მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთის კურორტების სამაშველო გუნდის აღჭურვა და სწავლება კოვიდის საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში
მთის კურორტების სამაშველო გუნდის აღჭურვა და სწავლება კოვიდის საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს შპს „მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ა­სა“ და USAID ის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ხორ­ცი­ელ­დე­ბა შპს „მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კამ­პა­ნი­ის“ მხარ­და­ჭე­რა სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, მთის კუ­რორ­ტე­ბის პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სა და ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

“ჩვენ მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ვეხ­მა­რე­ბით სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებს, ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ში, რო­გო­რიც არის სა­თხი­ლა­მუ­რო სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფის წევ­რე­ბის წვრთნა პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის უნარჩვე­ვე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში. ჩვე­ნი სა­ერ­თო ამო­ცა­ნაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო კუ­რორ­ტე­ბი გახ­დეს მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი­სათ­ვის და შე­სა­ბა­მი­სად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს მათი უსაფრ­თხო­ე­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი დონე” - ვანო ვა­შაყ­მა­ძე, USAID ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ბის პროგ­რა­მის ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ამ და­ი­წყო კომ­პა­ნი­ის მარ­თვა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა კუ­რორ­ტის, გუ­და­უ­რის, ბა­კუ­რი­ა­ნის, გო­დერ­ძის, ჰაწ­ვა­ლი­სა და თეთ­ნულ­დის სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბის პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვა და გა­დამ­ზა­დე­ბა. პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს შპს „გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა.“

სწავ­ლე­ბა მო­ი­ცავს პრაქ­ტი­კულ და თე­ო­რი­ულ ტრე­ნინ­გებს თე­მა­ზე „პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა კო­ვი­დის საფრ­თხე­ე­ბის და გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში“. პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბის ცოდ­ნის და უნა­რე­ბის ამაღ­ლე­ბას პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სფე­რო­ში, კერ­ძოდ კი, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კუ­რორ­ტის დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის და ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას უსაფრ­თხო­ე­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით.

“ოთხი­ვე კუ­რორტზე კო­ვიდ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ვამ­ზა­დეთ მაშ­ვე­ლე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა სტან­დარ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. უსაფრ­თხო­ე­ბას ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღბა ექ­ცე­ვა ყვე­ლა კუ­რო­როტ­ზე, მაგ­რამ ეხლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ნა­ი­დან ვემ­ზა­დე­ბით 2023 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მას­პინ­ძლო­ბის­თვის. ჩვენ მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ USAID თან. მო­მა­ვალ­შიც არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გვაქვს და­გეგ­მი­ლი, რომ­ლებ­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ წარ­მა­ტე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ” - მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი ჭი­რა­ქა­ძე

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­დამ­ზად­და 106 მაშ­ვე­ლი და მოხ­და კომ­პა­ნი­ის მარ­თვა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა კუ­რორ­ტის სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფის აღ­ჭურ­ვა პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

მთის კურორტების სამაშველო გუნდის აღჭურვა და სწავლება კოვიდის საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში

მთის კურორტების სამაშველო გუნდის აღჭურვა და სწავლება კოვიდის საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება შპს „მთის კურორტების განვითარების კამპანიის“ მხარდაჭერა სამთო კურორტებზე უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების, მთის კურორტების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის მიმართულებით.

“ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვეხმარებით სამთო-სათხილამურო კურორტებს, ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტის ხარისხის ამაღლებაში, როგორიც არის სათხილამურო სამაშველო ჯგუფის წევრების წვრთნა პირველადი სამედიცინო დახმარების უნარჩვევების ამაღლებაში. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ საქართველოს სამთო კურორტები გახდეს მეტად პოპულარული და მიმზიდველი მოთხილამურეებისათვის და შესაბამისად უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება და მომსახურების მაღალი დონე” - ვანო ვაშაყმაძე, USAID ეკონომიკური უსაფრთხობის პროგრამის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ დაიწყო კომპანიის მართვაში არსებული ყველა კურორტის, გუდაურის, ბაკურიანის, გოდერძის, ჰაწვალისა და თეთნულდის სამაშველო ჯგუფების პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით აღჭურვა და გადამზადება. პროექტს ახორციელებს შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.“

სწავლება მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს თემაზე „პირველადი გადაუდებელი დახმარება კოვიდის საფრთხეების და გამოწვევების პირობებში“. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სამთო კურორტებზე სამაშველო ჯგუფების ცოდნის და უნარების ამაღლებას პირველადი გადაუდებელი დახმარების სფეროში, კერძოდ კი, პანდემიის პირობებში კურორტის დამსვენებლებისთვის და ვიზიტორებისთვის პირველადი დახმარების უზრუნველყოფას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვით.

“ოთხივე კურორტზე კოვიდ რეგულაციების სტანდარტების შესაბამისად გადავამზადეთ მაშველები. აქედან გამომდინარე, სამაშველო ოპერაციები ჩატარდება ყველა სტანდარტის გათვალისწინებით. უსაფრთხოებას ძალიან დიდი ყურადღბა ექცევა ყველა კუროროტზე, მაგრამ ეხლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვინაიდან ვემზადებით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ USAID თან. მომავალშიც არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომლებსაც დარწმუნებული ვარ წარმატებით განვახორციელებთ. ” - მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე

პროექტის ფარგლებში გადამზადდა 106 მაშველი და მოხდა კომპანიის მართვაში არსებული ყველა კურორტის სამაშველო ჯგუფის აღჭურვა პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით.

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც რემონტის პროცესს ნამდვილ სიამოვნებად აქცევს

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც რემონტის პროცესს ნამდვილ სიამოვნებად აქცევს

სასტუმრო თბილისი მარიოტი ახლად გარემონტებულ სასტუმროს ნომრებსა და კაფე პარნასში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს