მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ჩემი ახლობელი ფიქრობს, რომ ბილ გეიტსი კაცობრიობას დაჩიპავს“. როგორ მოვიქცე?
„ჩემი ახლობელი ფიქრობს, რომ ბილ გეიტსი კაცობრიობას დაჩიპავს“. როგორ მოვიქცე?

მოკ­ლე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მათ­თან სა­სა­უბ­როდ, ვი­საც აც­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბის სჯე­რა.

„ვაქ­ცი­ნე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ისი­ნი სა­ერ­თოდ არაა სა­ში­ში. წამ­ში კეთ­დე­ბა!“ არ­წმუ­ნებს ჩიტი მა­რა­ბუ ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბილ (და შე­ში­ნე­ბულ!) ჰი­პო­პო­ტამს 1966 წელს გა­და­ღე­ბულ საბ­ჭო­თა მულ­ტფილმში(opens in a new tab). მას შემ­დეგ 50 წელ­ზე მეტი გა­ვი­და და კო­ვიდ-19-ის გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის დროს ვაქ­ცი­ნე­ბი იმა­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ოდეს­მე ყო­ფი­ლა, მაგ­რამ პროკ­რემ­ლის­ტუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­სი­ჯე­ბი გა­მამ­ხნე­ვებ­ლად სუ­ლაც არ ჟღერს.

პან­დე­მი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ნე­ტის ყვე­ლა­ზე შავ­ბნელ კუ­თხე­ებ­ში ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ გაჩ­ნდა ისე­თი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი მტკი­ცე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა „ბილ გე­იტ­სი ვაქ­ცი­ნებს კა­ცობ­რი­ო­ბის და­სა­ჩი­პად გა­მო­ი­ყე­ნებს“ და მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის პროკ­რემ­ლის­ტურ­მა სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა მათ ახა­ლი იმ­პულ­სი შეს­ძი­ნა. ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია პე­რი­ო­დუ­ლად(opens in a new tab) ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, რაც დაბ­ნე­უ­ლო­ბას იწ­ვევს და ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში არ­სე­ბულ კრი­ზისს კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს.

ბევ­რი ხვდე­ბა, რომ ვაქ­ცი­ნებ­ში Microsoft-ის ჩი­პე­ბის არ­სე­ბო­ბის მტკი­ცე­ბა უბ­რა­ლოდ აბ­სურ­დუ­ლია. მაგ­რამ ხომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას ვერ ხვდე­ბი­ან? რო­გორ უნდა და­ე­ლა­პა­რა­კოთ მათ, ვინც ინ­ტერ­ნეტ­ში წა­ა­წყდა კონ­სპი­რა­ცი­ულ თე­ო­რი­ებს ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და და­ი­ჯე­რა ისი­ნი?

ქვე­მოთ წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა და­გეხ­მა­როთ:

თუ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ან კონ­სპი­რა­ცი­ულ თე­ო­რი­ებს წა­ა­წყდე­ბით, კარ­გი გა­მოც­დი­ლი მე­თო­დი იქ­ნე­ბა ასე­თი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ პლატ­ფორ­მე­ბის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნა, რად­გა­ნაც ეს პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, არ­ღვევს(opens in a new tab) ამ პლატ­ფორ­მე­ბის წე­სებს(opens in a new tab). მსგავ­სი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლა­ზე რე­ა­გი­რე­ბა (თუნ­დაც უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რის და­ტო­ვე­ბა) მხო­ლოდ მის გავ­რცე­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

მაგ­რამ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ, თუ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სჯე­რა და აზი­ა­რებს შეც­დო­მა­ში შემყვან ცნო­ბებ­სა და აშ­კა­რა კონ­სპი­რა­ცი­ულ თე­ო­რი­ებს ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თქვე­ნი ახ­ლო­ბე­ლია – მე­გო­ბა­რი, ნა­თე­სა­ვი ან მე­ზო­ბე­ლი? იმის მტკი­ცე­ბა, რომ პაპი თა­ვის მიმ­დევ­რებს აც­რას სთხოვს გლო­ბა­ლუ­რი ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სამ­სა­ხუ­რის გა­წე­ვის მიზ­ნით, შე­იძ­ლე­ბა სა­სა­ცი­ლო იყოს, მაგ­რამ ამ სა­კი­თხით გულ­წრფე­ლად შე­წუ­ხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის და­ცინ­ვა, აბუ­ჩად აგ­დე­ბა ან მას­ზე გაბ­რა­ზე­ბა სა­პი­რის­პი­რო შე­დეგს გა­მო­იწ­ვევს.

მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ში­შე­ბი და ეჭ­ვე­ბი, რო­მელ­თა წყა­რო შე­საძ­ლოა იყოს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი წუ­ხი­ლი ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბას­თან(opens in a new tab) და­კავ­ში­რე­ბით. სხვე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მოვ­ლე­ნა და მათი მოს­მე­ნის სურ­ვი­ლი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და ეფექ­ტუ­რი სა­უბ­რის გა­სა­ღე­ბია.

აკა­დე­მი­უ­რი კვლე­ვე­ბის(opens in a new tab) მიერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვი­ღებთ არა მხო­ლოდ სა­მეც­ნი­ე­რო ფაქ­ტებ­ზე ან სა­მე­დი­ცი­ნო მო­საზ­რე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, არა­მედ სო­ცი­ა­ლუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის, პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის და მო­რა­ლუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ უსა­ფუძ­ვლო მტკი­ცე­ბებს მხო­ლოდ ცოდ­ნის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო არ იჯე­რე­ბენ.

გა­მო­ცე­მა­ში Nature Human Behaviour(opens in a new tab) 2017 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ამე­რი­კე­ლი მშობ­ლე­ბის ორი დიდი ჯგუ­ფის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­ლინ­და სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კავ­ში­რე­ბი ვაქ­ცი­ნის მი­უ­ღებ­ლო­ბა­სა და მო­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შო­რის. ვაქ­ცი­ნის მი­მართ მა­ღა­ლი მი­უ­ღებ­ლო­ბით გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ა­ნებ­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი მათი ბავ­შვე­ბის „წმინ­და“ სხე­უ­ლებს შე­ბღა­ლავს. მათ ასე­ვე სწამთ, რომ მთავ­რო­ბებ­მა არ უნდა „გა­ა­კონ­ტრო­ლონ“ ინ­დი­ვი­დის ქცე­ვა.

დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის აქ­ტო­რებ­მა საკ­მა­ოდ კარ­გად იცი­ან, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ბო­რო­ტად. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ისე­თი და­უ­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ვაქ­ცი­ნე­ბის უნა­რი, შეც­ვა­ლოს ადა­მი­ა­ნის დნმ(opens in a new tab) ან ის, რომ ისი­ნი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია(opens in a new tab) შიდსით, მა­ლა­რი­ით ან „5G-ის ნა­წი­ლა­კე­ბით“ ემო­ცი­ებ­ზე აპე­ლი­რებს და უგუ­ლე­ბელ­ყოფს ფაქ­ტებს. მსგავ­სი მტკი­ცე­ბე­ბი იყე­ნებს ღრმად გამ­ჯდარ რწმე­ნებს ჩვე­ნი (და ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის) სხე­უ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი „არა­ბუ­ნებ­რი­ვი“, „ბინ­ძუ­რი“ ან „სა­ში­ში“ რა­მის­გან დაც­ვის შე­სა­ხებ, ხოლო ვაქ­ცი­ნე­ბი სწო­რედ ასე­თა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ანა­ლო­გი­უ­რად, მტკი­ცე­ბე­ბი, რომ კო­ვიდ-19-ის ვაქ­ცი­ნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმი­სათ­ვის, რომ „და­ი­ჩი­პოს“ და გა­კონ­ტროლ­დეს კა­ცობ­რი­ო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და პი­როვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გრძნო­ბებ­ზე თა­მაშს (ბო­ლოს­და­ბო­ლოს, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი კო­ლექ­ტი­ვიზ­მის(opens in a new tab) ელე­მენ­ტებს აღ­ძრავს).

პი­როვ­ნე­ბის­თვის რთუ­ლი და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ მისი მო­რა­ლუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა იყოს. შე­ე­ცა­დეთ, წა­ა­ხა­ლი­სოთ კრი­ტი­კუ­ლი თვი­თა­ნა­ლი­ზი ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ში­შე­ბი­სა და შფოთვის შე­სა­ხებ შე­კი­თხვე­ბის დას­მით. და მზად იყა­ვით გან­სჯის გა­რე­შე მო­სას­მე­ნად.

ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, არ სურთ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ან ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ზი­ა­ნის გან­ზრახ მი­ყე­ნე­ბა. რო­გორც ეს ლა­კო­ნუ­რად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ერ­თმა მშო­ბელ­მა TED talk-ში(opens in a new tab), როცა საქ­მე ვაქ­ცი­ნებს ეხე­ბა, მშობ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეში­ნია არას­წო­რი რა­მის გა­კე­თე­ბის“.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის(opens in a new tab) მსხვერ­პლია. ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­გო­რი­ცაა ყვა­ვი­ლი(opens in a new tab) ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში ვკი­თხუ­ლობთ და არა ახა­ლი ამ­ბე­ბის ვებგ­ვერ­დებ­ზე სწო­რედ იმი­ტომ, რომ ისი­ნი ვაქ­ცი­ნე­ბის წყა­ლო­ბით აღ­მო­ი­ფხვრა. თუმ­ცა, ეს ვაქ­ცი­ნის პო­ტენ­ცი­უ­რი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის რისკს (თუნ­დაც მცი­რეს) უფრო „რე­ა­ლურს“ ხდის, ვიდ­რე თა­ვად და­ა­ვა­დე­ბის საფრ­თხეა.

შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი/მე­გო­ბა­რი/მე­ზო­ბე­ლი ასე­ვე ფიქ­რობ­დეს? და­ა­ვა­დე­ბა­ზე მე­ტად ვაქ­ცი­ნის ეში­ნო­დეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ და­ა­ვა­დე­ბა უფრო შო­რე­უ­ლი საფრ­თხე ჰგო­ნია? მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა იმას, რომ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის აქ­ტო­რე­ბი, მათ შო­რის, პროკ­რემ­ლის­ტუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ტე­ლი­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ მტკი­ცე­ბებს, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ამ გრძნო­ბებს აღ­ვი­ვებს. მა­გა­ლი­თად, აცხა­დე­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის კრი­ზი­სი შე­იქ­მნა მე­დი­ის მიერ ან დიდი ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მათი ბიზ­ნეს-ინ­ტე­რე­სე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

სა­ერ­თო პო­ზი­ცი­ის გა­მო­ნახ­ვა (იმე­დია) სა­ზი­ა­რო სა­ჭი­რო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე ჯან­მრთე­ლო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დი­ა­ლო­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აჩენს. მო­ე­რი­დეთ „უარ­ყო­ფე­ბის სე­რი­ას“, რა­მაც ან­ტა­გო­ნიზ­მამ­დე და გაბ­რა­ზე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­გიყ­ვა­ნოთ. შე­ე­ცა­დეთ, და­ამ­ყა­როთ კავ­ში­რი ემო­ცი­ურ და პი­როვ­ნულ დო­ნე­ზე. რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი „სწო­რი რა­მის“ გა­კე­თე­ბა, როცა საქ­მე ვაქ­ცი­ნებს ეხე­ბა? იმის აღი­ა­რე­ბა, რომ თქვენ მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ღელ­ვებთ, ძლი­ე­რი სტი­მუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მათ­თვის, რომ სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბებს გა­და­ხე­დონ. პი­რა­დი ის­ტო­რი­ე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ ხართ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ (და თქვენ შე­გიძ­ლი­ათ, უფრო მეტი შე­ი­ტყოთ ვაქ­ცი­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ ზო­მებ­ზე(opens in a new tab)) ხში­რად მე­ტად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ვიდ­რე აბ­სტრაქ­ტუ­ლი მსჯე­ლო­ბა. ამის გა­კე­თე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ის ზე­რე­ლე გაც­ნო­ბა­საც შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვეს იმ ადა­მი­ა­ნებ­შიც კი, რომ­ლებ­საც კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ის დი­დად არ სჯე­რათ.

ამას წი­ნათ ატ­ლან­ტი­კურ­მა საბ­ჭომ(opens in a new tab) გა­მო­აქ­ვეყ­ნა კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვით აც­რის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა კლას­ტე­რე­ბი უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვან ნა­რა­ტი­ვებს იყე­ნე­ბენ ონ­ლა­ინ, ვიდ­რე აც­რის მომ­ხრე­თა კლას­ტე­რე­ბი. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ: აც­რის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მტკი­ცე­ბე­ბი იშ­ვი­ა­თად ეხე­ბა მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნებს. ისი­ნი მო­ი­ცავს უფრო ფარ­თო სა­კი­თხებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია (ალ­ტერ­ნა­ტი­ულ) ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და ზო­გად კე­თილ­დღე­ო­ბას­თან. რო­გორც ასე­თი, ისი­ნი უფრო ფარ­თო ქსელს ქმნი­ან, ვიდ­რე ვაქ­ცი­ნე­ბის დამ­ცველ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მეც­ნი­ე­რო მო­ნა­ცე­მებ­ზე და ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი.

მა­გა­ლი­თად, „ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი(opens in a new tab)“ მე­დი­ცი­ნის Facebook-გვერ­დი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლებ­ზეა მი­მარ­თუ­ლი, მტკი­ცე­ბე­ბის მთელ სე­რი­ას აკე­თებს და კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნებს „სა­შიშ“ ნა­ნო­ნა­წი­ლა­კებ­სა და 5G ტექ­ნო­ლო­გი­ას უკავ­ში­რებს. იგი­ვე გვერ­დი აი­ურ­ვე­დუ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­ოც­რე­ბებს და კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის ყა­ვის უპი­რა­ტე­სო­ბებს უწევს პრო­პა­გან­დას.

ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყავა ან აი­ურ­ვე­და აუ­ცი­ლებ­ლად მავ­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსგავ­სი თე­მე­ბი აქვთ გა­მო­წე­რი­ლი, შე­იძ­ლე­ბა გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი და მავ­ნე ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვის საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­დნენ. ამას­თა­ნა­ვე, თუ ბევ­რი ხალ­ხი მი­იჩ­ნევს გარ­კვე­ულ იდე­ებს ჭეშ­მა­რი­ტე­ბად, უფრო დი­დია ალ­ბა­თო­ბა, რომ ჩვენც გა­ვი­ზი­ა­როთ მათი შე­ხე­დუ­ლე­ბა(opens in a new tab). ამი­ტომ, კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე თა­ნა­მო­აზ­რე­თა გა­რე­მოც­ვა­ში („ბუშ­ტში“) ყოფ­ნა ხელს უწყობს მსგავ­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას ჩვენს აზ­როვ­ნე­ბა­ში.

თუ თქვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი ან მე­გო­ბა­რი მსგავს „ალ­ტერ­ნა­ტი­ულ“ ბუშ­ტშია, მი­ე­ცით მას სტი­მუ­ლი, რომ გა­მო­ი­წე­როს გვერ­დე­ბი და მო­ი­წო­ნოს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ინ­ტე­რე­სო, სან­დო და ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ კონ­ტენტს აზი­ა­რე­ბენ. მეც­ნი­ე­რებ­თან, აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­თან, და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან, ფაქ­ტე­ბის გა­დამ­მოწ­მებ­ლებ­თან და მსგავს ჯგუ­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის კარ­გი გზაა, მათ შო­რის ვაქ­ცი­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­სპი­რა­ცი­ულ თე­ო­რი­ებს იზი­ა­რე­ბენ, ხში­რად სა­კუ­თარ თავს კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვა არაა, რომ პროკ­რემ­ლის­ტუ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა RT სა­კუ­თარ აუ­დი­ტო­რი­ას „მეტი შე­კი­თხვე­ბის“ დას­მის­კენ მო­უ­წო­დებს.

მაგ­რამ რო­გორც BBC-ის ეს სტა­ტია(opens in a new tab) მარ­თე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნავს, ეჭ­ვის შე­ტა­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აზ­რის გა­ჩე­ნის გზაა. მი­ზა­ნი სხვა ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სის ან სკეპ­ტი­ციზ­მის გაქ­რო­ბა კი არა, არა­მედ იმის შეც­ვლაა, თუ რის მი­მართ არი­ან ისი­ნი ინ­ტე­რე­სით ან სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბილ­ნი. და ეს შე­კი­თხვე­ბის დას­მით უნდა და­ვი­წყოთ.

კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბი კომ­პლექ­სურ რე­ა­ლო­ბებს ზო­გად და ვრცელ კონ­ტუ­რებ­ში ხა­ტავს, ხსნის „ყვე­ლა­ფერს“ და ყვე­ლა შე­საძ­ლო შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხებს ერ­თბა­შად იძ­ლე­ვა. რო­გორც სო­ცი­ო­ლო­გი ჯონ გა­ნი­ო­ნი(opens in a new tab) ამ­ტკი­ცებს, „მეც­ნი­ე­რულ თე­ო­რი­ა­სა და კონ­სპი­რა­ცი­ულ თე­ო­რი­ას შო­რის გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ მეც­ნი­ე­რულ თე­ო­რი­ა­ში აქა-იქ სი­ცა­რი­ე­ლეა“. გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის ხა­ნა­ში, კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი „ყვე­ლაფ­რის მცოდ­ნე“ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი შფოთვის მოხ­სნის სა­შუ­ა­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ადა­მი­ა­ნი სა­ეჭ­ვო წყა­რო­ებს ცოდ­ნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბის(opens in a new tab) და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა იყე­ნებ­დეს.

ამას გარ­და, დე­ზინ­ფორ­მა­ცია არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი, არა­მედ კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბი­თაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გლო­ბა­ლუ­რი ინ­დექ­სის(opens in a new tab) თა­ნახ­მად, ათა­სო­ბით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ულ ვებ­სა­იტს ყო­ველ­წლი­უ­რად მე­ო­თხედ მი­ლი­არდ დო­ლარს უხ­დი­ან რეკ­ლა­მე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ­თან ბევ­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრენ­დის რეკ­ლა­მას ათავ­სე­ბენ. ვაქ­ცი­ნე­ბის ნაც­ვლად, „ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი“ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ვებ­სა­ი­ტე­ბი ხში­რად სა­ეჭ­ვო საკ­ვებ და­ნა­მა­ტებს უკე­თე­ბენ რეკ­ლა­მას და ვი­ზი­ტო­რე­ბის­გან პირ­და­პი­რი ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის ნახ­ვას ცდი­ლო­ბენ. დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის აქ­ტო­რებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გა­მომ­წე­რე­ბიც შე­იძ­ლე­ბა „ფუ­ლად აქ­ცი­ონ“ ან რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი გა­მორ­ჩე­ნის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ.

ჰკი­თხეთ თა­ნა­მო­სა­უბ­რეს, ვის ენ­დო­ბა ვაქ­ცი­ნებ­თან და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და რა­ტომ. უბიძ­გეთ და­ფიქ­რდნენ იმა­ზე, თუ რო­გორ ეძე­ბენ და აფა­სე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მათ შო­რის, კრი­ტი­კუ­ლად გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ აც­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა მო­ტი­ვე­ბი.

თუ ამ ნა­ბი­ჯებს მიყ­ვე­ბით, შე­საძ­ლოა, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სა­უ­ბა­რი გა­მო­გი­ვი­დეთ და სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­იყ­ვა­ნოთ თქვე­ნი მე­გო­ბა­რი ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი ლა­ბი­რინ­თი­დან. მაგ­რამ შე­დე­გის სწრა­ფად მი­ღე­ბის იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ.

ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და გრძნო­ბე­ბი ღრმად პი­რა­დუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რია და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ერთ დღე­ში არ შე­იც­ვლე­ბა. ამას გარ­და, რო­გორც ჰა­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ქი­მი­ის დარ­გებ­ში, მარკ ლორ­ჩი(opens in a new tab) აღ­ნიშ­ნავს, ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­უ­სა­ბა­მო­ბებს აჩენს ჩვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში, რაც ემო­ცი­ურ დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს. ასე რომ, ძა­ლი­ან თუ შე­უ­ტევთ, არ­სე­ბობს რის­კი, რომ თა­ნა­მო­სა­უბ­რე სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გა­მარ­თლე­ბას შე­ეც­დე­ბა და ამით თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში უფრო მე­ტად დარ­წმუნ­დე­ბა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

გა­მო­ი­ჩი­ნეთ თა­ნა­მო­სა­უბ­რი­სად­მი თა­ნაგ­რძნო­ბა მა­ში­ნაც კი, თუ თქვენ კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ის მი­მართ მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თად ხართ გან­წყო­ბი­ლი და უკვე ამით და­დე­ბით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენთ გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის მიერ გა­მოწ­ვე­ულ რთულ და მშფოთ­ვა­რე ატ­მოს­ფე­რო­ში.

და წარ­მა­ტე­ბას თუ მი­აღ­წევთ, ყო­ველ­თვის შე­გიძ­ლი­ათ, აჩ­ვე­ნოთ მე­გო­ბარს, ახ­ლო­ბელს ან მე­ზო­ბელს მულ­ტფილ­მი ჰი­პო­პო­ტამ­ზე. გახ­სოვ­დეთ, ვაქ­ცი­ნე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ისი­ნი სა­ერ­თოდ არაა სა­ში­ში!

წყა­რო: https://euvsdisinfo.eu

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
niko
0

რიგითი მოქალაქების გასაგონათ: ვის რაში აინტერესებს თქვენი გამოშტერებული თავი ჩიპი რომ ჩაგისვან ერთი ეგ აგვიხსენით. 

ქეთი
0

1 წელი გავიდა და ერთი წამალიც კი არ დაურეგისტრირებიათ ამ ვირუსის წინააღმდეგ,მე ეს საკითხი უფრო მაინტერესებს ვიდრე ამ ვაქცინაზე კონსპიროლოგიური თეორიები. ასტრაზენიკაზე ხალხს სისხლის კოაგულაცია დაერღვათ და ეს ვაქცინის ბრალი არ არისო,საცდელ ვაქცინაზე იძახიან არ უწერია გვერდით ეფექტებშიო,სცდით და მინიმუმ 2 წელი კიდევ უნდა დააკვირდნენ რა გვერდითი მოვლენები ექნება,თვითომ უჭირთ აზროვნება და სხვაც გონებაშეზღუდული ჰგონიათ.აცრიდან მინიმუმ 2წელი სჭირდება ამ გვერდითი მოვლენების გამოვლინებას, თვითონაც არ იციან რა და როგორ იქნება და ეს თურმე ესეც კონსპიროლოგიურ თეორიაში შედის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

„ჩემი ახლობელი ფიქრობს, რომ ბილ გეიტსი კაცობრიობას დაჩიპავს“. როგორ მოვიქცე?

„ჩემი ახლობელი ფიქრობს, რომ ბილ გეიტსი კაცობრიობას დაჩიპავს“. როგორ მოვიქცე?

მოკლე სახელმძღვანელო მათთან სასაუბროდ, ვისაც აცრის საწინააღმდეგო კონსპირაციული თეორიების სჯერა.

„ვაქცინები ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი საერთოდ არაა საშიში. წამში კეთდება!“ არწმუნებს ჩიტი მარაბუ ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ (და შეშინებულ!) ჰიპოპოტამს 1966 წელს გადაღებულ საბჭოთა მულტფილმში(opens in a new tab). მას შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა და კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის დროს ვაქცინები იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მაგრამ პროკრემლისტური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მესიჯები გამამხნევებლად სულაც არ ჟღერს.

პანდემიის განმავლობაში ინტერნეტის ყველაზე შავბნელ კუთხეებში ვაქცინების შესახებ გაჩნდა ისეთი დაუსაბუთებელი მტკიცებები, როგორიცაა „ბილ გეიტსი ვაქცინებს კაცობრიობის დასაჩიპად გამოიყენებს“ და მასობრივი ინფორმაციის პროკრემლისტურმა საშუალებებმა მათ ახალი იმპულსი შესძინა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია პერიოდულად(opens in a new tab) ვრცელდება სოციალურ მედიაში, რაც დაბნეულობას იწვევს და ჯანდაცვის სფეროში არსებულ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს.

ბევრი ხვდება, რომ ვაქცინებში Microsoft-ის ჩიპების არსებობის მტკიცება უბრალოდ აბსურდულია. მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ხვდებიან? როგორ უნდა დაელაპარაკოთ მათ, ვინც ინტერნეტში წააწყდა კონსპირაციულ თეორიებს ვაქცინებთან დაკავშირებით და დაიჯერა ისინი?

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ:

თუ სოციალურ მედიაში ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ან კონსპირაციულ თეორიებს წააწყდებით, კარგი გამოცდილი მეთოდი იქნება ასეთი პუბლიკაციების შესახებ პლატფორმებისთვის შეტყობინების გაგზავნა, რადგანაც ეს პუბლიკაციები, დიდი ალბათობით, არღვევს(opens in a new tab) ამ პლატფორმების წესებს(opens in a new tab). მსგავსი შინაარსის მასალაზე რეაგირება (თუნდაც უარყოფითი კომენტარის დატოვება) მხოლოდ მის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ადამიანი, რომელსაც სჯერა და აზიარებს შეცდომაში შემყვან ცნობებსა და აშკარა კონსპირაციულ თეორიებს ვაქცინებთან დაკავშირებით, თქვენი ახლობელია – მეგობარი, ნათესავი ან მეზობელი? იმის მტკიცება, რომ პაპი თავის მიმდევრებს აცრას სთხოვს გლობალური ფარმაკოლოგიური კომპანიებისთვის სამსახურის გაწევის მიზნით, შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ ამ საკითხით გულწრფელად შეწუხებული ადამიანის დაცინვა, აბუჩად აგდება ან მასზე გაბრაზება საპირისპირო შედეგს გამოიწვევს.

მიღებული განათლების მიუხედავად, ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ შიშები და ეჭვები, რომელთა წყარო შესაძლოა იყოს საფუძვლიანი წუხილი ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან(opens in a new tab) დაკავშირებით. სხვების მიმართ პატივისცემის გამოვლენა და მათი მოსმენის სურვილი შინაარსობრივი და ეფექტური საუბრის გასაღებია.

აკადემიური კვლევების(opens in a new tab) მიერ დადასტურებულია, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა მხოლოდ სამეცნიერო ფაქტებზე ან სამედიცინო მოსაზრებებზე დაყრდნობით, არამედ სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების, პირადი გამოცდილებების და მორალური შეხედულებების გათვალისწინებითაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ვაქცინებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო მტკიცებებს მხოლოდ ცოდნის ნაკლებობის გამო არ იჯერებენ.

გამოცემაში Nature Human Behaviour(opens in a new tab) 2017 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც ამერიკელი მშობლების ორი დიდი ჯგუფის შესწავლის საფუძველზე გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირები ვაქცინის მიუღებლობასა და მორალურ ღირებულებებს შორის. ვაქცინის მიმართ მაღალი მიუღებლობით გამორჩეულ ადამიანებზე გავლენას ახდენს შეხედულებები, რომ ვაქცინები მათი ბავშვების „წმინდა“ სხეულებს შებღალავს. მათ ასევე სწამთ, რომ მთავრობებმა არ უნდა „გააკონტროლონ“ ინდივიდის ქცევა.

დეზინფორმაციის აქტორებმა საკმაოდ კარგად იციან, როგორ გამოიყენონ ასეთი შეხედულებები ბოროტად. სოციალურ მედიაში გავრცელებული ისეთი დაუსაბუთებული მტკიცებები, როგორიცაა ვაქცინების უნარი, შეცვალოს ადამიანის დნმ(opens in a new tab) ან ის, რომ ისინი დაბინძურებულია(opens in a new tab) შიდსით, მალარიით ან „5G-ის ნაწილაკებით“ ემოციებზე აპელირებს და უგულებელყოფს ფაქტებს. მსგავსი მტკიცებები იყენებს ღრმად გამჯდარ რწმენებს ჩვენი (და ჩვენი ბავშვების) სხეულების ნებისმიერი „არაბუნებრივი“, „ბინძური“ ან „საშიში“ რამისგან დაცვის შესახებ, ხოლო ვაქცინები სწორედ ასეთადაა წარმოდგენილი.

ანალოგიურად, მტკიცებები, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ „დაიჩიპოს“ და გაკონტროლდეს კაცობრიობა მიზნად ისახავს თავისუფლებისა და პიროვნული დამოუკიდებლობის გრძნობებზე თამაშს (ბოლოსდაბოლოს, ვაქცინაციის პროგრამები კოლექტივიზმის(opens in a new tab) ელემენტებს აღძრავს).

პიროვნებისთვის რთული და არასასიამოვნო პროცესი იქნება იმის გაცნობიერება, რომ მისი მორალური შეხედულებები მანიპულაციის შედეგი შეიძლება იყოს. შეეცადეთ, წაახალისოთ კრიტიკული თვითანალიზი ვაქცინებთან დაკავშირებული შიშებისა და შფოთვის შესახებ შეკითხვების დასმით. და მზად იყავით განსჯის გარეშე მოსასმენად.

ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს, დიდი ალბათობით, არ სურთ საკუთარი თავისთვის ან ახლობლებისთვის ზიანის განზრახ მიყენება. როგორც ეს ლაკონურად ჩამოაყალიბა ერთმა მშობელმა TED talk-ში(opens in a new tab), როცა საქმე ვაქცინებს ეხება, მშობლების უმეტესობას „განსაკუთრებულად ეშინია არასწორი რამის გაკეთების“.

შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინები საკუთარი წარმატების(opens in a new tab) მსხვერპლია. ისეთი დაავადებების შესახებ, როგორიცაა ყვავილი(opens in a new tab) ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ და არა ახალი ამბების ვებგვერდებზე სწორედ იმიტომ, რომ ისინი ვაქცინების წყალობით აღმოიფხვრა. თუმცა, ეს ვაქცინის პოტენციური გვერდითი ეფექტების რისკს (თუნდაც მცირეს) უფრო „რეალურს“ ხდის, ვიდრე თავად დაავადების საფრთხეა.

