სამხედრო
მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის და როგორ უწყობს ხელს საკონკურსო პროექტი "დიდგორელი" განათლებას?
რა არის და როგორ უწყობს ხელს საკონკურსო პროექტი "დიდგორელი" განათლებას?

კომ­პა­ნია „არემ­ჯის“ გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ხდე­ბა

კომ­პა­ნია "არემ­ჯის“ მხარ­და­ჭე­რით, მე­სა­მე წე­ლია, რაც პრო­ექ­ტი „დიდ­გო­რე­ლი“ ტარ­დე­ბა. „დიდ­გო­რე­ლი“ თეთ­რი­წყა­როს, ბოლ­ნი­სი­სა და დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტია. კონ­კურ­სი ის­ტო­რი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად და მას­ში რო­მელ­შიც მე-10, მე-11 და მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. „დიდ­გო­რე­ლის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს სამ­თო მომ­პო­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნია „არემ­ჯი“ 6-თვი­ან სტი­პენ­დი­ას უნიშ­ნავს.

პან­დე­მი­ის გამო, პრო­ექ­ტმა საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი­დან ღია სივ­რცე­შიც გა­და­ი­ნაც­ვლა. 2020 წელს „დიდ­გო­რელს“სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ექ­სკურ­სი­ე­ბის სა­ხით ახა­ლი კომ­პო­ნენ­ტი - „დიდ­გო­რე­ლის ტური“ და­ე­მა­ტა, რომ­ლის მი­ზა­ნიც სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა და ად­გილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბის მო­წყო­ბაა.

პრო­ექ­ტი „დიდ­გო­რე­ლის“ შე­სა­ხებ AMBEBI.GE თა­ვად პრო­ექ­ტის იდე­ის ავ­ტორს, ის­ტო­რი­კოსს და მკვლე­ვარს ლე­ვან ჟვა­ნი­ას ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, რო­დი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი დიდ­გო­რე­ლი და რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ის?

- „დიდ­გო­რე­ლი“ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტია, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც 2019 წელს და­ი­წყო. პრო­ექ­ტი ის­ტო­რი­ით მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბა­სა და ზო­გა­დად, ის­ტო­რი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ „დიდ­გო­რე­ლის“ ზო­გა­დი მი­ზა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ეს ის­ტო­რი­ის სას­კო­ლო კონ­კურ­სია. მთა­ვა­რი და უპირ­ვე­ლე­სი ჩვენ­თვის მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბაა.

- თქვენ პრო­ექ­ტი "დიდ­გო­რე­ლის" იდე­ის ავ­ტო­რი ბრძან­დე­ბით. შე­გიძ­ლი­ათ, მოგ­ვიყ­ვეთ, რო­გორ და­გე­ბა­დათ მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იდეა და რა იყო/არის ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რის გა­მოც ის და­ა­ფუძ­ნეთ?

- მე ის­ტო­რი­კო­სი და ის­ტო­რი­ის პე­და­გო­გი ვარ. 2003 წელს, რო­დე­საც ის­ტო­რი­ულ­ზე ჩა­ბა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, ზოგს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი ცოტა არ იყოს, გა­უკ­ვირ­და, რად­გა­ნაც სკო­ლა­ში ყვე­ლა სა­განს ძა­ლი­ან კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, ჩემს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ელოდ­ნენ, რად­გა­ნაც მა­ში­ნაც ის­ტო­რია „პო­პუ­ლა­რულ“ სა­გა­ნად და სპე­ცი­ა­ლო­ბად არ ით­ვლე­ბო­და. ალ­ბათ ამი­ტომ, მომ­დევ­ნო წელს, პა­რა­ლე­ლუ­რად მე­ო­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ჩა­ვა­ბა­რე, სხვა ე.წ. „პო­პუ­ლა­რულ“ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა, მე ის­ტო­რი­კო­სად დავ­რჩი და ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­აა... მი­უ­ხე­და­ვად გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი­სა, დღემ­დე ის­ტო­რია შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, „მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან“ საგ­ნად ით­ვლე­ბა, რაც ყო­ველ­თვის ძლი­ერ მა­წუ­ხებ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სკო­ლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ოლიმ­პი­ა­და და კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა, თუმ­ცა ასე­თი მას­შტა­ბი­სა და მსგავ­სი ის­ტო­რი­ის კონ­კურ­სი აქამ­დე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ უკვე მინ­დო­და ასე­თი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, თუმ­ცა ვერ შევ­ძე­ლი და მერე, სა­ბო­ლო­ოდ, კომ­პა­ნია „არემ­ჯის“ დახ­მა­რე­ბით 2019 წელს ეს პრო­ექ­ტი და­ვი­წყეთ, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე სხვა­დას­ხვა უწყე­ბას წარ­ვუდ­გი­ნეთ. „დიდ­გო­რელ­მა“ მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და შე­სა­ბა­მი­სად, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც არ და­ვა­ყოვ­ნეთ.

