მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა - "ჩანს, როგორ ცდილობენ ფერდის შეკავებას... ახლა მიხვდნენ, რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს" (ფოტოები)
ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა - "ჩანს, როგორ ცდილობენ ფერდის შეკავებას... ახლა მიხვდნენ, რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს" (ფოტოები)

Forum.ge-ზე ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ვაშ­ლი­ჯვრის და ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტოს და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ასა­ხავს. ფო­ტო­ე­ბი 17 მარტს "ნი­კამ" ატ­ვირ­თა.

"ბევ­რად დიდი მაშ­ტა­ბე­ბია, ვიდ­რე გუ­გლის ფო­ტო­ზეა მო­ნიშ­ნუ­ლი... ეს ბე­ტო­ნე­ბი ალ­ბათ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და გზას იცა­ვენ ქვე­ბის­გან. ასე­ვე ჩანს, ბა­გი­რით და ან­კე­რე­ბით რო­გორ ცდი­ლო­ბენ ფერ­დის შე­კა­ვე­ბას. სა­ვა­რა­უ­დოდ, 2 და 3 დღის ამ­ბა­ვი არაა ამი­სი ამოძ­რა­ვე­ბა, უბ­რა­ლოდ ახლა მიხ­ვდნენ, რომ შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად დამ­თავ­რდეს, მან­ქა­ნას თუ და­ე­ცე­მა... ქვე­ვი­თაც (გზის მშე­ნებ­ლო­ბის ად­გი­ლას) არ ჩერ­დე­ბა... თი­ბი­სის ახა­ლი სა­თა­ოს მშე­ნებ­ლო­ბა ცოტა უკან და ერთი ხე­ვის შემ­დეგ მი­დის..." - წერს ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რი.

"ვაშ­ლი­ჯვრის/ნუ­ცუ­ბი­ძის გზა დღეს უკვე ორ­მხრი­ვად გა­და­კე­ტეს და აგერ მი­ზე­ზიც გა­ირ­კვა, იმ­დე­ნი თხა­რეს, რომ გარა იე­ძიტ კ მუ­ჰა­მე­დუ" - წერს "ფე­ის­ბუქ­ზე" ფო­ტოგ­რა­ფი ბილი ბი­ლი­ხო­ძე და "ფო­რუ­მის" ფო­ტო­ებს აზი­ა­რებს.

ფო­ტო­ე­ბი ქვეყ­ნდე­ბა ასე­ვე Architectural Forum-ის "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე".

სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე დღის წინ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის ვებ-გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და, თუმ­ცა გან­ცხა­დე­ბა­ში, მხო­ლოდ "მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის გამო, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის სქე­მის ცვლი­ლე­ბა­ზეა" სა­უ­ბა­რი და მე­წყერ­სა­ში­ში პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა მხო­ლოდ ერთი წი­ნა­და­დე­ბი­თაა ნახ­სე­ნე­ბი.

"მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის გამო, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის სქე­მა იც­ვლე­ბა. მოძ­რა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბე­რი­ტაშ­ვი­ლის, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის, გო­ძი­აშ­ვი­ლის, გა­გა­რი­ნის ქუ­ჩე­ბის, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­სა და მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს, N89 ავ­ტო­ბუ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრის („112“) მი­მარ­თუ­ლე­ბით, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩი­დან მოძ­რა­ო­ბას ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რის, იონა ვა­კე­ლი­სა და ბე­რი­ტაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით შეძ­ლებს. N137 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი კი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი­სა და ნუ­ცუ­ბი­ძის III მიკ­რო­რა­ი­ო­ნის გავ­ლით, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრამ­დე გა­და­ად­გილ­დე­ბა.

მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა ორ­მხრი­ვად შე­ი­ზღუ­და.

გა­და­ად­გი­ლე­ბა დრო­ე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრის შე­ნო­ბი­დან ვაშ­ლი­ჯვრის­კენ, „ბი­პის“ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რამ­დე არ­სე­ბულ საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ში.