შეიძლება თქვენი ახლობელი/მეგობარი/მეზობელი ასევე ფიქრობდეს? დაავადებაზე მეტად ვაქცინის ეშინოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაავადება უფრო შორეული საფრთხე ჰგონია? მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ დეზინფორმაციის აქტორები, მათ შორის, პროკრემლისტური მედიასაშუალებები და მათთან დაკავშირებული სატელიტები ავრცელებენ მტკიცებებს, რომლებიც სწორედ ამ გრძნობებს აღვივებს. მაგალითად, აცხადებენ, რომ კორონავირუსის კრიზისი შეიქმნა მედიის მიერ ან დიდი ფარმაკოლოგიური კომპანიების მიერ მათი ბიზნეს-ინტერესების განსახორციელებლად.

საერთო პოზიციის გამონახვა (იმედია) საზიარო საჭიროების თაობაზე ჯანმრთელობასთან მიმართებაში საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დიალოგის შესაძლებლობას აჩენს. მოერიდეთ „უარყოფების სერიას“, რამაც ანტაგონიზმამდე და გაბრაზებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. შეეცადეთ, დაამყაროთ კავშირი ემოციურ და პიროვნულ დონეზე. რატომ არის მნიშვნელოვანი „სწორი რამის“ გაკეთება, როცა საქმე ვაქცინებს ეხება? იმის აღიარება, რომ თქვენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაღელვებთ, ძლიერი სტიმული შეიძლება იყოს მათთვის, რომ საკუთარ შეხედულებებს გადახედონ. პირადი ისტორიები იმის შესახებ, თუ რატომ ხართ თავდაჯერებულად განწყობილი ვაქცინების მიმართ (და თქვენ შეგიძლიათ, უფრო მეტი შეიტყოთ ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე(opens in a new tab)) ხშირად მეტად დამაჯერებელი შეიძლება იყოს, ვიდრე აბსტრაქტული მსჯელობა. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, რადგანაც კონსპირაციული თეორიის ზერელე გაცნობასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს იმ ადამიანებშიც კი, რომლებსაც კონსპირაციული თეორიის დიდად არ სჯერათ.

ამას წინათ ატლანტიკურმა საბჭომ(opens in a new tab) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით აცრის მოწინააღმდეგეთა კლასტერები უფრო მრავალფეროვან ნარატივებს იყენებენ ონლაინ, ვიდრე აცრის მომხრეთა კლასტერები. მარტივად რომ ვთქვათ: აცრის მოწინააღმდეგეთა მტკიცებები იშვიათად ეხება მხოლოდ ვაქცინებს. ისინი მოიცავს უფრო ფართო საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია (ალტერნატიულ) ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობასთან. როგორც ასეთი, ისინი უფრო ფართო ქსელს ქმნიან, ვიდრე ვაქცინების დამცველთა ტრადიციული ისტორიები, რომლებიც სამეცნიერო მონაცემებზე და ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაკეთებულ განცხადებებზეა კონცენტრირებული.

მაგალითად, „ალტერნატიული(opens in a new tab)“ მედიცინის Facebook-გვერდი, რომელიც უკრაინელებზეა მიმართული, მტკიცებების მთელ სერიას აკეთებს და კორონავირუსის ვაქცინებს „საშიშ“ ნანონაწილაკებსა და 5G ტექნოლოგიას უკავშირებს. იგივე გვერდი აიურვედული მედიცინის საოცრებებს და კიბოთი დაავადებულთათვის ყავის უპირატესობებს უწევს პროპაგანდას.

ეს არ ნიშნავს, რომ ყავა ან აიურვედა აუცილებლად მავნებელია, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც სოციალურ ქსელში მსგავსი თემები აქვთ გამოწერილი, შეიძლება გაუცნობიერებლად ვაქცინების შესახებ შეცდომაში შემყვანი და მავნე ინფორმაციის ნახვის საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ. ამასთანავე, თუ ბევრი ხალხი მიიჩნევს გარკვეულ იდეებს ჭეშმარიტებად, უფრო დიდია ალბათობა, რომ ჩვენც გავიზიაროთ მათი შეხედულება(opens in a new tab). ამიტომ, კონსპირაციული თეორიისა და დეზინფორმაციის საკითხებზე თანამოაზრეთა გარემოცვაში („ბუშტში“) ყოფნა ხელს უწყობს მსგავსი შეხედულებების დამკვიდრებას ჩვენს აზროვნებაში.

თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარი მსგავს „ალტერნატიულ“ ბუშტშია, მიეცით მას სტიმული, რომ გამოიწეროს გვერდები და მოიწონოს იმ ადამიანების გვერდები, რომლებიც საინტერესო, სანდო და ფაქტებზე დაფუძნებულ კონტენტს აზიარებენ. მეცნიერებთან, აკადემიურ წრეებთან, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან, ფაქტების გადამმოწმებლებთან და მსგავს ჯგუფებთან დაკავშირება დეზინფორმაციის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავების კარგი გზაა, მათ შორის ვაქცინებთან მიმართებაში.

ადამიანები, რომლებიც კონსპირაციულ თეორიებს იზიარებენ, ხშირად საკუთარ თავს კრიტიკულად მოაზროვნეებად მიიჩნევენ. უბრალო დამთხვევა არაა, რომ პროკრემლისტური დეზინფორმაციის მედიასაშუალება RT საკუთარ აუდიტორიას „მეტი შეკითხვების“ დასმისკენ მოუწოდებს.

მაგრამ როგორც BBC-ის ეს სტატია(opens in a new tab) მართებულად აღნიშნავს, ეჭვის შეტანა ფაქტობრივად რაციონალური აზრის გაჩენის გზაა. მიზანი სხვა ადამიანის ინტერესის ან სკეპტიციზმის გაქრობა კი არა, არამედ იმის შეცვლაა, თუ რის მიმართ არიან ისინი ინტერესით ან სკეპტიკურად განწყობილნი. და ეს შეკითხვების დასმით უნდა დავიწყოთ.

კონსპირაციული თეორიები კომპლექსურ რეალობებს ზოგად და ვრცელ კონტურებში ხატავს, ხსნის „ყველაფერს“ და ყველა შესაძლო შეკითხვაზე პასუხებს ერთბაშად იძლევა. როგორც სოციოლოგი ჯონ განიონი(opens in a new tab) ამტკიცებს, „მეცნიერულ თეორიასა და კონსპირაციულ თეორიას შორის განსხვავება ისაა, რომ მეცნიერულ თეორიაში აქა-იქ სიცარიელეა“. გლობალური პანდემიის ხანაში, კონსპირაციული თეორიების მიერ შემოთავაზებული „ყველაფრის მცოდნე“ თავდაჯერებულობა ყოველდღიური შფოთვის მოხსნის საშუალება შეიძლება გახდეს. გაითვალისწინეთ, ადამიანი საეჭვო წყაროებს ცოდნის მოთხოვნილების(opens in a new tab) დასაკმაყოფილებლად შეიძლება იყენებდეს.

ამას გარდა, დეზინფორმაცია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კომერციული მიზნებითაც გამოიყენება. დეზინფორმაციის გლობალური ინდექსის(opens in a new tab) თანახმად, ათასობით დეზინფორმაციულ ვებსაიტს ყოველწლიურად მეოთხედ მილიარდ დოლარს უხდიან რეკლამების ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც მათთან ბევრი პოპულარული ბრენდის რეკლამას ათავსებენ. ვაქცინების ნაცვლად, „ალტერნატიული“ სამკურნალო საშუალებების მხარდამჭერი ვებსაიტები ხშირად საეჭვო საკვებ დანამატებს უკეთებენ რეკლამას და ვიზიტორებისგან პირდაპირი ფინანსური სარგებლის ნახვას ცდილობენ. დეზინფორმაციის აქტორებმა სოციალური მედიის გამომწერებიც შეიძლება „ფულად აქციონ“ ან რეპუტაციული გამორჩენისთვის გამოიყენონ.

ჰკითხეთ თანამოსაუბრეს, ვის ენდობა ვაქცინებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და რატომ. უბიძგეთ დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ ეძებენ და აფასებენ ინფორმაციას, მათ შორის, კრიტიკულად გააანალიზონ აცრის საწინააღმდეგო შეტყობინებების გამავრცელებელთა მოტივები.

თუ ამ ნაბიჯებს მიყვებით, შესაძლოა, შინაარსობრივი საუბარი გამოგივიდეთ და საბოლოოდ გამოიყვანოთ თქვენი მეგობარი ან ახლობელი ადამიანი კონსპირაციული ლაბირინთიდან. მაგრამ შედეგის სწრაფად მიღების იმედი ნუ გექნებათ.

ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ ჩვენი შეხედულებები და გრძნობები ღრმად პირადული და კომპლექსურია და დიდი ალბათობით, ერთ დღეში არ შეიცვლება. ამას გარდა, როგორც ჰალის უნივერსიტეტის პროფესორი კომუნიკაციისა და ქიმიის დარგებში, მარკ ლორჩი(opens in a new tab) აღნიშნავს, ახალი მტკიცებულებები შეუსაბამობებს აჩენს ჩვენს შეხედულებებში, რაც ემოციურ დისკომფორტს იწვევს. ასე რომ, ძალიან თუ შეუტევთ, არსებობს რისკი, რომ თანამოსაუბრე საკუთარი პოზიციის გამართლებას შეეცდება და ამით თავის შეხედულებებში უფრო მეტად დარწმუნდება საწინააღმდეგო მტკიცებულებების მიუხედავად.

გამოიჩინეთ თანამოსაუბრისადმი თანაგრძნობა მაშინაც კი, თუ თქვენ კონსპირაციული თეორიის მიმართ მკვეთრად უარყოფითად ხართ განწყობილი და უკვე ამით დადებით გავლენას მოახდენთ გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ და მშფოთვარე ატმოსფეროში.

და წარმატებას თუ მიაღწევთ, ყოველთვის შეგიძლიათ, აჩვენოთ მეგობარს, ახლობელს ან მეზობელს მულტფილმი ჰიპოპოტამზე. გახსოვდეთ, ვაქცინები ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი საერთოდ არაა საშიში!

წყარო: https://euvsdisinfo.eu