კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვიხდით სუპერმარკეტები ბიოდეგრადირებადი პარკების საფასურს?
რატომ ვიხდით სუპერმარკეტები ბიოდეგრადირებადი პარკების საფასურს?

2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია სრუ­ლად აიკ­რძა­ლა, მა­ღა­ზი­ებ­ში გაჩ­ნდა ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბი, რო­მელ­შიც ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მსგავ­სად, მომ­ხმა­რე­ბე­ლი თან­ხას სა­ლა­როს­თან იხ­დის.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ უწევს მომ­ხმა­რე­ბელს ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბის შე­ძე­ნა?

რო­გორც ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, პლას­ტიკ­თან შე­და­რე­ბით, კომ­პოს­ტი­რე­ბა­დი პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა 2-3-ჯერ ძვი­რი ჯდე­ბა, რაც მის ღი­რე­ბუ­ლე­ბას ზრდის. გო­რის ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბის სა­წარ­მო „ეკო ჯორ­ჯი­ა­ში“ გან­გვი­მარ­ტეს, რომ პო­ლი­ე­თი­ლე­ნი­სა და ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბის სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯე­ბი ერთი და იგი­ვეა, უბ­რა­ლოდ ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დის მა­სა­ლა - 30%-ით უფრო ძვი­რია. შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რდე­ბა მისი სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

„ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბის­თვის თვე­ში 120 ტონა მა­სა­ლას ვამ­ზა­დებთ, ასე­ვე ვა­წარ­მო­ებთ თვი­თონ პარ­კებ­საც. რე­ა­ლუ­რად, პო­ლი­ე­თი­ლენ­თან შე­და­რე­ბით ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი მა­სა­ლე­ბი უფრო ძვი­რი ჯდე­ბა“,- აღ­ნიშ­ნეს სა­წარ­მო­ში.

მე­ო­რე მსხვილ სა­წარ­მო­ში, GVG PLAST-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბის მა­სა­ლე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა ნა­ტუ­რა­ლუ­რია - მა­გა­ლი­თად, სოიო, პალ­მა და სხვა და სწო­რედ ეს არის მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც უჯ­დე­ბათ პლას­ტი­კის წარ­მო­ე­ბას­თან შე­და­რე­ბით 60%-ით უფრო ძვი­რი.

„პლას­ტიკ­თან შე­და­რე­ბით, მისი ფასი 3-ჯერ მეტი გა­მო­დის. ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბი მზად­დე­ბა ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტის­გან: სა­ხა­მე­ბე­ლი, სოიო, პალ­მა, ბრინ­ჯი და სხვა, ამი­ტო­მაც უფრო მა­ღა­ლი ფასი აქვს“, - აღ­ნიშ­ნეს კომ­პა­ნი­ა­ში.

კომ­პა­ნი­ა­ში AA PLAST, რო­მე­ლიც მსხვილ ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბად პარ­კებს აწ­ვდის, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის­თვის მა­სა­ლას გერ­მა­ნი­ი­დან იღე­ბენ და პო­ლი­ე­თი­ლენ­თან შე­და­რე­ბით უფრო ხარ­ჯი­ა­ნი გა­მო­დის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პლას­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია ქარ­ხნულ შე­ფუთ­ვა­ზე, თუმ­ცა არა ასა­წონ პრო­დუქ­ცი­ა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ასა­წონ პრო­დუქ­ცი­ას მისი სი­ი­ა­ფის გამო ყი­დუ­ლობს ან მო­ცუ­ლო­ბით იმა­ზე ნაკ­ლებს, ვიდ­რე ქარ­ხნულ შე­ფუთ­ვა­შია, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, შე­ნა­ძე­ნის ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბად პარკში მო­თავ­სე­ბა უხ­დე­ბა. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა პლას­ტიკ­თან შე­და­რე­ბით უფრო მა­ღა­ლია, ამი­ტომ რი­თე­ი­ლე­რე­ბი მათ უფა­სოდ ვერ გას­ცე­მენ.

რო­გორც ქსე­ლუ­რი სა­სურ­სა­თო სუ­პარ­მარ­კე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცია“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ მა­ღა­ზი­ებ­ში ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბი თუნ­დაც თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბით რომ გა­ი­ყი­დოს, მომ­ხმა­რე­ბელს ასა­წონ პრო­დუქ­ცი­ა­ზე ეკო­ნო­მი­ის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მი­ე­ცე­მა.

„მომ­ხმა­რე­ბე­ლი ასა­წონ პრო­დუქ­ცი­ას მისი სი­ი­ა­ფის გამო იძენს, თუმ­ცა ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბად პარკში თან­ხის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, ეკო­ნო­მი­ას ვე­ღარ აკე­თებს, რაც მის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს. შე­სა­ბა­მი­სად, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა რომ სას­წო­რებ­თან გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი პარ­კე­ბი თუნ­დაც დრო­ე­ბით, კო­ვიდ კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში იყოს მიჩ­ნე­უ­ლი რო­გორც შე­სა­ფუ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა?!“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“.

რა­ტომ ვერ გა­და­დი­ან სა­სურ­სა­თო ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტე­ბი სრუ­ლად შე­ფუ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე?

რო­გორც „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, შე­ფუ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე გა­დას­ვლა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის­თვის მარ­ტი­ვია და ამის მეშ­ვე­ო­ბით ხარ­ჯებ­საც და­ზო­გავ­დნენ, თუმ­ცა მომ­ხმა­რებ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ასა­წონ პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე უარს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ამ­ბო­ბენ.

„სრუ­ლად შე­ფუ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე გას­ვლა ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­იწ­ვევს ხარ­ჯე­ბის და­ზოგ­ვას: მა­გა­ლი­თად, ასა­წო­ნად ცალ­კე პერ­სო­ნა­ლის გა­მო­ყო­ფა სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­ვად აი­ღებს შე­ფუ­თულ პრო­დუქ­ცი­ას და პირ­და­პირ გა­ა­ტა­რებს სა­ლა­როს­თან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მხო­ლოდ შე­ფუ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ვერ გა­დავ­დი­ვართ, რად­გან დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი მის­თვის სა­სურ­ველ, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ასა­წონ პრო­დუქ­ცი­ას ყი­დუ­ლობს და ეს ტენ­დენ­ცია არ მცირ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბად პარ­კებს ვერც უფა­სოდ ვთა­ვა­ზობთ მომ­ხმა­რებ­ლებს, რად­გან ამ შემ­თვე­ვა­ში, სუ­პარ­მარ­კე­ტე­ბის ხარ­ჯე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რით გა­იზ­რდე­ბა. რა თქმა უნდა, გა­რე­მოს დაც­ვა­სა და ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მხარს ვუ­ჭერთ, უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობთ, რომ მათი და­ნერგვა ეტა­პობ­რი­ვად უნდა მოხ­დეს და ამ პრო­ცეს­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ“, - გან­მარ­ტა­ვენ „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“.

მა­თი­ვე თქმით, მა­გა­ლი­თად, თუ სა­ლა­როს­თან შე­საძ­ლე­ბე­ლია, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­მა მომ­ხმა­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზონ ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კი, რო­მე­ლიც ფა­სი­ა­ნი იქ­ნე­ბა და ამას­თა­ნა­ვე, მას ჰქონ­დეს არ­ჩე­ვა­ნი, შე­ნა­ძე­ნი მრა­ვალ­ჯე­რა­დი ჩან­თით წა­ი­ღოს, ასა­წო­ნი სურ­სა­თის შემ­თხვე­ვა­ში, სა­კი­თხი უფრო რთუ­ლად დგას.

„შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ბათ უმ­ჯო­ბე­სია, ასა­წონ პრო­დუქ­ცი­ა­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნას პლას­ტი­კის პარ­კე­ბი და შე­სა­ფუთ მა­სა­ლად ჩა­ით­ვა­ლოს, რო­გორც ქარ­ხნუ­ლი შე­ფუთ­ვის შემ­თხვე­ვა­ში. პლას­ტი­კის პარ­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­დი­რექ­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში იმა­ზე მკაც­რად არის ასა­ხუ­ლი, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას აქვს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, აღ­სრუ­ლე­ბა ძა­ლი­ან რთულ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა მოხ­დეს კა­ნო­ნის ეფექ­ტუ­რად ამოქ­მე­დე­ბა დათ­ქმულ ვა­დებ­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ასა­წო­ნი პრო­დუქ­ცია აღარ გა­ი­ყი­დე­ბა და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, სრუ­ლად შე­ფუ­თულ სურ­სათ­ზე ან მრა­ვალ­ჯე­რად ჩან­თებ­ზე გა­და­ვალთ, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი სექ­ცი­ე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა“, - გან­მარ­ტა­ვენ „რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“.

წარ­მო­ე­ბი­სა და სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ხარ­ჯე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გვი­წევს, ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბი შე­ვი­ძი­ნოთ ან არ­ჩე­ვა­ნი მრა­ვალ­ჯე­რად ჩან­თა­ზე ავა­კე­თოთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბის ვადა სა­შუ­ა­ლოდ, 1 წე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

რაც ეს კანონი მიიღეს ყველა ობიეტმა (ჯიხურიდან-მარკეტამდე) პარკები ფასიანი გახადა 10-20-თეთრად ყიდიან მომხმარებელზე.(მერე რა რომ ყველა პროდუქტი 250% გაძვირდა,,მაინც ყიდიან,,,ეს საქართველოა>>>>>>>>>>

!!!!!!!!!!!!
0

რომელი მარკეტი არ გვახდევინებს???????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რატომ ვიხდით სუპერმარკეტები ბიოდეგრადირებადი პარკების საფასურს?

რატომ ვიხდით სუპერმარკეტები ბიოდეგრადირებადი პარკების საფასურს?

2019 წლის 1-ლი აპრილიდან, რაც საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია სრულად აიკრძალა, მაღაზიებში გაჩნდა ბიოდეგრადირებადი პარკები, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, მომხმარებელი თანხას სალაროსთან იხდის.

საინტერესოა, რატომ უწევს მომხმარებელს ბიოდეგრადირებადი პარკების შეძენა?

როგორც ბიოდეგრადირებადი პარკების ადგილობრივი მწარმოებლები განმარტავენ, პლასტიკთან შედარებით, კომპოსტირებადი პროდუქტის წარმოება 2-3-ჯერ ძვირი ჯდება, რაც მის ღირებულებას ზრდის. გორის ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო „ეკო ჯორჯიაში“ განგვიმარტეს, რომ პოლიეთილენისა და ბიოდეგრადირებადი მასალის წარმოების საოპერაციო ხარჯები ერთი და იგივეა, უბრალოდ ბიოდეგრადირებადის მასალა - 30%-ით უფრო ძვირია. შესაბამისად, იზრდება მისი სარეალიზაციო ღირებულება.

„ბიოდეგრადირებადი პარკებისთვის თვეში 120 ტონა მასალას ვამზადებთ, ასევე ვაწარმოებთ თვითონ პარკებსაც. რეალურად, პოლიეთილენთან შედარებით ბიოდეგრადირებადი მასალები უფრო ძვირი ჯდება“,- აღნიშნეს საწარმოში.

მეორე მსხვილ საწარმოში, GVG PLAST-ში განმარტავენ, რომ ბიოდეგრადირებადი პარკების მასალების წარმომავლობა ნატურალურია - მაგალითად, სოიო, პალმა და სხვა და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც უჯდებათ პლასტიკის წარმოებასთან შედარებით 60%-ით უფრო ძვირი.

„პლასტიკთან შედარებით, მისი ფასი 3-ჯერ მეტი გამოდის. ბიოდეგრადირებადი პარკები მზადდება ბევრი კომპონენტისგან: სახამებელი, სოიო, პალმა, ბრინჯი და სხვა, ამიტომაც უფრო მაღალი ფასი აქვს“, - აღნიშნეს კომპანიაში.

კომპანიაში AA PLAST, რომელიც მსხვილ ჰიპერმარკეტებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს ბიოდეგრადირებად პარკებს აწვდის, აღნიშნავენ, რომ პროდუქციის წარმოებისთვის მასალას გერმანიიდან იღებენ და პოლიეთილენთან შედარებით უფრო ხარჯიანი გამოდის.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში პლასტიკის გამოყენება დაშვებულია ქარხნულ შეფუთვაზე, თუმცა არა ასაწონ პროდუქციაზე. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი ასაწონ პროდუქციას მისი სიიაფის გამო ყიდულობს ან მოცულობით იმაზე ნაკლებს, ვიდრე ქარხნულ შეფუთვაშია, კანონის მიხედვით, შენაძენის ბიოდეგრადირებად პარკში მოთავსება უხდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიოდეგრადირებადი პარკების ღირებულება პლასტიკთან შედარებით უფრო მაღალია, ამიტომ რითეილერები მათ უფასოდ ვერ გასცემენ.

როგორც ქსელური სასურსათო სუპარმარკეტების გაერთიანებაში „რითეილ ასოციაცია“ განმარტავენ, რომ მაღაზიებში ბიოდეგრადირებადი პარკები თუნდაც თვითღირებულებით რომ გაიყიდოს, მომხმარებელს ასაწონ პროდუქციაზე ეკონომიის გაკეთების საშუალება აღარ მიეცემა.

