სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 შეკითხვა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის
4 შეკითხვა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის

გი­ფიქ­რი­ათ იმა­ზე, რომ ცხოვ­რე­ბის შეც­ვლა რე­ა­ლო­ბის შეც­ვლის გა­რე­შეც შე­საძ­ლე­ბე­ლია? ერთხელ მა­ინც გა­მო­გიც­დი­ათ, რომ თქვე­ნი ფიქ­რი რე­ა­ლო­ბად მა­ტე­რი­ა­ლიზ­დე­ბა? მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, თქვე­ნი პა­სუ­ხე­ბი ამ კი­თხვებ­ზე „დიახ“ იქ­ნე­ბა, თუ „არა“, რად­გან ესე­ნი მთა­ვა­რი შე­კი­თხვე­ბი არ არის.

არ­სე­ბობს 4 შე­კი­თხვა, რომ­ლე­ბიც თქვენს ცხოვ­რე­ბას სა­მუ­და­მოდ შეც­ვლის - 4 შე­კი­თხვა, რომ­ლე­ბიც ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი სპი­კე­რი­სა და ავ­ტო­რის, ბა­ი­რონ ქე­ი­თის, ახალ წიგნ­ში „გიყ­ვარ­დეს ის, რაც არის“ ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­ფუძ­ველს ქმნის. წიგ­ნი, რო­მელ­მაც უკვე არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა უკე­თე­სო­ბის­კენ, ახ­ლა­ხანს ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტის „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა.

ბა­ი­რონ ქე­ით­მა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად მი­აგ­ნო მე­თოდს, რო­მე­ლიც ფიქ­რე­ბის სწო­რი ანა­ლი­ზი­თა და მათი შეც­ვლით ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლას გუ­ლის­ხმობს. ბა­ი­რონ ქე­ი­თის წიგ­ნებს ფსი­ქო­ლო­გი და ქო­უ­ჩი თი­ნა­თინ ბა­სი­ლა­იათარ­გმნის, მან­ვე თარ­გმნა „გიყ­ვარ­დეს ის, რაც არის“. თი­ნა­თი­ნი პი­რა­დად იც­ნობს ბა­ი­რონ ქე­ითს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი მე­თო­დის წარ­მა­ტე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და:

„2015 წელს უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ყა­ვი ერთ-ერთ ტრე­ნინგზე, სა­დაც ბა­ი­რონ ქე­ი­თის მე­თო­დი სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე და მივ­ხვდი, რომ ეს იყო ის, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვე­ძებ­დი. ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ვი­ცით, რომ ბევ­რი რამ შეგ­ვიძ­ლია, ყვე­ლა რე­სურ­სი ჩვენ­შია, მაგ­რამ გვჭირ­დე­ბა რა­ღაც ინ­სტრუ­მენ­ტი, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და მათს მარ­თვას შევ­ძლებთ. სწო­რედ ეს ინ­სტრუ­მენ­ტია ბა­ი­რონ ქე­ი­თის მე­თო­დი, რო­მე­ლიც 4 შე­კი­თხვი­სა და 3 შებ­რუ­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნავს თი­ნა­თინ ბა­სი­ლა­ია.

4 შე­კი­თხვა, რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბის შეც­ვლა შე­უძ­ლია

ბა­ი­რონ ქე­ი­თის მე­თო­დის მი­ხედ­ვით, ვირ­ჩევთ ფიქ­რს, რომ­ლი­საც გვჯე­რა და რო­მე­ლიც მშვი­დი ცხოვ­რე­ბი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი რამ თქვე­ნი პი­რა­დი ან საქ­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბი­დან. მა­გა­ლი­თად: „ჩემი უფ­რო­სის­თვის ცუდი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ“, „ჩემს მე­უღ­ლეს აღარ ვუყ­ვარ­ვარ“. მაშ შემ­დეგ, რაც კონ­კრე­ტულ ფიქ­რს შე­ვარ­ჩევთ, უნდა დავ­სვათ 4 შე­კი­თხვა:

  1. ეს სი­მარ­თლეა?
  2. შე­გიძ­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად იცო­დე,რომ ეს სი­მარ­თლეა?
  3. რო­გორ რე­ა­გი­რებ, რა ხდე­ბა, რო­დე­საც ამ ფიქ­რის გჯე­რა?
  4. ვინ იქ­ნე­ბო­დი ამ ფიქ­რის გა­რე­შე?

