მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აისახა პანდემია თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებაზე
როგორ აისახა პანდემია თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებაზე

ერთი წლის წინ სამ­ყა­როს მა­ჯის­ცე­მა შე­იც­ვა­ლა. 2020 წლის 11 მარტს მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სი პან­დე­მი­ად გა­მო­ა­ცხა­და. უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა აღარ არ­სე­ბობ­და. ცხა­დი გახ­და, რომ ვირუსს არც სი­ცხე აში­ნებ­და, არც სი­ცი­ვე. 2020 წლის 21 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და. ქვე­ყა­ნა თით­ქოს გა­ჩერ­და, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი თუ კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი და­ი­კე­ტა,სპორ­ტუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით გა­და­ი­დო, და­საქ­მე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე გა­და­ვი­და.

პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღა ვა­რა­უ­დე­ბით, ში­შით, სიკ­ვდი­ლი­თა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სი­ხა­რუ­ლით იყო სავ­სე. ხში­რად ადა­რე­ბენ ამ ერთ წელს აპო­კა­ლიფ­სის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ ფილ­მებ­სა თუ ფენ­ტე­ზის ჟან­რის რო­მა­ნებს, მაგ­რამ იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, დიდი ფან­ტა­ზი­ის მწერ­ლებ­საც კი გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ მსგავ­სი ის­ტო­რი­ის პროგ­ნო­ზი­რე­ბა.

პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ შიშ­თან და კა­რან­ტინ­თან გამ­კლა­ვე­ბა ბევ­რის­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩვენ ამ­ჯე­რად იმ ადა­მი­ა­ნე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით, რომ­ლე­ბიც, ჩვე­უ­ლებ­რივ, სწო­რედ გან­მარ­ტო­ე­ბის დროს ახერ­ხე­ბენ მუ­შა­ო­ბას. და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ აფა­სე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი პან­დე­მი­ის ერთ წელს და რო­გორ აი­სა­ხა ეს მათს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე.

მწე­რა­ლი ალე­კო შუღ­ლა­ძე პან­დე­მი­ის წელს ერთ სი­ტყვა­ში ასე ახა­სი­ა­თებს - უც­ნა­უ­რი:

„ვფიქ­რობ, მწერ­ლე­ბის­თვის უფრო ად­ვი­ლი გა­და­სა­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან წე­რის დროს ბევ­რი ისე­დაც გან­მარ­ტო­ე­ბას არ­ჩევს. პა­რა­დოქ­სუ­ლად ჟღერს, მაგ­რამ ზოგს სწო­რედ ეს პე­რი­ო­დი და­ეხ­მა­რა, რომ რო­მან­ზე მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო ან და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. პი­რა­დად ჩემ­თვის კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბას ხელი დი­დად არ შე­უშ­ლია, რად­გან სახ­ლში ყოფ­ნას ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. თუმ­ცა მა­ინც უსი­ა­მოვ­ნო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ 2020 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია 2021 წელს შედ­გა, თა­ნაც ონ­ლა­ინ. მა­შინ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო, მაგ­რამ დიდი იმე­დი მაქვს, რომ როცა შეკ­რე­ბე­ბი სა­ში­ში აღარ იქ­ნე­ბა, რე­ა­ლუ­რად შევ­ხვდე­ბი ჩემს მკი­თხველს.

ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი და­ნაკ­ლი­სი მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო. ინ­დო­ეთ­ში მივ­დი­ო­დი ხოლ­მე, იქ ხდე­ბო­და გო­ნე­ბის გა­დატ­ვირ­თვა, ახა­ლი ძა­ლი­თა და ენერ­გი­ით შევ­სე­ბა. ძა­ლი­ან და­მაკ­ლდა ფრან­კფურ­ტის, ლა­იფ­ცი­გის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი. ასე­ვე კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ის დრო, როცა მწერ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა მხა­რე­ში მივ­დი­ო­დით, სა­ღა­მო­ებს ვა­ტა­რებ­დით... იმე­დია, მალე გა­ვაგ­რძე­ლებთ საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბას ყო­ველ­გვა­რი ში­შის გა­რე­შე.“

პან­დე­მი­ამ და კა­რან­ტინ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი გავ­ლე­ნა ბავ­შვებ­ზე მო­ახ­დი­ნა. იმი­სათ­ვის, რომ მათ­თვის სახ­ლში ყოფ­ნის პე­რი­ო­დი შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნათ, სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის მწერ­ლებ­მა სა­ჯა­როდ კი­თხვა და­ი­წყეს - ცხა­დია, დის­ტან­ცი­უ­რად. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ფე­ის­ბუ­კგ­ვერ­დზე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბებს პირ­და­პირ ეთერ­ში უკი­თხავ­დნენ მათ, ვი­საც წიგ­ნებ­თან მე­გობ­რო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბო­დათ. ამ მწერ­ლებს შო­რის იყო თამ­რი ფხა­კა­ძეც, რომ­ლის სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი პა­ტა­რებს ძა­ლი­ან უყ­ვართ. რო­გორც მწე­რა­ლი აღ­ნიშ­ნავს, პან­დე­მი­ამ ყვე­ლას დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ადა­მი­ა­ნი ვერ აფა­სებს იმას, რაც აქვს:

„ახლა ვხვდე­ბი, რა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვყო­ფილ­ვართ მა­შინ, როცა სუფ­თა ჰა­ერ­ზე დავ­დი­ო­დით, ერ­თმა­ნეთს ვსტუმ­რობ­დით, ვეხ­ვე­ო­დით... მწერ­ლის­თვის, შე­საძ­ლოა, გან­მარ­ტო­ე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლიც კი იყოს, მაგ­რამ პი­რა­დად ჩემ­თვის - არა, არ მინ­და ასე­თი კომ­ფორ­ტი. თუმ­ცა ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დი იყო. მინ­დო­და პან­დე­მი­ა­ზე არ მე­ფიქ­რა, დრო სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, ამი­ტომ ვთარ­გმნე პუშ­კი­ნის „ზღა­პა­რი მეფე სალ­ტან­ზე“, ასე­ვე რო­მან­სა და რამ­დე­ნი­მე სა­ბავ­შვო წიგნ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ლაღი უნდა მიხ­ვი­დე. ვერ და­წერ, თუ ცუდ რა­მე­ზე ფიქ­რობ და დამ­ძი­მე­ბუ­ლი ხარ. მე­ო­რე მხრივ, სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით მავ­სებს და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას მიმ­სუ­ბუ­ქებს.“

კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და მწე­რალ­მა დათო გორ­გი­ლა­ძემ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვირუ­სი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად გა­და­ი­ტა­ნა, მაგ­რამ, რო­გორც იხ­სე­ნებს, მის ფსი­ქი­კა­ზე დიდი კვა­ლი და­ტო­ვა:

„პან­დე­მი­ამ ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა ჩემი, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის, ცხოვ­რე­ბის წესი. არც ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ბო­ლო­ოდ დას­რუ­ლე­ბის და შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის წესს და­ვუბ­რუნ­დე­ბით. ფი­ზი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით მსუ­ბუ­ქად გა­და­ვი­ტა­ნე ვირუ­სი, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. იმ პე­რი­ოდ­ში მქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი თრომ­ბო­ე­ბო­ლი­ით გარ­და­იც­ვალ­ნენ... ამ დროს გი­წევს რო­გორ­მე დათ­რგუ­ნო იმა­ზე ფიქ­რი, რომ მარ­თა­ლია ახლა ნორ­მა­ლუ­რად ხარ, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­დეს და ამან მოგ­კლას.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბის მხრივ, მა­ინც და მა­ინც ნა­ყო­ფი­ე­რად ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე ეს პე­რი­ო­დი, მი­უ­ხე­დე­ვად იმი­სა, რომ სახ­ლში დრო­ის გა­ტა­რე­ბის, კი­თხვი­სა და წე­რის­თვის დიდი დრო უნდა მქო­ნო­და. პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში­ვე გა­დავ­წყვი­ტე, რომ ჩემ თავს ისეთ მიზ­ნებს არ და­ვუ­სა­ხავ­დი, რომ­ლებ­საც ვერ მი­ვაღ­წევ­დი და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გრძო­ბა დამ­რჩე­ბო­და. მე ვარ ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევ­რს ფიქ­რობს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ წერს. ახ­ლაც ვფიქ­რობ და ვწერ.“

პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის­თვის. რო­გორც მწე­რა­ლი ელის დოჯ­სო­ნი აღ­ნიშ­ნავს, ფიქ­რი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბის­თვის ბევ­რი დრო ჰქონ­და:

„შარ­შან, პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში, ჩემი ორი წიგ­ნი გა­მო­ი­ცა, მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლე და სექ­ტემ­ბერ­ში კი­დევ ერთი წიგ­ნი გა­მო­ი­ცე­მა. ეს არის სა­თავ­გა­და­სავ­ლო რო­მა­ნი, რო­მელ­შიც მოქ­მე­დე­ბა სვა­ნეთ­ში ვი­თარ­დე­ბა. წიგ­ნი ერთი ამო­სუნ­თქვით იკი­თხე­ბა და, ვფიქ­რობ, ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს და­ა­ინ­ტე­რე­სებს, ვი­საც ზო­გა­დად სა­თავ­გა­და­სავ­ლო ჟან­რი უყ­ვარს. ახ­ლაც ახალ წიგნ­ზე ვმუ­შა­ობ, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა ბომ­ბის ეფექ­ტი ჰქონ­დეს...

ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­ზა­უ­რო­ბა და­მაკ­ლდა, თუმ­ცა ვე­ცა­დე, რომ ეს და­ნაკ­ლი­სი წიგ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბით შე­მევ­სო. ძა­ლი­ან ბევ­რი წიგ­ნი წა­ვი­კი­თხე - 2-ჯერ მეტი, ვიდ­რე პან­დე­მი­ამ­დე ვკი­თხუ­ლობ­დი. ამას­თან ერ­თად, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ექ­სტრო­ვერ­ტი მე­გო­ნა თავი, მაგ­რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ინ­ტრო­ვერ­ტი ვარ და, თურ­მე, სახ­ლში ყოფ­ნა ძა­ლი­ა­ნაც მომ­წონს. ამ­დე­ნად, ჰარ­მო­ნი­ულ ნე­ტა­რე­ბად მახ­სენ­დე­ბა შარ­შან­დე­ლი კა­რან­ტი­ნი.“

ცალ­სა­ხად უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე:

„თა­ნაბ­რად დრა­მა­ტუ­ლი იყო ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის, რად­გან მსოფ­ლი­ოს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­აკ­ლდა. ვე­რა­ნა­ირ და­დე­ბითს ვერ მო­ვუ­ძებ­ნი იმ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რო­მელ­საც პა­რა­ლე­ლუ­რად ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა. სა­კუთ­რივ ჩვენ, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას, არ შეგ­ვი­წყვე­ტია აქ­ტი­ვო­ბე­ბი:დავ­დი­ო­დით სოფ­ლებ­ში, ჩაგ­ვქონ­და წიგ­ნე­ბი, ვცდი­ლობ­დით, რომ სტი­პენ­დი­ე­ბი დაგ­ვე­ნიშ­ნა წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი ჩაგ­ვე­ტა­ნა მათ­თვის, ვი­საც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლის დროს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და და ა. შ.რო­გორც მწერ­ლის­თვის, ეს იყო ფიქ­რის იძუ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო დრო, რა­მაც ბევ­რი ახა­ლი იდეა, ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ბა­და გო­ნე­ბა­ში.“

ასე აფა­სე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი პან­დე­მი­ის 1 წელს. ჩვენ ისღა დაგ­ვრჩე­ნია, და­ვე­ლო­დოთ, რო­გორ აი­სა­ხე­ბა პან­დე­მია მათს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე და გახ­დე­ბა თუ არა 21-ე სა­უ­კუ­ნის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა მათი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო.

გიო
0

"ქართველი მწერლები!" - ამაყად ჟღერს! ახლა, ერთი ღირებული ლიტერატურული ნაწარმოები მაინც დადეთ, რომელიც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში დაიწერა და მაგათ არსებობას ვაღიარებ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

როგორ აისახა პანდემია თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებაზე

როგორ აისახა პანდემია თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებაზე

ერთი წლის წინ სამყაროს მაჯისცემა შეიცვალა. 2020 წლის 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. უსაფრთხო ქვეყანა აღარ არსებობდა. ცხადი გახდა, რომ ვირუსს არც სიცხე აშინებდა, არც სიცივე. 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყანა თითქოს გაჩერდა, სასწავლო დაწესებულებები თუ კვების ობიექტები დაიკეტა,სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაურკვეველი ვადით გადაიდო, დასაქმებულთა დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

პანდემიის პირველი ტალღა ვარაუდებით, შიშით, სიკვდილითა და გამოჯანმრთელების სიხარულით იყო სავსე. ხშირად ადარებენ ამ ერთ წელს აპოკალიფსის შესახებ გადაღებულ ფილმებსა თუ ფენტეზის ჟანრის რომანებს, მაგრამ იმდენად მოულოდნელად ვითარდება მოვლენები, დიდი ფანტაზიის მწერლებსაც კი გაუჭირდებოდათ მსგავსი ისტორიის პროგნოზირება.

