მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების შესწავლაში გერმანელი გეოინჟინრები ჩაერთვებიან" - თბილისის მერის მოადგილე
"ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების შესწავლაში გერმანელი გეოინჟინრები ჩაერთვებიან" - თბილისის მერის მოადგილე

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დებ­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ნა­წი­ლობ­რივ გა­აქ­ტი­უ­რე­ბის გამო, მე­რი­ის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი და ასე­ვე, დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა ჩა­ტარ­დე­ბა.

ამას­თან, რო­გორც ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში მომ­დევ­ნო კვი­რა­ში გერ­მა­ნე­ლი გე­ო­ინ­ჟინ­რე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

„მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დებ­ზე ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში მყო­ფი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გა­აქ­ტი­ურ­და. ამ ფაქ­ტის გამო, მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი დარ­გის შე­სა­ბა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თნენ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში. 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, არის რამ­დე­ნი­მე სა­ხის რე­კო­მენ­და­ცია ექ­სპერ­ტე­ბის მხრი­დან, რომ პირ­ველ რიგ­ში მომ­ხდა­რი­ყო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩის ჩა­კეტ­ვა, რაც მე­რი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბას რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ა­ტყო­ბი­ნა და ეს ქუჩა გა­და­ი­კე­ტა. ასე­ვე, მათი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ მოხ­დეს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი, რაც უკვე პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე­ვე, მათი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ მოხ­დეს დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა, პრო­ექ­ტი­რე­ბა და შემ­დგომ შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. კვლე­ვა-პრო­ექ­ტი­რე­ბის ეტაპ­ზე ვართ და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში დას­რულ­დე­ბა. ჩვენ გვექ­ნე­ბა პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, თუ რას­თან გვაქვს საქ­მე, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ტარ­დეს. ასე­ვე, მომ­დევ­ნო კვი­რა­ში გერ­მა­ნე­ლი გე­ო­ინ­ჟინ­რე­ბი ჩა­მოგ­ვყავს. ისი­ნი მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ხალ­ხი არი­ან და ჩვენ­თვის მათი აზ­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ისი­ნიც უშუ­ა­ლოდ ჩა­ერ­თვე­ბი­ან ამ პრო­ცეს­ში. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას ვუ­თხრა, ახლა პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნა არის, რომ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუჩა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­იხ­სნას, ოღონდ მხო­ლოდ და მხო­ლოდ მას შემ­დგომ, რაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, რომ ამ ქუ­ჩა­ზე გა­დად­გი­ლე­ბა სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბენ­დე­ლი­ან­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი­სა და მარ­შალ გე­ლოვ­ნის ქუ­ჩე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბამ­დე დე­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტი იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, იყო გე­ო­ლო­გე­ბის დას­კვნე­ბიც, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო ექ­სპერ­ტი­ზაც და ამის შემ­დეგ და­ი­წყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

კი­თხვა­ზე, ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, მე­რის მო­ად­გი­ლემ უპა­სუ­ხა, რომ ეს სა­კი­თხის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­ირ­კვე­ვა.

„პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი რომ დას­ვა და თქვა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ან ორ­გა­ნი­ზა­ცია არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, მა­შინ, პირ­ველ რიგ­ში, ზუს­ტად უნდა იცო­დე, 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყო, ამ მე­წყე­რუ­ლი პრო­ცე­სის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. აქ არის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი, რა­საც კონ­კრე­ტუ­ლი და დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი სჭირ­დე­ბა, რომ ზუს­ტად გა­ნი­სა­ზღვროს, რამ გა­მო­ი­ოწ­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი. თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს გზა არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვან­ძი დე­და­ქა­ლა­ქის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლად გა­იხ­სნას ეს გზა. ნო­მერ პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა ამ ქუ­ჩის უსაფრ­თხოდ გახ­სნაა, და­ნარ­ჩე­ნი, ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბენ­დე­ლი­ან­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც მე­დი­ის­თვის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია ღია და სა­ჯა­რო იქ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ ნუ­ცუ­ბი­ძი­სა და ვაშ­ლი­ჯვრის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზას­თან მდე­ბა­რე ფერ­დობ­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი გა­აქ­ტი­ურ­და. "მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა ორ­მხრი­ვად შე­ი­ზღუ­და." - აღ­ნიშ­ნუ­ლია თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ 16 მარტს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

ის დროა თბილისი ამ მთაგორიანი ადგილიდან ქართლის ვაკეზე გადავიტანოთ.

