საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო კომუნიკაცია ბერას პირადი მცველის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჩემი ოჯახის მისამართით" - მელაძის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ
"იყო კომუნიკაცია ბერას პირადი მცველის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჩემი ოჯახის მისამართით" - მელაძის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში „ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის“ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ნო­დარ მე­ლა­ძი­სა და ჟურ­ნა­ლისტ მაკა ჩიხ­ლა­ძის გა­მო­კი­თხვა დას­რულ­და.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, უწყე­ბამ ნო­დარ მე­ლა­ძეს და მაკა ჩიხ­ლა­ძეს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა შეს­თა­ვა­ზა, რა­ზეც მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს.

„ჩვენ ვი­ყა­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, გაგ­ვერ­კვია, რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია საქ­მე­ში. რო­გორც გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გვი­თხრა, ერ­თა­დერ­თი რა­ზეც სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლი­ათ, არის ლე­ვან მა­მა­ლა­ძის ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო იყო და ყვე­ლას ნა­ნა­ხი აქვს, და­ნარ­ჩე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩვენ­თვის არ გა­უც­ნია. სწო­რი არის ადა­მი­ა­ნე­ბის და­კი­თხვა სა­სა­მარ­თლო­ში, ამი­ტომ ჩვენ ვთქვით, რომ არ გვაქვს ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის პრობ­ლე­მა, ოღონდ ეს უნდა მოხ­დეს სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლის წინ და როცა დაგ­ვი­ბა­რე­ბენ, მი­ვალთ და ჩვე­ნე­ბას მივ­ცემთ. გარ­და ამი­სა, იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა დაც­ვის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ვუ­თხა­რით, არ­სე­ბობს თუ არა რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ებს უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის მუხ­ლით. მათ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ მო­უ­ცი­ათ. მხო­ლოდ ლე­ვან მა­მა­ლა­ძის ინ­ტერ­ვიუ ძა­ლი­ან არა­და­მა­ჯე­რებ­ლად ჩან­და ერთი მხრივ, რომ პი­რებს დაც­ვა მო­ე­თხო­ვათ და მე­ო­რე მხრივ, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ნიშ­ნუ­ლი დაც­ვა შე­იძ­ლე­ბა აღ­ქმუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დროს და უარი გა­ნა­ცხა­დეს დაც­ვა­ზე გა­მო­სა­კი­თხმა პი­რებ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე სა­კითხს, ეს იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ მუ­ქა­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ და­წყე­ბუ­ლი არ არის ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მშვე­ნი­ე­რა­ძემ.

უწყე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ნო­დარ მე­ლა­ძე­მაც. მისი თქმით, სწო­რი იქ­ნე­ბა, თუ გა­მო­კი­თხვა მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით მოხ­დე­ბა.

„შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბა­თა საქ­მე­თა გა­მო­ძი­ე­ბის სამ­სა­ხურს ამ დრო­ის­თვის გა­აჩ­ნია ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა საქ­მე­ში და ეს არის მხო­ლოდ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ ეთერ­ში ლე­ვან მა­მა­ლა­ძის გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საქ­მე­ში არ არის, ეს გან­გვი­ცხა­და დღეს გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, რო­მელ­თა­ნაც გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია. ჩვე­ნი პო­ზი­ცია არის, რომ ასეთ საქ­მე­ებ­ზე სწო­რია, თუ მოხ­დე­ბა გა­მო­კი­თხვა მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით და ჩვენ ჩვე­ნი პო­ზი­ცია და­ვა­ფიქ­სი­რეთ. ასე­ვე, იყო კო­მუ­ნი­კა­ცია ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი მცვე­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მუ­ქა­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი ოჯა­ხის მი­სა­მარ­თით.

აღ­მოჩ­ნდა, რომ შსს-ს გა­მო­ძი­ე­ბა ამ საქ­მე­ზე არ და­უ­წყია, ალ­ბათ ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა მათი მხრი­დან, აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­დან, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მკა­ფიო მუ­ქა­რას, რო­მე­ლიც ისა­ხავ­და გან­ზრახ­ვას ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წა­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არ და­უ­წყია და სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბას და­ი­წყებ­დნენ, აინ­ტე­რე­სებ­დათ, მე ეს მუ­ქა­რად აღ­ვიქ­ვი თუ შე­ურ­ცხყო­ფად, რო­დე­საც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო კონ­კრე­ტუ­ლად მუ­ქა­რა“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლა­ძემ.

ამას­თან, რო­გორც მე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, უწყე­ბა­ში ის ხვალ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაა და­ბა­რე­ბუ­ლი.

„ხვალ ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვა­ზე მე, გა­მოვ­ცხად­დე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სა­ო­რი­ენ­ტა­ციო დრო არის 11:00 სა­ა­თი, თუმ­ცა შე­საძ­ლოა ეს ად­ვო­კა­ტის და პრო­კუ­რო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იც­ვა­ლოს. წყა­როს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, სულ რომ ჩემი მო­სის­ხლე მტე­რი იყოს წყა­რო, მე გა­მაჩ­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, არ და­ვა­სა­ხე­ლო წყა­რო და არ მი­ვა­წო­დო სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას არ­ცერ­თი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მას და­ეხ­მა­რე­ბა წყა­როს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოოოო
0

ეს ყოველდღე სოლარიუმშია თუ ასეთი შავია?

ადამიანური ვალდებულება
286
ადამიანური ვალდებულება არ გაგაჩნია?
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"იყო კომუნიკაცია ბერას პირადი მცველის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჩემი ოჯახის მისამართით" - მელაძის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

"იყო კომუნიკაცია ბერას პირადი მცველის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჩემი ოჯახის მისამართით" - მელაძის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძისა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, უწყებამ ნოდარ მელაძეს და მაკა ჩიხლაძეს სახელმწიფო დაცვა შესთავაზა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

„ჩვენ ვიყავით დაინტერესებული, გაგვერკვია, რა ეტაპზეა გამოძიება, რა მტკიცებულებებია საქმეში. როგორც გამომძიებელმა გვითხრა, ერთადერთი რაზეც საუბარი შეუძლიათ, არის ლევან მამალაძის ჩანაწერი, რომელიც საჯარო იყო და ყველას ნანახი აქვს, დანარჩენი მტკიცებულებები ჩვენთვის არ გაუცნია. სწორი არის ადამიანების დაკითხვა სასამართლოში, ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ არ გვაქვს ჩვენების მიცემის პრობლემა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სასამართლოში მოსამართლის წინ და როცა დაგვიბარებენ, მივალთ და ჩვენებას მივცემთ. გარდა ამისა, იყო შემოთავაზება დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვუთხარით, არსებობს თუ არა რაიმე დამატებითი ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება, რადგან გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით. მათ დამატებით ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ მოუციათ. მხოლოდ ლევან მამალაძის ინტერვიუ ძალიან არადამაჯერებლად ჩანდა ერთი მხრივ, რომ პირებს დაცვა მოეთხოვათ და მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ დანიშნული დაცვა შეიძლება აღქმული ყოფილიყო როგორც ხელისუფლების მიერ მაკონტროლებელი ჟურნალისტური საქმიანობის დროს და უარი განაცხადეს დაცვაზე გამოსაკითხმა პირებმა. რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს იყო დაკავშირებული სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარასთან დაკავშირებით, როგორც გავარკვიეთ გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

უწყებიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნოდარ მელაძემაც. მისი თქმით, სწორი იქნება, თუ გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება.

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელობათა საქმეთა გამოძიების სამსახურს ამ დროისთვის გააჩნია ერთადერთი მტკიცებულება საქმეში და ეს არის მხოლოდ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ლევან მამალაძის გაკეთებული განცხადებები. სხვა მტკიცებულებები საქმეში არ არის, ეს განგვიცხადა დღეს გამომძიებელმა, რომელთანაც გვქონდა კომუნიკაცია. ჩვენი პოზიცია არის, რომ ასეთ საქმეებზე სწორია, თუ მოხდება გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით და ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ასევე, იყო კომუნიკაცია ბერა ივანიშვილის პირადი მცველის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჩემი ოჯახის მისამართით.

აღმოჩნდა, რომ შსს-ს გამოძიება ამ საქმეზე არ დაუწყია, ალბათ ცინიკური დამოკიდებულებაა მათი მხრიდან, აქ წარმოდგენილი იყო გამომძიებელი თბილისის პოლიციის სამმართველოდან, რომელიც ძალიან მკაფიო მუქარას, რომელიც ისახავდა განზრახვას ჩემი ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით, გამომძიებელმა მითხრა, რომ გამოძიება არ დაუწყია და სანამ გამოძიებას დაიწყებდნენ, აინტერესებდათ, მე ეს მუქარად აღვიქვი თუ შეურცხყოფად, როდესაც წარმოდგენილი იყო კონკრეტულად მუქარა“, - განაცხადა მელაძემ.

ამასთან, როგორც მელაძემ აღნიშნა, უწყებაში ის ხვალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებითაა დაბარებული.

„ხვალ ვარ დაბარებული გამოკითხვაზე მე, გამოვცხადდები პროკურატურაში, საორიენტაციო დრო არის 11:00 საათი, თუმცა შესაძლოა ეს ადვოკატის და პროკურორის კომუნიკაციის საფუძველზე შეიცვალოს. წყაროს არ დავასახელებ, სულ რომ ჩემი მოსისხლე მტერი იყოს წყარო, მე გამაჩნია პროფესიული ვალდებულება, არ დავასახელო წყარო და არ მივაწოდო საგამოძიებო უწყებას არცერთი მასალა, რომელიც მას დაეხმარება წყაროს იდენტიფიცირებაში“, - განაცხადა მელაძემ.