საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიანმარში პოლიციამ 7 წლის გოგონა მოკლა - "ბავშვს მაშინ ესროლეს, როცა მამისკენ გარბოდა"
მიანმარში პოლიციამ 7 წლის გოგონა მოკლა - "ბავშვს მაშინ ესროლეს, როცა მამისკენ გარბოდა"

"მი­ან­მარ­ში პო­ლი­ცი­ამ ქა­ლაქ მან­და­ლა­ი­ში 7 წლის გო­გო­ნა მოკ­ლა", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში გო­გო­ნას ოჯახ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხინ მიო ჩიტს პო­ლი­ცი­ამ მა­შინ ეს­რო­ლა, რო­დე­საც მათ ოჯახ­ში ჩხრე­კას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ და პა­ტა­რა მა­მის­კენ გა­იქ­ცა.

ორ­გა­ნი­ზა­ცია "გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ბავ­შვე­ბი“ მომ­ხდარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან, მი­ან­მარ­ში მომ­ხდა­რი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში 20-ზე მეტი ბავ­შვია და­ღუ­პუ­ლი.

აქ­ტი­ვის­ტე­ბის ჯგუ­ფი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის დახ­მა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცია (AAPP) აცხა­დებს, რომ მი­ან­მარ­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს მი­ნი­მუმ 261 ადა­მი­ა­ნია მოკ­ლუ­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის, აშშ-მა და ევ­რო­კავ­შირ­მა მი­ან­მა­რის სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პი­რებს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სეს. ევ­რო­კავ­შირ­მა სამ­ხედ­რო გე­ნე­რალს, მინ ან ჰლა­ინს, 9 სამ­ხედ­რო ოფი­ცერ­სა და სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელს აქ­ტი­ვე­ბი გა­უ­ყი­ნა და სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი და­უ­წე­სა.

აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა კი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა მი­ან­მა­რის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­სა და არ­მი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელს. მათი გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი იყ­ვნენ დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რა­საც ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
45

აფხაზეთში დაკრძალავენ

დ.ჯ.
0

მაგარი დაულაგებელი ქვეყანაა, მარტო მე რაც ვიცი ბოლო 60 წელია, დაახლოებით. მაშინ მოხდა პირველი სამხედრო გადატრიალება როგორც ვიცი. იმის შემდეგ გრძელდება და გრძელდება ასე............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მიანმარში პოლიციამ 7 წლის გოგონა მოკლა - "ბავშვს მაშინ ესროლეს, როცა მამისკენ გარბოდა"

მიანმარში პოლიციამ 7 წლის გოგონა მოკლა - "ბავშვს მაშინ ესროლეს, როცა მამისკენ გარბოდა"

"მიანმარში პოლიციამ ქალაქ მანდალაიში 7 წლის გოგონა მოკლა", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემასთან საუბარში გოგონას ოჯახმა განაცხადა, რომ ხინ მიო ჩიტს პოლიციამ მაშინ ესროლა, როდესაც მათ ოჯახში ჩხრეკას ახორციელებდნენ და პატარა მამისკენ გაიქცა.

ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები“ მომხდარს გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან, მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში 20-ზე მეტი ბავშვია დაღუპული.

აქტივისტების ჯგუფი პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაცია (AAPP) აცხადებს, რომ მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 261 ადამიანია მოკლული.

ცნობისათვის, აშშ-მა და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა სამხედრო გენერალს, მინ ან ჰლაინს, 9 სამხედრო ოფიცერსა და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს აქტივები გაუყინა და სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კი სანქციები დაუწესა მიანმარის პოლიციის უფროსსა და არმიის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელს. მათი განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები იყვნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, რასაც ლეტალური შედეგები მოჰყვა.

"რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში" - იენს სტოლტენბერგი

ბილ გეითსი ასახელებს თარიღს, როდესაც მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება - "კარგი ამბავი ის არის, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდა"

კორონავირუსის "მესამე ტალღა" მეზობელ ქვეყნებში? - როგორია ეპიდვითარება სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში