კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ს საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარება აქვს გაწეული, ქვეყნის მთავრობა რისკავს სენატორების კეთილ ნებას" - ჯორჯ კენტი
"აშშ-ს საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარება აქვს გაწეული, ქვეყნის მთავრობა რისკავს სენატორების კეთილ ნებას" - ჯორჯ კენტი

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სას­წორ­ზე იმ მო­მავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­მელ­საც მისი ლი­დე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქვეყ­ნის­თვის სურთ - ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სე­ნა­ტო­რე­ბის კე­თილ ნე­ბას რის­კავს, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მე­ო­რე მო­ად­გი­ლე ჯორჯ კენ­ტი "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

რო­გორც ჯორჯ კენ­ტი ამ­ბობს, უნდა მოხ­დეს სა­მო­მავ­ლო გზა­ზე შე­თან­ხმე­ბა და ქვე­ყა­ნა უნდა და­უბ­რუნ­დეს იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­ლახ­ვას, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის წი­ნა­შე დგას.

"ქარ­თვე­ლებ­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ არ­სე­ბობს ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბის­თვის. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ არ უნდა ეცა­დო შენი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ბო­ლომ­დე გა­ნად­გუ­რე­ბას. პო­ლი­ტი­კა კომ­პრო­მი­სე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბაა. უნდა მოხ­დეს სა­მო­მავ­ლო გზა­ზე შე­თან­ხმე­ბა და ქვე­ყა­ნა უნდა და­უბ­რუნ­დეს იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­ლახ­ვას, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის წი­ნა­შე დგას.

2003 წლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში იმის დე­მონ­სტრი­რე­ბის ლი­დე­რი იყო, თუ რის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლი­ათ ქვეყ­ნებს, თუ მათ სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა ნამ­დვი­ლად სურთ. კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი ისაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თო უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ბევ­რი ქვე­ყა­ნა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს სთხოვს დახ­მა­რე­ბას და დაც­ვას. სა­ქარ­თვე­ლო კი გა­მო­ვი­და და თქვა, რომ ჩვენ გვსურს კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ და დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტოს ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში სი­დი­დით მე­ო­თხე წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა აქვს. სა­ქარ­თვე­ლომ სა­კუ­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა შეძ­ლო და სწო­რედ ამის გამო, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად მი­იჩ­ნევს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში.

ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სას­წორ­ზე იმ მო­მავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­მელ­ზეც მისი ლი­დე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქვეყ­ნის­თვის სურთ. წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ძი­რე­უ­ლი და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მე­ბი სჭირ­დე­ბა. სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად კრი­ტი­კუ­ლია ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ითხო­ვენ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას. უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებ­საც იგი­ვე მო­ლო­დი­ნი აქვთ. თუ ეს არ მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას არ ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნდო­ბა და ისი­ნი ვერ შეძ­ლე­ბენ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას იმის­თვის, რომ გა­მარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კა ჰქონ­დეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას - ეუ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფის­მა (OSCE/ODIHR) მკა­ფიო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­მოს­ცა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას სრუ­ლად არ შე­უს­რუ­ლე­ბია. სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბი სჭირ­დე­ბა. წერ­ტი­ლი. ესაა სა­არ­ჩევ­ნო და სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მე­ბი. ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მა­ზე, ეუ­თოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა­ზე უკვე წლე­ბია ცნო­ბი­ლია. მათი ბო­ლომ­დე მი­ღე­ბა არ მოხ­და სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის მე­ო­თხე პა­კეტ­ში, რო­მე­ლიც გა­სულ წელს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გა­ტარ­და. ახლა დროა, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა და ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტმა გა­ა­ტა­როს ყვე­ლა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი რე­ფორ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მის­ცენ სის­ტე­მე­ბი და ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას წარ­მა­ტე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა.

მე ბო­ლომ­დე პა­ტივს ვცემ ჩვე­ნი კონ­გრე­სის, ჩვე­ნი სე­ნა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას. ამა­ში შე­დის ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. ამე­რი­კის კონ­გრე­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან ხელ­გაშ­ლი­ლი იყო. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­დან ამე­რი­კას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ხუთ ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი დახ­მა­რე­ბა აქვს გა­წე­უ­ლი. ახლა ყო­ველ­წლი­უ­რად 135 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით ვეხ­მა­რე­ბით. ეს კონ­გრე­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და არა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სე­ნა­ტო­რე­ბის კე­თილ ნე­ბას რის­კავს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ეს დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მათ სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­დად­გეს. კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბის­თვის იმის გა­გე­ბა, რომ ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნია, რომ ისი­ნი და­სას­რუ­ლამ­დე მი­ვიდ­ნენ, მი­აღ­წი­ონ შე­თან­ხმე­ბას და გა­ა­ტა­რონ რე­ფორ­მე­ბი იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნამ წინსვლა და­ი­წყოს. ვერ გე­ტყვით იმას, თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს სე­ნატ­მა, მაგ­რამ ვი­ტყვი, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­აგ­რძე­ლებს პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის ბიძ­გის მი­ცე­მას, რომ მათ სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გან", - გა­ნა­ცხა­და ჯორჯ კენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირმა
26

