საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უპასუხეს ოკუპირებულ რეგიონებში ტიკარაძის შეთავაზებას მოსახლეობის ვაქცინაციის თაობაზე
როგორ უპასუხეს ოკუპირებულ რეგიონებში ტიკარაძის შეთავაზებას მოსახლეობის ვაქცინაციის თაობაზე

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე­ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ქარ­თუ­ლი მხა­რე მზად არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის - აფხა­ზე­თის და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის, მო­რი­გი პიარ-აქ­ცია უწო­დეს.

„ჩვენ არ ვსა­ჭი­რო­ებთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას. მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­კი­თხში დახ­მა­რე­ბას გვი­წევს ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი - რუ­სე­თი. მალე აფხა­ზეთ­ში და­ი­წყე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის აცრა ერთ-ერთი პრე­პა­რა­ტით, რო­მე­ლიც რუს­მა მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს“, - გა­ნა­ცხა­დეს დე­ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და დას­ძი­ნეს, რომ რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა პრაქ­ტი­კა­ში უკვე დამ­ტკიც­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი მხა­რის შე­თა­ვა­ზე­ბას, სო­ხუ­მი არც კი აპი­რებს მის გან­ხილ­ვას - აღ­ნიშ­ნეს დე­ფაქ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

„ჩვენ არ ვა­პი­რებთ შე­ვი­ძი­ნოთ ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა ქვეყ­ნებ­შია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნეს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ფაქ­ტო სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნისტრს თეა ახვლე­დი­ანს პა­სუ­ხობს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ქარ­თუ­ლი მხა­რე იწყებს ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ბის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას.

„გა­ცხა­დე­ბულ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვამ სამ­ხრეთ ოსეთ­ში გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცი­ნი­კუ­რად ჟღერს მტკი­ცე­ბა უდი­დე­სი ზრუნ­ვის შე­სა­ხებ სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ავ­ლენს. საკ­მა­რი­სია თვალ­თმაქ­ცო­ბა. კვლა­ვაც გვაშ­ფო­თებს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მე­დი­ა­ში ლა­პა­რა­კის ნაც­ვლად, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მზად არის ყო­ველ­მხრივ და­ეხ­მა­როს სამ­ხრეთ ოსეთს, ჯობს, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ჭი­რო­ე­ბებს, მათ შო­რის, ჯერ კი­დევ დიდი სის­წრა­ფით მზარდ ვირუსს სა­ქარ­თვე­ლო­ში და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ტრა­გი­კულ ნე­გა­ტი­ურ შე­დეგს“, - აცხა­დებს დე­ფაქ­ტო სა­გა­რეო უწყე­ბა.

ამა­ვე „უწყე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ვიდ-19-თან და­კა­ში­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ი­მე­დო კონ­ტროლ­ქვეშ არის და ამ მხრივ პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს.

„სამ­ხრეთ ოსე­თი - სა­ქარ­თვე­ლოს­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა უკვე 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. გარე ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბა სამ­ხრეთ ოსე­თის შიდა საქ­მე­ებ­ში ქვეყ­ნის კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სან­ქცი­ის გა­რე­შე, მათ შო­რის ისე­თე­ბის, რო­გო­რე­ბი­ცაა ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის და მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, უპერ­სპექ­ტი­ვოა“ , - გა­ნა­ცხა­დეს ე.წ. სა­გა­რეო უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
45

როგორ ატყვილებენ ამ ხალხს აგარ იციან რა ქნან ეხლა ეხლა ჩინური მოიგონეს იგივე ნაგავი აბა კარგს საიდან მისცემენ ის ხომ უნდა გაასაღონ რაც არ ვარგა

სოფო
1

ეცი ეხლა ამათ პატივი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ უპასუხეს ოკუპირებულ რეგიონებში ტიკარაძის შეთავაზებას მოსახლეობის ვაქცინაციის თაობაზე

როგორ უპასუხეს ოკუპირებულ რეგიონებში ტიკარაძის შეთავაზებას მოსახლეობის ვაქცინაციის თაობაზე

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქართული მხარე მზად არის ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ვაქცინაციისთვის, მორიგი პიარ-აქცია უწოდეს.

„ჩვენ არ ვსაჭიროებთ საქართველოსა და მისი ხელისუფლების დახმარებას. მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხში დახმარებას გვიწევს ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთი. მალე აფხაზეთში დაიწყება მოსახლეობის აცრა ერთ-ერთი პრეპარატით, რომელიც რუსმა მეცნიერებმა შექმნეს“, - განაცხადეს დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და დასძინეს, რომ რუსული ვაქცინების ეფექტურობა პრაქტიკაში უკვე დამტკიცდა.

რაც შეეხება ქართული მხარის შეთავაზებას, სოხუმი არც კი აპირებს მის განხილვას - აღნიშნეს დეფაქტო ადმინისტრაციაში.

„ჩვენ არ ვაპირებთ შევიძინოთ ვაქცინები, რომლებიც სხვა ქვეყნებშია შემუშავებული“, - აღნიშნეს განცხადებაში.

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პასუხობს, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე იწყებს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

„გაცხადებულმა ინიციატივამ სამხრეთ ოსეთში გაკვირვება გამოიწვია. განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერს მტკიცება უდიდესი ზრუნვის შესახებ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ავლენს. საკმარისია თვალთმაქცობა. კვლავაც გვაშფოთებს ქართველი პოლიტიკოსების არაჯანსაღი დამოკიდებულება. მედიაში ლაპარაკის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ყოველმხრივ დაეხმაროს სამხრეთ ოსეთს, ჯობს, ყურადღება მიაქციონ ქართველი ხალხის საჭიროებებს, მათ შორის, ჯერ კიდევ დიდი სისწრაფით მზარდ ვირუსს საქართველოში და თავის ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებით გამოწვეულ ტრაგიკულ ნეგატიურ შედეგს“, - აცხადებს დეფაქტო საგარეო უწყება.

ამავე „უწყების“ ინფორმაციით, კოვიდ-19-თან დაკაშირებული ვითარება და კორონავირუსთან დაკავშირებული ვაქცინაცია საიმედო კონტროლქვეშ არის და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს.

„სამხრეთ ოსეთი - საქართველოსგან დამოუკიდებელი ქვეყანაა უკვე 30 წლის განმავლობაში. გარე ჩარევის მცდელობა სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეებში ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების სანქციის გარეშე, მათ შორის ისეთების, როგორებიცაა ჯანმრთელობის დაცვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება, უპერსპექტივოა“ , - განაცხადეს ე.წ. საგარეო უწყებაში.