მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა - "უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს"
კახა საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა - "უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს"

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე კახა სა­ბა­ნა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ სა­ბა­ნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად წერს.

"მსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ბოლო პე­რი­ოდ­ში მე­დი­ა­ში გა­სულ სი­უ­ჟე­ტებს და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი სა­ხელ­მწი­ფოს და ვი­ცავ­დი კა­ნონს, რომ­ლის ზედ­მი­წევ­ნით აღ­სრუ­ლე­ბაც იყო, არის და იქ­ნე­ბა ჩემ­თვის უპირ­ვე­ლე­სი.

ვფიქ­რობ, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ფაქ­ტებს სჭირ­დე­ბა შეს­წავ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, უნდა ჩა­ტარ­დეს სრულ­ყო­ფი­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც და­ად­გენს სი­მარ­თლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სის მი­მართ ნდო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ვტო­ვებ თა­ნამ­დე­ბო­ბას! ვფიქ­რობ, ეს იქ­ნე­ბა პრე­ცე­დენ­ტი ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი­სათ­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ობი­ექ­ტუ­რად გა­ჩე­ნი­ლი კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იმოქ­მე­დოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ღირ­სე­ულ პო­ლი­ცი­ელს, ვის­თან ერ­თა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე. სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბენ გმი­რე­ბი, რო­მელ­თა მხრებ­ზეც დგას ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა, მინ­და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო მათ სამ­შობ­ლოს სამ­სა­ხურ­ში“,- წერს სა­ბა­ნა­ძე.

ცნო­ბის­თვის, კა­ხა­ბერ სა­ბა­ნა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, ივა­ნე გუ­ლაშ­ვილ­მა ტე­ლე­ე­თერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ის კონ­კრე­ტულ და­ვა­ლე­ბებს სწო­რედ კა­ხა­ბერ სა­ბა­ნა­ძის­გან იღებ­და, მათ შო­რის სუს-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2019 წლის 20 ივ­ნი­სის ღა­მეს, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, კახა სა­ბა­ნა­ძე მას ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნი­და და და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევ­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ბა­ნა­ძემ აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ღა­მის კად­რე­ბი ამო­ა­ღე­ბი­ნა პარ­ლა­მენ­ტის სარ­და­ფი­დან, სა­დაც სერ­ვე­რი იწერ­და. ამას­თან, გუ­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას უნდა გა­ე­თი­შა პარ­ლა­მენ­ტის წინ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი დიდი მო­ნი­ტო­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო მიკ­რო­ტალ­ღურ სხი­ვებს გა­მოს­ცემ­და. მი­სი­ვე თქმით, სპეც­რაზმს „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლიც“ ჰქონ­და.

კა­ხა­ბერ სა­ბა­ნა­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლედ 2017 წლის ნო­ემ­ბრი­დან მუ­შა­ობ­და. მა­ნამ­დე კი ის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იკა­ვებ­და.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
h
4

vin aketebs motelvebs? dapiqrdit?.....

:)))
8

მაგ ლოგიკით შენ დასაჭერი გამოდიხარ თან 100% :)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

კახა საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა - "უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს"

კახა საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა - "უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საბანაძე სოციალურ ქსელში თავად წერს.

"მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი.

ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში“,- წერს საბანაძე.

ცნობისთვის, კახაბერ საბანაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ტელეეთერში განაცხადა, რომ ის კონკრეტულ დავალებებს სწორედ კახაბერ საბანაძისგან იღებდა, მათ შორის სუს-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა.

მისივე თქმით, საბანაძემ აქციის დარბევის ღამის კადრები ამოაღებინა პარლამენტის სარდაფიდან, სადაც სერვერი იწერდა. ამასთან, გულაშვილის განმარტებით, მას უნდა გაეთიშა პარლამენტის წინ დამონტაჟებული დიდი მონიტორი სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროტალღურ სხივებს გამოსცემდა. მისივე თქმით, სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილიც“ ჰქონდა.

კახაბერ საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილედ 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. მანამდე კი ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე იკავებდა.

"2 000 დოლარი ჰქონია შეგროვებული და ეტყობა ეს იცოდნენ... გაოგნებული ვარ" - რას ამბობენ თურქეთში მოკლული ქალის ოჯახის ახლობლები?

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავა

"თეო ჩხუბის დროს, დანით მოკლეს" - ვინ იყო თურქეთში მოკლული ქართველი ქალი და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი