პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?
დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნა­ცია 15 მარ­ტი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჯგუ­ფის, ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა აირ­ჩი­ონ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ორი ვაქ­ცი­ნი­დან რო­მე­ლი­მე. "ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ დღემ­დე 5000-მდე ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც საკ­მა­ოდ და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, იმ ფონ­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში 40 000-მდე ადა­მი­ა­ნის­თვის სამ­ყო­ფი დო­ზაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. სა­მა­გი­ე­როდ, დი­დია მო­თხოვ­ნა "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა­ზე, რომ­ლის მა­რა­გიც მხო­ლოდ 15 000-მდე ადა­მი­ა­ნის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი.

ამ დრო­ის­თვის, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რე­გის­ტრა­ცი­ის ონ­ლა­ინპ­ლატ­ფორ­მა­ზე "ფა­ი­ზე­რით“ აც­რის­თვის ად­გი­ლე­ბი თით­ქმის სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია. რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გვი­თხრეს, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გან­მე­ო­რე­ბით ეტაპ­ზე ონ­ლა­ინ­სის­ტე­მა­ში ხე­ლა­ხა­ლი რე­გის­ტრა­ცია სა­ჭი­რო არ არის. ვაქ­ცი­ნის მსურ­ვე­ლე­ბი სის­ტე­მა­ში მხო­ლოდ ერთხელ რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან და გან­მე­ო­რე­ბით ვაქ­ცი­ნა­ცი­ას შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ათან­ხმე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ებს შო­რის ინ­ტერ­ვა­ლის რე­კო­მენ­დი­რე­ბულ ვა­დას, მე­დი­ა­ში სა­კი­თხზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გაჩ­ნდა. ერთი პო­ზი­ცი­ით, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი 2-კვი­რი­ა­ნი შუ­ა­ლე­დია, ხოლო ექი­მე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ვაქ­ცი­ნის პირ­ველ და გან­მე­ო­რე­ბით დო­ზას შო­რის 3-4 კვი­რი­ა­ნი შუ­ა­ლე­დი უნდა იყოს და­ცუ­ლი. ამ სა­კი­თხზე ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას მო­საზ­რე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით. ექი­მის თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­დო კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ორი­ვე ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვა­ლი სა­შუ­ა­ლოდ 4 კვი­რაა, რა­საც ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ასე ხსნის:

"ზო­გა­დად, ვაქ­ცი­ნის მი­ზა­ნია, მო­ა­ხერ­ხოს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის აქ­ტი­ვა­ცია და გა­მო­ი­მუ­შა­ვოს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ამ ორი­ვე ვაქ­ცი­ნას, რო­გორც "ას­ტრა­ზე­ნე­კას“, ისე "ფა­ი­ზერს“ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ მოქ­მე­დე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი აქვთ, ერ­თნა­ი­რი ვა­დე­ბი სჭირ­დე­ბათ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად. ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რა. ამ პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ორ­გა­ნიზ­მი უკვე და­ცუ­ლია. მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა გან­მე­ო­რე­ბი­თი დო­ზის გა­კე­თე­ბის ვა­დას, სა­სურ­ვე­ლია ეს 3-4 კვი­რი­ან შუ­ა­ლედ­ში მოხ­დეს. ერთი ან ორ­დღი­ა­ნი გა­და­ცი­ლე­ბა - ან იქეთ, ან აქეთ, არა­ფერს ცვლის. სა­შუ­ა­ლოდ, ეს პე­რი­ო­დი უნდა იყოს გა­სუ­ლი. ვაქ­ცი­ნით ერთხელ აც­რაც გვი­ცავს, რად­გან ის გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ან­ტის­ხე­უ­ლებს, თუმ­ცა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ორი დო­ზის შემ­თხვე­ვა­ში უფრო მეტი და ძლი­ე­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში. სწო­რედ ამი­ტომ არის სა­ჭი­რო მე­ო­რე­დაც ავიც­რათ. მე მომ­დევ­ნო კვი­რა­ში მი­წევს აცრა და აუ­ცი­ლებ­ლად ავიც­რე­ბი", - ამ­ბობს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
12

რა დროც არ უნდა გავიდეს არც ასტრა ზენეკა მინდა და არც ასტრა პალიოტი!!!არც პირველი მინდა და არც მეორე!!! ერთი ნაგავია ყველა!!!