„მომხმარებელი ასაწონ პროდუქციას მისი სიიაფის გამო იძენს, თუმცა ბიოდეგრადირებად პარკში თანხის გადახდის შემთხვევაში, ეკონომიას ვეღარ აკეთებს, რაც მის გაღიზიანებას იწვევს. შესაბამისად, რატომ არ შეიძლება რომ სასწორებთან გამოსაყენებელი პარკები თუნდაც დროებით, კოვიდ კრიზისის პერიოდში იყოს მიჩნეული როგორც შესაფუთი საშუალება?!“, - აღნიშნავენ „რითეილ ასოციაციაში“.

რატომ ვერ გადადიან სასურსათო ქსელური მარკეტები სრულად შეფუთულ პროდუქციაზე?

როგორც „რითეილ ასოციაციაში“ განმარტავენ, შეფუთულ პროდუქციაზე გადასვლა სუპერმარკეტებისთვის მარტივია და ამის მეშვეობით ხარჯებსაც დაზოგავდნენ, თუმცა მომხმარებლის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასაწონ პროდუქციის რეალიზაციაზე უარს ჯერჯერობით ვერ ამბობენ.

„სრულად შეფუთულ პროდუქციაზე გასვლა ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების დაზოგვას: მაგალითად, ასაწონად ცალკე პერსონალის გამოყოფა საჭირო აღარ იქნება, ვინაიდან მომხმარებელი თავად აიღებს შეფუთულ პროდუქციას და პირდაპირ გაატარებს სალაროსთან. მიუხედავად ამისა, მხოლოდ შეფუთული პროდუქციის რეალიზაციაზე ვერ გადავდივართ, რადგან დღეს, საქართველოში მომხმარებელი მისთვის სასურველ, მცირე რაოდენობით ასაწონ პროდუქციას ყიდულობს და ეს ტენდენცია არ მცირდება. სამწუხაროდ, ბიოდეგრადირებად პარკებს ვერც უფასოდ ვთავაზობთ მომხმარებლებს, რადგან ამ შემთვევაში, სუპარმარკეტების ხარჯები მილიონობით ლარით გაიზრდება. რა თქმა უნდა, გარემოს დაცვასა და ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენებას მხარს ვუჭერთ, უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ მათი დანერგვა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ამ პროცესში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა უნდა გავითვალისწინოთ“, - განმარტავენ „რითეილ ასოციაციაში“.

მათივე თქმით, მაგალითად, თუ სალაროსთან შესაძლებელია, სუპერმარკეტებმა მომხმარებელს შესთავაზონ ბიოდეგრადირებადი პარკი, რომელიც ფასიანი იქნება და ამასთანავე, მას ჰქონდეს არჩევანი, შენაძენი მრავალჯერადი ჩანთით წაიღოს, ასაწონი სურსათის შემთხვევაში, საკითხი უფრო რთულად დგას.

„შესაბამისად, ალბათ უმჯობესია, ასაწონ პროდუქციაზე დაშვებული იქნას პლასტიკის პარკები და შესაფუთ მასალად ჩაითვალოს, როგორც ქარხნული შეფუთვის შემთხვევაში. პლასტიკის პარკებთან დაკავშირებით ევროდირექტივა საქართველოს კანონმდებლობაში იმაზე მკაცრად არის ასახული, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას აქვს, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო, აღსრულება ძალიან რთულდება. შესაბამისად, არსებული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს კანონის ეფექტურად ამოქმედება დათქმულ ვადებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაწონი პროდუქცია აღარ გაიყიდება და დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, სრულად შეფუთულ სურსათზე ან მრავალჯერად ჩანთებზე გადავალთ, რომელიც აღნიშნული სექციებისთვის გამოიყენება“, - განმარტავენ „რითეილ ასოციაციაში“.

წარმოებისა და სარეალიზაციო ხარჯების გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, გვიწევს, ბიოდეგრადირებადი პარკები შევიძინოთ ან არჩევანი მრავალჯერად ჩანთაზე ავაკეთოთ. აღსანიშნავია, რომ ბიოდეგრადირებადი პარკების ვადა საშუალოდ, 1 წელია.

„სმარტის“ სუპერმარკეტი ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზეც გაიხსნა

სენდვიჩი "სოკო" სოკოს გარეშე - სიცილიელი ემიგრანტების შექმნილი უჩვეულო კერძის რეცეპტი შეფისგან

შეზღუდვები, რომლის გათვალისწინებაც ბაკურიანში მშენებლობის დაწყების დროს მოგიწევთ