მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელი ამინდია, მაშველები ვერტმფრენით ვერ გადაადგილდებიან. გვითხრეს, რომ ახალგაზრდების ზურგჩანთები იპოვეს" - ბოლო ცნობები გომისმთიდან, სადაც მაშველები 3 ადამიანს ეძებენ
"საშინელი ამინდია, მაშველები ვერტმფრენით ვერ გადაადგილდებიან. გვითხრეს, რომ ახალგაზრდების ზურგჩანთები იპოვეს" - ბოლო ცნობები გომისმთიდან, სადაც მაშველები 3 ადამიანს ეძებენ

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მაშ­ვე­ლებს გო­მისმთა­ზე ჩარ­ჩე­ნილ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ჯერ არ მი­უგ­ნი­ათ, თუმ­ცა გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათი ზურგჩან­თე­ბი იპო­ვეს.

მისი თქმით, სავ­რა­უ­დოდ, სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ცო­ცხა­ლია.

"ხილ­ვა­დო­ბა არ არის სა­ერ­თოდ, სა­ში­ნე­ლი ამინ­დია, დიდი თოვ­ლია, ამის გამო მაშ­ვე­ლე­ბი ვერც ვერ­ტმფრე­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და ვერც რა­ი­მე სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით. ფე­ხით მო­უ­წი­ათ 8 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა. გვი­თხრეს, რომ ბი­ჭე­ბის ზურგჩან­თე­ბი უკვე იპო­ვეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მი­ვე ცო­ცხა­ლია და შეძ­ლე­ბენ მათ გა­დარ­ჩე­ნას. მე ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი გო­მისმთა­ზე, იქამ­დე, სა­დამ­დეც ავ­ტო­მო­ბი­ლით შევ­ძე­ლით მის­ვლა. მაშ­ვე­ლე­ბი ახ­ლაც ფე­ხით მი­იკ­ვლე­ვენ გზას. აქ ძა­ლი­ან ცუ­დად იჭერს ტე­ლე­ფო­ნი და ამის გამო ჭირს სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია. ბი­ჭებ­სა და მაშ­ვე­ლებს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია ახ­ლა­ხან გა­წყდა. შე­საძ­ლოა ტე­ლე­ფო­ნი და­უჯ­დათ", - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE -ს ოზურ­გე­თის მე­რი­ის წა­მო­მად­გე­ნელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, კუ­რორტ გო­მისმთა­ზე თოვლში 4 ადა­მი­ა­ნი ჩარ­ჩა, მათ­გან ერთი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდებ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის კონ­ტაქ­ტზე გას­ვლა შეძ­ლეს, რის შემ­დე­გაც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ათამ­დე მაშ­ვე­ლი მუ­შა­ობს. პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გზის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მელ­საც გზის გაწ­მენ­და­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის "გზამ­შე­ნი 18“- ახორ­ცი­ე­ლებს.

"მე­ხან­ძრე-მაშ­ველ­თა ათ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი უკვე რვა სა­ა­თია გო­მის მთის­კენ, ორ­მეტ­რი­ა­ნი სი­მაღ­ლის თოვლში სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­შია ჩარ­თუ­ლი. ნა­ლე­ქის სი­მაღ­ლის გამო ავ­ტო­მო­ბი­ლით ეკი­პა­ჟი ვე­ღარ გა­და­ად­გილ­დე­ბა. ამ დრო­ის­თვის მძი­მე ტექ­ნი­კა კვა­ლავს გზას, ხოლო მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი ფე­ხით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლის­კენ.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ვერ­ტმფრე­ნის ჩარ­თვა მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო ვერ ხერ­ხდე­ბა. ად­გილ­ზე ძლი­ე­რი ქარ­ბუ­ქია და მხედ­ვე­ლო­ბა არ არის.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ცი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ 112-ში შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გო­მის მთა­ზე უა­მინ­დო­ბის გამო ერთი მო­ქა­ლა­ქე გა­ი­ყი­ნა, ხოლო მისი თან­მხლე­ბი სამი პირი ვე­ღარ ახერ­ხებ­დნენ გა­და­ად­გი­ლე­ბას“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
11

mere itkvian da daabraleen tuki rame moxda arasasiamovno xelisuplebaa damnashave droulad araperi imokmeda ///rodesac xedav tkve dalocvilebo rom aseti cudi amindia mitumetes sinoptikosebi erti kvirit adrec varaudobdnen amindis prognozs rom mosalodneli iko tovli kinva da cudi amindebi sad midiodnen an tavis tavs ratom igdeben gansacdelshi da mashvel organoebsac dajeki ra da daakene gamoidaros ikves satanado amindi pexit samgzavrod da iare mtel gomis mtas shemouare tu ginda magram mashinac unda ikve tvit daculi unda icode sad midixar rogor an ristvis chkua gonebit agar modzraobs aravin visac ra moeprianeba tavshi imas aketebs midi da zdie egetbs mere gmertma cocxlebi amkopos da ar ikos rame momxdari usiamovno pakti ra unda ukna undat daxmareba mashvelebs da ver ekarebian axlos uamindobis gamo rodemde aseti uchkuo kcevebi titeuli mokalake movalea da valdebuli imokmedos chkuit sxvagvarad ver gaekideba verc xelisupleba da verc tvit ojaxis cevrebi mashvelebs vacdent da vxarjavt sacvavsac ristvis roca martla sachiro ikneba ar vpkrobt ekonomia ar esmit kcevis unarebi xm saertod da chkua goeba dakarguli ese verc cin cavalt da verc vicxovrebt 

ტუა
3

უფალო გვაშორე უბედურებას.დაუბრუნე შვილები ოჯახს.შეუნდე უვიცობა.რამე თუ არ იცოდნენ სად მიდიოდნენ.დაკავშირებოდით მერაბ სანიკიძეს და დაგაკვალიანებდათ.ეს არი პიროვნება რომელმაც იცის როდის ახვიდე მთაში და როდის არა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"საშინელი ამინდია, მაშველები ვერტმფრენით ვერ გადაადგილდებიან. გვითხრეს, რომ ახალგაზრდების ზურგჩანთები იპოვეს" - ბოლო ცნობები გომისმთიდან, სადაც მაშველები 3 ადამიანს ეძებენ

"საშინელი ამინდია, მაშველები ვერტმფრენით ვერ გადაადგილდებიან. გვითხრეს, რომ ახალგაზრდების ზურგჩანთები იპოვეს" - ბოლო ცნობები გომისმთიდან, სადაც მაშველები 3 ადამიანს ეძებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, მაშველებს გომისმთაზე ჩარჩენილ ახალგაზრდებისთვის ჯერ არ მიუგნიათ, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ზურგჩანთები იპოვეს.

მისი თქმით, სავრაუდოდ, სამივე ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალია.

"ხილვადობა არ არის საერთოდ, საშინელი ამინდია, დიდი თოვლია, ამის გამო მაშველები ვერც ვერტმფრენით გადაადგილდებიან და ვერც რაიმე სხვა სატრანსპორტო საშუალებით. ფეხით მოუწიათ 8 კილომეტრის გავლა. გვითხრეს, რომ ბიჭების ზურგჩანთები უკვე იპოვეს და სავარაუდოდ, სამივე ცოცხალია და შეძლებენ მათ გადარჩენას. მე ახლა ვიმყოფები გომისმთაზე, იქამდე, სადამდეც ავტომობილით შევძელით მისვლა. მაშველები ახლაც ფეხით მიიკვლევენ გზას. აქ ძალიან ცუდად იჭერს ტელეფონი და ამის გამო ჭირს სატელეფონო კომუნიკაცია. ბიჭებსა და მაშველებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია ახლახან გაწყდა. შესაძლოა ტელეფონი დაუჯდათ", - განაცხადა AMBEBI.GE -ს ოზურგეთის მერიის წამომადგენელმა.

შეგახსენებთ, კურორტ გომისმთაზე თოვლში 4 ადამიანი ჩარჩა, მათგან ერთი გარდაიცვალა. ახალგაზრდებმა დახმარებისთვის კონტაქტზე გასვლა შეძლეს, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამაშველო სამუშაოები დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ტერიტორიაზე ათამდე მაშველი მუშაობს. პარალელურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც გზის გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომპანიის "გზამშენი 18“- ახორციელებს.

"მეხანძრე-მაშველთა ათკაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული. ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ.

სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრიცი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდნენ გადაადგილებას“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

"ხშირად გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია - უნდა გავაძლიეროთ ლოცვა" - პატრიარქის ქადაგება

რატომ დარჩა გლდანში 5 000 აბონენტი გაზის გარეშე?

"განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ეს მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი" - ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს