საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკური მოვლენები საქართველოში წუხილს იწვევს - ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ..." - სტოლტენბერგის მიმართვა ღარიბაშვილს და დეტალები პრესკონფერენციიდან
"პოლიტიკური მოვლენები საქართველოში წუხილს იწვევს - ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ..." - სტოლტენბერგის მიმართვა ღარიბაშვილს და დეტალები პრესკონფერენციიდან

ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში წუ­ხილს იწ­ვევს, - ამის შე­სა­ხებ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სტოლ­ტენ­ბერ­გმა აღ­ნიშ­ნა, ნა­ტოს მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, ჩვე­ნი მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ნიშ­ნავს, რომ არ ვე­რი­დე­ბით რთულ დის­კუ­სი­ებს. ბოლო დრო­ინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში იწ­ვევს წუ­ხილს.

ნატო ელო­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ბოლო წლე­ბის დიდი მუ­შა­ო­ბით დამ­კვიდ­რე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს, ამა­ში შე­დის პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბის დი­ა­ლო­გის გზით გა­და­წყვე­ტა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გა­მომ­წვე­ვი რი­ტო­რი­კი­სა და ქმე­დე­ბე­ბის არ­გა­მო­ყე­ნე­ბა. ნატო მხარს უჭერს ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­ა­ცი­ის ძა­ლის­ხმე­ვას", - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ის მხარს უჭერს ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­ა­ცი­ა­ცი­ის ძა­ლის­ხმე­ვას.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, ჩვე­ნი მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აგ­რეთ­ვე ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვე­რი­დე­ბით რთულ დის­კუ­სი­ებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დრო­ინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი წუ­ხილს იწ­ვევს. ნატო მო­ე­ლის, რომ სა­ქარ­თვე­ლო შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ბოლო წლე­ბის დიდი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად დამ­კვიდ­რე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს.

ამა­ში შე­დის პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბის დი­ა­ლო­გის გზით გა­და­წყვე­ტა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გა­მომ­წვე­ვი რი­ტო­რი­კის და ქმე­დე­ბის არ გა­მო­ყე­ნე­ბა. ნატო მხარს უჭერს ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­ა­ცი­ა­ცი­ის ძა­ლის­ხმე­ვას. პრე­მი­ე­რო, მო­გი­წო­დებთ ოპო­ზი­ცი­ას­თან ერ­თად სა­ერ­თო ენის და გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის­კენ“, - აცხა­დებს სტოლ­ტენ­ბერ­გი.

ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მაც.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, იენს სტოლ­ტენ­ბერგთან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დი­ნა­მი­უ­რი და არ­სე­ბი­თი დღის წეს­რი­გი და ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ყვე­ლა პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი წევ­რო­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად და ქვე­ყა­ნა არის ალი­ან­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახლო, სა­ი­მე­დო და ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დი პარტნი­ო­რი.

„დიდი მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო იენს. მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­გი­ხა­დოთ მას­პინ­ძლო­ბის­თვის ნატო-ს შტა­ბ­ბი­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის სა­ხე­ლით, მაქვს პა­ტი­ვი, რომ გან­ვი­ხი­ლო ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დი­ნა­მი­უ­რი და არ­სე­ბი­თი დღის წეს­რი­გი, ჩვე­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი. ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია, თან იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ჩვენს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შიც არის ასა­ხუ­ლი.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნატო-სკენ სწრაფ­ვა ემ­ყა­რე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის სურ­ვილს, რო­მე­ლიც მხარს უჭერს ამ მი­ზანს. ეს არის ფარ­თო კონ­სე­სუ­სის სა­კი­თხი მსხვილ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რი­საც. ნატო-ს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლი­სა და ჩვე­ნი დღის წეს­რი­გის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის კონ­ტექ­სტში ჩემი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი ბრი­უ­სელ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რან­გში. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ყვე­ლა პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი წევ­რო­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად.

ჩვენ ვართ ალი­ან­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახლო, სა­ი­მე­დო და ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დი პარტნი­ო­რი. სა­ქარ­თვე­ლომ და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის ტვირ­თის გა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნატო-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცი­ებ­ში, 860 ქარ­თვე­ლი კაცი და ქალი, 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ავ­ღა­ნეთ­ში მო­კავ­ში­რე­თა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­თან ერ­თად მსა­ხუ­რობ­და. ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­სად­მი მათი თავ­და­დე­ბი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და ერ­თგუ­ლე­ბით დამ­ტკიც­და ქვეყ­ნის სათ­ქმე­ლი. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით ალი­ან­სის მზარდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას შავი ზღვის რე­გი­ონ­ში, შავი ზღვის­პი­რეთ­ში ალი­ან­სის ყოფ­ნა ძლი­ე­რი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია, რო­მელ­საც რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის­თვის თა­ნაბ­რად ძლი­ე­რი სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ეფექ­ტი მო­აქვს. ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს უსაფრ­თხო და სტა­ბი­ლუ­რი შავი ზღვის გა­რე­შე, ეს რე­ა­ლო­ბა მტკივ­ნე­უ­ლად ცხა­დი გახ­და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მი­ვე­სალ­მე­ბით მო­კავ­ში­რე­თა სტრა­ტე­გი­ას "ნატო 2020"-ის ამოქ­მე­დე­ბას, რაც სა­ბო­ლო­ოდ დაგ­ვა­კავ­ში­რებს ალი­ან­სის ახალ სტრა­ტე­გი­ულ კონ­ცეფ­ცი­ა­საც”,- აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kiki
0

ამ თუთიყუშის თუ ვინმეს ჯერავს კიდევ ხა,ხა,ხა.

SdF
26

წუხილს რატო იწვევს, აბა ტვ იმედი რო გვეუბნება ყველაფერი კარქათააო?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პოლიტიკური მოვლენები საქართველოში წუხილს იწვევს - ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ..." - სტოლტენბერგის მიმართვა ღარიბაშვილს და დეტალები პრესკონფერენციიდან

"პოლიტიკური მოვლენები საქართველოში წუხილს იწვევს - ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ..." - სტოლტენბერგის მიმართვა ღარიბაშვილს და დეტალები პრესკონფერენციიდან

ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში წუხილს იწვევს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატოს მოლოდინი აქვს, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს შეინარჩუნებს.

"პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ არ ვერიდებით რთულ დისკუსიებს. ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში იწვევს წუხილს.

ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობით დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს, ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების არგამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც მან აღნიშნა, ის მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციაციის ძალისხმევას.

"პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა აგრეთვე ნიშნავს, რომ ჩვენ ვერიდებით რთულ დისკუსიებს. საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები წუხილს იწვევს. ნატო მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობის შედეგად დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს.

ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკის და ქმედების არ გამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციაციის ძალისხმევას. პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე განცხადებები გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიური და არსებითი დღის წესრიგი და ინტეგრაციის პროცესი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად და ქვეყანა არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთთავსებადი პარტნიორი.

„დიდი მადლობა, ბატონო იენს. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის ნატო-ს შტაბბინაში. საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით, მაქვს პატივი, რომ განვიხილო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიური და არსებითი დღის წესრიგი, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული.

ჩვენი ქვეყნის ნატო-სკენ სწრაფვა ემყარება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, რომელიც მხარს უჭერს ამ მიზანს. ეს არის ფართო კონსესუსის საკითხი მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს შორისაც. ნატო-ს მნიშვნელოვანი როლისა და ჩვენი დღის წესრიგის გათვალისწინებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად.

ჩვენ ვართ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთთავსებადი პარტნიორი. საქართველომ დაადასტურა თავისი კოლექტიური თავდაცვის ტვირთის გაზიარების შესაძლებლობა ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში, 860 ქართველი კაცი და ქალი, 10 წლის განმავლობაში, ავღანეთში მოკავშირეთა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მსახურობდა. ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისადმი მათი თავდადებითა და პროფესიონალიზმითა და ერთგულებით დამტკიცდა ქვეყნის სათქმელი. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მზარდ წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში, შავი ზღვისპირეთში ალიანსის ყოფნა ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია, რომელსაც რეგიონის ქვეყნებისთვის თანაბრად ძლიერი სტაბილიზაციის ეფექტი მოაქვს. ევროპული უსაფრთხოება არ შეიძლება შედგეს უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის გარეშე, ეს რეალობა მტკივნეულად ცხადი გახდა ბოლო წლების განმავლობაში. მივესალმებით მოკავშირეთა სტრატეგიას "ნატო 2020"-ის ამოქმედებას, რაც საბოლოოდ დაგვაკავშირებს ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციასაც”,- აღნიშნა პრემიერმა.