მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა ვუშველო გიგის, რომელიც ჩემს თვალწინ განადგურდა" - 24 წლის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება სჭირდება
"უნდა ვუშველო გიგის, რომელიც ჩემს თვალწინ განადგურდა" - 24 წლის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება სჭირდება

რო­დე­საც თეკო გურ­გე­ნი­ძის გაბ­ზა­რულ ხმას უს­მენ, წა­მი­ე­რად იმა­ზეც ფიქ­რობ, რომ ამ­გვა­რი ამ­ბა­ვი მხო­ლოდ წიგ­ნებ­ში ან ფილ­მებ­ში ხდე­ბა, - საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად მსგავ­სი ძა­ლე­ბის გა­მო­ნახ­ვა რე­ა­ლუ­რად, თით­ქოს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თუმ­ცა - არა, თურ­მე, რე­ა­ლო­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს სიყ­ვა­რუ­ლი, რომ­ლის გა­მოც, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ, - შე­უძ­ლე­ბელ­საც კი.

თე­კოს გვერ­დით კი ძა­ლი­ან მძი­მე და გა­მო­უც­ნო­ბი და­ა­ვა­დე­ბის­გან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი კარ­გი ბი­ჭია, - მისი მე­უღ­ლე, 24 წლის გიგი გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი. თეკო და გიგი სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ქორ­წინ­დნენ და ბედ­ნი­ე­რე­ბაც მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კვი­რას გაგ­რძელ­და. დღეს სრუ­ლი­ად საღ­სა­ლა­მა­თი ბიჭი სა­წოლს არის მი­ჯაჭ­ვუ­ლი, თეკო კი მისი სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის.

თეკო გურ­გე­ნი­ძე:- რო­დე­საც გი­გი­ზე ვლა­პა­რა­კობ, შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ იფიქ­როს, რომ სუ­ლაც არ არის ასე­თი კარ­გი, მე რომ მგო­ნია. მაგ­რამ ვინც მას იც­ნობს, ნამ­დვი­ლად იცის, რომ სწო­რედ ასეა. გი­გი­სა­ვით მშვი­დი და ყვე­ლას გვერ­დში მდგო­მი ადა­მი­ა­ნი მარ­თლაც იშ­ვი­ა­თია და, ალ­ბათ, ამის გა­მოც შე­მიყ­ვარ­და. მა­ლე­ვე დავ­ქორ­წინ­დით - შარ­შან, ზა­ფხულ­ში, მერე კი ბა­თუმ­ში წა­ვე­დით. გიგი სა­ოც­რად ჯან­მრთე­ლი იყო, ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტს მის­დევ­და და - იმი­ტომ. მე­უბ­ნე­ბო­და, ჯერ სტო­მა­ტო­ლოგ­თა­ნაც კი არ დამ­ჭირ­ვე­ბია მის­ვლაო.

კო­ორ­დი­ნა­ცი­ის და­კარ­გვა უცებ და­ე­წყო, ისე, რომ ვერც თა­ვად მიხ­ვდა და ვერც მე, ეს რა იყო. რამ­დენ­ჯერ­მე თავ­ბრუ და­ეხ­ვა, წა­ი­ბორ­ძი­კა და ყო­ველ­თვის რა­ღაც ხუმ­რო­ბა მო­ა­ყო­ლა. მერე კი ბა­თუმ­შიც წა­ვე­დით, ზღვა­ზე, სა­დაც თავ­ბრუს­ხვე­ვა უფრო გა­უხ­შირ­და. ამი­ტომ, რო­გორც კი შინ, თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი, მა­შინ­ვე ექიმ­თან წა­ვე­დით, - ჩემი მე­გობ­რის მამა ნევ­რო­ლო­გია და სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში, მა­შინ­ვე მას მი­ვა­კი­თხეთ. მან გიგი სწორ ხაზ­ზე გა­ა­ტა­რა და რო­დე­საც ნახა, რომ ფეხი აე­რია, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია მოგვ­თხო­ვა: ვფიქ­რობ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი დახ­მა­რე­ბა გჭირ­დე­ბა­თო.

