ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება აღდგა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე მოწყობილია დროებითი დამცავი კედელი, ხოლო სამუშაოები მომავალშიც განხორციელდება.
"მოირეცხა გზა და აღდგენილია მოძრაობა. დროებითი კედლის მოწყობა დასრულებულია. გამგრებითი სამუშაოები კი მომავალშიც განხორციელდება“, - განაცხადეს მერიაში.
ცნობისთვის, უსაფრთხოების მიზნით, 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება მერიამ გუშინ შეზღუდა.
მიზეზი მეწყრული ზონის გამოვლენა გახდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.
თავის დროზე ვინმეს თავში აზრად რომ მოსვლოდა და მანდ ხეები დაერგო არც მეწყრის საშიშროება იქნებოდა, მეტი ჟანგბადიც გვექნებოდა სასუნთქად და უფრო კარგი ადგილიც იქნებოდა საცხოვრებლად, მაგრამ რას ვიზამთ ხეები ფულს არ ისხამს და ყველას მარტო ფული ადარდებს.
სულ ეგ კედელი დააკავებს მაგ მეწყერს თუ წამოვიდა