თბი­ლი­სის მე­რია ბო­დიშს გიხ­დით შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის­თვის!" - აღ­ნიშ­ნუ­ლია დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გე­ო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­საც აქ­ვეყ­ნე­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
****
1

მართლა იმდენი თხარეთ სანამ არ გამოთხარეთ,როდის აღდგემა მაგ გზაზე მოძრაობა კაციშვილმა არ იცის,არადა რა მნიშვნელოვანი გზაა.

alamaria
2

მიხედეთ დროზე ამ საქმეს! და საერთოდ ყველაფერს ნუ აშენებს და თხრით გარკვევის და გამოკვლევის გარეშე, 

 

მაგრამ ფული ფული ფულიი,....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა - "ჩანს, როგორ ცდილობენ ფერდის შეკავებას... ახლა მიხვდნენ, რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს" (ფოტოები)

ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა - "ჩანს, როგორ ცდილობენ ფერდის შეკავებას... ახლა მიხვდნენ, რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს" (ფოტოები)

Forum.ge-ზე ვრცელდება ფოტომასალა, რომელიც ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურებას ასახავს. ფოტოები 17 მარტს "ნიკამ" ატვირთა.

"ბევრად დიდი მაშტაბებია, ვიდრე გუგლის ფოტოზეა მონიშნული... ეს ბეტონები ალბათ საკმაოდ მაღალია და გზას იცავენ ქვებისგან. ასევე ჩანს, ბაგირით და ანკერებით როგორ ცდილობენ ფერდის შეკავებას. სავარაუდოდ, 2 და 3 დღის ამბავი არაა ამისი ამოძრავება, უბრალოდ ახლა მიხვდნენ, რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს, მანქანას თუ დაეცემა... ქვევითაც (გზის მშენებლობის ადგილას) არ ჩერდება... თიბისის ახალი სათაოს მშენებლობა ცოტა უკან და ერთი ხევის შემდეგ მიდის..." - წერს ფოტოების ავტორი.

"ვაშლიჯვრის/ნუცუბიძის გზა დღეს უკვე ორმხრივად გადაკეტეს და აგერ მიზეზიც გაირკვა, იმდენი თხარეს, რომ გარა იეძიტ კ მუჰამედუ" - წერს "ფეისბუქზე" ფოტოგრაფი ბილი ბილიხოძე და "ფორუმის" ფოტოებს აზიარებს.

ფოტოები ქვეყნდება ასევე Architectural Forum-ის "ფეისბუქ-გვერდზე".

საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერიის ვებ-გვერდზე განცხადება გავრცელდა, თუმცა განცხადებაში, მხოლოდ "მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემის ცვლილებაზეა" საუბარი და მეწყერსაშიში პროცესების გააქტიურება მხოლოდ ერთი წინადადებითაა ნახსენები.

"მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. მოძრაობა შესაძლებელია ბერიტაშვილის, მაჭავარიანის, გოძიაშვილის, გაგარინის ქუჩების, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მარშალ გელოვანის გამზირის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N89 ავტობუსი მაჭავარიანის ქუჩისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) მიმართულებით, ანჯაფარიძის ქუჩიდან მოძრაობას ყაზბეგის გამზირის, იონა ვაკელისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით შეძლებს. N137 მიკროავტობუსი კი თავისუფლების მოედნიდან, ჭავჭავაძის გამზირისა და ნუცუბიძის III მიკრორაიონის გავლით, მაჭავარიანის ქუჩაზე, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრამდე გადაადგილდება.

მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

გადაადგილება დროებით შეზღუდულია მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებენ.

იხილეთ ვიდეო:

"დიდი სიფრთხილის მიუხედავად, დღეს მეც კოვიდინფიცირებული ვარ..." - რას წერს ნინო სურგულაძე "ფეისბუქზე"?

"ბავშვობაში ბევრჯერ მინატრია ამ ხიდის არარსებობა, მეგონა, ის თუ არ იარსებებდა, "საზღვარიც" გაქრებოდა" - აფხაზი გოგონას ემოციური მიმართვა

"ძალიან რომ მიჭირდა მითხარი, "ისინი დაგეხმარონო"... ჩემმა შვილმა რა დაგიშავა?" - რას წერს კარინა გრეგორიანი ჟორჟოლიანზე და რას პასუხობს ტელეწამყვანი?