მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ს და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით ჩატარებული ჰაკათონი Fintech-integrator დასრულდა
BTU-ს და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით ჩატარებული ჰაკათონი Fintech-integrator დასრულდა

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჰა­კა­თო­ნი - Fintech-integrator დას­რულ­და. ჰა­კა­თო­ნის მი­ზა­ნი ახალ­გაზ­რდებ­ში ფინ­ტექ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და ფინ­ტექ სტარ­ტა­პე­ბის ხელ­შე­წყო­ბა იყო.

ჰა­კა­თონ­ზე და­რე­გის­ტრირ­და 60 მო­ნა­წი­ლე, რო­მელ­თა­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი 14 გუნ­დი 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ახა­ლი ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მო­ფიქ­რე­ბა­სა და სა­მუ­შაო პრო­ტო­ტი­პის შექ­მნა­ზე ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შემ­დე­გი სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით:

● გა­დახ­დე­ბი

● ფი­ნან­სე­ბის ციფ­რუ­ლი მარ­თვა

● Embedded Finance

მო­ნა­წი­ლე­ებს, ჰა­კა­თო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, იდე­ე­ბის დახ­ვე­წა­ში კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მენ­ტო­რე­ბი. აგ­რეთ­ვე, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ი­ა­რეს გი­ორ­გი ჩუ­გოშ­ვი­ლის (Phubber) ტრე­ნინ­გი ფი­ჩინგთან და­კავ­ში­რე­ბით. პირ­ვე­ლა­დი შერ­ჩე­ვის შე­დე­გად, 7 გუნ­დი წარ­დგა დემო დღე­ზე.

ჟი­უ­რის წევ­რებს შო­რის იყ­ვნენ: გი­ორ­გი კინ­წუ­რაშ­ვი­ლი (სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ციფ­რუ­ლი სა­ბან­კო ეკო­სის­ტე­მის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი), და­ვით აბა­ში­ძე (SavvY-ის მრჩე­ველ­თა სა­ბწოს წევ­რი და ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კის ვენ­ჩურ კა­პი­ტა­ლის და ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ჯგუ­ფის ვიცე პრე­ზი­დენ­ტი) და ნა­თია გა­ვარ­დაშ­ვი­ლი (BTU-ს ფინ­ტე­ქის კურ­სის ლექ­ტო­რი, Nexus Group-ის ოპე­რა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი).

ჟი­უ­რიმ გა­მო­ავ­ლი­ნა სამი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი:

● და­ვით ბე­რუ­ლა­ვა, მი­რი­ან ქურ­ცი­კი­ძე, რეზო ჯიხ­ვა­ძე, ალექ­სი ტა­ბი­ძე (I ად­გი­ლი)

იპო­თე­კუ­რი სეს­ხის კალ­კუ­ლა­ტო­რი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელ­სა და სა­ბან­კო სექ­ტორს ეხ­მა­რე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სწრა­ფად და მარ­ტი­ვად შე­ფა­სე­ბა­ში.

● ლუკა ჯა­ჯა­ნი­ძე, სან­დრო წე­რე­თე­ლი, ლუკა სო­სი­აშ­ვი­ლი (II ად­გი­ლი)

Splitter თან­ხის გა­დახ­დის უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბას აქ­ცევს თა­მა­შად, რაც მომ­ხმა­რებ­ლებს უხ­სნის თან­ხის გა­ყო­ფის პრობ­ლე­მას და სთა­ვა­ზობს თან­ხის გა­ყო­ფის ინო­ვა­ცი­ურ, გე­მი­ფი­კა­ცი­ურ, მე­თო­დებს.

● გი­ორ­გი მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, რაულ მან­ჯგა­ლა­ძე, მა­რი­ამ შა­თი­რიშ­ვი­ლი, და­ვით მნა­თო­ბიშ­ვი­ლი

Plusity - აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ყვე­ლა სა­ბან­კო ან­გა­რი­ში მო­ა­თავ­სოს ერთ სივ­რცე­ში, მი­ი­ღოს ფი­ნან­სუ­რი ანა­ლი­ზი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­გორ და­ზო­გოს და შე­ი­ნა­ხოს თან­ხა 50/30/20 სტრა­ტე­გი­ით.

სა­მი­ვე გა­მარ­ჯვე­ბულ­მა გუნ­დმა, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან მი­ი­ღო BTU-ს მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრის ბიზ­ნეს კლი­ნი­კის სა­კონ­სულ­ტა­ციო სე­სი­ე­ბის სრუ­ლი პა­კე­ტი: ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მა­ტე­ბულ მენ­ტო­რებ­თან ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით რო­გი­რი­ცაა პრო­დუქ­ტის დი­ზა­ი­ნი, ბიზ­ნე­სის გეგ­მის და­წე­რა, მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის და­გეგ­მვა, საგ­რან­ტო გა­ნა­ცხა­დე­ბის მომ­ზა­დე­ბა და სხვა. ასე­ვე, წვდო­მა სა­მუ­შაო სივ­რცე­ზე. ასე­ვე, პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სულ­მა გუნ­დმა სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის­გან მი­ი­ღო 2000 ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი.

“ჰა­კა­თო­ნი ჩვენ­თვის იყო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, იმის­თვის რომ უკეთ გა­მოგ­ვევ­ლი­ნა ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში. მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა გა­მოგ­ვე­ცა­და და გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა იდე­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და დახ­მა­რე­ბით. ვფიქ­რობ, მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის რომ გა­ნა­ვი­თა­როს და გა­მოს­ცა­დოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი,” - აცხა­დებს და­ვით ბე­რუ­ლა­ვა, ჰა­კა­თო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის წევ­რი.

“ჩვე­ნი გუნ­დის­თვის ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმ კუ­თხით იყო, რომ დაგ­ვა­ნა­ხა Open Banking-ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, თუ რამ­ხე­ლა და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მას და გაგ­ვი­მარ­ტი­ვოს ონ­ლა­ინ გა­დახ­დე­ბი. ასე­ვე, ტექ­ნი­კუ­რი კუ­თხით გა­ვე­ცა­ნით ახალ სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­ნო­ლო­გი­ებს და შე­ზღუ­დულ დრო­ში შევ­ძე­ლით აპ­ლი­კა­ცი­ის დემო ვერ­სი­ის დას­რუ­ლე­ბა,” - აღ­ნიშ­ნავს ლუკა ჯა­ჯა­ნი­ძე, ჰა­კა­თო­ნის II ად­გილ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დის წევ­რი.

“ჰა­კა­თო­ნის და­წყე­ბამ­დე არ ვი­ცო­დით, რა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი დაგ­ვხვდე­ბო­და წინ, მაგ­რამ მზად ვი­ყა­ვით, მო­ცე­მუ­ლი 48 სა­ა­თი მაქ­სი­მა­ლუ­რად დაგ­ვე­ხარ­ჯა ახა­ლი უნა­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში. სა­ბო­ლო­ოდ, რო­დე­საც შევ­ძე­ლით ჩვე­ნი იდე­ის პრო­ტო­ტი­პად წარ­დგე­ნა, კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, თუ რამ­დე­ნად მარ­ტი­ვია მიზ­ნის მიღ­წე­ვა, რო­დე­საც ერ­თი­ა­ნი და მონ­დო­მე­ბუ­ლი გუნ­დი გყავს,” - აცხა­დებს და­ვით მნა­თო­ბიშ­ვი­ლი, ჰა­კა­თო­ნის III ად­გილ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დის წევ­რი.

“ჰა­კა­თო­ნი მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს რომ მოკ­ლე დრო­ში და­ა­მუ­შა­ვონ იდე­ე­ბი და რაც მთა­ვა­რია, გა­დად­გან პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. ჰა­კა­თო­ნის თე­მა­ტი­კა იყო ფინ­ტე­ქი, რი­თაც შე­ვე­ცა­დეთ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის დაგ­ვე­ნა­ხე­ბი­ნა, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით არის დღეს ბა­ზარ­ზე პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და ახა­ლი იდე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას,” - აცხა­დებს გი­ორ­გი კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, ჟი­უ­რის წევ­რი.

ჰა­კა­თო­ნის და­წყე­ბამ­დე, ინი­ცი­ა­ტი­ვა 5.0-ის ფარ­გლებ­ში, Fintech-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­მარ­თა თე­მა­ტუ­რი ვე­ბი­ნა­რე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი:

● ვე­ბი­ნა­რი „დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ე­ბი ფინ­ტექ­ში“, Savvy

● ტრე­ნინ­გი „რა სჭირ­დე­ბა FinTech სტარ­ტაპს წარ­მა­ტე­ბის­თვის?“, Emoney

● ვე­ბი­ნა­რი „გო­გო­ნე­ბი FinTech-ში“, QuickCash

● ვე­ბი­ნა­რი „Fintech ტენ­დენ­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში“, Optio AI

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

BTU-ს და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით ჩატარებული ჰაკათონი Fintech-integrator დასრულდა

BTU-ს და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით ჩატარებული ჰაკათონი Fintech-integrator დასრულდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით ჰაკათონი - Fintech-integrator დასრულდა. ჰაკათონის მიზანი ახალგაზრდებში ფინტექ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობა იყო.

ჰაკათონზე დარეგისტრირდა 60 მონაწილე, რომელთაგან დაკომპლექტებული 14 გუნდი 48 საათის განმავლობაში მუშაობდა ახალი ციფრული პროდუქტების მოფიქრებასა და სამუშაო პროტოტიპის შექმნაზე ფინანსური ტექნოლოგიების შემდეგი სამი მიმართულებით:

● გადახდები

● ფინანსების ციფრული მართვა

● Embedded Finance

მონაწილეებს, ჰაკათონის განმავლობაში, იდეების დახვეწაში კონსულტაციებს უწევდნენ საქართველოს ბანკის მენტორები. აგრეთვე, მონაწილეებმა გაიარეს გიორგი ჩუგოშვილის (Phubber) ტრენინგი ფიჩინგთან დაკავშირებით. პირველადი შერჩევის შედეგად, 7 გუნდი წარდგა დემო დღეზე.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: გიორგი კინწურაშვილი (საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი), დავით აბაშიძე (SavvY-ის მრჩეველთა საბწოს წევრი და ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბანკის ვენჩურ კაპიტალის და ფინანსური ტექნოლოგიების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი) და ნათია გავარდაშვილი (BTU-ს ფინტექის კურსის ლექტორი, Nexus Group-ის ოპერაციების დირექტორი).

ჟიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული გუნდი:

● დავით ბერულავა, მირიან ქურციკიძე, რეზო ჯიხვაძე, ალექსი ტაბიძე (I ადგილი)

იპოთეკური სესხის კალკულატორი, რომელიც მომხმარებელსა და საბანკო სექტორს ეხმარება უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად შეფასებაში.

● ლუკა ჯაჯანიძე, სანდრო წერეთელი, ლუკა სოსიაშვილი (II ადგილი)

Splitter თანხის გადახდის უხერხულ მდგომარეობას აქცევს თამაშად, რაც მომხმარებლებს უხსნის თანხის გაყოფის პრობლემას და სთავაზობს თანხის გაყოფის ინოვაციურ, გემიფიკაციურ, მეთოდებს.

● გიორგი მექვაბიშვილი, რაულ მანჯგალაძე, მარიამ შათირიშვილი, დავით მნათობიშვილი

Plusity - აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყველა საბანკო ანგარიში მოათავსოს ერთ სივრცეში, მიიღოს ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციები, როგორ დაზოგოს და შეინახოს თანხა 50/30/20 სტრატეგიით.

სამივე გამარჯვებულმა გუნდმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან მიიღო BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ბიზნეს კლინიკის საკონსულტაციო სესიების სრული პაკეტი: ინდივიდუალური კონსულტაციები წარმატებულ მენტორებთან ისეთი მიმართულებებით როგირიცაა პროდუქტის დიზაინი, ბიზნესის გეგმის დაწერა, მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა, საგრანტო განაცხადების მომზადება და სხვა. ასევე, წვდომა სამუშაო სივრცეზე. ასევე, პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა საქართველოს ბანკისგან მიიღო 2000 ლარიანი ვაუჩერი.

“ჰაკათონი ჩვენთვის იყო პროფესიული გამოცდილება, იმისთვის რომ უკეთ გამოგვევლინა ჩვენი შესაძლებლობები დროის მცირე მონაკვეთში. მოგვეცა საშუალება, გუნდური მუშაობა გამოგვეცადა და განგვეხორციელებინა იდეები ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით და დახმარებით. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის ღონისძიებები არაჩვეულებრივი საშუალებაა ყველა ადამიანისთვის რომ განავითაროს და გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები,” - აცხადებს დავით ბერულავა, ჰაკათონის გამარჯვებული გუნდის წევრი.

“ჩვენი გუნდისთვის ჰაკათონში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იმ კუთხით იყო, რომ დაგვანახა Open Banking-ის შესაძლებლობები, თუ რამხელა დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას და გაგვიმარტივოს ონლაინ გადახდები. ასევე, ტექნიკური კუთხით გავეცანით ახალ საინტერესო ტექნოლოგიებს და შეზღუდულ დროში შევძელით აპლიკაციის დემო ვერსიის დასრულება,” - აღნიშნავს ლუკა ჯაჯანიძე, ჰაკათონის II ადგილზე გასული გუნდის წევრი.

“ჰაკათონის დაწყებამდე არ ვიცოდით, რა დაბრკოლებები დაგვხვდებოდა წინ, მაგრამ მზად ვიყავით, მოცემული 48 საათი მაქსიმალურად დაგვეხარჯა ახალი უნარების ათვისებაში. საბოლოოდ, როდესაც შევძელით ჩვენი იდეის პროტოტიპად წარდგენა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამდენად მარტივია მიზნის მიღწევა, როდესაც ერთიანი და მონდომებული გუნდი გყავს,” - აცხადებს დავით მნათობიშვილი, ჰაკათონის III ადგილზე გასული გუნდის წევრი.

“ჰაკათონი მონაწილეებს საშუალებას აძლევს რომ მოკლე დროში დაამუშავონ იდეები და რაც მთავარია, გადადგან პირველი ნაბიჯები მათი განხორციელებისთვის. ჰაკათონის თემატიკა იყო ფინტექი, რითაც შევეცადეთ მონაწილეებისთვის დაგვენახებინა, რა მიმართულებით არის დღეს ბაზარზე პერსპექტივები და ახალი იდეების საჭიროება. ვიმედოვნებ, რომ გამარჯვებულები შეძლებენ საკუთარი უსაზღვრო შესაძლებლობების რეალიზებას,” - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი, ჟიურის წევრი.

ჰაკათონის დაწყებამდე, ინიციატივა 5.0-ის ფარგლებში, Fintech-ის მიმართულებით გაიმართა თემატური ვებინარები და ტრენინგები:

● ვებინარი „დღევანდელი მსოფლიო ტენდენციები ფინტექში“, Savvy

● ტრენინგი „რა სჭირდება FinTech სტარტაპს წარმატებისთვის?“, Emoney

● ვებინარი „გოგონები FinTech-ში“, QuickCash

● ვებინარი „Fintech ტენდენციები საქართველოში“, Optio AI