სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება" - "ფაიზერის" ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას ადამიანზე გადანაწილდება
"არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება" - "ფაიზერის" ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას ადამიანზე გადანაწილდება

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია, სამ დიდ ქა­ლაქ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბა და 6 კლი­ნი­კა­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია.

ამის შე­სა­ხებ ტი­კა­რა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ტი­კა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის თითო კლი­ნი­კა ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში შე­ირ­ჩა, ხოლო 4 კლი­ნი­კა თბი­ლის­ში.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით,“ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის დო­ზე­ბი 14 ათა­სი ადა­მი­ა­ნის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი.

„დიდ­ხანს ვე­ლო­დეთ „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნას და ის არის სა­ქარ­თვე­ლო­ში. დოზა უც­ვლე­ლი შე­მო­ვი­და, ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­საც ვე­ლო­დით - 29 500 ცალი. ეს დო­ზე­ბი იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი 14 ათა­სი პი­რის­თვის, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ „ფა­ი­ზე­რით“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პე­რი­ო­დი გან­სა­ზღვრუ­ლი პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ 3-4 კვი­რა­ში, მე­ო­რე ვაქ­ცი­ნამ­დე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ვი­ღეთ გა­და­წყე­ტი­ლე­ბა, რომ ამ დო­ზე­ბის გა­ყო­ფა მოხ­დე­ბა და არ მოხ­დე­ბა რო­გორც „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შემ­თხვე­ვა­ში“ მე­ო­რე ნა­კად­ზე და­ლო­დე­ბა. რის­კი არ შე­ექ­მნე­ბა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ამით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა ისიც, რომ ეს ვაქ­ცი­ნა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სამ დიდ ქა­ლაქ­ში, 6 კლი­ნი­კა­ში - ერთი კლი­ნი­კა ბა­თუმ­ში, ერთი - ქუ­თა­ის­ში და 4 - თბი­ლის­ში. თბი­ლი­სის კლი­ნი­კე­ბია - ბო­კე­რი­ას კლი­ნი­კა, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, ამ­ტე­ლის კლი­ნი­კა და კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრი, ბა­თუმ­ში - რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, ქუ­თა­ის­ში - ცხა­კა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის „ევექ­სის“ კლი­ნი­კა“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, უწყე­ბას არ აქვს შიში იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ვაქ­ცი­ნის დო­ზე­ბის ათ­ვი­სე­ბა შე­საძ­ლოა, ვერ მოხ­დეს. რო­გორც მან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, საბ­ჭო ყო­ვე­ლი კვი­რის რე­ჟიმ­ში იკ­რი­ბე­ბა და ეტა­პობ­რი­ვად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ გა­ფარ­თოვ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი.

„ჩვენ არ გვაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შიში, რომ დო­ზე­ბის ათ­ვი­სე­ბა ვერ მოხ­დე­ბა. საბ­ჭოს თა­ვი­სი კა­ლენ­და­რი გა­აჩ­ნია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ. საბ­ჭო ყო­ვე­ლი კვი­რის რე­ჟიმ­ში იკ­რი­ბე­ბა და ეტა­პობ­რი­ვად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ გა­ფარ­თოვ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი. ასე გაგ­რძელ­დე­ბა ამ პრო­ცე­სის მარ­თვა. პი­რა­დად ჩემი სტრა­ტე­გია არის შემ­დე­გი, რომ რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე ყველ­გან გა­ვეც­ნო­ბი, თუ რა სი­ტუ­ა­ცი­აა. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის ნელა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ასე­ვე ად­გილ­ზე გა­ვეც­ნო­ბი იმის­თვის, რომ შემ­დეგ საბ­ჭოს ფორ­მატ­ში ვიმ­სჯე­ლოთ ყვე­ლა იმ მი­ზან-შე­დე­გობ­რივ კავ­შირ­ზე, რაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის უკეთ წარ­მარ­თვის­თვის არის სა­ჭი­რო. ხვალ იგეგ­მე­ბა ჩემი ვი­ზი­ტი გუ­რი­ა­სა და აჭა­რა­ში, ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა ყვე­ლა სხვა რე­გი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. საბ­ჭოს სხვა წევ­რე­ბის მხრი­და­ნაც იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

კი­თხვა­ზე, მი­აჩ­ნია თუ არა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფრო აქ­ტი­უ­რი პი­არ­კამ­პა­ნია უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა, ტი­კა­რა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ უწყე­ბა, თუნ­დაც სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ იღებს.

„ჩვენ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით საბ­ჭოს ფორ­მატ­ში ვმსჯე­ლობთ. საბ­ჭო­ში გვყავს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის გუნ­დი და ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ მი­თი­თე­ბებს გვაძ­ლევს, თუ რო­გო­რი უნდა იყოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კამ­პა­ნია. მიგ­ვაჩ­ნია, რომ მა­შინ, რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი არ იყო ზუს­ტი თა­რი­ღი, თუ რო­დის იქ­ნე­ბო­და ვაქ­ცი­ნა და ასე­ვე, უც­ნო­ბი იყო, თუ რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბო­და პირ­ვე­ლი, ეს გარ­კვე­უ­წი­ლად მა­ღალ რის­კებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუ ჩვენ აგ­რე­სი­ულ კამ­პა­ნი­ას გავ­მარ­თავ­დით. სწო­რედ ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, დავ­ლო­დე­ბო­დით პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რად არის გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბი მო­წო­დე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა
1

იქნებ ჩამოყალიბდეთ და გვითხრათ, არის თუ არა ეს ვაქცინა და არა სხვა რამ(მაგ.გარკვეული ვირუსი). რა უარყოფითი შედეგებია მოსალოდნელი და რომელ ასაკში? სულ სხვადასხვა ინფორმაციააააა! 

...და, ბოლოს - ჩვენ ცხოველები არა ვართ რომ ცდებისთვის გამოგვიყენოთ!

goga
0

გადავრჩით! ბატონებისთვის საკმარისი დოზები ჩამოვიდა! ყმები გადავივლით რამენაირად ასტრაზენეკაზე ან ჯოგური იმუნიტეტი მოგვიწევს როდესმე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება" - "ფაიზერის" ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას ადამიანზე გადანაწილდება

"არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება" - "ფაიზერის" ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას ადამიანზე გადანაწილდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც უკვე საქართველოშია, სამ დიდ ქალაქში გადანაწილდება და 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი ვაქცინაცია.

ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინაციისთვის თითო კლინიკა ბათუმსა და ქუთაისში შეირჩა, ხოლო 4 კლინიკა თბილისში.

მინისტრის ინფორმაციით,“ფაიზერის“ ვაქცინის დოზები 14 ათასი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

„დიდხანს ველოდეთ „ფაიზერის“ ვაქცინას და ის არის საქართველოში. დოზა უცვლელი შემოვიდა, ის რაოდენობა, რომელსაც ველოდით - 29 500 ცალი. ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 ათასი პირისთვის, გამომდინარე იქედან, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული პირველი ვაქცინის შემდეგ 3-4 კვირაში, მეორე ვაქცინამდე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და არ მოხდება როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში“ მეორე ნაკადზე დალოდება. რისკი არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს ამით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ისიც, რომ ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი - ქუთაისში და 4 - თბილისში. თბილისის კლინიკებია - ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებას არ აქვს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის დოზების ათვისება შესაძლოა, ვერ მოხდეს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განმარტა, საბჭო ყოველი კვირის რეჟიმში იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი.

„ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს თავისი კალენდარი გააჩნია, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ. საბჭო ყოველი კვირის რეჟიმში იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ასე გაგრძელდება ამ პროცესის მართვა. პირადად ჩემი სტრატეგია არის შემდეგი, რომ რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი, თუ რა სიტუაციაა. ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობას ასევე ადგილზე გავეცნობი იმისთვის, რომ შემდეგ საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ყველა იმ მიზან-შედეგობრივ კავშირზე, რაც ვაქცინაციის პროცესის უკეთ წარმართვისთვის არის საჭირო. ხვალ იგეგმება ჩემი ვიზიტი გურიასა და აჭარაში, ასევე გაგრძელდება ყველა სხვა რეგიონის მიმართულებით. საბჭოს სხვა წევრების მხრიდანაც იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს უფრო აქტიური პიარკამპანია უნდა ჩაეტარებინა, ტიკარაძემ უპასუხა, რომ უწყება, თუნდაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს არ იღებს.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ. საბჭოში გვყავს საერთაშორისო პარტნიორების გუნდი და ასევე, საერთაშორისო კომპანია, რომელიც კონკრეტულ მითითებებს გვაძლევს, თუ როგორი უნდა იყოს სტრატეგიული კამპანია. მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც გარკვეული არ იყო ზუსტი თარიღი, თუ როდის იქნებოდა ვაქცინა და ასევე, უცნობი იყო, თუ რომელი ვაქცინა იქნებოდა პირველი, ეს გარკვეუწილად მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუ ჩვენ აგრესიულ კამპანიას გავმართავდით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, დავლოდებოდით პროცესების განვითარებას, რომელიც საქართველოზე არ არის დამოკიდებული, არამედ გლობალურად არის გარკვეული შეფერხებები მოწოდებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა და 8 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ბოლო 24 საათში ტესტირება?

"შენ, დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რაღაცებს ლაპარაკობ" - კამათი მარტვილის მონასტერში და გადაყენებული მონასტრის წინამძღოლი

საქართველოში დღეიდან "ფაიზერის" ვაქცინით აცრა იწყება