პანდემიით გამოწვეულ შიშთან და კარანტინთან გამკლავება ბევრისთვის რთული აღმოჩნდა. ჩვენ ამჯერად იმ ადამიანებით დავინტერესდით, რომლებიც, ჩვეულებრივ, სწორედ განმარტოების დროს ახერხებენ მუშაობას. დავინტერესდით, როგორ აფასებენ თანამედროვე ქართველი მწერლები პანდემიის ერთ წელს და როგორ აისახა ეს მათს შემოქმედებაზე.

მწერალი ალეკო შუღლაძე პანდემიის წელს ერთ სიტყვაში ასე ახასიათებს - უცნაური:

„ვფიქრობ, მწერლებისთვის უფრო ადვილი გადასატანი შეიძლება ყოფილიყო, რადგან წერის დროს ბევრი ისედაც განმარტოებას არჩევს. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ზოგს სწორედ ეს პერიოდი დაეხმარა, რომ რომანზე მუშაობა დაეწყო ან დაესრულებინა. პირადად ჩემთვის კარჩაკეტილობას ხელი დიდად არ შეუშლია, რადგან სახლში ყოფნას ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა მაინც უსიამოვნო და მოულოდნელი იყო, რომ 2020 წელს გამოცემული წიგნის პრეზენტაცია 2021 წელს შედგა, თანაც ონლაინ. მაშინ სხვა საშუალება არ იყო, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ როცა შეკრებები საშიში აღარ იქნება, რეალურად შევხვდები ჩემს მკითხველს.

ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკლისი მოგზაურობა იყო. ინდოეთში მივდიოდი ხოლმე, იქ ხდებოდა გონების გადატვირთვა, ახალი ძალითა და ენერგიით შევსება. ძალიან დამაკლდა ფრანკფურტის, ლაიფციგის წიგნის ფესტივალები. ასევე კარგად მახსენდება ის დრო, როცა მწერლები საქართველოს სხვადასხვა მხარეში მივდიოდით, საღამოებს ვატარებდით... იმედია, მალე გავაგრძელებთ საყვარელი საქმის კეთებას ყოველგვარი შიშის გარეშე.“

პანდემიამ და კარანტინმა განსაკუთრებით დიდი გავლენა ბავშვებზე მოახდინა. იმისათვის, რომ მათთვის სახლში ყოფნის პერიოდი შეემსუბუქებინათ, საბავშვო ლიტერატურის მწერლებმა საჯაროდ კითხვა დაიწყეს - ცხადია, დისტანციურად. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ფეისბუკგვერდზე ცნობილი ქართველი მწერლები საბავშვო ნაწარმოებებს პირდაპირ ეთერში უკითხავდნენ მათ, ვისაც წიგნებთან მეგობრობა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ამ მწერლებს შორის იყო თამრი ფხაკაძეც, რომლის საბავშვო ნაწარმოებები პატარებს ძალიან უყვართ. როგორც მწერალი აღნიშნავს, პანდემიამ ყველას დაგვანახა, რომ ადამიანი ვერ აფასებს იმას, რაც აქვს:

„ახლა ვხვდები, რა ბედნიერები ვყოფილვართ მაშინ, როცა სუფთა ჰაერზე დავდიოდით, ერთმანეთს ვსტუმრობდით, ვეხვეოდით... მწერლისთვის, შესაძლოა, განმარტოება კომფორტულიც კი იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის - არა, არ მინდა ასეთი კომფორტი. თუმცა ნაყოფიერი პერიოდი იყო. მინდოდა პანდემიაზე არ მეფიქრა, დრო სასარგებლოდ გამომეყენებინა, ამიტომ ვთარგმნე პუშკინის „ზღაპარი მეფე სალტანზე“, ასევე რომანსა და რამდენიმე საბავშვო წიგნზე ვმუშაობდი. საბავშვო ლიტერატურასთან ლაღი უნდა მიხვიდე. ვერ დაწერ, თუ ცუდ რამეზე ფიქრობ და დამძიმებული ხარ. მეორე მხრივ, საბავშვო ნაწარმოებებზე მუშაობა ყოველთვის დადებითი ემოციებით მავსებს და მძიმე მდგომარეობას მიმსუბუქებს.“

კორონავირუსი საკუთარ თავზე გამოსცადა მწერალმა დათო გორგილაძემ. საბედნიეროდ, ვირუსი შედარებით მსუბუქად გადაიტანა, მაგრამ, როგორც იხსენებს, მის ფსიქიკაზე დიდი კვალი დატოვა:

„პანდემიამ ძირფესვიანად შეცვალა ჩემი, როგორც მოქალაქის, ცხოვრების წესი. არც ვარ დარწმუნებული, რომ კორონავირუსის საბოლოოდ დასრულების და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ძველი ცხოვრების წესს დავუბრუნდებით. ფიზიკური თვალსაზრისით მსუბუქად გადავიტანე ვირუსი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან რთული აღმოჩნდა. იმ პერიოდში მქონდა კორონავირუსი, როდესაც ადამიანები თრომბოებოლიით გარდაიცვალნენ... ამ დროს გიწევს როგორმე დათრგუნო იმაზე ფიქრი, რომ მართალია ახლა ნორმალურად ხარ, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება მდგომარეობა დამძიმდეს და ამან მოგკლას.