აკა-კა
0

 ამიხსენით რა სპეციალობაა „გეოინჟინერი“!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების შესწავლაში გერმანელი გეოინჟინრები ჩაერთვებიან" - თბილისის მერის მოადგილე

"ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების შესწავლაში გერმანელი გეოინჟინრები ჩაერთვებიან" - თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესების ნაწილობრივ გააქტიურების გამო, მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარეობს მეწყრული პროცესის მონიტორინგი და ასევე, დეტალური კვლევა ჩატარდება.

ამასთან, როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, პრობლემის მოგვარებაში მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრებიც ჩაერთვებიან.

„მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მოქმედებების შედეგად, სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესები ნაწილობრივ გააქტიურდა. ამ ფაქტის გამო, მერიის შესაბამისი სამსახურები დარგის შესაბამის სპეციალისტებთან ერთად ჩაერთნენ ამ პრობლემის მოგვარებაში. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ღონისძიებები, არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან, რომ პირველ რიგში მომხდარიყო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა, რაც მერიამ მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ შეატყობინა და ეს ქუჩა გადაიკეტა. ასევე, მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს მეწყრული პროცესის მონიტორინგი, რაც უკვე პირველივე წუთიდან მიმდინარეობს. ასევე, მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს დეტალური კვლევა, პროექტირება და შემდგომ შესაბამისი სამუშაოები განხორციელება, რაც უკვე მიმდინარეობს. კვლევა-პროექტირების ეტაპზე ვართ და უახლოეს დღეებში დასრულდება. ჩვენ გვექნება პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ასევე, მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრები ჩამოგვყავს. ისინი მაღალი კვალიფიკაციის ხალხი არიან და ჩვენთვის მათი აზრიც მნიშვნელოვანია, ისინიც უშუალოდ ჩაერთვებიან ამ პროცესში. პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ახლა პირველი რიგის ამოცანა არის, რომ მაჭავარიანის ქუჩა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდგომ, რაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ამ ქუჩაზე გადადგილება სრულიად უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მისი განმარტებით, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვნის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე სამუშაოების დაწყებამდე დეტალური პროექტი იყო გაკეთებული, იყო გეოლოგების დასკვნებიც, ჩატარებული იყო ექსპერტიზაც და ამის შემდეგ დაიწყო სამუშაოები.

კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს მეწყრული პროცესების გააქტიურება, მერის მოადგილემ უპასუხა, რომ ეს საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ გაირკვევა.

„პასუხისმგებლობის საკითხი რომ დასვა და თქვა, რომ კონკრეტული პიროვნება ან ორგანიზაცია არის პასუხისმგებელი, მაშინ, პირველ რიგში, ზუსტად უნდა იცოდე, 100%-ით დარწმუნებული უნდა იყო, ამ მეწყერული პროცესის გამომწვევი მიზეზი. აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რასაც კონკრეტული და დეტალური კვლევები სჭირდება, რომ ზუსტად განისაზღვროს, რამ გამოიოწვია ეს ყველაფერი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გზა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი დედაქალაქისთვის, აუცილებელია დროულად გაიხსნას ეს გზა. ნომერ პირველი ამოცანა ამ ქუჩის უსაფრთხოდ გახსნაა, დანარჩენი, ეტაპობრივად ყველა მოქმედება განხორციელდება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მან აღნიშნა, რომ როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ღია და საჯარო იქნება.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. "მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა." - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ 16 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.