ტო­მოგ­რა­ფი­ამ ისე­თი სუ­რა­თი მოგ­ვცა, სა­შინ­ლად ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ. თუმ­ცა, რომ ვფიქ­რობ, ეს დი­აგ­ნო­ზი, მხო­ლოდ მო­ნა­გო­ნია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც მერე მოხ­და. ტო­მოგ­რა­ფი­ის მი­ხედ­ვით, ექი­მებ­მა გვი­თხრეს, რაც გი­გის ჰქონ­და, მხო­ლოდ ერთი ოპე­რა­ცი­ით გას­წორ­დე­ბო­და და გიგი გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბო­და. თუმ­ცა, დღემ­დე მო­ყო­ლე­ბუ­ლი გი­გის 5 ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და და სულ უფრო უა­რე­სად ხდე­ბა - სა­წოლს მი­ე­ჯაჭ­ვა.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი რას ნიშ­ნავს?

- არა­სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე რომ ვთქვა, არ­ნოლდ ჩი­ა­რის მალ­ფორ­მა­ცია ნიშ­ნავს იმ სი­თხის მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბას, რო­მე­ლიც თავ­სა და ხერ­ხე­მალს შო­რის მოძ­რა­ობს. რო­დე­საც სი­თხის გა­მა­ვა­ლი სა­დი­ნა­რი თავ­ში რო­გორ­ღაც ნა­წი­ლობ­რივ ან სრუ­ლად იკე­ტე­ბა, სი­თხე თავ­ში გროვ­დე­ბა. რაც ცხა­დია, დარ­ღვე­ვებს იწ­ვევს. თუმ­ცა, რო­გორც ექი­მებ­მა გვი­თხრეს, და­ა­ვა­დე­ბის მსუ­ბუქ ფორ­მას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ისე ატა­რებს, რომ არც კი იცის ამის შე­სა­ხებ. გი­გის შე­და­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი ფორ­მა ჰქონ­და, რაც ექი­მე­ბის თქმით, ერთი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ უნდა გას­წო­რე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა ერთ ოპე­რა­ცი­ას მერე კი­დევ ოთხი ოპე­რა­ცია მოჰ­ყვა და ვერ გა­ვი­გე - რა­ტომ. პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გი­გის თავ­ში გრა­ნუ­ლო­ბა აღ­მო­აჩ­ნდა, რისი ოპე­რა­ცი­აც ორ­ჯერ დას­ჭირ­და. პირ­ვე­ლად რომ ამოკ­ვე­თეს, მერე კი­დევ გვი­თხრეს, - გრა­ნუ­ლო­ბა ისევ გა­ი­ზარ­და და ისევ ამოკ­ვე­თა სჭირ­დე­ბაო. მერე კი ტრა­ქე­ას გაჭ­რა და ყელ­ში სტო­მის ჩად­გმა დას­ჭირ­და, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად იკ­ვე­ბოს.

- ეს რა­ტომ მოხ­და? ალო­გი­კუ­რია. თუკი შენს მე­უღ­ლეს თავ­ში გრა­ნუ­ლო­ბა ჰქონ­და, რა­ტომ თა­ვი­დან­ვე არ გა­მოჩ­ნდა ტო­მოგ­რა­ფი­ის სუ­რათ­ში? ან სტო­მის ჩად­გმა რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო?

- არ ვიცი, ვერ ვი­ტყვი. ამ ეტაპ­ზე ექი­მებს ვე­რა­ფერ­ში და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, რად­გან ჩემს უმ­რავ კი­თხვას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გულ­დას­მით გა­მო­ძი­ე­ბა სჭირ­დე­ბა. ახლა კი ამის დრო არ მაქვს, უნდა ვუშ­ვე­ლო გი­გის, რო­მე­ლიც ჩემს თვალ­წინ გა­ნად­გურ­და. მერე კი აუ­ცი­ლებ­ლად და­ვარ­ქმევ სა­ხელს ყვე­ლა­ფერს. უკვე თვე­ე­ბი გა­დის, გი­გის მდგო­მა­რე­ო­ბა სულ უფრო უა­რეს­დე­ბა და რა იწ­ვევს ამას, ამის დი­აგ­ნო­ზი არ არ­სე­ბობს.

- ანუ გი­გის და­ა­ვა­დე­ბის რე­ა­ლუ­რი დი­აგ­ნო­ზი ვერ და­ად­გი­ნეს?

- ვერა, ვერ და­ად­გი­ნეს. ამი­ტომ მისი უცხო­ეთ­ში წაყ­ვა­ნა უნდა შევ­ძლო. რაც ცხა­დია, უძ­ნე­ლე­სია. არც გი­გის მშობ­ლებს და არც არა­ვის აქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. ოჯახ­ში მხო­ლოდ მე მაქვს სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ცხა­დია, ამ ხარ­ჯებს ვერ გას­წვდე­ბა. ამი­ტომ მხო­ლოდ ხალ­ხის იმე­დი მაქვს. თუ, რა თქმა უნდა, ხალ­ხი გი­გის დახ­მა­რე­ბას მო­ინ­დო­მებს.

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:თი­ბი­სი ბან­კი GE53TB7377345061600014.მიმ­ღე­ბი: თე­ო­ნა გურ­გე­ნი­ძე

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი GE81BG0000000279852500.მიმ­ღე­ბი: ეკა­ტე­რი­ნე გურ­გე­ნი­ძე

ტე­ლე­ფო­ნი: 591 969 342

ავ­ტო­რი: ეთერ ერა­ძე

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
12

ნეტა ვის აინტერესებს

ნინო
0

ხალხო დავეხმაროთ ვისაც რა შეგვიძლია-თუნდაც 1 ლარით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"უნდა ვუშველო გიგის, რომელიც ჩემს თვალწინ განადგურდა" - 24 წლის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება სჭირდება

"უნდა ვუშველო გიგის, რომელიც ჩემს თვალწინ განადგურდა" - 24 წლის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება სჭირდება

როდესაც თეკო გურგენიძის გაბზარულ ხმას უსმენ, წამიერად იმაზეც ფიქრობ, რომ ამგვარი ამბავი მხოლოდ წიგნებში ან ფილმებში ხდება, - საყვარელი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად მსგავსი ძალების გამონახვა რეალურად, თითქოს, წარმოუდგენელია. თუმცა - არა, თურმე, რეალობაშიც შეიძლება არსებობდეს სიყვარული, რომლის გამოც, ყველაფერს გააკეთებ, - შეუძლებელსაც კი.

თეკოს გვერდით კი ძალიან მძიმე და გამოუცნობი დაავადებისგან განადგურებული კარგი ბიჭია, - მისი მეუღლე, 24 წლის გიგი გობეჯიშვილი. თეკო და გიგი სულ რამდენიმე თვის წინ დაქორწინდნენ და ბედნიერებაც მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. დღეს სრულიად საღსალამათი ბიჭი საწოლს არის მიჯაჭვული, თეკო კი მისი სიცოცხლისთვის იბრძვის.

თეკო გურგენიძე:- როდესაც გიგიზე ვლაპარაკობ, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ სულაც არ არის ასეთი კარგი, მე რომ მგონია. მაგრამ ვინც მას იცნობს, ნამდვილად იცის, რომ სწორედ ასეა. გიგისავით მშვიდი და ყველას გვერდში მდგომი ადამიანი მართლაც იშვიათია და, ალბათ, ამის გამოც შემიყვარდა. მალევე დავქორწინდით - შარშან, ზაფხულში, მერე კი ბათუმში წავედით. გიგი საოცრად ჯანმრთელი იყო, ბავშვობიდან სპორტს მისდევდა და - იმიტომ. მეუბნებოდა, ჯერ სტომატოლოგთანაც კი არ დამჭირვებია მისვლაო.

კოორდინაციის დაკარგვა უცებ დაეწყო, ისე, რომ ვერც თავად მიხვდა და ვერც მე, ეს რა იყო. რამდენჯერმე თავბრუ დაეხვა, წაიბორძიკა და ყოველთვის რაღაც ხუმრობა მოაყოლა. მერე კი ბათუმშიც წავედით, ზღვაზე, სადაც თავბრუსხვევა უფრო გაუხშირდა. ამიტომ, როგორც კი შინ, თბილისში დავბრუნდი, მაშინვე ექიმთან წავედით, - ჩემი მეგობრის მამა ნევროლოგია და სექტემბრის დასაწყისში, მაშინვე მას მივაკითხეთ. მან გიგი სწორ ხაზზე გაატარა და როდესაც ნახა, რომ ფეხი აერია, კომპიუტერული ტომოგრაფია მოგვთხოვა: ვფიქრობ, რომ სერიოზული დახმარება გჭირდებათო.

ტომოგრაფიამ ისეთი სურათი მოგვცა, საშინლად ვინერვიულეთ. თუმცა, რომ ვფიქრობ, ეს დიაგნოზი, მხოლოდ მონაგონია იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა. ტომოგრაფიის მიხედვით, ექიმებმა გვითხრეს, რაც გიგის ჰქონდა, მხოლოდ ერთი ოპერაციით გასწორდებოდა და გიგი გამოჯანმრთელდებოდა. თუმცა, დღემდე მოყოლებული გიგის 5 ოპერაცია დასჭირდა და სულ უფრო უარესად ხდება - საწოლს მიეჯაჭვა.

- ეს ყველაფერი რას ნიშნავს?

- არასამედიცინო ენაზე რომ ვთქვა, არნოლდ ჩიარის მალფორმაცია ნიშნავს იმ სითხის მოძრაობის შეფერხებას, რომელიც თავსა და ხერხემალს შორის მოძრაობს. როდესაც სითხის გამავალი სადინარი თავში როგორღაც ნაწილობრივ ან სრულად იკეტება, სითხე თავში გროვდება. რაც ცხადია, დარღვევებს იწვევს. თუმცა, როგორც ექიმებმა გვითხრეს, დაავადების მსუბუქ ფორმას უამრავი ადამიანი ისე ატარებს, რომ არც კი იცის ამის შესახებ. გიგის შედარებით სერიოზული ფორმა ჰქონდა, რაც ექიმების თქმით, ერთი ოპერაციის შემდეგ უნდა გასწორებულიყო. თუმცა ერთ ოპერაციას მერე კიდევ ოთხი ოპერაცია მოჰყვა და ვერ გავიგე - რატომ. პირველი ოპერაციის შემდეგ გიგის თავში გრანულობა აღმოაჩნდა, რისი ოპერაციაც ორჯერ დასჭირდა. პირველად რომ ამოკვეთეს, მერე კიდევ გვითხრეს, - გრანულობა ისევ გაიზარდა და ისევ ამოკვეთა სჭირდებაო. მერე კი ტრაქეას გაჭრა და ყელში სტომის ჩადგმა დასჭირდა, რომ ხელოვნურად იკვებოს.

- ეს რატომ მოხდა? ალოგიკურია. თუკი შენს მეუღლეს თავში გრანულობა ჰქონდა, რატომ თავიდანვე არ გამოჩნდა ტომოგრაფიის სურათში? ან სტომის ჩადგმა რატომ გახდა საჭირო?

- არ ვიცი, ვერ ვიტყვი. ამ ეტაპზე ექიმებს ვერაფერში დავადანაშაულებ, რადგან ჩემს უმრავ კითხვას ამასთან დაკავშირებით გულდასმით გამოძიება სჭირდება. ახლა კი ამის დრო არ მაქვს, უნდა ვუშველო გიგის, რომელიც ჩემს თვალწინ განადგურდა. მერე კი აუცილებლად დავარქმევ სახელს ყველაფერს. უკვე თვეები გადის, გიგის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება და რა იწვევს ამას, ამის დიაგნოზი არ არსებობს.

- ანუ გიგის დაავადების რეალური დიაგნოზი ვერ დაადგინეს?

- ვერა, ვერ დაადგინეს. ამიტომ მისი უცხოეთში წაყვანა უნდა შევძლო. რაც ცხადია, უძნელესია. არც გიგის მშობლებს და არც არავის აქვს ამის საშუალება. ოჯახში მხოლოდ მე მაქვს სამსახური, რომელიც ცხადია, ამ ხარჯებს ვერ გასწვდება. ამიტომ მხოლოდ ხალხის იმედი მაქვს. თუ, რა თქმა უნდა, ხალხი გიგის დახმარებას მოინდომებს.

ანგარიშის ნომერი:თიბისი ბანკი GE53TB7377345061600014.მიმღები: თეონა გურგენიძე

საქართველოს ბანკი GE81BG0000000279852500.მიმღები: ეკატერინე გურგენიძე

ტელეფონი: 591 969 342

ავტორი: ეთერ ერაძე

ირინა ტორონჯაძეს "რუსთავი 2"-ზე გადაცემა დაუხურეს - შეეწირა თუ არა "მენტალური ომები" გიორგი ლომინაძის სტუმრობას?

"შევთხოვოთ უფალს, გაგვიხსნას გონება და ჩვენი თავი დავინახოთ" - ილია მეორე

"დიდ შეცდომას ვუშვებთ, პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, ნუ დაიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია" - თენგიზ ცერცვაძე