შემოქმედებითი მუშაობის მხრივ, მაინც და მაინც ნაყოფიერად ვერ გამოვიყენე ეს პერიოდი, მიუხედევად იმისა, რომ სახლში დროის გატარების, კითხვისა და წერისთვის დიდი დრო უნდა მქონოდა. პანდემიის დასაწყისშივე გადავწყვიტე, რომ ჩემ თავს ისეთ მიზნებს არ დავუსახავდი, რომლებსაც ვერ მივაღწევდი და უკმაყოფილების გრძობა დამრჩებოდა. მე ვარ ავტორი, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს და მხოლოდ ამის შემდეგ წერს. ახლაც ვფიქრობ და ვწერ.“

პანდემიის პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულისთვის. როგორც მწერალი ელის დოჯსონი აღნიშნავს, ფიქრისა და შემოქმედებითი მუშაობისთვის ბევრი დრო ჰქონდა:

„შარშან, პანდემიის დასაწყისში, ჩემი ორი წიგნი გამოიცა, მუშაობა გავაგრძელე და სექტემბერში კიდევ ერთი წიგნი გამოიცემა. ეს არის სათავგადასავლო რომანი, რომელშიც მოქმედება სვანეთში ვითარდება. წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და, ვფიქრობ, ყველა ასაკის ადამიანს დააინტერესებს, ვისაც ზოგადად სათავგადასავლო ჟანრი უყვარს. ახლაც ახალ წიგნზე ვმუშაობ, რომელსაც შესაძლოა ბომბის ეფექტი ჰქონდეს...

ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად მოგზაურობა დამაკლდა, თუმცა ვეცადე, რომ ეს დანაკლისი წიგნებში მოგზაურობით შემევსო. ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე - 2-ჯერ მეტი, ვიდრე პანდემიამდე ვკითხულობდი. ამასთან ერთად, მთელი ცხოვრება ექსტროვერტი მეგონა თავი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ინტროვერტი ვარ და, თურმე, სახლში ყოფნა ძალიანაც მომწონს. ამდენად, ჰარმონიულ ნეტარებად მახსენდება შარშანდელი კარანტინი.“

ცალსახად უარყოფითად აფასებს გასულ წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე:

„თანაბრად დრამატული იყო ყველა ადამიანისთვის, რადგან მსოფლიოს უამრავი ადამიანი გამოაკლდა. ვერანაირ დადებითს ვერ მოვუძებნი იმ მოცემულობას, რომელსაც პარალელურად ადამიანების სიცოცხლე ეწირება. საკუთრივ ჩვენ, ეროვნულ ბიბლიოთეკას, არ შეგვიწყვეტია აქტივობები:დავდიოდით სოფლებში, ჩაგვქონდა წიგნები, ვცდილობდით, რომ სტიპენდიები დაგვენიშნა წარჩინებული მოსწავლეებისთვის, კომპიუტერები ჩაგვეტანა მათთვის, ვისაც დისტანციური სწავლის დროს ამის საშუალება არ ჰქონდა და ა. შ.როგორც მწერლისთვის, ეს იყო ფიქრის იძულების საუკეთესო დრო, რამაც ბევრი ახალი იდეა, ახალი მიმართულება დაბადა გონებაში.“

ასე აფასებენ თანამედროვე ქართველი მწერლები პანდემიის 1 წელს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როგორ აისახება პანდემია მათს შემოქმედებაზე და გახდება თუ არა 21-ე საუკუნის მთავარი მოვლენა მათი შთაგონების წყარო.

"ახლანდელ საქართველოში რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, დააქციოს... საშინელება ხდება. რამდენი ცრუ პატრიოტია? ეგეთი ძნელი დრო არც მახსენდება" - ამონარიდები დოჩანაშვილის ინტერვიუებიდან

ქვიზი: რომელი წიგნი შეგეფერება?

აუთლეტ წიგნების გამოფენა-გაყიდვა „ქარვასლაში“ და 80%-მდე ფასდაკლება - პირველი ღონისძიება პანდემიის შემდეგ, წიგნებს მონატრებული მკითხველისთვის