საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ხვალ საჯაროდ აიცრება
პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ხვალ საჯაროდ აიცრება

ხვალ, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად, ღია ეთერ­ში კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აიც­რე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსის და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს 09:00 სა­ათ­ზე მათ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოხ­დე­ბა, რი­თაც ხაზი გა­ეს­მე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კლი­ნი­კა იყო ფლაგ­მა­ნი კო­ვიდ­თან ბრძო­ლა­ში.

ცერ­ცვა­ძის მო­ნა­ცე­მე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიზ­ნით, გუ­შინ, მათ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 150 ექი­მი და­რე­გის­ტრირ­და. ცერ­ცვა­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ “ას­ტრა­ზე­ნე­კას“ 43 000 დოზა ორ კვი­რა­ში და­ი­ხარ­ჯე­ბა და მისი და­სა­წყო­ბე­ბა სა­ჭი­რო არ გახ­დე­ბა.

“ხომ იცით, აკ­რძა­ლუ­ლი ხილი უფრო სა­სურ­ვე­ლია - როცა ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იყო, ყვე­ლას უნ­დო­და, ყვე­ლა ითხოვ­და და საყ­ვე­დუ­რობ­და. მას შემ­დეგ რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვი­და, ეს ენ­თუ­ზი­აზ­მი შე­ნელ­და. ექი­მე­ბის მხრი­დან გა­მო­ით­ქმე­ბა მზად­ყოფ­ნა, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ფიქ­რობს, რომ ჯერ მო­ი­ცა­დონ, და­ე­ლო­დონ შე­დე­გებს, ნა­ხონ რამ­დე­ნად უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა და შემ­დეგ აიც­რან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ არის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა - ასე­თი ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლე­ბია. ექი­მე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი აიც­რე­ბი­ან და მზად არი­ან, ყო­ველ­გვა­რი აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დის გა­რე­შე აიც­რან. ინ­ტენ­სი­უ­რად რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან. ასე­ვე აიც­რე­ბი­ან მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რებ­ში მცხოვ­რე­ბი ხან­დაზ­მუ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თამარი
3

 Ვინ იცია ზუსტად რას იშხაპუნებს?

ნიკოლოზი
3

ვნახოდ აბა რამდენს გაქაჩავ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ხვალ საჯაროდ აიცრება

პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ხვალ საჯაროდ აიცრება

ხვალ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად, ღია ეთერში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის ინფორმაციით, ეს 09:00 საათზე მათ დაწესებულებაში მოხდება, რითაც ხაზი გაესმება, რომ აღნიშნული კლინიკა იყო ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში.

ცერცვაძის მონაცემებით, ვაქცინაციის მიზნით, გუშინ, მათ დაწესებულებაში 150 ექიმი დარეგისტრირდა. ცერცვაძე დარწმუნებულია, რომ “ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ორ კვირაში დაიხარჯება და მისი დასაწყობება საჭირო არ გახდება.

“ხომ იცით, აკრძალული ხილი უფრო სასურველია - როცა ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იყო, ყველას უნდოდა, ყველა ითხოვდა და საყვედურობდა. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინა შემოვიდა, ეს ენთუზიაზმი შენელდა. ექიმების მხრიდან გამოითქმება მზადყოფნა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ჯერ მოიცადონ, დაელოდონ შედეგებს, ნახონ რამდენად უსაფრთხო იქნება და შემდეგ აიცრან. საბედნიეროდ, არ არის დიდი რაოდენობა - ასეთი ნახევარზე ნაკლებია. ექიმების ნახევარზე მეტი აიცრებიან და მზად არიან, ყოველგვარი აგიტაცია-პროპაგანდის გარეშე აიცრან. ინტენსიურად რეგისტრირდებიან. ასევე აიცრებიან მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები ხანდაზმულები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ქართველი გოგონა, რომლის ფოტოც "თაიმ სქვერზე" გამოფინეს - ნინა ჭელიძის წარმატებული ამერიკული კარიერა

როდის მოიხსნება სრულად ე.წ. კომენდანტის საათი ან გადაიწევს დრო? - ამირან გამყრელიძის კომენტარი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები