სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგუშეთში ამბობდნენ, - ყოველი ინგუში მზად არის თვითონ მოკვდეს, ვიდრე ქართველს ტყვია ესროლოსო - ქართველთა და ინგუშთა საუკუნოვანი მეგობრობის ისტორია
ინგუშეთში ამბობდნენ, - ყოველი ინგუში მზად არის თვითონ მოკვდეს, ვიდრე ქართველს ტყვია ესროლოსო - ქართველთა და ინგუშთა საუკუნოვანი მეგობრობის ისტორია

ქარ­თვე­ლი და ინ­გუ­ში ხალ­ხე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იწყე­ბა. მათ შო­რის არ­სე­ბობ­და შე­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი, ჰქონ­დათ სა­ზი­ა­რო დღე­ო­ბე­ბი, პრო­დუქ­ტე­ბის გაც­ვლა-გა­მოც­ვლა და მრა­ვა­ლი სხვა. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა კარ­გად არის ასა­ხუ­ლი ხევ­სუ­რულ ხალ­ხურ ფოლკ­ლორ­ში. ინ­გუ­შუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის გვა­რე­ბი­დან ხამ­ხა­ძი­სა და ღლიღ­ვაშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბაც საკ­მა­რი­სია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქარ­თვე­ლე­ბი­სა და ინ­გუ­შე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა მუ­დამ კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი იყო. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­გუ­შე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში და პი­რი­ქით.

1992 წლის 4 ივ­ნისს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, შე­იქ­მნა ინ­გუ­შე­თის რეს­პუბ­ლი­კა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სუ­ბი­ექ­ტის - სამ­ხრე­თის ფე­დე­რა­ლურ მხა­რე­ში შე­დის. რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლა­ქია მა­გა­სი, უდი­დე­სი ქა­ლა­ქი კი - ნაზ­რა­ნი.

2002 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში 412 ათა­სი ინ­გუ­ში ცხოვ­რობს. გარ­და ინ­გუ­შე­თი­სა ისი­ნი კომ­პაქ­ტუ­რად არი­ან და­სახ­ლე­ბულ­ნი ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­შიც - პრი­გო­როდ­ნის რა­ი­ონ­შიც.

  • ვინ არი­ან ინ­გუ­შე­ბი

ინ­გუ­შე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ კავ­კა­სი­ის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს, ჩეჩ­ნე­ბის მო­ნა­თე­სა­ვე ხალ­ხს. ინ­გუ­შუ­რი და ჩეჩ­ნუ­რი ენე­ბი იბე­რი­ულ-კავ­კა­სი­ურ ენა­თა ოჯა­ხის ნა­ხურ ჯგუფ­ში შე­დის. ინ­გუ­შე­ბის თვით­სა­ხელ­წო­დე­ბა მათი ერთ-ერთი ლო­კა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ჯგუ­ფის სა­ხე­ლი­დან - ღალ­ღე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლებ­საც სხვა­ნა­ი­რად "ხამ­ხე­ლებ­საც“ უწო­დებ­დნენ.

ინ­გუშ­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ყო­ფა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის ტრა­დი­ცია. სტუმ­რის ეთ­ნი­კუ­რო­ბა­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და. ოჯა­ხის უფ­რო­სი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო სტუმ­რის სი­ცო­ცხლე­ზე. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის დამ­რღვე­ვი მკაც­რად გა­ი­კი­ცხე­ბო­და და თემი ისე სჯი­და, რო­გორც დამ­ნა­შა­ვეს.

ქარ­თუ­ლი სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ე­ბით, ინ­გუ­შე­ბი "ღლიღ­ვე­ბად“ იწო­დე­ბოდ­ნენ. მათ მე­ზო­ბე­ლი ქარ­თვე­ლი მთი­ე­ლე­ბი ქის­ტე­ბა­დაც მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, თუმ­ცა ეს ეთ­ნო­ნი­მი ჩეჩ­ნებ­საც აღ­ნიშ­ნავ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ეთ­ნო­ნიმს "ინ­გუ­ში", ის წყა­რო­ებ­ში XVIII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში გაჩ­ნდა და მომ­დი­ნა­რე­ობს სო­ფელ ან­გუშ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბი­დან. სწო­რედ მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში რუ­სებ­მა ინ­გუ­შე­ბი სწო­რედ ამ სოფ­ლის - ან­გუშ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნეს და იმ ად­გი­ლებ­ში მცხოვ­რებ­ლებ­საც მთლი­ა­ნად სოფ­ლის სა­ხე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე "ინ­გუ­შე­ბი" და­არ­ქვეს, რაც შემ­დეგ სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რცელ­და.

  • ქრის­ტი­ა­ნო­ბა ინ­გუ­შეთ­ში

ინ­გუ­შე­ბი დღე­ი­სათ­ვის სუ­ნი­ტი მუს­ლი­მა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ ის­ლა­მუ­რი რე­ლი­გია მათ­თან საკ­მა­ოდ გვი­ან შე­იჭ­რა და სა­ბო­ლო­ოდ XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გან­მტკიც­და.

შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ინ­გუ­შებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ძალ­ზე მჭიდ­რო იყო. იმ­დრო­ინ­დე­ლი ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ ინ­გუ­შეთ­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბას. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ინ­გუ­შეთ­ში აშენ­და ტყო­ბა-ერ­დის, ალბი-ერ­დის, თარ­გი­მი­სა და სხვა ტაძ­რე­ბი. ტყო­ბა-ერ­დი­ში XIX სა­უ­კუ­ნემ­დე ინა­ხე­ბო­და ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი ან­ბა­ნით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ხა­რე­ბა, რო­მელ­საც ინ­გუ­შე­ბი გულ­მოდ­გი­ნედ უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ.

ინ­გუ­შეთ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია მრა­ვა­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ძეგლი

მთი­ა­ნი ინ­გუ­შე­თის ერთ-ერთ თვალ­წარმ­ტაც კუ­თხე­ში, ცვი­ლა­მის ქე­დის ძირ­ში, ნა­სოფ­ლარ ქარ­თის ნან­გრე­ვებ­თან გა­მა­ვა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი გზის მახ­ლობ­ლად, რო­მე­ლიც ოდით­გან­ვე აკავ­ში­რებ­და ინ­გუ­შუ­რი კულ­ტუ­რის აკ­ვანს - მდი­ნა­რე ასას სა­თა­ვე­ებს და­რი­ა­ლის რა­ი­ონ­თან, აღ­მარ­თუ­ლია სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბა, რო­მე­ლიც კარ­გა ხა­ნია იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. მას ინ­გუ­შე­ბი დე­ლი­ტეს (დოლ­ტე) უწო­დე­ბენ, რაც ნიშ­ნავს "ღმერ­თი­სა­კენ“ (მი­მა­ვალ გზას). მეც­ნი­ერ­თა ვა­რა­უ­დით, დე­ლი­ტე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რი­ულ ძეგლს წარ­მო­ად­გენს.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ინ­გუ­შურ ენა­ში ქარ­თუ­ლი­დან შე­სუ­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნა­სეს­ხო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: "მო­ზღარ“ (ანუ ქარ­თუ­ლად მო­ძღვა­რი, მღვდე­ლი), "ჯორ“ (ანუ ქარ­თუ­ლად "ჯვა­რი”) და სხვა.

  • ინ­გუ­შე­ბი - ქარ­თვე­ლე­ბის მე­ზობ­ლე­ბი

ოდეს­ღაც ინ­გუ­შე­ბი და ჩაჩ­ნე­ბი (ვა­ი­ნა­ხე­ბი) კავ­კა­სი­ის მთის­წი­ნეთ­სა და ბარ­შიც მკვიდ­რობ­დნენ. მთებ­ში სა­ბო­ლო­ოდ ირა­ნუ­ლი, თურ­ქუ­ლი და მონ­ღო­ლუ­რი მომ­თა­ბა­რე ტო­მე­ბის თა­რე­შის შე­დე­გად შე­ვიდ­ნენ. ინ­გუ­შუ­რი (და ჩაჩ­ნუ­რი) გად­მო­ცე­მე­ბით, მათი წი­ნაპ­რე­ბი ებ­რძოდ­ნენ იურ­ტებ­ში მცხოვ­რებ მო­სულ­თა დიდ ურ­დო­ებს. ინ­გუ­შე­ბის მთი­დან ბარ­ში მიგ­რა­ცია XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და­ი­წყო. დღე­ვან­დე­ლი გან­სახ­ლე­ბის არე­ა­ლი კი XVII სა­უ­კუ­ნი­დან ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ინ­გუ­შებს XVI-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში უცხოვ­რი­ათ ლარ­სის მი­და­მო­ებ­ში. XVIII სა­უ­კუ­ნის 20-იან წლე­ბამ­დე ვა­ი­ნა­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა აქ ოსურ­მა შეც­ვა­ლა. XVIII სა­უ­კუ­ნე­ში ლარსში, ჩმი­ში და ბალ­თა­ში მცხოვ­რე­ბი ოსე­ბი ინ­გუ­შებს მი­წის სარ­გებ­ლო­ბის­თვის გა­და­სა­ხადს უხ­დიდ­ნენ.

ინ­გუ­შე­ბი­სა იყო თა­ნა­მედ­რო­ვე ვლა­დი­კავ­კა­ზის ტე­რი­ტო­რი­აც. აქ არ­სე­ბულ ინ­გუ­შურ სო­ფელს ზა­უ­რო­ვო (ზა­უ­რე­გი) ერ­ქვა, რო­მელ­შიც შე­რე­უ­ლი იყო გა­მოქ­ცე­უ­ლი ოსუ­რი გვა­რე­ბიც. ამ ად­გილ­ზე შემ­დეგ რუ­სუ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე ვლა­დი­კავ­კა­ზი გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც დღეს ჩრდი­ლო ოსე­თის დე­და­ქა­ლაქს წარ­მო­ად­გენს. ინ­გუ­შუ­რი იყო ვლა­დი­კავ­კა­ზის პრი­გო­როდ­ნის რა­ი­ო­ნიც. ინ­გუ­შე­თი რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 1810 წელს შე­ვი­და. 1860 წლი­დან კი თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­გუ­შე­თის ტე­რი­ტო­რია რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის თერ­გის ოლ­ქში გა­ერ­თი­ან­და.

რაც შე­ე­ხე­ბა საბ­ჭო­თა პე­რი­ოდს, ინ­გუშ­თა ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლქი 1924 წელს შე­იქ­მნა. 1934 წელს ინ­გუშ­თა ოლქი მე­ზო­ბელ ჩეჩ­ნეთს შე­უ­ერ­თეს, 1936 წელს შე­იქ­მნა ჩე­ჩე­ნო-ინ­გუ­შე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კა, რო­მე­ლიც 1944 წელს გა­უქ­მდა, ინ­გუ­შე­ბი და ჩეჩ­ნე­ბი კი კავ­კა­სი­ი­დან საკ­მა­ოდ შორს, შუა აზი­ა­ში გა­და­ა­სახ­ლეს...

  • ინ­გუ­შე­თის ტე­რი­ტო­რია... სა­ქარ­თვე­ლოს

1944 წლის 7 მარტს, როცა ხელი მო­ე­წე­რა სსრკ უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თის ასსრ-ის ლიკ­ვი­და­ცი­ი­სა და მისი ტე­რი­ტო­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მო­წყო­ბის შე­სა­ხებ. მი­ზე­ზი იყო - სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი, გერ­მა­ნელ-ფა­შის­ტე­ბი­სად­მი დახ­მა­რე­ბა, დი­ვერ­სი­ე­ბის მო­წყო­ბა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პუნ­ქტი შე­ე­ხე­ბო­და ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თის ასსრ-ის გა­უქ­მე­ბა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­სახ­ლე­ბას, მე­ო­რე პუნ­ქტი - გროზ­ნის ოლ­ქის შექ­მნას, მე­სა­მე და მე­ო­თხე – ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თის ტე­რი­ტო­რი­ის და­ნა­წი­ლე­ბას ჩრდი­ლო­ეთ ოსეთს და და­ღეს­ტანს შო­რის. მე­ხუ­თე­ში კი ნათ­ქვა­მი იყო: "...შე­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შემ­დე­გი რა­ი­ო­ნე­ბი: ყო­ფი­ლი ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თის ასსრ-დან - ითუმ-ყა­ლეს რა­ი­ო­ნი არ­სე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბით, შა­რო­ის რა­ი­ო­ნის და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი; გა­ლან­ჩე­ჟის, გა­ლაშ­კი­სა და პრი­გო­როდ­ნის რა­ი­ო­ნე­ბის სამ­ხრე­თი ნა­წი­ლი, აგ­რეთ­ვე ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ასსრ-ის გი­ზელ­დო­ნის რა­ი­ო­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი.

თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭო­მაც 1944 წლის 21 მარტს მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ის სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი შე­მო­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ. მათ­გან გა­ლაშ­კი­სა და პრი­გო­როდ­ნის რა­ი­ო­ნე­ბის სამ­ხრე­თი ნა­წი­ლე­ბი ყაზ­ბე­გის რა­ი­ონს მი­უ­ერ­თდა. ჩეჩ­ნურ ითუმ-ყა­ლეს რა­ი­ონს სა­ხე­ლი გა­და­ერ­ქვა და ახალ­ხე­ვის რა­ი­ო­ნი ეწო­და.

სსრკ სა­ხკო­მსაბ­ჭოს 1944 წლის 9 მარ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბით სტავ­რო­პო­ლის სამ­ხა­რეო აღ­მას­კო­მს, და­ღეს­ტნის ასსრ-ის, ჩრდ. ოსე­თის ასსრ-ის და სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ის სა­ხკო­მსაბ­ჭო­ებს და­ე­ვა­ლათ 1944 წლის პირ­ველ ივ­ნი­სამ­დე აით­ვი­სონ ყო­ფი­ლი ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თის ასსრ-ის ტე­რი­ტო­რია და შე­ი­მუ­შა­ონ მათი და­სახ­ლე­ბის გეგ­მე­ბი. კი­დევ ერთი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­დან და სხვა რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­სახ­ლე­ბუ­ლებს გა­და­სა­ხა­დე­ბის სფე­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თე­ბი და­უ­წეს­დათ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 50-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ახალ­ხე­ვის რა­ი­ო­ნი გა­უქ­მდა და მისი ტე­რი­ტო­რია დუ­შე­თის რა­ი­ონს შე­უ­ერ­თდა.

ინ­გუშ­თა დე­პორ­ტა­ცია კარ­გად არის ასა­ხუ­ლი ქარ­თვე­ლი (არ­ხო­ტი­ო­ნი) პო­ე­ტის - გაბ­რი­ელ ჯა­ბუ­შა­ნუ­რის - პო­ე­ზი­ა­ში, რო­მე­ლიც ინ­გუშ­თა დე­პორ­ტა­ცი­ის შემ­დეგ ინ­გუ­შეთ­ში იყო ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი. მისი პო­ე­ზი­ის მთე­ლი ციკ­ლი ეძღვნე­ბა ღილ­ღოს, ანუ ინ­გუ­შეთს. გაბ­რი­ელ ჯა­ბუ­შა­ნუ­რი სი­ნა­ნუ­ლით აღ­წერს გა­უ­კაც­რი­ე­ლე­ბულ ინ­გუ­შურ სოფ­ლებს...

  • ინ­გუ­შურ-ქარ­თუ­ლი "მზის ხე­ო­ბა“

გად­მო­ცე­მუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ რომ ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნა შეგ­ვექ­მნეს, გა­ვეც­ნოთ ინ­გუ­შე­თის პრი­გო­როდ­ნის და გა­ლაშ­კის რა­ი­ო­ნე­ბის სამ­ხრეთ ნა­წილს - არმ­ხი-ჯე­ი­რახ-ასას ხე­ო­ბებს.

ჯე­ი­რა­ხის ხე­ო­ბის სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა არაბ სარ­დალს ჯე­ი­რახს, რო­მელ­მაც 725 წელს და­რი­ა­ლის ვიწ­რო­ე­ბი გა­ი­ა­რა და ალა­ნი­ა­ში შე­იჭ­რა. ამ ად­გილს ხში­რად არმ­ხის ხე­ო­ბა­საც უწო­დე­ბენ, რად­გან აქ მდი­ნა­რე არმ­ხი მო­ე­დი­ნე­ბა. სწო­რედ აქ, ჯე­ი­რა­ხის ხე­ო­ბა­შია ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტა­ძა­რი - თხა­ბა-ერდი, რო­მე­ლიც მე-12 სა­უ­კუ­ნე­შია აშე­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­ტა­ნი­ლი ქვის ფი­ლე­ბით. ხე­ო­ბა მდი­და­რია ინ­გუ­შუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი­თაც - აქაა აული ერზი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი კოშ­კე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად ჯე­ი­რა­ხი 1944 წლი­სათ­ვის სწო­რედ ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თის ასსრ პრი­გო­როდ­ნის რა­ი­ო­ნის სამ­ხრეთ ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და. ამ ხე­ო­ბას, მას­ში არ­სე­ბუ­ლი მიკ­როკ­ლი­მა­ტის გამო, სხვაგ­ვა­რად "მზის ხე­ო­ბა­საც" უწო­დე­ბენ. ინ­გუ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ხა­ტო­ვა­ნი გა­მოთ­ქმით, ჯე­ი­რა­ხის ხე­ო­ბა ღმერ­თის მიერ დე­და­მი­წა­ზე შექ­მნი­ლი ერთ-ერთი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ად­გი­ლია.

ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ჯე­ი­რა­ხის სა­კუ­რორ­ტო ზონა ახ­ლაც და 40-იან წლებ­შიც ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ტუ­რის­ტულ და სამ­კურ­ნა­ლო-და­სას­ვე­ნე­ბელ ზო­ნად ით­ვლე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი იყო სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლე­ბი ფილ­ტვე­ბის სნე­უ­ლე­ბი­ა­ნი ავად­მყო­ფე­ბი­სათ­ვის. ხე­ო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი იყო სო­ფე­ლი ჯე­ი­რა­ხი (არმ­ხი), რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­ერ­თე­ბის შემ­დეგ სა­ხე­ლი გა­და­ერ­ქვა და ეწო­და და­რი­ა­ლი. სა­ერ­თოდ, ჯე­ი­რა­ხის მიმ­დე­ბა­რე ად­გი­ლებ­ში დღე­საც საკ­მა­ოდ არის ქარ­თუ­ლი ტო­პო­ნი­მე­ბიც - რო­გორც რუ­სულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი ინ­გუ­შუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი გზამ­კვლე­ვე­ბი იუ­წყე­ბი­ან, მდი­ნა­რე არმხს ხში­რად ქარ­თუ­ლად ქის­ტე­თის­წყალ­საც უწო­დე­ბენ. ჯე­ი­რა­ხის ხე­ო­ბის ზე­მო­წე­ლი­დან იწყე­ბა მე­ო­რე მდი­ნა­რის - ასას ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც ასე­თი­ვე ლა­მა­ზი და მდი­და­რია ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბით - აქ არი­ან ალბი-ერ­დი­სა და თარ­გი­მის ტაძ­რე­ბი, რო­მელ­თა კედ­ლებ­ზე შე­მო­ნა­ხუ­ლია ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რე­ბი და ფრეს­კე­ბი.

  • "სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რი ისე მო­იქ­ცა, რო­გორც კავ­კა­სი­ელს შეჰ­ფე­რის“

იო­სებ სტა­ლი­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, კრემ­ლის კუ­ლუ­ა­რებ­ში და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რომ ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თის ასსრ-ის გა­უქ­მე­ბა უსა­მარ­თლო, მცდა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რა­საც ორი­ო­დე წე­ლი­წად­ში შე­სა­ბა­მი­სი იუ­რი­დი­უ­ლი აქ­ტიც მოჰ­ყვა.

1957 წლის 9 იან­ვარს, სსრკ უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უმ­მა ჩე­ჩე­ნი და ინ­გუ­ში ხალ­ხე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და მათი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი წარ­მო­ნაქ­მნის აღ­დგე­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უმ­მა შემ­დე­გი დად­გე­ნი­ლე­ბა მი­ი­ღო:

"ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თის ასსრ-ის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­უბ­რუნ­დეს რსფსრ-ს ყაზ­ბე­გი­სა და დუ­შე­თის რა­ი­ო­ნე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ყო­ფი­ლი ითუმ-ყა­ლეს რა­ი­ო­ნი­სა­გან, აგ­რეთ­ვე გა­ლან­ჩე­ჟის, გა­ლაშ­კის, შა­რო­ის, პრი­გო­რო­დი­სა და გი­ზელ­დო­ნის რა­ი­ო­ნე­ბის ნა­წი­ლე­ბი­სა­გან. ამის შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­ით­ვა­ლოს აღ­დგე­ნი­ლად სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის სფსრ-ის სა­ზღვა­რი, რო­მე­ლიც 1944 წლის 7 მარ­ტამ­დე არ­სე­ბობ­და... (დო­კუ­მენ­ტი და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში).

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ დად­გე­ნი­ლე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გა­ტა­რე­ბა საკ­მა­ოდ რთულ ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენ­და.

ინ­გუ­ში სა­ხელ­მწი­ფო და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წის ძი­ა­უ­დინ მალ­სა­გო­ვის მე­მუ­ა­რე­ბი, რო­მე­ლიც რეპ­რე­სი­ე­ბის და­წყე­ბი­სა და ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თის ასსრ-ის გა­უქ­მე­ბის დროს რეს­პუბ­ლი­კის იუს­ტი­ცი­ის სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი იყო, ხოლო რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის ჟამს - ავ­ტო­ნო­მი­ის აღ­დგე­ნის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის წევ­რი და რე­პატ­რი­ან­ტე­ბის სა­კი­თხებ­ში კომ­პარ­ტი­ის ცე­კას რწმუ­ნე­ბუ­ლი იყო, მო­გო­ნე­ბებ­ში წერ­და:

"როცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უმ­მა მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა ჩე­ჩე­ნი და ინ­გუ­ში ხალ­ხე­ბის ეროვ­ნუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ, ამ მიზ­ნით ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტი გა­ირ­ბე­კო­ვის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით... მალე ჩვენ, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი, მოს­კოვ­ში, ცე­კას პრე­ზი­დი­უმ­ში მიგ­ვიწ­ვი­ეს. რო­გორც იქ გვი­თხრეს, ჩვე­ნი რეს­პუბ­ლი­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი აღ­დგე­ნის მიზ­ნით უკვე შექ­მნი­ლა სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სია ანას­ტას მი­ქო­ი­ა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რო­მელ­შიც მა­ლენ­კო­ვი, ვო­რო­ში­ლო­ვი, სა­ბუ­რო­ვი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე წევ­რი შე­დი­ოდ­ნენ. სწო­რედ ამ კო­მი­სი­ის სხდო­მა­ში მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა... და­ი­წყო გან­ხილ­ვა, თუ რო­მელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა აღ­დგე­ნი­ლი­ყო ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თი. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბარ­ბა­რო­სუ­ლი გეგ­მის თა­ნახ­მად, თით­ქმის ყვე­ლა ტე­რი­ტო­რია ისევ რჩე­ბო­დათ ჩრდი­ლო ოსეთს, და­ღეს­ტანს და სა­ქარ­თვე­ლოს... ისე გა­მო­დი­ო­და, რომ ჩვენ კვლავ მი­წე­ბის გა­რე­შე ვიქ­ნე­ბო­დით და ამ ნარ­ჩე­ნებ­ზე რეს­პუბ­ლი­კის შექ­მნა უაზ­რო­ბად ჩან­და. გან­სა­კუთ­რე­ბით უარ­ზე იყო ჩრდი­ლო ოსე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აგ­კა­ცე­ვი... კა­მა­თი საკ­მა­ოდ მწვა­ვე იყო. მე სულ ვფიქ­რობ­დი - აი, ახლა ად­გე­ბა აგ­კა­ცე­ვი და იტყვის: "კარ­გი, მო­ვეშ­ვათ ამ სა­კითხს, ჩვენ სხვი­სი მიწა არ გვინ­და”. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და. როცა მთი­ა­ნი რა­ი­ო­ნე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბის სა­კი­თხზე გა­და­ვე­დით, ვიდ­რო­ვე და ანას­ტას მი­ქო­ი­ანს ვუ­თხა­რი: თქვენ კარ­გად იც­ნობთ ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შეთს, რაღა დაგ­ვრჩე­ბა, თუ ყვე­ლა­ფერს ისევ მე­ზობ­ლებს და­ვუ­ტო­ვებთ, განა ისი­ნი და­თან­ხმდე­ბი­ან ამა­ზე? განა მათ არ შერ­ცხვე­ბათ ჩვენს სოფ­ლებ­ში იცხოვ­რონ და ჩვე­ნი მი­წის დოვ­ლა­თით ისარ­გებ­ლონ? მათ ხომ იცი­ან, რო­გო­რი გზით მი­ი­ღეს ეს მი­წე­ბი!

სი­ტუ­ა­ცია გან­მუხ­ტა და­ღეს­ტნის ასსრ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ნი­ა­ლოვ­მა: “მარ­თლაც, ჩეჩ­ნებ­სა და ინ­გუ­შებს არა­ფე­რი რჩე­ბათ, ეს უსა­მარ­თლო­ბაა... ჩვენ უარს ვამ­ბობთ მათ მი­წებ­ზე, გა­ვიყ­ვანთ ჩვენს ხალ­ხს და დაე, იქ ჩვენ­მა ძმებ­მა იცხოვ­რონ...”. და­ნი­ა­ლო­ვის შემ­დეგ გა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს ცე­კას მდი­ვა­ნი, რომ­ლის გვა­რი, სამ­წუ­ხა­როდ აღარ მახ­სოვს. ისიც ისე მო­იქ­ცა, რო­გორც ნამ­დვილ მა­მა­კაც­სა და კავ­კა­სი­ელს შეჰ­ფე­რის - უარი თქვა ინ­გუ­შე­ბი­სა და ჩეჩ­ნე­ბის მი­წებ­ზე. ორი­ვემ მო­უ­წო­და ჩრდი­ლო ოსე­თის წარ­მო­მად­გე­ნელს, რათა მა­საც უარი ეთ­ქვა პრი­გო­როდ­ნის რა­ი­ონ­ზე, მაგ­რამ აგ­კა­ცე­ვი კვლავ მუ­ხა­ნა­თუ­რად მო­იქ­ცა. მან შე­არ­ცხვი­ნა კავ­კა­სი­ელ­თა ღირ­სე­ბა, მზაკ­ვა­რი გა­მოდ­გა...“

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის მიერ ინ­გუ­შე­ბის­თვის ტე­რი­ტო­რი­ის უკან დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცესს: როცა ინ­გუ­შე­ბი მშობ­ლი­ურ ად­გი­ლებს და­უბ­რუნ­დნენ, ქარ­თვე­ლებ­მა მათ ხე­ლუხ­ლებ­ლად და­ახ­ვედ­რეს სახ­ლე­ბი და ულა­პა­რა­კოდ და­უ­ცა­ლეს.

სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, დაბ­რუ­ნე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შექ­მნი­ლი იყო ხუთი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა თა­ვი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით - გახ­სნი­ლი იყო სამი სა­შუ­ა­ლო და ცხრა და­წყე­ბი­თი სკო­ლა, აშენ­და ოთხი კლუ­ბი, ექ­ვსი ბიბ­ლი­ო­თე­კა, სამი სა­ა­ვად­მყო­ფო, ორი სა­ე­ქი­მო პუნ­ქტი, ოთხი სა­ბავ­შვო ბაღი, ხუთი მა­ღა­ზია და სამი ად­გი­ლობ­რი­ვი მრეწ­ვე­ლო­ბის ობი­ექ­ტი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თვე­ლებ­მა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ინ­გუ­შებს გა­დას­ცეს (რათ­ქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დრო­ინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბარ­თვით). ამის შემ­დეგ ინ­გუ­შე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლე­ბი­სად­მი კი­დევ უფრო გან­მტკიც­და. ინ­გუ­შე­ბი ქარ­თვე­ლე­თან მე­გობ­რო­ბით ძა­ლი­ან ამა­ყობ­დნენ და ამ მე­გობ­რო­ბას თა­ვი­ანთ შვი­ლებს თა­ო­ბი­დან თა­ო­ბამ­დე უნერ­გავ­დნენ. დღეს არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით ინ­გუშს, რო­მე­ლიც გე­ტყვით, რომ მისი მე­ო­რე სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა. ინ­გუ­შე­ბი ქარ­თვე­ლებს ძმე­ბად აღიქ­ვა­მენ. სწო­რედ ამი­ტომ, სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, მათ სას­ტი­კი უარი გა­ნა­ცხა­დეს აფხა­ზე­თის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე 1992-1993 წლებ­ში. ინ­გუშ ხალ­ხში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ით, ყო­ვე­ლი ინ­გუ­ში მზად არის თვი­თონ მოკ­ვდეს, ვიდ­რე ქარ­თველს ტყვია ეს­რო­ლოს. არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოთ­ქმაც - "ქარ­თვე­ლე­ბი და ინ­გუ­შე­ბი ერ­თმა­ნე­თის მტრე­ბი არა­სო­დეს იქ­ნე­ბი­ან“.

  • "ხამს მოყ­ვა­რე მოყვრი­სათ­ვის...“

ქარ­თვე­ლე­ბი­სად­მი თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ და აქვთ ინ­გუშ მწერ­ლებ­საც. მა­გა­ლი­თად, 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ის დროს ინ­გუ­ში მწე­რა­ლი ისა ქო­ძო­ე­ვი ინ­გუ­შე­ბის დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად ეწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს და გა­სა­ჭი­რის ჟამს გვერ­დით და­უდ­გა ქარ­თველ ერს. ისა ქო­ძო­ევს 2009 წელს მი­ე­ნი­ჭა თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

ინ­გუშ­თა და ქარ­თველ­თა შო­რის არ­სე­ბობს საკ­მა­ოდ მდი­და­რი სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბიც. არა­ერ­თმა ინ­გუშ­მა მოღ­ვა­წემ გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­გუ­შურ ენას ინ­ტენ­სი­უ­რად იკ­ვლე­ვენ, გა­მო­ი­ცა წიგ­ნი "ინ­გუ­შუ­რი ენა“. სა­ქარ­თვე­ლო­ში პე­რი­ო­დუ­ლად აღი­ნიშ­ნე­ბა ინ­გუ­შუ­რი ენის დღე, მა­გა­ლი­თად, 2014 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ ინ­გუ­შე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის, სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2016 წლი­დან თბი­ლის­ში არ­სე­ბობს ინ­გუ­შე­თის ქუჩა, ხოლო ინ­გუ­შე­თის ქა­ლაქ ნაზ­რან­ში არის ვაჟა-ფშა­ვე­ლა­სა და გაბ­რი­ელ ჯა­ბუ­შა­ნუ­რის ქუ­ჩე­ბი.

