მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადავუხადოთ ბავშვს დაბადების დღე სახლში – პრაქტიკული რჩევები
როგორ გადავუხადოთ ბავშვს დაბადების დღე სახლში – პრაქტიკული რჩევები

ბავ­შვთა გა­სარ­თობ­მა ცენ­ტრებ­მა აქ­ტუ­ა­ლო­ბა და­კარ­გა და ალ­ბათ, ბევ­რი დრო დას­ჭირ­დე­ბა, ვიდ­რე და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბის ხალ­ხმრავ­ლო­ბა­სა და ჟრი­ა­მუ­ლით, ანი­მა­ტო­რე­ბი­თა და ბევ­რი ჯგუ­ფუ­რი თა­მა­შით გა­დახ­დის ტრა­დი­ცია დაბ­რუნ­დე­ბა. თუმ­ცა ბავ­შვე­ბის­თვის და­ბა­დე­ბის დღე ის დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მელ­საც თით­ქმის მთე­ლი წელი ელი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი აქვთ და ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ თავს. სწო­რედ ამი­ტომ არ ღირს ბავ­შვის და­ბა­დე­ბის დღე ჩვე­უ­ლებ­რივ დღედ აქ­ცი­ოთ. გა­უ­კე­თეთ მას სი­ურპრი­ზი, მო­ურ­თეთ სახ­ლი ლა­მა­ზად, მო­უ­წყვეთ კუ­თხე, და­უ­პა­ტი­ჟეთ 2-3 მე­გო­ბა­რი, მო­უმ­ზა­დეთ მხი­ა­რუ­ლი სენდვი­ჩე­ბი მათი საყ­ვა­რე­ლი პრო­დუქ­ტე­ბით და თა­ვად მო­ირ­გეთ ანი­მა­ტო­რის როლი 2-3 სა­ა­თით. ასე, მათ­თვის და­ბა­დე­ბის -0:10 დღეს ნამ­დვი­ლად და­უ­ვი­წყარ დღედ აქ­ცევთ.

სახ­ლის მორ­თვა

სახ­ლის მორ­თვა ერთი შეხ­ვედ­ვით ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ნა­წი­ლია, თუმ­ცა, თუ სა­ჭი­რო აქ­სე­სუ­ა­რებს შე­ი­ძენთ, ძნე­ლი ნამ­დვი­ლად არაა. სა­დღე­სას­წა­უ­ლო დე­კო­რა­ცი­ე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში იყი­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ლენ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც ბუშ­ტე­ბის და­მაგ­რე­ბით სა­სურ­ვე­ლი ზო­მი­სა და ფორ­მის გირ­ლი­ან­დას გა­ა­კე­თებთ. მი­ა­მაგ­რეთ გირ­ლი­ან­და კე­დელ­ზე, წინ კი ბუშ­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი სად­გა­მით და­ა­ლა­გეთ. ასე­ვე, გა­მო­ი­ყე­ნეთ რამ­დე­ნი­მე ჰე­ლი­უ­მის ბუშ­ტი. ხარ­ჯის შე­სამ­ცი­რებ­ლად, შე­გიძ­ლი­ათ ჰე­ლი­უ­მის ბუშ­ტე­ბის იმი­ტა­ცია გა­ა­კე­თოთ და ჭერ­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბუშ­ტე­ბი ორ­მა­გი წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით მი­ა­მაგ­როთ. თეფ­შე­ბი, ჭი­ქე­ბი და სხვა ატ­რი­ბუ­ტი­კაც ბუშ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ფე­რის შე­არ­ჩი­ეთ. იდე­ე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძებ­ნოთ და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მიჰ­ყვეთ.

მე­ნიუ

არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა ტრა­დცი­უ­ლი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა. ბავ­შვე­ბი და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე ჭა­მა­ზე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ. ამი­ტომ ეცა­დეთ, კვე­ბის ნა­წი­ლიც კი მათ­თვის სა­ხა­ლი­სო და სა­სურ­ვე­ლი გა­ხა­დოთ. ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძებ­ნეთ სა­ბავ­შვო მხი­ა­რუ­ლი სენდვი­ჩე­ბის ფო­ტო­ე­ბი და „ნი­კო­რას“ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ამ­ზა­დეთ ისი­ნი. სა­ბავ­შვო ძეხ­ვის „მი­ნის“ გა­მო­ყე­ნე­ბით შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ სენდვი­ჩე­ბი.

პა­ტა­რებს ხომ ძეხ­ვე­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ. ამი­ტომ, სენდვი­ჩე­ბი და ბურ­გე­რე­ბი მათ ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რებთ. ასე­ვე, მო­უმ­ზა­დეთ კარ­ტო­ფი­ლი „ფრი“, რო­მელ­საც ღუ­მელ­ში ზე­თის გა­რე­შე თა­ვა­დაც შეწ­ვავთ. ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით კი შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლი, ან ყვა­ვი­ლი. ამ გზით თქვე­ნი მე­ნიუ ჯან­სა­ღი და სა­სარ­გებ­ლოც იქ­ნე­ბა და თან ბავ­შვე­ბიც სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თმე­ვენ.

გარ­თო­ბა

ანი­მა­ტო­რო­ბა მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ ბავ­შვის ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის რას არ გა­ა­კე­თებთ. მო­ი­ფიქ­რეთ სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი თა­მა­ში, რო­მე­ლიც დიდ სივ­რცეს და აქ­ტი­ვო­ბას არ მო­ი­თხოვს. მა­გა­ლი­თად, შე­გიძ­ლი­ათ ბავ­შვე­ბი ათა­მა­შოთ „გა­მო­ი­ცა­ნი ვინ ვარ“, ან თვა­ლებ­და­ხუ­ჭულს სხვა­დას­ხვა საკ­ვე­ბი ჩა­უ­დოთ პირ­ში და გა­მო­აც­ნო­ბი­ნოთ, რას მი­ირ­თმე­ვენ. გო­გო­ნებს ძა­ლი­ან გა­ამ­ხი­ა­რუ­ლებთ, თუ სი­ლა­მა­ზის სა­ლონს მო­უ­წყობთ და მა­კი­აჟს, მა­ნი­კი­ურს, ან სუ­ლაც სა­ხის ნიღ­ბებს გა­უ­კე­თებთ. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ წი­ნას­წარ მო­ი­მა­რა­გოთ სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­მა­გი­დო თა­მა­ში, იუ­ბი­ლა­რის ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად.

თუ ყვე­ლა­ფერს კარ­გად და­გეგ­მავთ და ნა­ბიჯ–ნა­ბიჯ მიყ­ვე­ბით, შეძ­ლებთ ბავ­შვს და­უ­ვი­წყა­რი და­ბა­დე­ბის დღე მო­უ­წყოთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ­თვის უფრო და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრის მეტ-ნაკ­ლე­ბად ერ­თფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მა. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ამ დღეს ფო­ტოგ­რა­ფიც თა­ვად უნდა იყოთ და ეცა­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად და­ა­ფიქ­სი­როთ იუ­ბი­ლა­რი­სა და მისი პა­ტა­რა სტუმ­რე­ბის ემო­ცი­ე­ბი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ გადავუხადოთ ბავშვს დაბადების დღე სახლში – პრაქტიკული რჩევები

როგორ გადავუხადოთ ბავშვს დაბადების დღე სახლში – პრაქტიკული რჩევები

ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა აქტუალობა დაკარგა და ალბათ, ბევრი დრო დასჭირდება, ვიდრე დაბადების დღეების ხალხმრავლობასა და ჟრიამულით, ანიმატორებითა და ბევრი ჯგუფური თამაშით გადახდის ტრადიცია დაბრუნდება. თუმცა ბავშვებისთვის დაბადების დღე ის დღესასწაულია, რომელსაც თითქმის მთელი წელი ელიან, განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ და ყველაზე ბედნიერად გრძნობენ თავს. სწორედ ამიტომ არ ღირს ბავშვის დაბადების დღე ჩვეულებრივ დღედ აქციოთ. გაუკეთეთ მას სიურპრიზი, მოურთეთ სახლი ლამაზად, მოუწყვეთ კუთხე, დაუპატიჟეთ 2-3 მეგობარი, მოუმზადეთ მხიარული სენდვიჩები მათი საყვარელი პროდუქტებით და თავად მოირგეთ ანიმატორის როლი 2-3 საათით. ასე, მათთვის დაბადების -0:10 დღეს ნამდვილად დაუვიწყარ დღედ აქცევთ.

