საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს მოკლა ორივე" - რა გახდა სოფელ რიონში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი და რა დეტალებზე საუბრობენ სოფელში მცხოვრებნი
"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს მოკლა ორივე" - რა გახდა სოფელ რიონში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი და რა დეტალებზე საუბრობენ სოფელში მცხოვრებნი

წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რი­ონ­ში ორი მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლე­ბი ძმე­ბი არი­ან. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე მათი ბი­ძაშ­ვი­ლია.

რო­გორც სო­ფელ­ში აცხა­დე­ბენ, მოკ­ლუ­ლებს ბი­ძაშ­ვილ­თან ორი დღის წინ კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ, დღეს კი მათ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა.

"ჩემი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ტრი­ა­ლებს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 25 წლამ­დე ძმე­ბი არი­ან. ვინც მოკ­ლა, ის ბი­ძაშ­ვი­ლად ეკუთ­ვნის, თან გვერ­დით მე­ზობ­ლე­ბი არი­ან. ერთ-ერთ ძმას რამ­დე­ნი­მე დღის წინ უგი­ნე­ბია და დღეს ეს ბიჭი მთვრა­ლი ყო­ფი­ლა და ია­რა­ღით მოკ­ლა ორი­ვე", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს სო­ფელ რი­ო­ნის მცხოვ­რებ­მა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ში სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე პირი ჯერ პო­ლი­ცი­ას და­კა­ვე­ბუ­ლი არ ჰყავს. ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს მოკლა ორივე" - რა გახდა სოფელ რიონში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი და რა დეტალებზე საუბრობენ სოფელში მცხოვრებნი

"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს მოკლა ორივე" - რა გახდა სოფელ რიონში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი და რა დეტალებზე საუბრობენ სოფელში მცხოვრებნი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულები ძმები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე მათი ბიძაშვილია.

როგორც სოფელში აცხადებენ, მოკლულებს ბიძაშვილთან ორი დღის წინ კონფლიქტი ჰქონდათ, დღეს კი მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

"ჩემი მეზობლები არიან, საშინელი ამბავი ტრიალებს. გარდაცვლილები 25 წლამდე ძმები არიან. ვინც მოკლა, ის ბიძაშვილად ეკუთვნის, თან გვერდით მეზობლები არიან. ერთ-ერთ ძმას რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს ეს ბიჭი მთვრალი ყოფილა და იარაღით მოკლა ორივე", - განუცხადა AMBEBI.GE-ს სოფელ რიონის მცხოვრებმა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარში სავარაუდო დამნაშავე პირი ჯერ პოლიციას დაკავებული არ ჰყავს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართული ოცნების" აქტივისტმა დაჭრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი მოკლეს - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ძმები არიან

საერთაშორისო თაღლითური სქემა და დაკავებული 11 პირი - ისრაელის მოქალაქე კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ძარცვავდა