ინ­გუ­შეთ­ში ქარ­თვე­ლებს დიდ პა­ტივს სცე­მენ, სა­მა­გა­ლი­თოდ და სა­და­რად ჰყავთ. თურ­მე, რო­დე­საც ინ­გუ­შურ ოჯახ­ში ბავ­შვი საჭ­მელს არ ჭამს, მშობ­ლე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, - ჭამე, თუ გინ­და ქარ­თვე­ლის­ნა­ი­რი გა­ი­ზარ­დოო. პუბ­ლი­კა­ცი­ის და­სა­წყის­ში უკვე ვთქვით, რომ ინ­გუ­შებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის ხში­რი ყო­ფი­ლა შე­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი, თუმ­ცა რე­ლი­გი­უ­რი მი­ზე­ზით მათ­მა რი­ცხვმა საკ­მა­ოდ იკლო. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ინ­გუ­ში ბიზ­ნეს­მე­ნი და ტუ­რის­ტი ჩა­მო­დი­ო­და, ამ­ჟა­მად მათი სტუმ­რო­ბა ისე­თი აქ­ტი­უ­რი აღარ არის, ნა­კა­დი შე­სუს­ტდა, თუმ­ცა პრო­ცე­სი მა­ინც გრძელ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის გამო, ამ სტუმ­რო­ბას მხო­ლოდ ცალ­მხრი­ვი ხა­სი­ა­თი აქვს და ქარ­თვე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ვერ ჩა­დი­ან ინ­გუ­შეთ­ში. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ჩვენს ხალ­ხებს შო­რის შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბა ვე­რა­ვინ შეძ­ლო.

ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ინ­გუ­შე­ბი უდა­ვოდ არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ერი, რო­მელ­თა­ნაც ათას­წლე­უ­ლე­ბი გვა­კავ­ში­რებს. ამ­ჟა­მად ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნელ-ნელა მი­დის აღ­დგე­ნი­სა­კენ, მაგ­რამ მათ გა­სამ­ყა­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია რო­გორც ქარ­თულ­მა, ისე ინ­გუშ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უფრო მეტი იცო­დეს ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი:

https://www.gfsis.org/files/my-world/22/6.pdf

https://www.facebook.com/215457961860126/posts/1111887255550521/

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა ნაკაშიძე
2

საქართველო საუკუნეების მანძილზე იყო კავკასიაში ყველაზე წარმატებული სახელმწიფო,რომელიც ცდილობდა დაეცვა მთელი კავკასია მომხდურებისგან.ჩრდილო კავკასიაშიც ხშირად უბრძოლიათ ქართველებს და სომხებსაც ბევრჯერ დახმარებიან,თუმცა ბევრმა ვერ დაიმახსოვრა და ზურგში დანის ჩაცემა დაგვიწყეს. ლეკების თარეშს რო თავი გავანებოთ,ჩეჩნები და უამრავი სხვა კავკასიური ტომები იბრძოდნენ აფხაზეთში,სომხებიც. 1918-21 წლებში,სომხებმა და აზერბაიჯანელებმა გადაწყვიტეს ეომათ საქართველოსთან,როცა თბილისში გამოაცხადეს თავიანთი ქვეყნების დამოუკიდებლობა და არავის ხელი არ შეუშლიათ. რაც მე ვიცი,ერთადერთი ხალხი,რომლებსაც საქართველოს წინააღმდეგ არ უბრძოლიათ არიან ინგუშები. ინგუშები კარგად ხვდებოდნენ და ხვდებიან,რომ ძლიერი კავკასია საქართველოს გარეშე ვერ და არ იქნება,ამიტომაც ქართველის წინააღმდეგ არ გამოვლენ არასოდეს. რა თქმა უნდა წმინდა ადამიანური ფაქტორები და ისტორიები ბევრია,რაც ამ დამოკიდებულებას და ურთიერთობას ამყარებს,რაც გაგრძლედება მომავალშიც. ბევრი რო არ გავაგრძელო,ინგუშები ღირსეული ხალხია და ისინი არასოდეს წავლენ საერთო კავკასიური კეთილდღეობის წინააღმდეგ ანუ საქართველოს წინააღმდეგ. აზერბაიჯანი საკმაოდ სოლიდურ ძალას წარმაოდგენს დღეს,თუმცა ის ვერ გახდება კავკასიის გამაერთიანებელი ძალა,ამის გაქანება არ აქვთ და არც კავკასიელების დიდი ნაწილი გაყვება(იცით რატომ? თავისი ისტორიის მანძილზე ქართველი აბაროტზე არ ფიქრობდა და ფიქრობს კავკასიაში.ჩეჩნებმა ქართველი ხოცეს აფხაზეთში,თუმცა გასაჭირის დროს საზღვარი გავუხსენით და თავშესაფარი მივეცით. ესეთი ისტორია რამდენია კიდევ). აი,საქართველოს აქვს ამის შესაძლებლობა და სურვილის შემთხვევაში ამის გაკეთება შესაძლებელია. დაიმახსოვრეთ,კავკასიელი ხალხის გაერთიანების ეშინია ყველას,რუსებსაც,ამერიკელებსაც და ნებისმიერი ძლიერ მოთამაშეს რეგიონში. თუ ოდესმე მოხდება ისე,რომ კავკასიელები გაერთიანდებიან,მერე რუსიც მიიჯირყვნება და ამერიკელიც,თუმცა ამ ხალხებს შორის ბევრი ჩლუნგი ეროვნებაა და ვერ ხვდებიან საერთო კავკასიური ოჯახის მნიშვნელობას. აი,ინგუშებთან შესაძლებელია საუბარი ამაზე და დასაწყისისთვის კარგი პლაცდარმი იქნება. 

1
5

დიდება ინგუშ ხალხს ჩვენს ძმებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ინგუშეთში ამბობდნენ, - ყოველი ინგუში მზად არის თვითონ მოკვდეს, ვიდრე ქართველს ტყვია ესროლოსო - ქართველთა და ინგუშთა საუკუნოვანი მეგობრობის ისტორია

ინგუშეთში ამბობდნენ, - ყოველი ინგუში მზად არის თვითონ მოკვდეს, ვიდრე ქართველს ტყვია ესროლოსო - ქართველთა და ინგუშთა საუკუნოვანი მეგობრობის ისტორია

ქართველი და ინგუში ხალხების ურთიერთობა უხსოვარი დროიდან იწყება. მათ შორის არსებობდა შერეული ქორწინებები, ჰქონდათ საზიარო დღეობები, პროდუქტების გაცვლა-გამოცვლა და მრავალი სხვა. ეს ურთიერთობა კარგად არის ასახული ხევსურულ ხალხურ ფოლკლორში. ინგუშური წარმომავლობის გვარებიდან ხამხაძისა და ღლიღვაშვილის დასახელებაც საკმარისია. შეიძლება ითქვას, რომ ქართველებისა და ინგუშების ურთიერთობა მუდამ კეთილმეზობლური იყო. საუკუნეების განმავლობაში ინტენსიური მიგრაციული პროცესები მიმდინარეობდა ინგუშეთიდან საქართველოში და პირიქით.