ამ შე­კი­თხვე­ბით ვიკ­ვლევთ იმ ფიქ­რს, რი­სიც გვჯე­რა და რაც სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბა­ში, ბედ­ნი­ე­რე­ბა­ში, სი­ცო­ცხლის ტკბო­ბა­ში, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში ხელს გვიშ­ლის. ამას მოს­დევს 3 შებ­რუ­ნე­ბა, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ვრცლად ბა­ი­რონ ქე­ი­თის წიგნ­ში „გიყ­ვარ­დეს ის, რაც არის“ შე­გიძ­ლი­ათ წი­ა­კი­თხოთ.

სხვა კუ­თხით შე­ხე­დე რე­ა­ლო­ბას

4 შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის შემ­დეგ 3 შებ­რუ­ნე­ბის, ანუ რე­ა­ლო­ბის სხვა კუ­თხით და­ნახ­ვის დრო დგე­ბა. რა­ღაც ეტაპ­ზე აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენ გარ­შე­მო ისე გვექ­ცე­ვი­ან, რო­გორც ჩვენ ვექ­ცე­ვით სა­კუ­თარ თავს. ეს შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ ხდე­ბო­დეს, რომ არ ვი­ცით უა­რის თქმა, არ ვი­ცავთ სა­ზღვრებს, სა­კუ­თარ თავს სა­თა­ნა­დო პა­ტივს არ ვცემთ, არ ვი­ღებთ და ვიყ­ვა­რებთ მას.

ბა­ი­რონ ქე­ი­თის მე­თო­დი გვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ რე­ა­ლო­ბა და­ვი­ნა­ხოთ არა ისე­თი, რო­გორ­საც მას ჩვე­ნი ფან­ტა­ზი­ე­ბი­თა და ილუ­ზი­ე­ბით ვქმნით, არა­მედ ისე­თი, რო­გო­რიც სი­ნამ­დვი­ლე­შია. ამის შემ­დეგ კი გვიყ­ვარ­დეს ის, რაც არის. ამ ყვე­ლაფ­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ მივ­ხვდე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ჩვენ­თვის და არა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ.

ბა­ი­რონ ქე­ი­თის წიგ­ნის „გიყ­ვარ­დეს ის, რაც არის“ შე­ძე­ნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და სა­იტ­ზე - https://bit.ly/3bVF5dS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

4 შეკითხვა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის

4 შეკითხვა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის

გიფიქრიათ იმაზე, რომ ცხოვრების შეცვლა რეალობის შეცვლის გარეშეც შესაძლებელია? ერთხელ მაინც გამოგიცდიათ, რომ თქვენი ფიქრი რეალობად მატერიალიზდება? მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი პასუხები ამ კითხვებზე „დიახ“ იქნება, თუ „არა“, რადგან ესენი მთავარი შეკითხვები არ არის.

არსებობს 4 შეკითხვა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის - 4 შეკითხვა, რომლებიც ცნობილი ამერიკელი სპიკერისა და ავტორის, ბაირონ ქეითის, ახალ წიგნში „გიყვარდეს ის, რაც არის“ ცხოვრების გაუმჯობესების საფუძველს ქმნის. წიგნი, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ, ახლახანს ქართულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტის „ლურჯი ოკეანე“ ფარგლებში გამოიცა.

