საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველ წამს შეიძლება ჩავარდეს კომაში, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება" - ადვოკატის თქმით, გოგი წულაია შიმშილობს
"ყოველ წამს შეიძლება ჩავარდეს კომაში, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება" - ადვოკატის თქმით, გოგი წულაია შიმშილობს

სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, გოგი წუ­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტის, ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, წუ­ლა­ია 7 დღეა შიმ­ში­ლობს და მის ჯან­მრთე­ლო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გელ­ბა­ხი­ან­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, წუ­ლა­ი­ას დი­ა­ბე­ტი აქვს, რის გა­მოც, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­საძ­ლოა, კო­მა­ში ჩა­ვარ­დეს.

"ძა­ლი­ან სუს­ტად არის, ერთი კვი­რაა შიმ­ში­ლობს. გარ­და იმი­სა, რომ გუ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი ოპე­რა­ცია აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი - შუნ­ტი­რე­ბა გა­უ­კეთ­და, მას შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტიც აქვს და შიმ­ში­ლო­ბის ფონ­ზე შე­საძ­ლოა, ყო­ველ წამს ჩა­ვარ­დეს კო­მა­ში“, - აცხა­დებს გელ­ბა­ხი­ა­ნი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გოგი წუ­ლა­ი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი მის შიმ­ში­ლო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. ად­ვო­კა­ტის თქმით, წუ­ლა­ი­ამ შიმ­ში­ლი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ი­წყო, ვი­ნა­ი­დან პო­ლი­ტი­კო­სი მი­იჩ­ნევს, რომ ის სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის მსხვერ­პლია და სა­მა­გი­ე­რო გა­და­უ­ხა­დეს იმ გან­ცხა­დე­ბე­ბის­თვის, რაც მან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის მი­სა­მარ­თით გა­ა­კე­თა.

ად­ვო­კატ­მა წუ­ლა­ია პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დღეს მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ცნო­ბის­თვის, გოგი წუ­ლა­ი­ას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა წუ­ლა­ია 19 მარტს და­ა­კა­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ლა­ი­ამ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ნაც­ნობ ქალ­ზე იძა­ლა­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
18

ივანიშვილმა შეგათრიათ დაქირავებულ ბინაში იმ ქალბატონთან? გაჩუმდით მაინც, იქნებ ისა სთქვათ, რომ გაბლატავდით და დაუსჯელობის სინდრომი გქონდათ შეყრილი

დ.დ.
16

თეთრი ქოხის წინ ვერ იშიმშილებს, მარა . . . . . თეთრ ხიდზე რომ იშიმშილოს, იმის უფლება მაინც მიეცით, სამშობლოზე ზედმეტი ფიქრის გამო . . . დავარდნილ დიდ პოლიტპატიმარს ! ! !

ავტორი:

"ყოველ წამს შეიძლება ჩავარდეს კომაში, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება" - ადვოკატის თქმით, გოგი წულაია შიმშილობს

"ყოველ წამს შეიძლება ჩავარდეს კომაში, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება" - ადვოკატის თქმით, გოგი წულაია შიმშილობს

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსის, გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, წულაია 7 დღეა შიმშილობს და მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. აღნიშნულის შესახებ გელბახიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ის განმარტავს, წულაიას დიაბეტი აქვს, რის გამოც, ნებისმიერ დროს შესაძლოა, კომაში ჩავარდეს.

"ძალიან სუსტად არის, ერთი კვირაა შიმშილობს. გარდა იმისა, რომ გულის სერიოზული ოპერაცია აქვს ჩატარებული - შუნტირება გაუკეთდა, მას შაქრიანი დიაბეტიც აქვს და შიმშილობის ფონზე შესაძლოა, ყოველ წამს ჩავარდეს კომაში“, - აცხადებს გელბახიანი.

მისივე განმარტებით, გოგი წულაიას ოჯახის წევრები მის შიმშილობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ადვოკატის თქმით, წულაიამ შიმშილი პროტესტის ნიშნად დაიწყო, ვინაიდან პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის საკუთარი პოლიტიკური განცხადებების მსხვერპლია და სამაგიერო გადაუხადეს იმ განცხადებებისთვის, რაც მან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მისამართით გააკეთა.

ადვოკატმა წულაია პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მოინახულა.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

გურჯაანში დაკარგული მამა-შვილი სახლში დაბრუნდა

თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რა ვერსიებზე საუბრობენ ბათუმში გარდაცვლილი ქალის და მამაკაცის მეზობლები - ახალი დეტალები