მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას - აშშ-მა უნდა მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე" - დევიდ კრამერი და იან კელი ერთობლივ წერილს ავრცელებენ
"საქართველო ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას - აშშ-მა უნდა მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე" - დევიდ კრამერი და იან კელი ერთობლივ წერილს ავრცელებენ

სა­ქარ­თვე­ლო ახლა არას­ტა­ბი­ლუ­რი, ერ­თპარ­ტი­უ­ლი რე­ჟი­მის ზღვარ­ზე დგას - შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უნდა წა­ა­ხა­ლი­სოს კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბა და გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა, მათ შო­რის მი­ა­ნიშ­ნოს სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ქვეყ­ნის ზღვარ­ზე მიყ­ვა­ნა­ზე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი, იან კელი და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, დე­ვიდ კრა­მე­რი ერ­თობ­ლივ წე­რილ­ში წე­რენ, რო­მელ­საც „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა The Bulwark-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

რო­გორც დიპ­ლო­მა­ტე­ბის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბის­თვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ნიკა მე­ლია, რის შემ­დე­გაც ორი­ვე მხა­რემ კომ­პრო­მის­ზე უნდა იმუ­შა­ოს.

"სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის ზღვრის ფონ­ზე, სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­მოკ­რა­ტი­ის კუნ­ძუ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, - ახლა არას­ტა­ბი­ლუ­რი, ერ­თპარ­ტი­უ­ლი რე­ჟი­მის ზღვარ­ზე დგას. ევ­რო­კავ­ში­რის კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა, მე­დი­ა­ცია გას­წი­ოს, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­გან გაძ­ლი­ე­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს აქვს დიდი ინ­ტე­რე­სი, სა­ქარ­თვე­ლომ შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი სუ­ვე­რე­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, შე­უ­ერ­თდეს და­სავ­ლეთს და იარ­სე­ბოს, რო­გორც სტა­ბი­ლურ­მა დე­მოკ­რა­ტი­ამ აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის კრი­ტი­კულ სა­ვაჭ­რო და ენერ­გე­ტი­კულ დე­რე­ფან­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია არა­ერ­თი, სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უნდა წა­ა­ხა­ლი­სოს კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბა და გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა, მათ შო­რის მი­ა­ნიშ­ნოს სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ქვეყ­ნის ზღვარ­ზე მიყ­ვა­ნა­ზე.

ერ­თა­დერ­თნი, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბი­თა და ქა­ო­სით სარ­გებ­ლო­ბენ, კრემლში სხე­დან. ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა უნდა იყოს გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნი­შა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­სავ­ლეთ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბის­თვის, რომ ნიკა მე­ლია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, რის შემ­დე­გაც, ყვე­ლა მხა­რემ უნდა იმუ­შა­ოს კოპ­რო­მის­ზე, პარ­ლა­მენ­ტში მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია, მაგ­რამ ამის­თვის სწრა­ფად მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო“, - ნათ­ქვა­მია დიპ­ლო­მა­ტე­ბის ერ­თობ­ლივ წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
0

არ დამბლოკოთ! ეს კომენტარი ჩემი პირადი აზრია!

ეს ორი
249

ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტერია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველო ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას - აშშ-მა უნდა მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე" - დევიდ კრამერი და იან კელი ერთობლივ წერილს ავრცელებენ

"საქართველო ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას - აშშ-მა უნდა მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე" - დევიდ კრამერი და იან კელი ერთობლივ წერილს ავრცელებენ

საქართველო ახლა არასტაბილური, ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას - შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანაზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ერთობლივ წერილში წერენ, რომელსაც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ონლაინ გამოცემა The Bulwark-ზე გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც დიპლომატების წერილშია აღნიშნული, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის მოგვარებისთვის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია, რის შემდეგაც ორივე მხარემ კომპრომისზე უნდა იმუშაოს.

"საქართველო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ავტორიტარიზმის ზღვრის ფონზე, საპარლამენტო დემოკრატიის კუნძულად განიხილებოდა, - ახლა არასტაბილური, ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას. ევროკავშირის კეთილშობილური, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობა, მედიაცია გასწიოს, შეერთებული შტატებისგან გაძლიერებას საჭიროებს. შეერთებულ შტატებს აქვს დიდი ინტერესი, საქართველომ შეასრულოს თავისი სუვერენული არჩევანი, შეუერთდეს დასავლეთს და იარსებოს, როგორც სტაბილურმა დემოკრატიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის კრიტიკულ სავაჭრო და ენერგეტიკულ დერეფანში.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთი, სხვადასხვა ტიპის საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას, შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანაზე.

ერთადერთნი, ვინც საქართველოში არასტაბილურობითა და ქაოსით სარგებლობენ, კრემლში სხედან. ამის გაცნობიერება უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი საქართველოში და დასავლეთში მყოფი საქართველოს მეგობრებისთვის, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რის შემდეგაც, ყველა მხარემ უნდა იმუშაოს კოპრომისზე, პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობის საფუძველზე. შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ ამისთვის სწრაფად მოქმედებაა საჭირო“, - ნათქვამია დიპლომატების ერთობლივ წერილში.