ბაირონ ქეითმა საკუთარი ცხოვრების გაანალიზებისა და გამოცდილებაზე დაკვირვების შედეგად მიაგნო მეთოდს, რომელიც ფიქრების სწორი ანალიზითა და მათი შეცვლით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას გულისხმობს. ბაირონ ქეითის წიგნებს ფსიქოლოგი და ქოუჩი თინათინ ბასილაია თარგმნის, მანვე თარგმნა „გიყვარდეს ის, რაც არის“. თინათინი პირადად იცნობს ბაირონ ქეითს და აღნიშნავს, რომ მისი მეთოდის წარმატება საკუთარ თავზე გამოსცადა:

„2015 წელს უკრაინაში ვიყავი ერთ-ერთ ტრენინგზე, სადაც ბაირონ ქეითის მეთოდი საკუთარ თავზე გამოვცადე და მივხვდი, რომ ეს იყო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. ადამიანების უმრავლესობამ ვიცით, რომ ბევრი რამ შეგვიძლია, ყველა რესურსი ჩვენშია, მაგრამ გვჭირდება რაღაც ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებლობების გამოვლენასა და მათს მართვას შევძლებთ. სწორედ ეს ინსტრუმენტია ბაირონ ქეითის მეთოდი, რომელიც 4 შეკითხვისა და 3 შებრუნებისგან შედგება,“ - აღნიშნავს თინათინ ბასილაია.

4 შეკითხვა, რომლებსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ბაირონ ქეითის მეთოდის მიხედვით, ვირჩევთ ფიქრს, რომლისაც გვჯერა და რომელიც მშვიდი ცხოვრებისა და ბედნიერების საშუალებას არ გვაძლევს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ თქვენი პირადი ან საქმიანი ცხოვრებიდან. მაგალითად: „ჩემი უფროსისთვის ცუდი თანამშრომელი ვარ“, „ჩემს მეუღლეს აღარ ვუყვარვარ“. მაშ შემდეგ, რაც კონკრეტულ ფიქრს შევარჩევთ, უნდა დავსვათ 4 შეკითხვა:

  1. ეს სიმართლეა?
  2. შეგიძლია აბსოლუტურად იცოდე,რომ ეს სიმართლეა?
  3. როგორ რეაგირებ, რა ხდება, როდესაც ამ ფიქრის გჯერა?
  4. ვინ იქნებოდი ამ ფიქრის გარეშე?

ამ შეკითხვებით ვიკვლევთ იმ ფიქრს, რისიც გვჯერა და რაც სიმშვიდის მოპოვებაში, ბედნიერებაში, სიცოცხლის ტკბობაში, წარმატების მიღწევაში ხელს გვიშლის. ამას მოსდევს 3 შებრუნება, რომელთა შესახებაც ვრცლად ბაირონ ქეითის წიგნში „გიყვარდეს ის, რაც არის“ შეგიძლიათ წიაკითხოთ.

სხვა კუთხით შეხედე რეალობას

4 შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ 3 შებრუნების, ანუ რეალობის სხვა კუთხით დანახვის დრო დგება. რაღაც ეტაპზე აღმოვაჩენთ, რომ ადამიანები ჩვენ გარშემო ისე გვექცევიან, როგორც ჩვენ ვექცევით საკუთარ თავს. ეს შეიძლება იმიტომ ხდებოდეს, რომ არ ვიცით უარის თქმა, არ ვიცავთ საზღვრებს, საკუთარ თავს სათანადო პატივს არ ვცემთ, არ ვიღებთ და ვიყვარებთ მას.

ბაირონ ქეითის მეთოდი გვეხმარება იმაში, რომ რეალობა დავინახოთ არა ისეთი, როგორსაც მას ჩვენი ფანტაზიებითა და ილუზიებით ვქმნით, არამედ ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. ამის შემდეგ კი გვიყვარდეს ის, რაც არის. ამ ყველაფრის გაანალიზებისა და განხორციელების შემდეგ მივხვდებით, რომ ყველაფერი ხდება ჩვენთვის და არა ჩვენს წინააღმდეგ.

ბაირონ ქეითის წიგნის „გიყვარდეს ის, რაც არის“ შეძენა უკვე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და საიტზე - https://bit.ly/3bVF5dS

29 მარტიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

დღეს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ ბოლო, მეშვიდე ტომი, გამოვიდა

გოდერძი ჩოხელისა და გურამ პეტრიაშვილის ნაწარმოებები გერმანულ და ფრანგულ ენებზე ითარგმნება