საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაგბის სკოლა, სადაც ბავშვები ჯანსაღ კონკურენციასა და გუნდურობას სწავლობენ - „ძმები“ 15 მარტიდან კვლავ იხსნება
რაგბის სკოლა, სადაც ბავშვები ჯანსაღ კონკურენციასა და გუნდურობას სწავლობენ - „ძმები“ 15 მარტიდან კვლავ იხსნება

15 მარ­ტი­დან ბავ­შვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, და­კავ­დნენ საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტით და შეხ­ვდნენ მო­ნატ­რე­ბულ მე­გობ­რებს, რად­გან რაგ­ბის სკო­ლა „ძმე­ბი“ ვარ­ჯიშს გა­ნა­ახ­ლებს.

„სმარტ კა­პი­ტალ ჯგუ­ფი“ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ბიზ­ნეს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ქმნის და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს. სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის ხელ­შე­წყო­ბა, რო­გორც ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მზარ­დი კომ­პა­ნი­ის­თვის, ასე­ვე „სმარტ კა­პი­ტალ ჯგუ­ფის­თვის“, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯგუ­ფი პატ­რო­ნაჟს უწევს რაგ­ბის ახ­ლად­შექ­მნილ სკო­ლას- „ძმე­ბი“. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ჯგუ­ფის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დამ­ფუძ­ნებ­ლის აზ­რით, სპორ­ტი ფი­ზი­კუ­რი კულ­ტუ­რის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის სწო­რი აღ­ზრდის­თვის კი, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

სკო­ლა­ში ვარ­ჯი­შებს გა­მოც­დი­ლი და ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლე­ბი ვახ­ტანგ მძი­ნა­რიშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი უძღვე­ბი­ან. კონ­კრე­ტუ­ლად, რა სი­ახ­ლე­ე­ბი ელო­დე­ბათ „ძმებ­ში“ მი­სულ მოს­წავ­ლე­ებს, ამის შე­სა­ხებ ვახ­ტანგ მძი­ნა­რიშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

ბავ­შვებს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქონ­დათ ვარ­ჯი­ში­სა და თა­ნა­ტო­ლებ­თან ხში­რად კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახლა მათ­თვის ამ პრო­ცე­სე­ბის აღ­დგე­ნა?

შე­ზღუ­დუ­ლი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა რო­გორც ბავ­შვებ­ში, ისე მო­ზარ­დებ­ში მთელ რიგ პრობ­ლე­მებს იწ­ვევს. ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ორი­ვე კომ­პო­ნენ­ტის არ­სე­ბო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვე­ნი სკო­ლის მი­ზა­ნიც არამ­ხო­ლოდ რაგ­ბის შეს­წავ­ლა, არა­მედ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კვიდ­რე­ბა, გუნ­დუ­რად მუ­შა­ო­ბი­სა და ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცის სწავ­ლე­ბაა, რის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ნა­ტო­ლებ­თან სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია.

ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ, რაგ­ბის სკო­ლის წევ­რებს ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან მოგ­ვე­ნატ­რა და ასე­ვე, ბავ­შვებს ძა­ლი­ან მო­ე­ნატ­რათ რაგ­ბი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად გვწერ­დნენ და გვკი­თხუ­ლობ­დნენ. ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მი­თუ­მე­ტეს მას თან თუ ახ­ლავს სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მელ­საც ჩვე­ნი რაგ­ბის სკო­ლა სთა­ვა­ზობს. რო­დე­საც ბავ­შვე­ბი რაგბ­ზე იწყე­ბენ ვარ­ჯიშს, მათ უვით­რდე­ბათ ისე­თი უნა­რე­ბი, რო­გო­რიც არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, გუნ­დუ­რო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

რა სი­ახ­ლე­ე­ბი ელო­დე­ბათ ბავ­შვებს „ძმებ­ში“?

რაგ­ბის სკო­ლა მო­ნატ­რე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს გა­ნახ­ლე­ბულ ბა­ზა­სა და სა­ვარ­ჯი­შო პი­რო­ბებს და­ახ­ვედ­რებს. „მუშ­ტა­ი­დის ბაღი“ კი, სა­დაც „ძმე­ბი“ მდე­ბა­რე­ობს, ბავ­შვებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ჯან­საღ, გა­მო­ნა­ბოლ­ქვის­გან თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში ივარ­ჯი­შონ.