ზაირა დგებუაძე.
1

თქვენ რომელს გაიკეთებთ.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?

დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს. პირველი პრიორიტეტული ჯგუფის, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს აქვთ საშუალება აირჩიონ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ორი ვაქცინიდან რომელიმე. "ასტრაზენეკათი“ დღემდე 5000-მდე ადამიანი აიცრა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში 40 000-მდე ადამიანისთვის სამყოფი დოზაა ხელმისაწვდომი. სამაგიეროდ, დიდია მოთხოვნა "ფაიზერის“ ვაქცინაზე, რომლის მარაგიც მხოლოდ 15 000-მდე ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

ამ დროისთვის, ვაქცინაციის რეგისტრაციის ონლაინპლატფორმაზე "ფაიზერით“ აცრისთვის ადგილები თითქმის სრულად შევსებულია. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ვაქცინაციის განმეორებით ეტაპზე ონლაინსისტემაში ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის. ვაქცინის მსურველები სისტემაში მხოლოდ ერთხელ რეგისტრირდებიან და განმეორებით ვაქცინაციას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ათანხმებენ.

რაც შეეხება ვაქცინაციებს შორის ინტერვალის რეკომენდირებულ ვადას, მედიაში საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გაჩნდა. ერთი პოზიციით, ყველაზე ოპტიმალური 2-კვირიანი შუალედია, ხოლო ექიმების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაქცინის პირველ და განმეორებით დოზას შორის 3-4 კვირიანი შუალედი უნდა იყოს დაცული. ამ საკითხზე ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას მოსაზრებით დავინტერესდით. ექიმის თქმით, საერთაშორისო სანდო კვლევების მონაცემებით, ორივე ზემოთხსენებული ვაქცინის შემთხვევაში, რეკომენდირებული ინტერვალი საშუალოდ 4 კვირაა, რასაც ინფექციონისტი ასე ხსნის:

"ზოგადად, ვაქცინის მიზანია, მოახერხოს ადამიანის ორგანიზმში იმუნური სისტემის აქტივაცია და გამოიმუშავოს ანტისხეულები. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ორივე ვაქცინას, როგორც "ასტრაზენეკას“, ისე "ფაიზერს“ მიუხედავად იმისა, რომ მათ მოქმედების განსხვავებული მექანიზმები აქვთ, ერთნაირი ვადები სჭირდებათ ანტისხეულების გამოსამუშავებლად. ეს არის დაახლოებით 2 კვირა. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორგანიზმი უკვე დაცულია. მაგრამ რაც შეეხება განმეორებითი დოზის გაკეთების ვადას, სასურველია ეს 3-4 კვირიან შუალედში მოხდეს. ერთი ან ორდღიანი გადაცილება - ან იქეთ, ან აქეთ, არაფერს ცვლის. საშუალოდ, ეს პერიოდი უნდა იყოს გასული. ვაქცინით ერთხელ აცრაც გვიცავს, რადგან ის გამოიმუშავებს ანტისხეულებს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ორი დოზის შემთხვევაში უფრო მეტი და ძლიერი ანტისხეულები გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში. სწორედ ამიტომ არის საჭირო მეორედაც ავიცრათ. მე მომდევნო კვირაში მიწევს აცრა და აუცილებლად ავიცრები", - ამბობს ინფექციონისტი.

საქართველოში დღეიდან "ფაიზერის" ვაქცინით აცრა იწყება

"მიღწეულის შესანარჩუნებლად აუცილებელია მოსახლეობამ უარი სთქვას ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმზე და დაუყოვნებლივ ჩაერთოს ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში" - თენგიზ ცერცვაძე

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