ისე ნუ იზამთ ეგ სენატორები რო თქვენვე დაკარგოთ საქართველო. მოსახლეობის 70 პროცენტი ოცნებას უჭერს მხარს და ისე ნუ იზამთ რო ......

სტალინი
10

დარწმუნებული ვარ მაგ ყველაფერს, მუქთად არ გაგვიკეთებდით, თქვენც რომ არ გაწყობდეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აშშ-ს საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარება აქვს გაწეული, ქვეყნის მთავრობა რისკავს სენატორების კეთილ ნებას" - ჯორჯ კენტი

"აშშ-ს საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარება აქვს გაწეული, ქვეყნის მთავრობა რისკავს სენატორების კეთილ ნებას" - ჯორჯ კენტი

საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელსაც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ - ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ჯორჯ კენტი ამბობს, უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

"ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ეცადო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბოლომდე განადგურებას. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

2003 წლის შემდეგ, საქართველო რეგიონში იმის დემონსტრირების ლიდერი იყო, თუ რის მიღწევა შეუძლიათ ქვეყნებს, თუ მათ სისტემური რეფორმების გატარება ნამდვილად სურთ. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ საქართველო საერთო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ბევრი ქვეყანა შეერთებულ შტატებს სთხოვს დახმარებას და დაცვას. საქართველო კი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ გვსურს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და დღეს, საქართველოს ნატოს ავღანეთის მისიაში სიდიდით მეოთხე წარმომადგენლობა აქვს. საქართველომ საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირება შეძლო და სწორედ ამის გამო, შეერთებული შტატები საქართველოს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ვფიქრობ, საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელზეც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ. წარმატების მისაღწევად საქართველოს საარჩევნო სისტემის ძირეული და სასამართლო სისტემის რეფორმები სჭირდება. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია ქვეყნის წარმატებისთვის. საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ სასამართლო სისტემაში თანასწორუფლებიანობას. უცხოელ ინვესტორებსაც იგივე მოლოდინი აქვთ. თუ ეს არ მოხდა, საქართველოს მთავრობას არ ექნება საკუთარი მოქალაქეების ნდობა და ისინი ვერ შეძლებენ ინვესტიციების მოზიდვას იმისთვის, რომ გამართული ეკონომიკა ჰქონდეთ.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მკაფიო რეკომენდაციები გამოსცა, რომლებიც საქართველოს მთავრობას სრულად არ შეუსრულებია. საქართველოს რეფორმები სჭირდება. წერტილი. ესაა საარჩევნო და სასამართლო რეფორმები. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სასამართლოს რეფორმაზე, ეუთოს რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმაზე უკვე წლებია ცნობილია. მათი ბოლომდე მიღება არ მოხდა სასამართლო რეფორმის მეოთხე პაკეტში, რომელიც გასულ წელს არჩევნებამდე გატარდა. ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა და ქვეყნის პარლამენტმა გაატაროს ყველა რეკომენდებული რეფორმა და საქართველოს მოქალაქეებს მისცენ სისტემები და ინსტიტუტები, რომლებიც ქვეყანას წარმატებისთვის სჭირდება.

მე ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება. ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება გაუწიეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო ნაბიჯები არ გადადგეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი დასასრულამდე მივიდნენ, მიაღწიონ შეთანხმებას და გაატარონ რეფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს. ვერ გეტყვით იმას, თუ რა შეიძლება გააკეთოს სენატმა, მაგრამ ვიტყვი, რომ ადმინისტრაცია გააგრძელებს პოლიტიკის გატარებას და საქართველოს პოლიტიკოსებისთვის ბიძგის მიცემას, რომ მათ სწორი ნაბიჯები გადადგან", - განაცხადა ჯორჯ კენტმა.

"ასეთი ტონით იმათთან ილაპარაკეთ, ვისთანაც გაგსვლიათ და თითი ჩაწიე..." - დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"არ ვაპირებ წასვლას" - თამარ ჟვანია