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა აწუხებდეს სხვა ქვეყნებს, რადგან რუსეთის ფედერაცია სხვა სახელმწიფოებს საფრთხეს არ უქმნის", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ თვლის, ჩვენი ქვეყნის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ამან მცირედითაც არავინ უნდა შეაშფოთოს, რადგან რუსეთის მსოფლიოს არცერთ ქვეყანას უქმნის საფრთხეს.

"რუსეთი საფრთხეს არ უქმნის მსოფლიოს არცერთ ქვეყანას, მათ შორის ის არ წარმოადგენს საფრთხეს უკრაინისთვის”, - აღნიშნა პესკოვმა და დასძინა, რომ რუსეთი "ყოველთვის ყურადღებით ეკიდება საკუთარი უსაფრთხოების საკითხს“.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და მის უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანს შორის გამართული სატელეფონო საუბარის დროს ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს.

სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორისაც. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მხრიდან დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. ამასთან, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა ევროკავშირმაც. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებასა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს შორის გამართული სატელეფონო საუბრისას, რომლის დროსაც დონბასსა და ყირიმში რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები განიხილეს, ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას.