პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და რუსული მედია მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტს?
როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და რუსული მედია მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტს?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ექთ­ნის, მეგი ბაქ­რა­ძის ამ­ბავს რუ­სულ მე­დი­ა­სა და ინ­ტერ­ნეტ­ში დიდი ინ­ტე­რე­სი მოჰ­ყვა. არი­ან ისე­თე­ბი, ვი­საც სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი და მი­აჩ­ნი­ათ, რომ "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის არი­დე­ბა უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, თო­რემ ქარ­თველ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს მისი მოგ­ვა­რე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის თქმით, კრემ­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია, "ას­ტრა­ნე­ზე­კას" ვაქ­ცი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბულ პრო­პა­გან­დას გა­ნაგ­რძობს და ამის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს.

სხვე­ბის მო­საზ­რე­ბით, "ას­ტრა­ზე­ნე­კას", რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში ძალ­ზე გა­პი­ა­რე­ბუ­ლია, არა­ერ­თი უკუჩ­ვე­ნე­ბა აქვს, თუმ­ცა, არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა მას რუ­სულ "სპუტ­ნიკ V"- სთან შე­და­რე­ბით, მა­ინც ენ­დო­ბა.

rbc.ru-ს ცნო­ბით, მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­წყე­ბულ­მა გარ­თუ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია, გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო...

ასევე დაგაინტერესებთ
21:09 / 19-03-2021

"უეცრად დაეწყო გონების კარგვა, კრუნჩხვა... პირველი რაც გაკეთდა, იყო ადრენალინი" - ახალციხის კლინიკის რევმატოლოგი ექთნის ვაქცინაციის დღეს იხსენებს

21:39 / 19-03-2021

"უზომოდ კეთილი იყო, მის გვერდით ვერ მოიწყენდი... ორი შვილი დარჩა" - რას ჰყვება გარდაცვლილ ექთანზე მეზობელი?

22:17 / 19-03-2021

"კითხულობს, დამიბრუნეთ ჩემი შვილიო... მონატრებული გულში უნდა ჩაიკრას" - რას წერს შოთო სიხარულიძე გარდაცვლილი ექთნის ემიგრანტ დედაზე?

12:43 / 20-03-2021

"აცრას თუ არ გაიკეთებდა დატოვებდა სამსახურს...  ახალციხეში უკვე მიცვალებული იყო" - გარდაცვლილი ექთნის მამა პირველ კომენტარს აკეთებს

13:20 / 20-03-2021

გარდაცვლილი მედდის მეუღლე კლინიკის თანამშრომლებს დაუპირისპირდა - კადრები ახალციხიდან

14:32 / 20-03-2021

"დაუდევრობაზეა პრეტენზიები... ვიღაცის პასუხისმგებლობა სავარაუდოდ, დადგება" - რას ამბობს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი?

20:09 / 20-03-2021

"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?

"ამ ფაქტს ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ნა­ხევ­რე­ბა მოჰ­ყვა... გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მას წი­ნას­წა­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ანა­ლი­ზე­ბი არ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ქვე­ყა­ნა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას 22 მარ­ტი­დან გა­აგ­რძე­ლებს, თუმ­ცა, ალ­ბათ კი­დევ უფრო შე­ფერ­ხე­ბით..." - წერს გა­მო­ცე­მა.

nterfax.ru-ს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ, კი­დევ ერთი ქალი ჩა­ვარ­და კო­მა­ში, ოღონდ მას ვაქ­ცი­ნა 17 მარტს ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. გა­მო­ცე­მა პა­ცი­ენ­ტის ვი­ნა­ო­ბას არ აკონ­კრე­ტებს...

"ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, რა­საც ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში აც­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა იგეგ­მე­ბო­და თუმ­ცა, მოგ­ვა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია გრძელ­დე­ბა" - წერს კი­დევ ერთი გა­მო­ცე­მა tass.ru

iz.ru (известия.ру)-ს ცნო­ბით, ვაქ­ცი­ნა პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ი­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მაც, რათა უსაფრ­თხო­ე­ბა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა.

"არა­და, მარ­ტში არა­ერ­თმა ევ­რო­პულ­მა ქვე­ყა­ნამ შე­წყვი­ტა "ას­ტრა­ზე­ნე­კას" გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან ის თრომ­ბის გა­მომ­წვე­ვად მი­იჩ­ნი­ეს. იყო გარ­დაც­ვა­ლე­ბის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, თუნ­დაც იტა­ლი­ა­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, და­ნი­ა­სა და ნორ­ვე­გი­ა­ში, თუმ­ცა შემ­დეგ ისევ გა­ნა­ახ­ლეს, იმ მი­ზე­ზით, რომ თრომ­ბოზ­თან ვაქ­ცი­ნის კავ­ში­რი არ და­დას­ტურ­და...

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტის და­სა­წყი­სი­დან რეს­ტორ­ნე­ბი და სამ­თო კუ­რორ­ტე­ბი გა­იხ­სნა. ასე­ვე, მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლეს სა­ბავ­შვო ბა­ღებ­მა, მუ­ზე­უ­მებ­მა, ბიბ­ლი­ო­თე­კებ­მა, ფიტ­ნეს­დარ­ბა­ზებ­მა, თე­ატ­რებ­მა და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა..." - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის ვაქ­ცი­ნა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი რომ არა, რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა ბევ­რად პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რად­გან ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რუ­სულ მე­დი­ცი­ნას ენ­დო­ბა.

"რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დღემ­დე პო­პუ­ლა­რუ­ლია, თუმ­ცა "სპუტ­ნი­კის" გა­მო­ყე­ნე­ბას თით­ქმის გა­მო­რი­ცხა­ვენ, ოღონდ არა იმი­ტომ, რომ არ ენ­დო­ბი­ან, უბ­რა­ლოდ, პო­ლი­ტი­კუ­რად არა­მომ­გე­ბი­ა­ნია..." - წერს ნი­კო­ლაი ფრიდ­მა­ნი.

"არ­სე­ბობს სა­ი­მე­დო კვლე­ვა ან სტა­ტის­ტი­კა, რუ­სეთ­ში რა პრო­ცე­სე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს "სპუტ­ნი­კით" აცრა?.. რო­გორც ვიცი, არა. ერთ შემ­თხვე­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­დამ­ტე­ხი ეფექ­ტი ჰქონ­და, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრინ­ცი­პი შეც­ვა­ლეს, მხო­ლოდ ისეთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მოხ­დე­ბა, სა­დაც გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბას მყი­სი­ე­რად აღ­მო­უ­ჩე­ნენ" - წერს ალექს ვოლ­კო­ვი.

"რუ­სუ­ლი მე­დი­ით ვიცი, რომ რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნით აცრა წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და მა­რა­გე­ბიც კი ამო­ი­წუ­რა, მაგ­რამ ამას კრემ­ლის მე­დია ამ­ბობს, სხვე­ბის ცნო­ბით, რე­გი­ო­ნებ­ში, თუნ­დაც ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში, და­ღეს­ტან­ში, აცრა 0,5 %-საც არ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი უნ­დობ­ლო­ბის გამო. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია აიც­რას, მაგ­რამ არ ვი­ცით შე­დე­გი, არ­ცერ­თი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის შე­სა­ხებ არ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლა. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ის უნი­კა­ლუ­რია..." - მი­აჩ­ნია სერ­გეი ბი­უ­ზოვს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
82

როგორ ეხმაურებიან 'ევროპელი ინტერნეტმომხმარებლები'-ს რატომ არ აქვეყნებთ ხოლმე? ისინი ადამიანები არ არიან თუ როდემდე უნდა ვიყოთ იმით შეპყრობილი, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე ჩვენი დამპყრობლები?

სტალინი
72

მერე გამოუშვას სპუტნიკი რუსეთმა.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და რუსული მედია მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტს?

როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და რუსული მედია მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტს?

საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის ამბავს რუსულ მედიასა და ინტერნეტში დიდი ინტერესი მოჰყვა. არიან ისეთები, ვისაც სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება საქართველოში აქვს მიღებული და მიაჩნიათ, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემდეგ განვითარებული ტრაგიკული შემთხვევის არიდება უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა, თორემ ქართველ სამედიცინო პერსონალს მისი მოგვარება არ გაუჭირდებოდა.

ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლების თქმით, კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია, "ასტრანეზეკას" ვაქცინის წინააღმდეგ დაწყებულ პროპაგანდას განაგრძობს და ამისთვის საქართველოში მომხდარ შემთხვევას წარმატებით იყენებს.

სხვების მოსაზრებით, "ასტრაზენეკას", რომელიც ევროპაში ძალზე გაპიარებულია, არაერთი უკუჩვენება აქვს, თუმცა, არაერთი ქვეყანა მას რუსულ "სპუტნიკ V"- სთან შედარებით, მაინც ენდობა.

rbc.ru-ს ცნობით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გარშემო, რომელიც ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში დაწყებულმა გართულებამ გამოიწვია, გამოძიება უკვე დაიწყო...

"ამ ფაქტს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის ფაქტობრივად განახევრება მოჰყვა... გოგონას ოჯახის წევრების თქმით, მას წინასწარი აუცილებელი ანალიზები არ ჰქონდა გაკეთებული. ქვეყანა ვაქცინაციას 22 მარტიდან გააგრძელებს, თუმცა, ალბათ კიდევ უფრო შეფერხებით..." - წერს გამოცემა.

nterfax.ru-ს ცნობით, საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინაციის შემდეგ, კიდევ ერთი ქალი ჩავარდა კომაში, ოღონდ მას ვაქცინა 17 მარტს ჰქონდა გაკეთებული. გამოცემა პაციენტის ვინაობას არ აკონკრეტებს...

"ასტრაზენეკას" ვაქცინაციის შედეგად მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, რასაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოში აცრების შემცირება იგეგმებოდა თუმცა, მოგვანებით გაირკვა, რომ ვაქცინაცია გრძელდება" - წერს კიდევ ერთი გამოცემა tass.ru

iz.ru (известия.ру)-ს ცნობით, ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, რათა უსაფრთხოება დაემტკიცებინა.

"არადა, მარტში არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ შეწყვიტა "ასტრაზენეკას" გამოყენება, რადგან ის თრომბის გამომწვევად მიიჩნიეს. იყო გარდაცვალების არაერთი შემთხვევა, თუნდაც იტალიაში, ავსტრალიაში, დანიასა და ნორვეგიაში, თუმცა შემდეგ ისევ განაახლეს, იმ მიზეზით, რომ თრომბოზთან ვაქცინის კავშირი არ დადასტურდა...

"საქართველოში მარტის დასაწყისიდან რესტორნები და სამთო კურორტები გაიხსნა. ასევე, მუშაობა განაახლეს საბავშვო ბაღებმა, მუზეუმებმა, ბიბლიოთეკებმა, ფიტნესდარბაზებმა, თეატრებმა და სხვა დაწესებულებებმა..." - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, ქვეყნის ეკონომიკისთვის ვაქცინაცია აუცილებელი იყო.

ინტერნეტმომხმარებლების ცნობით, საქართველოში ანტირუსული განწყობები და პოლიტიკური მოსაზრებები რომ არა, რუსული ვაქცინა ბევრად პოპულარული იქნებოდა, რადგან ქართველი საზოგადოება რუსულ მედიცინას ენდობა.

"რუსული წარმოების მედიკამენტები ქართველ საზოგადოებაში დღემდე პოპულარულია, თუმცა "სპუტნიკის" გამოყენებას თითქმის გამორიცხავენ, ოღონდ არა იმიტომ, რომ არ ენდობიან, უბრალოდ, პოლიტიკურად არამომგებიანია..." - წერს ნიკოლაი ფრიდმანი.

"არსებობს საიმედო კვლევა ან სტატისტიკა, რუსეთში რა პროცესებით მიმდინარეობს "სპუტნიკით" აცრა?.. როგორც ვიცი, არა. ერთ შემთხვევას საქართველოში გარდამტეხი ეფექტი ჰქონდა, ვაქცინაციის პრინციპი შეცვალეს, მხოლოდ ისეთ სამედიცინო დაწესებულებებში მოხდება, სადაც გართულების შემთხვევაში დახმარებას მყისიერად აღმოუჩენენ" - წერს ალექს ვოლკოვი.

"რუსული მედიით ვიცი, რომ რუსული ვაქცინით აცრა წარმატებით მიმდინარეობს და მარაგებიც კი ამოიწურა, მაგრამ ამას კრემლის მედია ამბობს, სხვების ცნობით, რეგიონებში, თუნდაც ჩრდილო კავკასიაში, დაღესტანში, აცრა 0,5 %-საც არ აქვს გაკეთებული უნდობლობის გამო. სამედიცინო პერსონალი იძულებულია აიცრას, მაგრამ არ ვიცით შედეგი, არცერთი ფატალური შედეგის შესახებ არ გახმოვანებულა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის უნიკალურია..." - მიაჩნია სერგეი ბიუზოვს.

"ახალ პანდემიაში ვართ, ბრიტანული მუტაცია დომინანტური გახდა" - გერმანიაში აღდგომის დღესასწაულის წინ შეზღუდვები მკაცრდება

"პუტინი მკვლელია. ის ტირანია, რომლის სამიზნეც თავისუფლების მოყვარე ხალხია" - ადამ კინზინგერი პუტინზე

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდეთ