საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"შვილი რომ დაინახა ასეთ მდგომარეობაში, ალბათ გული გაუსკდა და ისიც ჩამოვარდა" - რას ყვებიან ქობულეთში გარდაცვლილ მამა-შვილზე?

"შვილი რომ დაინახა ასეთ მდგომარეობაში, ალბათ გული გაუსკდა და ისიც ჩამოვარდა" - რას ყვებიან ქობულეთში გარდაცვლილ მამა-შვილზე?

ქობულეთში, სახურავის შეკეთებისას, მამა-შვილი ჩამოვარდა და ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევის დეტალებს ადგილობრივები იხსენებენ.

მათი თქმით, მამა-შვილი - 61 წლის მემედ და 31 წლის გურამ ჯინჭარაძეები მეზობელს სახლის სახურავის გაკეთებაში ეხმარებოდნენ. მათი თქმით, სახურავიდან ჯერ შვილი, შემდეგ კი მამა ჩამოვარდა.

"სახლის დახურვაზე მუშაობდნენ. პირველად შვილი ჩამოვარდა, შემდეგ კი - მამაც" - ამბობს ადგილობრივი რეზო ტარიელაძე.

"შვილი რომ დაინახა ასეთ მდგომარეობაში, ალბათ გული გაუსკდა და ისიც ჩამოვარდა", - აცხადებენ მომხდარის თვითმხილველები.

ახლობლების თქმით, 31 წლის გურამ ჯინჭარაძეს სამი მცირეწლოვანი შვილი და ცოლი დარჩა. დაღუპულები ქობულეთში ხაბაძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ.

მომხდარის გამოძიება "სისხლის სამართლის ლოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"მე ხომ არ გამოვხატავ აგრესიას?" - ვრცელდება ვიდეოკადრები, გოგი წულაიას საქმიდან

"ბებიამ არასრულწლოვნები დააჩოქა და მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა, მოხდა ფაქტის ვიდეოგადაღება" - პროკურატურა ლაგოდეხში მომხდარ ფაქტზე

"დაუდევრობაზეა პრეტენზიები... ვიღაცის პასუხისმგებლობა სავარაუდოდ, დადგება" - რას ამბობს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი?