მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 წუთში - სტუ აბიტურიენტებს მიმართავს
გაიცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 წუთში - სტუ აბიტურიენტებს მიმართავს

მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით, თუ ნა­ხავთ ფილ­მს და გა­ეც­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის უდი­დეს სა­მეც­ნი­ე­რო გა­მოც­დი­ლე­ბას, წარ­მა­ტე­ბას, შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, - მი­მარ­თავს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს ფილ­მს, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის - "კა­პი­ტა­ნი: მეც­ნი­ე­რე­ბა კა­პი­ტა­ნია" (CAPTAIN: Science is the Captain) ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და.

"გა­ცი­ლე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლო იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის, თუ გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, გა­ი­ზი­ა­როთ და გახ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე.

მოგ­მარ­თავთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ - ჩვენ ვა­შე­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს!

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (სტუ) 100-წლო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ის მქო­ნე სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სკო­ლაა, უძ­ვე­ლე­სი და უდი­დე­სი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მისი მეც­ნი­ე­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი: ბა­კა­ლავ­რე­ბი, მა­გის­ტრან­ტე­ბი, დოქ­ტო­რან­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გლო­ბა­ლურ და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში, თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ისეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რო­გო­რი­ცაა: CERN (შვე­ი­ცა­რია), KEK (ია­პო­ნია),Fermilab(აშშ) და ა.შ.

ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ყო­ველ­თვის უდი­დე­სი წვლი­ლი შეჰ­ქონ­დათ და შე­აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს, ევ­რო­პი­სა თუ ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და შე­სა­ბა­მი­სად, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თა­ვის სტუ­დენ­ტებს შეს­თა­ვა­ზოს სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ინო­ვა­ცი­ე­ბი, გა­დას­ცეს ის პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი, რი­თაც იქ­მნე­ბა რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლობ­ლო­ბა ახა­ლი თა­ო­ბე­ბის მო­სა­ზი­დად, და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად, მო­მა­ვა­ლი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აღ­საზ­რდე­ლად.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არის ყვე­ლა პი­რო­ბა, და­ე­უფ­ლოთ შრო­მის ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­თხოვ­ნად პრო­ფე­სი­ებს, ჩა­ერ­თოთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში, ისარ­გებ­ლოთ გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბით ევ­რო­პი­სა და აზი­ის ცნო­ბილ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და ერ­თდრო­უ­ლად მო­ი­პო­ვოთ ორი დიპ­ლო­მი.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბი და 300-მდე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა (უმაღ­ლე­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი) ხორ­ცი­ელ­დე­ბა 12 აკა­დე­მი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტის, 15 სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და 100-მდე სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ბა­ზა­ზე; სა­მეც­ნი­ე­რო-პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბა კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­მარ­თვა­ში.

ცნო­ბი­სათ­ვის, CAPTAIN: Science is the Captain - სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის პრო­ექ­ტია, რო­მელ­მაც გა­ი­მარ­ჯვა ევ­რო­კავ­ში­რის კვლე­ვი­სა და ინო­ვა­ცი­ის ჩარ­ჩო პროგ­რა­მა Horizon 2020-ის მარი სკლო­დოვ­სკა-კი­უ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის კონ­კურ­სზე - "ევ­რო­პელ მკვლე­ვარ­თა ღამე". აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ჩარ­თუ­ლო­ბით, მო­ამ­ზა­და დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის უდი­დეს გა­მოც­დი­ლე­ბას, წარ­მა­ტე­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს წარ­მო­ა­ჩენს.

#სტუ-მეც­ნი­ე­რე­ბა­კა­პი­ტა­ნია

NS

00:00 / 00:00
მკითხველი
1

გაპარტახებული უნივერსიტეტია, ლამაზად შეგიფუთავთ საჩვენებლად. 

სანამ პრივატიზება არ მოხდება მანამდე ფულის გამთეთრებელი ორგანოა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

გაიცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 წუთში - სტუ აბიტურიენტებს მიმართავს

გაიცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 წუთში - სტუ აბიტურიენტებს მიმართავს

მოხარული ვიქნებით, თუ ნახავთ ფილმს და გაეცნობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უდიდეს სამეცნიერო გამოცდილებას, წარმატებას, შესაძლებლობებს, - მიმართავს აბიტურიენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ფილმს, რომელიც პროექტის - "კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია" (CAPTAIN: Science is the Captain) ფარგლებში მომზადდა.

"გაცილებით სასიხარულო იქნება ჩვენთვის, თუ გაგიჩნდებათ სურვილი, გაიზიაროთ და გახდეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატების უშუალო მონაწილე.

მოგმართავთ აბიტურიენტებს, გაითვალისწინეთ - ჩვენ ვაშენებთ საქართველოს მომავალს!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) 100-წლოვანი ტრადიციის მქონე საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლაა, უძველესი და უდიდესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მისი მეცნიერები და სტუდენტები: ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები მონაწილეობენ გლობალურ და მსოფლიოს ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტებში, თანამშრომლობენ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN (შვეიცარია), KEK (იაპონია),Fermilab(აშშ) და ა.შ.

ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ყოველთვის უდიდესი წვლილი შეჰქონდათ და შეაქვთ საქართველოს, ევროპისა თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სტრატეგიული ობიექტების მშენებლობასა და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, თავის სტუდენტებს შესთავაზოს სამეცნიერო კვლევები, ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციები, გადასცეს ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რითაც იქმნება რეალური შესაძლობლობა ახალი თაობების მოსაზიდად, დასაინტერესებლად, მომავალი კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღსაზრდელად.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არის ყველა პირობა, დაეუფლოთ შრომის ბაზარზე ყველაზე მეტად მოთხოვნად პროფესიებს, ჩაერთოთ უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებში, ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამებით ევროპისა და აზიის ცნობილ უნივერსიტეტებში და ერთდროულად მოიპოვოთ ორი დიპლომი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და 300-მდე საგანმანათლებლო პროგრამა (უმაღლესი და პროფესიული) ხორციელდება 12 აკადემიური ფაკულტეტის, 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და 100-მდე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე; სამეცნიერო-პრაქტიკული მუშაობა კი უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს", - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართვაში.

ცნობისათვის, CAPTAIN: Science is the Captain - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტია, რომელმაც გაიმარჯვა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020-ის მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე - "ევროპელ მკვლევართა ღამე". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს კულტურის პალატის ჩართულობით, მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომელიც უნივერსიტეტის უდიდეს გამოცდილებას, წარმატებებსა და შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

#სტუ-მეცნიერებაკაპიტანია

NS

სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

"დაძრულია, დაახლოებით, ნახევარი მილიონი კუბი მიწა... ეს არის მერიის არქიტექტურის სამსახურის პასუხისმგებლობა" - თეა გოდოლაძე

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა - რა დასახელდა მიზეზად?