ჩვენს ბა­ზას, გა­ნახ­ლე­ბის მიზ­ნით, ჩა­უ­ტარ­და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და შე­იც­ვა­ლა რო­გორც მო­ედ­ნის სა­ფა­რი, ასე­ვე მთლი­ა­ნად გა­ნახ­ლდა ინ­ტე­რი­ე­რი და სა­ვარ­ჯი­შო ინ­ვენ­ტა­რი. სე­ზონს ვხვდე­ბით ახა­ლი სა­ხა­ლი­სო ვარ­ჯი­შე­ბით, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის ფი­ზი­კურ გა­მო­ცო­ცხლე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ასა­კი­დან შე­უძ­ლი­ათ ბავ­შვებს სკო­ლა­ში ვარ­ჯი­შის და­წყე­ბა?

რაგ­ბის სკო­ლა­ში ბავ­შვებს ვარ­ჯი­შის და­წყე­ბა 5 წლის ასა­კი­დან შე­უძ­ლი­ათ. სკო­ლა „ძმებ­ში“ 3 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი ვარ­ჯი­შობს - 5-დან 14 წლამ­დე. ისი­ნი გა­დი­ან რო­გორც პრაქ­ტი­კულ, ისე თე­ო­რი­ულ ვარ­ჯი­შებს. სპორ­ტი ბავ­შვებს ფი­ზი­კურ გამ­ძლე­ო­ბას, ძა­ლას, კო­ორ­დი­ნა­ცი­ის უნარს უვი­თა­რებს. თა­მა­შის სტრა­ტე­გი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბის სწავ­ლა მათ მა­ტებს კონ­ცენ­ტრა­ცი­ი­სა და ანა­ლი­ზის უნარს. რაც მთა­ვა­რია, რაგ­ბი ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს ას­წავ­ლის მიზ­ნის პა­ტი­ო­სა­ნი გზე­ბით მიღ­წე­ვას. სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ასე­ვე დიდ როლს თა­მა­შობს ხა­სი­ა­თის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ავი­თა­რებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­სა და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას, ბავ­შვი სწავ­ლობს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ას.

რო­დის შე­იქ­მნა „ძმე­ბი“? რო­გორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, მო­ნა­კოს პრინ­ცე­საც გეწ­ვი­ათ და თქვე­ნი მიღ­წე­ვე­ბით მო­ი­ხიბ­ლა...

რაგ­ბის სკო­ლა „ძმე­ბი“ და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის წინ შე­იქ­მნა. რო­გორც ვახ­ტანგ მძი­ნა­რაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს, იდე­ის დო­ნე­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი სა­ბო­ლო­ოდ, „სმარტ კა­პი­ტალ ჯგუ­ფის“ მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და. „სმარტ კა­პი­ტალ ჯგუ­ფის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მი­ხე­ილ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და მე ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რე­ბი ვართ. ის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ადევ­ნებ­და თვალს ჩემს სპორ­ტულ და სამ­წვრთნე­ლო კა­რი­ე­რას და ყო­ველ­თვის მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. მე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ვთა­მა­შობ­დი და პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩემს კლუბ­ში ვა­ვარ­ჯი­შებ­დი სა­ფეს­ტი­ვა­ლო ასა­კის ბავ­შვებს.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მე და მას რაგ­ბის სკო­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის იდეა გაგ­ვიჩ­ნდა - ასე შე­იქ­მნა "ძმე­ბი". „სმარტ კა­პი­ტალ ჯგუფ­მა“ და­ას­პონსო­რა და დღემ­დე ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას უწევს სკო­ლას, ხოლო და­ნარ­ჩენს, რაც კარ­გი სპორ­ტსმე­ნის აღ­ზრდის­თვის სა­ჭი­როა, მე ვა­კე­თებ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით.

ასე­ვე, უნდა აღ­ვნიშ­ნო, გა­სულ წელს რაგ­ბის სკო­ლას მო­ნა­კოს პრინ­ცე­სა შარ­ლინ უოტსტო­კი ეწ­ვია, საწ­ვრთნე­ლი ბაზა მო­ი­ნა­ხუ­ლა, ბავ­შვე­ბი გა­იც­ნო და მო­ნა­კო­შიც და­პა­ტი­ჟა. ბავ­შვე­ბის მონ­დო­მე­ბამ და რაგ­ბის მი­მართ სიყ­ვა­რულ­მა სტუმ­რის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

15 მარ­ტი­დან, „ძმე­ბი“ ჯან­საღ და და­ცულ გა­რე­მო­ში, კვლავ გა­ნაგ­რძობს ვარ­ჯიშს. გუნ­დი მზა­დაა მი­ი­ღოს და ახა­ლი წევ­რი ბავ­შვე­ბი და კი­დევ მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს მათ­თან ერ­თად.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tyvarcheli baroni
0

ისეთი შესავალი და პირობებია მადლობის მეტი ჯერ რაგვეთქმის მარა განხორცირლებას ვაკვირდებით.მადლობთ

ცისო
0

სიყვარული ასწავლეთ პირველ რიგში, გთხოვთ. დღეს ეს გვაკლია და რა თქმა უნდა, სამშობლოს სიყვარული. გაიხარეთ, წარმატებები არ მოგიშალოთ უფალმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რაგბის სკოლა, სადაც ბავშვები ჯანსაღ კონკურენციასა და გუნდურობას სწავლობენ - „ძმები“ 15 მარტიდან კვლავ იხსნება

რაგბის სკოლა, სადაც ბავშვები ჯანსაღ კონკურენციასა და გუნდურობას სწავლობენ - „ძმები“ 15 მარტიდან კვლავ იხსნება

15 მარტიდან ბავშვებს შესაძლებლობა მიეცემათ, დაკავდნენ საყვარელი სპორტით და შეხვდნენ მონატრებულ მეგობრებს, რადგან რაგბის სკოლა „ძმები“ ვარჯიშს განაახლებს.

„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს შესაძლებლობებს ქმნის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, როგორც ყველა წარმატებული, მზარდი კომპანიისთვის, ასევე „სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის“, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ჯგუფი პატრონაჟს უწევს რაგბის ახლადშექმნილ სკოლას- „ძმები“. ეს მიმართულება ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, დამფუძნებლის აზრით, სპორტი ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილია, მომავალი თაობის სწორი აღზრდისთვის კი, ჯანსაღი ცხოვრების წესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

სკოლაში ვარჯიშებს გამოცდილი და ლიცენზირებული მწვრთნელები ვახტანგ მძინარიშვილი და ზურაბ ზაალიშვილი უძღვებიან. კონკრეტულად, რა სიახლეები ელოდებათ „ძმებში“ მისულ მოსწავლეებს, ამის შესახებ ვახტანგ მძინარიშვილს ვესაუბრეთ:

ბავშვებს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ვარჯიშისა და თანატოლებთან ხშირად კომუნიკაციის საშუალება. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა მათთვის ამ პროცესების აღდგენა?

შეზღუდული სოციალიზაცია და ფიზიკური აქტივობა როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში მთელ რიგ პრობლემებს იწვევს. ბავშვის განვითარებისთვის ორივე კომპონენტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სკოლის მიზანიც არამხოლოდ რაგბის შესწავლა, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, გუნდურად მუშაობისა და ჯანსაღი კონკურენცის სწავლებაა, რისთვისაც აუცილებელია თანატოლებთან სოციალიზაცია.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რაგბის სკოლის წევრებს ერთმანეთი ძალიან მოგვენატრა და ასევე, ბავშვებს ძალიან მოენატრათ რაგბი. ამ ხნის განმავლობაში ხშირად გვწერდნენ და გვკითხულობდნენ. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები, მითუმეტეს მას თან თუ ახლავს სპორტული აქტივობები, რომელსაც ჩვენი რაგბის სკოლა სთავაზობს. როდესაც ბავშვები რაგბზე იწყებენ ვარჯიშს, მათ უვითრდებათ ისეთი უნარები, როგორიც არის სამართლიანობა, გუნდურობა და თანამშრომლობა.

რა სიახლეები ელოდებათ ბავშვებს „ძმებში“?

რაგბის სკოლა მონატრებულ მოსწავლეებს განახლებულ ბაზასა და სავარჯიშო პირობებს დაახვედრებს. „მუშტაიდის ბაღი“ კი, სადაც „ძმები“ მდებარეობს, ბავშვებს საშუალებას აძლევს, ჯანსაღ, გამონაბოლქვისგან თავისუფალ გარემოში ივარჯიშონ.

ჩვენს ბაზას, განახლების მიზნით, ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები და შეიცვალა როგორც მოედნის საფარი, ასევე მთლიანად განახლდა ინტერიერი და სავარჯიშო ინვენტარი. სეზონს ვხვდებით ახალი სახალისო ვარჯიშებით, რომელიც ბავშვების ფიზიკურ გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

საინტერესოა, რა ასაკიდან შეუძლიათ ბავშვებს სკოლაში ვარჯიშის დაწყება?

რაგბის სკოლაში ბავშვებს ვარჯიშის დაწყება 5 წლის ასაკიდან შეუძლიათ. სკოლა „ძმებში“ 3 ასაკობრივი ჯგუფი ვარჯიშობს - 5-დან 14 წლამდე. ისინი გადიან როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ვარჯიშებს. სპორტი ბავშვებს ფიზიკურ გამძლეობას, ძალას, კოორდინაციის უნარს უვითარებს. თამაშის სტრატეგიული ელემენტების სწავლა მათ მატებს კონცენტრაციისა და ანალიზის უნარს. რაც მთავარია, რაგბი ბავშვებსა და მოზარდებს ასწავლის მიზნის პატიოსანი გზებით მიღწევას. სპორტის ეს სახეობა ასევე დიდ როლს თამაშობს ხასიათის ჩამოყალიბებაში, ავითარებს თავდაჯერებულობასა და თავმოყვარეობას, ბავშვი სწავლობს მოწინააღმდეგის პატივისცემასა და ჯანსაღ კონკურენციას.

როდის შეიქმნა „ძმები“? როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, მონაკოს პრინცესაც გეწვიათ და თქვენი მიღწევებით მოიხიბლა...

რაგბის სკოლა „ძმები“ დაახლოებით 2 წლის წინ შეიქმნა. როგორც ვახტანგ მძინარაშვილი გვიამბობს, იდეის დონეზე ჩამოყალიბებული პროექტი საბოლოოდ, „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ მხარდაჭერით განხორციელდა. „სმარტ კაპიტალ ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ ჩხარტიშვილი და მე ბავშვობიდან მეგობრები ვართ. ის დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალს ჩემს სპორტულ და სამწვრთნელო კარიერას და ყოველთვის მგულშემატკივრობდა. მე საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი და პარალელურად, ჩემს კლუბში ვავარჯიშებდი საფესტივალო ასაკის ბავშვებს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, მე და მას რაგბის სკოლის ჩამოყალიბების იდეა გაგვიჩნდა - ასე შეიქმნა "ძმები". „სმარტ კაპიტალ ჯგუფმა“ დაასპონსორა და დღემდე ფინანსურ მხარდაჭერას უწევს სკოლას, ხოლო დანარჩენს, რაც კარგი სპორტსმენის აღზრდისთვის საჭიროა, მე ვაკეთებ ჩემი გამოცდილებით.

ასევე, უნდა აღვნიშნო, გასულ წელს რაგბის სკოლას მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკი ეწვია, საწვრთნელი ბაზა მოინახულა, ბავშვები გაიცნო და მონაკოშიც დაპატიჟა. ბავშვების მონდომებამ და რაგბის მიმართ სიყვარულმა სტუმრის აღფრთოვანება გამოიწვია.

15 მარტიდან, „ძმები“ ჯანსაღ და დაცულ გარემოში, კვლავ განაგრძობს ვარჯიშს. გუნდი მზადაა მიიღოს და ახალი წევრი ბავშვები და კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიოს მათთან ერთად.

მთის კურორტების სამაშველო გუნდის აღჭურვა და სწავლება კოვიდის საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში

სამკაულის შთაგონება, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს, ქართული ოქროს საგანძურია

ჩაანაცვლე მეორადი ავტომობილი ახლით და მიიღე Trade-in ბონუსი,სპეციალური პირობები სესხზე ან ისარგებლე 0%-იანი შიდა განვადებით - „ჰიუნდაის“ განსაკუთრებული შეთავაზება