საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას" - განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს
"მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას" - განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა, და­ვით ფარ­ცვა­ნი­ამ გა­დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით პოს­ტი "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მო­ქა­ლა­ქე­ებს "დრო­ე­ბით" და­ემ­შვი­დო­ბა.

"მე­გობ­რე­ბო, დღეს მივ­მარ­თე სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტრს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შუ­ამ­დგომ­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და ქვე­ყა­ნა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შე­საქ­მნე­ლად მე­მუ­შა­ვა, რა­საც არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წინსვლი­სა და პროგ­რე­სი­სას­თვის. გა­სუ­ლი წლის მან­ძილ­ზე პან­დე­მი­ის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 200 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შევ­ძე­ლით. მხო­ლოდ 2020 წელს, 10,000-ზე მეტი ბავ­შვი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით შეხ­ვდა სას­წავ­ლო წელს, 2000-ზე მეტი სტუ­დენტს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი უნარჩვე­ვე­ბის შე­ის­წავ­ლოს და გა­ნა­ვი­თა­როს ახალ სას­წავ­ლებ­ლებ­ში.ამ დრო­ის მან­ძილ­ზე პი­რა­დად ვნა­ხე და დავ­რწმუნ­დი, რო­გო­რი თა­ო­ბა გვეზ­რდე­ბა - ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­მაც იცი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის, შრო­მის ფასი, რომ­ლებ­საც უყ­ვართ სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა, ფიქ­რო­ბენ და ღე­ლა­ვენ მის მო­ა­ვალ­ზე. წლე­ბის შემ­დგომ ამ თა­ო­ბამ უნდა გა­და­ი­ბა­როს და გა­ნაგ­რძოს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მაგ­რამ დღეს ჩვენ ვართ პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი მათ წი­ნა­შე სა­თა­ნა­დო გა­რე­მოს შექ­მნით და გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ხელ­შე­წყო­ბის და რე­ფორ­მი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბით.

სა­დაც არ უნდა ვიყო, ყო­ველ­თვის დავ­რჩე­ბი ამ დარ­გის გულ­შე­მატ­კივ­რად, რად­გან გა­ნათ­ლე­ბა ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია.

მად­ლო­ბას ვუხ­დი ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, რო­მელ­მაც ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა! მად­ლო­ბა ბა­ტო­ნო გი­ორ­გი რომ მენ­დეთ და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცით. მად­ლო­ბა იმ სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­თვის რო­მელ­საც ატა­რებთ და რო­მელ­საც გვი­ზი­ა­რებთ - რო­მე­ლიც სა­მა­გა­ლი­თო ლი­დე­რად გაქ­ცევთ და თქვენ­თან მუ­შა­ო­ბის ენ­თუ­ზი­აზ­მით გვავ­სებს. ასე­ვე დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტრს ბა­ტონ მი­ხე­ილ ჩხენ­კელს და მთლი­ა­ნად სა­მი­ნის­ტროს გუნდს, მად­ლო­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი! მე დრო­ე­ბით გემ­შვი­დო­ბე­ბით. მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე!" - წერს ფარ­ცვა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
19

და მშვიდად და წყნარად, ყოველგვარი აჟიტირების და პოსტების წერის გარეშე არ შეიძლება გადადგომა? თუ მაინცდამაინც პოსტების გამოცხობაა საჭირო და ჭორიკნებისთვის განხილვის და ვარაუდების თემის პირში ჩაგდება? თუ დააპირე გადადგომა კარგად იყავი, დაწერე განცხადება და წადი. არა, მთელს გალაქტიკას უნდა გააგებინონ რომ მიდიან გალაქტიკის მაშტაბის ჩინოვნიკები.

ვარლამი
25

ეჰ, დათო დაგაყრიან ახლა ქოქოლას ნაციონალები. მაგათ ხომ მადლიერი ადამიანი ვერ წარმოუდგენიათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას" - განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს

"მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას" - განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ფარცვანიამ გადადგომასთან დაკავშირებით პოსტი "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა და მოქალაქეებს "დროებით" დაემშვიდობა.

"მეგობრებო, დღეს მივმართე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობისთვის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა ქვეყანაში თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მემუშავა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს განათლების სფეროს წინსვლისა და პროგრესისასთვის. გასული წლის მანძილზე პანდემიის და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების შეუფერხებლად განხორციელება შევძელით. მხოლოდ 2020 წელს, 10,000-ზე მეტი ბავშვი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა სასწავლო წელს, 2000-ზე მეტი სტუდენტს აქვს შესაძლებლობა პროფესიული უნარჩვევების შეისწავლოს და განავითაროს ახალ სასწავლებლებში.ამ დროის მანძილზე პირადად ვნახე და დავრწმუნდი, როგორი თაობა გვეზრდება - ახალგაზრდები, რომლებმაც იციან თავისუფლების, შრომის ფასი, რომლებსაც უყვართ საკუთარი ქვეყანა, ფიქრობენ და ღელავენ მის მოავალზე. წლების შემდგომ ამ თაობამ უნდა გადაიბაროს და განაგრძოს ქვეყნის განვითარების პასუხისმგებლობა, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მათ წინაშე სათანადო გარემოს შექმნით და განათლების სფეროს ხელშეწყობის და რეფორმირების გაგრძელებით.

სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დავრჩები ამ დარგის გულშემატკივრად, რადგან განათლება ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც ამ პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა მომცა! მადლობა ბატონო გიორგი რომ მენდეთ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობა მომეცით. მადლობა იმ სწორი ღირებულებებისთვის და ფასეულობებისთვის რომელსაც ატარებთ და რომელსაც გვიზიარებთ - რომელიც სამაგალითო ლიდერად გაქცევთ და თქვენთან მუშაობის ენთუზიაზმით გვავსებს. ასევე დიდ მადლობას ვუხდი განათლების და მეცნიერების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს და მთლიანად სამინისტროს გუნდს, მადლობა და წარმატებები! მე დროებით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე!" - წერს ფარცვანია.

როგორ ეხმაურება "დინამო არენაზე" გამართულ დღევანდელ საფეხბურთო მატჩს ლევან კობიაშვილი და ვის უხდის მადლობას

"გამოჩნდა, რომ თამაში შეგვიძლია... ლუზერის მენტალიტეტი უნდა მოვიცილოთ..." - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ქართველ ფეხბურთელებზე და როგორ ეხმაურება მატჩს ესპანური მედია

"მარინა ბერიძე  გამინაწყენდა... თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზოო, ეთერიდან შემომითვალა" - რას წერს ბახვა ბრეგვაძე