1992 წლის 4 ივნისს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შეიქმნა ინგუშეთის რესპუბლიკა, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის სუბიექტის - სამხრეთის ფედერალურ მხარეში შედის. რესპუბლიკის დედაქალაქია მაგასი, უდიდესი ქალაქი კი - ნაზრანი.

2002 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში 412 ათასი ინგუში ცხოვრობს. გარდა ინგუშეთისა ისინი კომპაქტურად არიან დასახლებულნი ჩრდილოეთ ოსეთშიც - პრიგოროდნის რაიონშიც.

  • ვინ არიან ინგუშები

ინგუშები წარმოადგენენ კავკასიის ერთ-ერთ უძველეს, ჩეჩნების მონათესავე ხალხს. ინგუშური და ჩეჩნური ენები იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფში შედის. ინგუშების თვითსახელწოდება მათი ერთ-ერთი ლოკალური ტერიტორიული ჯგუფის სახელიდან - ღალღებიდან მომდინარეობს, რომლებსაც სხვანაირად "ხამხელებსაც“ უწოდებდნენ.

ინგუშთა საზოგადოებრივ ყოფაში უმნიშვნელოვანესია სტუმართმოყვარეობის ტრადიცია. სტუმრის ეთნიკურობასა და სარწმუნოებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ოჯახის უფროსი პასუხისმგებელი იყო სტუმრის სიცოცხლეზე. სტუმართმოყვარეობის დამრღვევი მკაცრად გაიკიცხებოდა და თემი ისე სჯიდა, როგორც დამნაშავეს.

ქართული საისტორიო წყაროებით, ინგუშები "ღლიღვებად“ იწოდებოდნენ. მათ მეზობელი ქართველი მთიელები ქისტებადაც მოიხსენიებდნენ, თუმცა ეს ეთნონიმი ჩეჩნებსაც აღნიშნავდა. რაც შეეხება ეთნონიმს "ინგუში", ის წყაროებში XVIII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მომდინარეობს სოფელ ანგუშტის სახელწოდებიდან. სწორედ მე-18 საუკუნეში რუსებმა ინგუშები სწორედ ამ სოფლის - ანგუშტის საშუალებით გაიცნეს და იმ ადგილებში მცხოვრებლებსაც მთლიანად სოფლის სახელიდან გამომდინარე "ინგუშები" დაარქვეს, რაც შემდეგ საყოველთაოდ გავრცელდა.

  • ქრისტიანობა ინგუშეთში

ინგუშები დღეისათვის სუნიტი მუსლიმანები არიან, მაგრამ ისლამური რელიგია მათთან საკმაოდ გვიან შეიჭრა და საბოლოოდ XIX საუკუნის პირველ ნახევარში განმტკიცდა.

შუა საუკუნეებში ინგუშებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა ძალზე მჭიდრო იყო. იმდროინდელი ქართველი მეფეები ცდილობდნენ ინგუშეთში ქრისტიანობის გავრცელებას. შუა საუკუნეებში ინგუშეთში აშენდა ტყობა-ერდის, ალბი-ერდის, თარგიმისა და სხვა ტაძრები. ტყობა-ერდიში XIX საუკუნემდე ინახებოდა ქართული ასომთავრული ანბანით შესრულებული სახარება, რომელსაც ინგუშები გულმოდგინედ უფრთხილდებოდნენ.

ინგუშეთში შემორჩენილია მრავალი ქრისტიანული ძეგლი

მთიანი ინგუშეთის ერთ-ერთ თვალწარმტაც კუთხეში, ცვილამის ქედის ძირში, ნასოფლარ ქართის ნანგრევებთან გამავალი ისტორიული გზის მახლობლად, რომელიც ოდითგანვე აკავშირებდა ინგუშური კულტურის აკვანს - მდინარე ასას სათავეებს დარიალის რაიონთან, აღმართულია საკულტო ნაგებობა, რომელიც კარგა ხანია იქცევს ყურადღებას. მას ინგუშები დელიტეს (დოლტე) უწოდებენ, რაც ნიშნავს "ღმერთისაკენ“ (მიმავალ გზას). მეცნიერთა ვარაუდით, დელიტე ქართული წარმოშობის ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.

ძალიან საინტერესოა ინგუშურ ენაში ქართულიდან შესული ქრისტიანობასთან დაკავშირებული ნასესხობები, როგორიცაა: "მოზღარ“ (ანუ ქართულად მოძღვარი, მღვდელი), "ჯორ“ (ანუ ქართულად "ჯვარი”) და სხვა.

  • ინგუშები - ქართველების მეზობლები

ოდესღაც ინგუშები და ჩაჩნები (ვაინახები) კავკასიის მთისწინეთსა და ბარშიც მკვიდრობდნენ. მთებში საბოლოოდ ირანული, თურქული და მონღოლური მომთაბარე ტომების თარეშის შედეგად შევიდნენ. ინგუშური (და ჩაჩნური) გადმოცემებით, მათი წინაპრები ებრძოდნენ იურტებში მცხოვრებ მოსულთა დიდ ურდოებს. ინგუშების მთიდან ბარში მიგრაცია XVI-XVII საუკუნეებში დაიწყო. დღევანდელი განსახლების არეალი კი XVII საუკუნიდან ჩამოყალიბდა.

ინგუშებს XVI-XVIII საუკუნეებში უცხოვრიათ ლარსის მიდამოებში. XVIII საუკუნის 20-იან წლებამდე ვაინახური მოსახლეობა აქ ოსურმა შეცვალა. XVIII საუკუნეში ლარსში, ჩმიში და ბალთაში მცხოვრები ოსები ინგუშებს მიწის სარგებლობისთვის გადასახადს უხდიდნენ.

ინგუშებისა იყო თანამედროვე ვლადიკავკაზის ტერიტორიაც. აქ არსებულ ინგუშურ სოფელს ზაუროვო (ზაურეგი) ერქვა, რომელშიც შერეული იყო გამოქცეული ოსური გვარებიც. ამ ადგილზე შემდეგ რუსული ციხესიმაგრე ვლადიკავკაზი გაჩნდა, რომელიც დღეს ჩრდილო ოსეთის დედაქალაქს წარმოადგენს. ინგუშური იყო ვლადიკავკაზის პრიგოროდნის რაიონიც. ინგუშეთი რუსეთის შემადგენლობაში 1810 წელს შევიდა. 1860 წლიდან კი თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორია რუსეთის იმპერიის თერგის ოლქში გაერთიანდა.

რაც შეეხება საბჭოთა პერიოდს, ინგუშთა ავტონომიური ოლქი 1924 წელს შეიქმნა. 1934 წელს ინგუშთა ოლქი მეზობელ ჩეჩნეთს შეუერთეს, 1936 წელს შეიქმნა ჩეჩენო-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც 1944 წელს გაუქმდა, ინგუშები და ჩეჩნები კი კავკასიიდან საკმაოდ შორს, შუა აზიაში გადაასახლეს...

  • ინგუშეთის ტერიტორია... საქართველოს

1944 წლის 7 მარტს, როცა ხელი მოეწერა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებას ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ. მიზეზი იყო - სოციალისტური სამშობლოს ღალატი, გერმანელ-ფაშისტებისადმი დახმარება, დივერსიების მოწყობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

ბრძანებულების პირველი პუნქტი შეეხებოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმებასა და მოსახლეობის გადასახლებას, მეორე პუნქტი - გროზნის ოლქის შექმნას, მესამე და მეოთხე – ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიის დანაწილებას ჩრდილოეთ ოსეთს და დაღესტანს შორის. მეხუთეში კი ნათქვამი იყო: "...შევიდეს საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში შემდეგი რაიონები: ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-დან - ითუმ-ყალეს რაიონი არსებული საზღვრებით, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი; გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.

თავის მხრივ, საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომაც 1944 წლის 21 მარტს მიიღო დადგენილება ზემოაღნიშნული რაიონების ტერიტორიის საქართველოსადმი შემოერთების შესახებ. მათგან გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილები ყაზბეგის რაიონს მიუერთდა. ჩეჩნურ ითუმ-ყალეს რაიონს სახელი გადაერქვა და ახალხევის რაიონი ეწოდა.

სსრკ სახკომსაბჭოს 1944 წლის 9 მარტის დადგენილებით სტავროპოლის სამხარეო აღმასკომს, დაღესტნის ასსრ-ის, ჩრდ. ოსეთის ასსრ-ის და საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოებს დაევალათ 1944 წლის პირველ ივნისამდე აითვისონ ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ტერიტორია და შეიმუშაონ მათი დასახლების გეგმები. კიდევ ერთი გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოდან და სხვა რესპუბლიკებიდან სპეციალურად ჩასახლებულებს გადასახადების სფეროში მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ.

მოგვიანებით, 50-იანი წლების დასაწყისში, ახალხევის რაიონი გაუქმდა და მისი ტერიტორია დუშეთის რაიონს შეუერთდა.

ინგუშთა დეპორტაცია კარგად არის ასახული ქართველი (არხოტიონი) პოეტის - გაბრიელ ჯაბუშანურის - პოეზიაში, რომელიც ინგუშთა დეპორტაციის შემდეგ ინგუშეთში იყო ჩასახლებული. მისი პოეზიის მთელი ციკლი ეძღვნება ღილღოს, ანუ ინგუშეთს. გაბრიელ ჯაბუშანური სინანულით აღწერს გაუკაცრიელებულ ინგუშურ სოფლებს...

  • ინგუშურ-ქართული "მზის ხეობა“

გადმოცემული ტერიტორიების შესახებ რომ ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნეს, გავეცნოთ ინგუშეთის პრიგოროდნის და გალაშკის რაიონების სამხრეთ ნაწილს - არმხი-ჯეირახ-ასას ხეობებს.

ჯეირახის ხეობის სახელი უკავშირდება არაბ სარდალს ჯეირახს, რომელმაც 725 წელს დარიალის ვიწროები გაიარა და ალანიაში შეიჭრა. ამ ადგილს ხშირად არმხის ხეობასაც უწოდებენ, რადგან აქ მდინარე არმხი მოედინება. სწორედ აქ, ჯეირახის ხეობაშია ზემოთხსენებული ცნობილი ქართული ქრისტიანული ტაძარი - თხაბა-ერდი, რომელიც მე-12 საუკუნეშია აშენებული საქართველოდან ჩატანილი ქვის ფილებით. ხეობა მდიდარია ინგუშური ისტორიული ძეგლებითაც - აქაა აული ერზი, რომელიც თავისი კოშკებითაა ცნობილი. გეოგრაფიულად ჯეირახი 1944 წლისათვის სწორედ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ პრიგოროდნის რაიონის სამხრეთ ნაწილს წარმოადგენდა. ამ ხეობას, მასში არსებული მიკროკლიმატის გამო, სხვაგვარად "მზის ხეობასაც" უწოდებენ. ინგუში სპეციალისტების ხატოვანი გამოთქმით, ჯეირახის ხეობა ღმერთის მიერ დედამიწაზე შექმნილი ერთ-ერთი უმშვენიერესი ადგილია.

ჩრდილოეთ კავკასიაში ჯეირახის საკურორტო ზონა ახლაც და 40-იან წლებშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ და სამკურნალო-დასასვენებელ ზონად ითვლებოდა, შესაბამისად, ბევრი იყო სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები ფილტვების სნეულებიანი ავადმყოფებისათვის. ხეობაში ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი იყო სოფელი ჯეირახი (არმხი), რომელსაც საქართველოსთან შეერთების შემდეგ სახელი გადაერქვა და ეწოდა დარიალი. საერთოდ, ჯეირახის მიმდებარე ადგილებში დღესაც საკმაოდ არის ქართული ტოპონიმებიც - როგორც რუსულ ენაზე გამოცემული ინგუშური ტურისტული გზამკვლევები იუწყებიან, მდინარე არმხს ხშირად ქართულად ქისტეთისწყალსაც უწოდებენ. ჯეირახის ხეობის ზემოწელიდან იწყება მეორე მდინარის - ასას ხეობა, რომელიც ასეთივე ლამაზი და მდიდარია ისტორიული ძეგლებით - აქ არიან ალბი-ერდისა და თარგიმის ტაძრები, რომელთა კედლებზე შემონახულია ქართული ასომთავრული წარწერები და ფრესკები.

  • "საქართველოს ლიდერი ისე მოიქცა, როგორც კავკასიელს შეჰფერის“

იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, კრემლის კულუარებში დაიწყო საუბარი, რომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმება უსამართლო, მცდარი გადაწყვეტილება იყო, რასაც ორიოდე წელიწადში შესაბამისი იურიდიული აქტიც მოჰყვა.

1957 წლის 9 იანვარს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ჩეჩენი და ინგუში ხალხების რეაბილიტაცია და მათი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის აღდგენა განახორციელა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა შემდეგი დადგენილება მიიღო:

"ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის აღდგენასთან დაკავშირებით, დაუბრუნდეს რსფსრ-ს ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ნაწილი, რომელიც შედგება ყოფილი ითუმ-ყალეს რაიონისაგან, აგრეთვე გალანჩეჟის, გალაშკის, შაროის, პრიგოროდისა და გიზელდონის რაიონების ნაწილებისაგან. ამის შესაბამისად, ჩაითვალოს აღდგენილად საქართველოსა და რუსეთის სფსრ-ის საზღვარი, რომელიც 1944 წლის 7 მარტამდე არსებობდა... (დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში).

რასაკვირველია, ამ დადგენილების პრაქტიკაში გატარება საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა.

ინგუში სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ძიაუდინ მალსაგოვის მემუარები, რომელიც რეპრესიების დაწყებისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმების დროს რესპუბლიკის იუსტიციის სახალხო კომისარი იყო, ხოლო რეპრესირებულების სამშობლოში დაბრუნების ჟამს - ავტონომიის აღდგენის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და რეპატრიანტების საკითხებში კომპარტიის ცეკას რწმუნებული იყო, მოგონებებში წერდა:

"როცა საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება ჩეჩენი და ინგუში ხალხების ეროვნული ავტონომიის აღდგენის შესახებ, ამ მიზნით ჩამოყალიბდა საორგანიზაციო კომიტეტი გაირბეკოვის თავმჯდომარეობით... მალე ჩვენ, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, მოსკოვში, ცეკას პრეზიდიუმში მიგვიწვიეს. როგორც იქ გვითხრეს, ჩვენი რესპუბლიკის ოფიციალური აღდგენის მიზნით უკვე შექმნილა სახელმწიფო კომისია ანასტას მიქოიანის ხელმძღვანელობით, რომელშიც მალენკოვი, ვოროშილოვი, საბუროვი და კიდევ რამდენიმე წევრი შედიოდნენ. სწორედ ამ კომისიის სხდომაში მივიღეთ მონაწილეობა... დაიწყო განხილვა, თუ რომელ ტერიტორიაზე უნდა აღდგენილიყო ჩეჩნეთ-ინგუშეთი. წარმოდგენილი ბარბაროსული გეგმის თანახმად, თითქმის ყველა ტერიტორია ისევ რჩებოდათ ჩრდილო ოსეთს, დაღესტანს და საქართველოს... ისე გამოდიოდა, რომ ჩვენ კვლავ მიწების გარეშე ვიქნებოდით და ამ ნარჩენებზე რესპუბლიკის შექმნა უაზრობად ჩანდა. განსაკუთრებით უარზე იყო ჩრდილო ოსეთის წარმომადგენელი აგკაცევი... კამათი საკმაოდ მწვავე იყო. მე სულ ვფიქრობდი - აი, ახლა ადგება აგკაცევი და იტყვის: "კარგი, მოვეშვათ ამ საკითხს, ჩვენ სხვისი მიწა არ გვინდა”. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. როცა მთიანი რაიონების კუთვნილების საკითხზე გადავედით, ვიდროვე და ანასტას მიქოიანს ვუთხარი: თქვენ კარგად იცნობთ ჩეჩნეთ-ინგუშეთს, რაღა დაგვრჩება, თუ ყველაფერს ისევ მეზობლებს დავუტოვებთ, განა ისინი დათანხმდებიან ამაზე? განა მათ არ შერცხვებათ ჩვენს სოფლებში იცხოვრონ და ჩვენი მიწის დოვლათით ისარგებლონ? მათ ხომ იციან, როგორი გზით მიიღეს ეს მიწები!

სიტუაცია განმუხტა დაღესტნის ასსრ-ის წარმომადგენელმა დანიალოვმა: “მართლაც, ჩეჩნებსა და ინგუშებს არაფერი რჩებათ, ეს უსამართლობაა... ჩვენ უარს ვამბობთ მათ მიწებზე, გავიყვანთ ჩვენს ხალხს და დაე, იქ ჩვენმა ძმებმა იცხოვრონ...”. დანიალოვის შემდეგ გამოვიდა საქართველოს ცეკას მდივანი, რომლის გვარი, სამწუხაროდ აღარ მახსოვს. ისიც ისე მოიქცა, როგორც ნამდვილ მამაკაცსა და კავკასიელს შეჰფერის - უარი თქვა ინგუშებისა და ჩეჩნების მიწებზე. ორივემ მოუწოდა ჩრდილო ოსეთის წარმომადგენელს, რათა მასაც უარი ეთქვა პრიგოროდნის რაიონზე, მაგრამ აგკაცევი კვლავ მუხანათურად მოიქცა. მან შეარცხვინა კავკასიელთა ღირსება, მზაკვარი გამოდგა...“

რაც შეეხება ქართველების მიერ ინგუშებისთვის ტერიტორიის უკან დაბრუნების პროცესს: როცა ინგუშები მშობლიურ ადგილებს დაუბრუნდნენ, ქართველებმა მათ ხელუხლებლად დაახვედრეს სახლები და ულაპარაკოდ დაუცალეს.

საარქივო დოკუმენტების მიხედვით, დაბრუნებულ ტერიტორიაზე შექმნილი იყო ხუთი კოლმეურნეობა თავისი ინფრასტრუქტურით - გახსნილი იყო სამი საშუალო და ცხრა დაწყებითი სკოლა, აშენდა ოთხი კლუბი, ექვსი ბიბლიოთეკა, სამი საავადმყოფო, ორი საექიმო პუნქტი, ოთხი საბავშვო ბაღი, ხუთი მაღაზია და სამი ადგილობრივი მრეწველობის ობიექტი. ეს ყველაფერი ქართველებმა სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებს გადასცეს (რათქმა უნდა, საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ნებართვით). ამის შემდეგ ინგუშების დამოკიდებულება ქართველებისადმი კიდევ უფრო განმტკიცდა. ინგუშები ქართველეთან მეგობრობით ძალიან ამაყობდნენ და ამ მეგობრობას თავიანთ შვილებს თაობიდან თაობამდე უნერგავდნენ. დღეს არცთუ იშვიათად შეხვდებით ინგუშს, რომელიც გეტყვით, რომ მისი მეორე სამშობლო საქართველოა. ინგუშები ქართველებს ძმებად აღიქვამენ. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა მონაცემებით, მათ სასტიკი უარი განაცხადეს აფხაზეთის ომში მონაწილეობაზე 1992-1993 წლებში. ინგუშ ხალხში გავრცელებული ტრადიციით, ყოველი ინგუში მზად არის თვითონ მოკვდეს, ვიდრე ქართველს ტყვია ესროლოს. არსებობს ასეთი გამოთქმაც - "ქართველები და ინგუშები ერთმანეთის მტრები არასოდეს იქნებიან“.

  • "ხამს მოყვარე მოყვრისათვის...“

ქართველებისადმი თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ და აქვთ ინგუშ მწერლებსაც. მაგალითად, 9 აპრილის ტრაგედიის დროს ინგუში მწერალი ისა ქოძოევი ინგუშების დელეგაციასთან ერთად ეწვია საქართველოს და გასაჭირის ჟამს გვერდით დაუდგა ქართველ ერს. ისა ქოძოევს 2009 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქეობა.

ინგუშთა და ქართველთა შორის არსებობს საკმაოდ მდიდარი სამეცნიერო თანამშრომლობის ტრადიციებიც. არაერთმა ინგუშმა მოღვაწემ განათლება საქართველოში მიიღო. საქართველოში ინგუშურ ენას ინტენსიურად იკვლევენ, გამოიცა წიგნი "ინგუშური ენა“. საქართველოში პერიოდულად აღინიშნება ინგუშური ენის დღე, მაგალითად, 2014 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელსაც ესწრებოდნენ ინგუშეთისა და საქართველოს ინტელიგენციის, სამეცნიერო წრეებისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან თბილისში არსებობს ინგუშეთის ქუჩა, ხოლო ინგუშეთის ქალაქ ნაზრანში არის ვაჟა-ფშაველასა და გაბრიელ ჯაბუშანურის ქუჩები.

ინგუშეთში ქართველებს დიდ პატივს სცემენ, სამაგალითოდ და სადარად ჰყავთ. თურმე, როდესაც ინგუშურ ოჯახში ბავშვი საჭმელს არ ჭამს, მშობლები ეუბნებიან, - ჭამე, თუ გინდა ქართველისნაირი გაიზარდოო. პუბლიკაციის დასაწყისში უკვე ვთქვით, რომ ინგუშებსა და ქართველებს შორის ხშირი ყოფილა შერეული ქორწინებები, თუმცა რელიგიური მიზეზით მათმა რიცხვმა საკმაოდ იკლო. კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში უამრავი ინგუში ბიზნესმენი და ტურისტი ჩამოდიოდა, ამჟამად მათი სტუმრობა ისეთი აქტიური აღარ არის, ნაკადი შესუსტდა, თუმცა პროცესი მაინც გრძელდება. სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკის გამო, ამ სტუმრობას მხოლოდ ცალმხრივი ხასიათი აქვს და ქართველები აქტიურად ვერ ჩადიან ინგუშეთში. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს ხალხებს შორის შუღლის ჩამოგდება ვერავინ შეძლო.

ქართველებისთვის ინგუშები უდავოდ არის ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ერი, რომელთანაც ათასწლეულები გვაკავშირებს. ამჟამად ჩვენი ურთიერთობები ნელ-ნელა მიდის აღდგენისაკენ, მაგრამ მათ გასამყარებლად აუცილებელია როგორც ქართულმა, ისე ინგუშმა საზოგადოებამ უფრო მეტი იცოდეს ერთმანეთის შესახებ.

გამოყენებული წყაროები:

https://www.gfsis.org/files/my-world/22/6.pdf

https://www.facebook.com/215457961860126/posts/1111887255550521/

ავტორი: სიმონ კილაძე