საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისთვის" - ილია მეორე
"დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისთვის" - ილია მეორე

დრო იწუ­რე­ბა და მზად უნდა ვი­ყოთ უფ­ლის მე­ო­რედ მოს­ვლი­სათ­ვის, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ქა­და­გე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და.

პატ­რი­არ­ქმა საკ­ვი­რაო წირ­ვა-ლოც­ვა აღავ­ლი­ნა.

რო­გორც ილია მე­ო­რემ აღ­ნიშ­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ, რო­მე­ლიც "უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნე­ბით არის გა­რე­მო­ცუ­ლი".

„ჩვენ­თან არს ღმერ­თი! ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ემ­სგავ­სე­ბა კი­ბეს; ერთი პირი მაღ­ლა მი­დის, მე­ო­რე - დაბ­ლა. ბედ­ნი­ე­რია ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მაღ­ლა მი­დის. ჩვენ უნდა ვთხო­ვოთ უფალს, რომ ამ უკა­ნას­კნელ ჟამს ჩვენ ყვე­ლა მაღ­ლა მი­მა­ვალ კი­ბე­ზე ვი­ყოთ.

მა­ცხო­ვა­რი ამ­ბობს: „ითხოვ­დით და მო­გე­ცეთ თქვენ, ეძი­ებ­დით და ჰპო­ვოთ, ირეკ­დით და გან­გე­ღოს თქვენ“.

ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ დრო იწუ­რე­ბა და მზად უნდა ვი­ყოთ უფ­ლის მე­ო­რედ მოს­ვლი­სათ­ვის. ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნი­სა რთუ­ლია, მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ უფა­ლი სუ­ფევს, უფა­ლი მე­ფობს, უფა­ლი გვაძ­ლევს ძა­ლას და სიბ­რძნეს, უფა­ლი არ დაგვტო­ვებს ობ­ლად.

გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა ვი­ფიქ­როთ ახალ­გაზ­რდებ­ზე, ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა გა­რე­მო­ცუ­ლია უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნე­ბით.

ღმერ­თი არ დაგვტო­ვებს, ძა­ლას მოგ­ვცემს. ფსალ­მუ­ნი ამ­ბობს: „უფალ­მან ძალი ერსა თვის­სა მოს­ცეს, უფალ­მან აკურ­თხოს ერი თვი­სი მშვი­დო­ბით“.

ძალა და მშვი­დო­ბა მოგ­ვა­ნი­ჭოს ზე­ცი­ერ­მა მა­მამ, ძალა და მშვი­დო­ბა სუ­ფევ­დეს ჩვენს გო­ნე­ბა­ში, ჩვენს გულ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ო­ში.

ჩვე­ნი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა თავ­და­დე­ბუ­ლად ებ­რძვის ბო­რო­ტე­ბას, იბ­რძვის და სუ­ლი­ე­რი წინსვლის­თვის.

დღეს ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, და­ვა­ჯილ­დო­ვოთ მო­ძღვა­რი. დე­კა­ნო­ზი ფარ­ნა­ვაზ კო­ბი­აშ­ვი­ლი თავ­და­დე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სათ­ვის და­ჯილ­დოვ­დეს მე­ო­რე ჯვრის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით.

„უფალ­მან ძალი ერსა თვის­სა მოს­ცეს, უფალ­მან აკურ­თხოს ერი თვი­სი მშვი­დო­ბით“.

მშვი­დო­ბა სუ­ფევ­დეს თქვენ­ში და თქვენ გარ­შე­მო, გა­ი­ხა­რეთ! ჩვენ­თან არს ღმერ­თი", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფსევდოპატრიოტი
185

ნეტა, თუ სადმეა ღმერთი, რატო არ გაიცინებს :))) 21 საუკუნე შეიძლება "მეორედ მოსვლით" აშინებდე ხალხს? დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ სჯერა. პროსტა, ცხვრის ფარის დასაბოლებლად სჭირდება. მაგარი ძირგავარდნილია!

ზურა
127

ესეგი ისე გამოდის რომ საქართველო გაბრწყინებას ვერ ეღირსა თქვენს პატრიარქობის დროს რის ტყუილ მოლოდინშიც ამყოფედით მთელ ერს ამ ორმცი წლის განმავლობაში..?! და ეხლა უკვე მეორედ მოსვლის დრო დადგა და ამიტომაც მეტი მორჩილება გვმართებს თქვენი ცრუ გადაგებების მიმართ რომ უფრო მეტადარ დავისაჯოთ..?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისთვის" - ილია მეორე

"დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისთვის" - ილია მეორე

დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგების დროს განაცხადა.

პატრიარქმა საკვირაო წირვა-ლოცვა აღავლინა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, განსაკუთრებით მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც "უარყოფითი მოვლენებით არის გარემოცული".

„ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენი ცხოვრება ემსგავსება კიბეს; ერთი პირი მაღლა მიდის, მეორე - დაბლა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მაღლა მიდის. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ამ უკანასკნელ ჟამს ჩვენ ყველა მაღლა მიმავალ კიბეზე ვიყოთ.

მაცხოვარი ამბობს: „ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ობლად.

განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით.

ღმერთი არ დაგვტოვებს, ძალას მოგვცემს. ფსალმუნი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.

ძალა და მშვიდობა მოგვანიჭოს ზეციერმა მამამ, ძალა და მშვიდობა სუფევდეს ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, საქართველოსა და მსოფლიოში.

ჩვენი სამღვდელოება თავდადებულად ებრძვის ბოროტებას, იბრძვის და სულიერი წინსვლისთვის.

დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაჯილდოვოთ მოძღვარი. დეკანოზი ფარნავაზ კობიაშვილი თავდადებული მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდეს მეორე ჯვრის ტარების უფლებით.

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.

მშვიდობა სუფევდეს თქვენში და თქვენ გარშემო, გაიხარეთ! ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა პატრიარქმა.

ინფიცირების 2 415 შემთხვევა და 26 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები და რომელ რეგიონშია ყველაზე მძიმე ეპიდვითარება

როგორ ულოცავს ირაკლი ღარიბაშვილი ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს?

როგორ გამოიყურებოდა კახა კალაძის დიზაინერი მეუღლე გუშინდელ წარდგენაზე - ანუკი არეშიძის ფოტოები