საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა" - გია ვოლსკი
"საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა" - გია ვოლსკი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი აცხა­დებს, რომ სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე უკვე ღიად მი­უ­თი­თე­ბენ, რომ სა­ბო­ტა­ჟი რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებს ემ­თხვე­ვა.

რო­გორც ვოლ­სკი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, ყვე­ლა, ვი­საც ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლი­სა­კენ მო­უ­წო­დებს ოპო­ზი­ცია, უნდა აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს თუ რა საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე დგას ქვე­ყა­ნა.

“გა­დავ­ხე­დოთ რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც დღე­ი­სათ­ვის შე­იქ­მნა პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე: 9 თე­ბერ­ვალს ევ­რო­კო­მი­სი­ამ და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ან­გა­რი­ში, სა­დაც მკა­ფი­ოდ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რომ 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­და, და­ცუ­ლი იყო ძი­რი­თა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი და და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბა.

11 იან­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნდა ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ანა­ლო­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის ან­გა­რი­ში, ხოლო 6 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ეუთო/ოდირ­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე უპი­რის­პირ­დე­ბა ნაც­მოძ­რა­ო­ბის ინ­ტე­რესს. არ­ჩევ­ნე­ბი პო­ზი­ტი­უ­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (IRI) 11 მარ­ტის ან­გა­რიშ­შიც.

​ოპო­ზი­ცი­ი­სათ­ვის სან­დო ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) კვლე­ვაც აჩ­ვე­ნებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას ითხოვს და მი­უ­თი­თებს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცე­სი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხო­ლოდ 9% არ ეთან­ხმე­ბა ამ მიდ­გო­მას. იგი­ვე პო­ზი­ცია 16 მარტს ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ზე კვლავ და­ა­დას­ტუ­რა ევ­რო­კავ­შირ­მა.. ხოლო სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე უკვე ღიად მი­უ­თი­თე­ბენ, რომ სა­ბო­ტა­ჟი რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებს ემ­თხვე­ვა. თა­ვად რუ­სე­თიც არ მა­ლავს, რომ ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე რომ, ყვე­ლა, ვი­საც ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლი­სა­კენ მო­უ­წო­დებს ოპო­ზი­ცია, უნდა აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს თუ რა საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე დგას ქვე­ყა­ნა და რა არის მათ­თან გამ­კლა­ვე­ბის მე­ქა­ნიზ­მი“, - წერს ვოლ­სკი „ფე­ის­ბუქ­ზე“.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gege
15

რა თქმა უნდა ღიად მიგანიშნებენ, შენ და ოცნება კი სირაქლემას პოზაში ხართ, არ გესმით, ვერ ხედავთ, არ გინდათ გაიგოთ. თქვემი წასვლის დროა.

აბა
7

ანაკლიის შეჩერება რას ემთხვევა ეგება აგვიხსნა საკაბელო და კიდევ ბევრი სხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა" - გია ვოლსკი

"საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა" - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა.

როგორც ვოლსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, ყველა, ვისაც ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდებს ოპოზიცია, უნდა აცნობიერებდეს თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა.

“გადავხედოთ რეალობას, რომელიც დღეისათვის შეიქმნა პოლიტიკურ ველზე: 9 თებერვალს ევროკომისიამ და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები და დადებითად შეაფასა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება.

11 იანვარს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანალოგიური შინაარსის ანგარიში, ხოლო 6 მარტს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა, რომელიც ასევე უპირისპირდება ნაცმოძრაობის ინტერესს. არჩევნები პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 11 მარტის ანგარიშშიც.

​ოპოზიციისათვის სანდო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაც აჩვენებს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი პოლიტიკური სუბიექტების პარლამენტში შესვლას ითხოვს და მიუთითებს, რომ არჩევნების პროცესი მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. ჩვენი საზოგადოების მხოლოდ 9% არ ეთანხმება ამ მიდგომას. იგივე პოზიცია 16 მარტს ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე კვლავ დაადასტურა ევროკავშირმა.. ხოლო სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა. თავად რუსეთიც არ მალავს, რომ ადეკვატური პასუხი ექნება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ასე რომ, ყველა, ვისაც ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდებს ოპოზიცია, უნდა აცნობიერებდეს თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რა არის მათთან გამკლავების მექანიზმი“, - წერს ვოლსკი „ფეისბუქზე“.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"კატეგორიულად ვგმობთ გია ვოლსკის უღირს საქციელს" - "ლელო" მოვითხოვს, რომ ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინონ

"სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს - როგორც მტერს... პოზნერი ძველი "კაგებეშნიკია“, საქართველოს დაუძინებელი მტერი!" - სააკაშვილი