სახლის მორთვა

სახლის მორთვა ერთი შეხვედვით ყველაზე რთული ნაწილია, თუმცა, თუ საჭირო აქსესუარებს შეიძენთ, ძნელი ნამდვილად არაა. სადღესასწაულო დეკორაციების მაღაზიებში იყიდება სპეციალური ლენტები, რომელზეც ბუშტების დამაგრებით სასურველი ზომისა და ფორმის გირლიანდას გააკეთებთ. მიამაგრეთ გირლიანდა კედელზე, წინ კი ბუშტები სპეციალური სადგამით დაალაგეთ. ასევე, გამოიყენეთ რამდენიმე ჰელიუმის ბუშტი. ხარჯის შესამცირებლად, შეგიძლიათ ჰელიუმის ბუშტების იმიტაცია გააკეთოთ და ჭერზე ჩვეულებრივი ბუშტები ორმაგი წებოვანი ლენტით მიამაგროთ. თეფშები, ჭიქები და სხვა ატრიბუტიკაც ბუშტების შესაბამისი ფერის შეარჩიეთ. იდეები შეგიძლიათ ინტერნეტში მოძებნოთ და მის განხორციელებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ.

მენიუ

არ არის აუცილებელი სხვადასხვა ტრადციული კერძის მომზადება. ბავშვები დაბადების დღის წვეულებაზე ჭამაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ. ამიტომ ეცადეთ, კვების ნაწილიც კი მათთვის სახალისო და სასურველი გახადოთ. ინტერნეტში მოძებნეთ საბავშვო მხიარული სენდვიჩების ფოტოები და „ნიკორას“ ხორცპროდუქტების გამოყენებით მოამზადეთ ისინი. საბავშვო ძეხვის „მინის“ გამოყენებით შეგიძლიათ გააკეთოთ სენდვიჩები.

პატარებს ხომ ძეხვეული განსაკუთრებულად უყვართ. ამიტომ, სენდვიჩები და ბურგერები მათ ძალიან გაახარებთ. ასევე, მოუმზადეთ კარტოფილი „ფრი“, რომელსაც ღუმელში ზეთის გარეშე თავადაც შეწვავთ. ხილისა და ბოსტნეულის გამოყენებით კი შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა ცხოველი, ან ყვავილი. ამ გზით თქვენი მენიუ ჯანსაღი და სასარგებლოც იქნება და თან ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ.

გართობა

ანიმატორობა მარტივი არ არის, მაგრამ ბავშვის ბედნიერებისთვის რას არ გააკეთებთ. მოიფიქრეთ სხვადასხვა გასართობი თამაში, რომელიც დიდ სივრცეს და აქტივობას არ მოითხოვს. მაგალითად, შეგიძლიათ ბავშვები ათამაშოთ „გამოიცანი ვინ ვარ“, ან თვალებდახუჭულს სხვადასხვა საკვები ჩაუდოთ პირში და გამოაცნობინოთ, რას მიირთმევენ. გოგონებს ძალიან გაამხიარულებთ, თუ სილამაზის სალონს მოუწყობთ და მაკიაჟს, მანიკიურს, ან სულაც სახის ნიღბებს გაუკეთებთ. ასევე, შეგიძლიათ წინასწარ მოიმარაგოთ სხვადასხვა სახის სამაგიდო თამაში, იუბილარის ასაკის შესაბამისად.

თუ ყველაფერს კარგად დაგეგმავთ და ნაბიჯ–ნაბიჯ მიყვებით, შეძლებთ ბავშვს დაუვიწყარი დაბადების დღე მოუწყოთ. ეს ყველაფერი მათთვის უფრო დასამახსოვრებელი იქნება, ვიდრე გასართობი ცენტრის მეტ-ნაკლებად ერთფეროვანი პროგრამა. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დღეს ფოტოგრაფიც თავად უნდა იყოთ და ეცადეთ, მაქსიმალურად კარგად დააფიქსიროთ იუბილარისა და მისი პატარა სტუმრების ემოციები და შთაბეჭდილებები.

რა უნდა ვიცოდე გაცვლითი პროგრამების შესახებ

5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი

ლალი მოროშკინა თბილისში სახლს ყიდის და საცხოვრებლად სიღნაღში გადადის - "ოპტიმისტი ვარ, შევძლებ და მუყაითი შრომით ახალ ცხოვრებას ავაშენებ..."