„დიდ­გო­რე­ლის“ და­წყე­ბამ­დე არა­ერ­თხელ გა­ვი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცია თეთ­რი­წყა­რო­სა და მან­გლი­სის მიტ­რო­პო­ლიტ­თან, მე­უ­ფე ანა­ნი­ას­თან, - სა­ო­ცარ ადა­მი­ან­თან და ის­ტო­რი­კოს­თან, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო თეთ­რი­წყა­რო­ში „დიდ­გო­რე­ლის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის საქ­მე­ში, რაც ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

რო­გო­რია მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლი­თაც „დიდ­გო­რე­ლი“ ტარ­დე­ბა? თავ­და­პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრო­ექ­ტი მე-10, მე-11 და მე-12 კლა­სე­ლე­ბის­თვის ტარ­დე­ბა. ის სიმ­ბო­ლუ­რად თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ვი­წყეთ, ვი­ნა­ი­დან დიდ­გო­რის ველი სწო­რედ ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს. „დიდ­გო­რე­ლი“ შედ­გე­ბა რამ­დე­ნი­მე ტუ­რის­გან, პირ­ვე­ლი - ეს არის შიდა სას­კო­ლო ტუ­რე­ბი, ამ ტურ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა 121 სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე მოს­წავ­ლე, რომ­ლებ­მაც მე­ო­რე ტურ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თუმ­ცა, მე­ო­რე ტუ­რამ­დე, ჩვენ შევ­ხვდით მათ პე­და­გო­გებს და სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს, კი­დევ ერთხელ მკა­ფი­ოდ გა­ვა­ცა­ნით კონ­კურ­სის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, გა­და­ვე­ცით 400 კი­თხვა, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლი იყო მე­ცხრე კლა­სის სა­ხემ­ძღვა­ნე­ლო­ზე დაყ­რდნო­ბით და ვუ­თხა­რით, რომ სა­კონ­კურ­სო კი­თხვე­ბი სწო­რედ ამ კი­თხვე­ბი­დან იქ­ნე­ბო­და. ვთხო­ვეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ე­ყე­ნი­ბი­ნათ დარ­ჩე­ნი­ლი სამი კვი­რა და მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ მოს­წავ­ლე­ე­ბი. რო­დე­საც ჩა­ვა­ტა­რეთ მე­ო­რე ტური, მი­ვი­ღეთ გა­სა­ო­ცა­რი შე­დე­გი, მოს­წავ­ლე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა, რაც იმ სამი კვი­რის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. მოს­წავ­ლე­ებ­მა არ და­ი­ზა­რეს და ზოგ­მა და­ვი­წყე­ბუ­ლი მა­სა­ლა გა­იხ­სე­ნა, ზოგ­მა კი, რაც არ უს­წავ­ლია, ის ის­წავ­ლა. ასე გაგ­რძელ­და ფი­ნა­ლამ­დე, შე­სა­ბა­მი­სად, „დიდ­გო­რე­ლის“ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი - ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა მიღ­წე­უ­ლია. ჩვენ ამ პრინ­ცი­პით ჩა­ვა­ტა­რეთ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და ასე ვა­ტა­რებთ დმა­ნის­შიც, თუმ­ცა, დმა­ნის­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე გვაქვს, კერ­ძოდ: მოს­წავ­ლე­ებს, გარ­და იმ 400 კი­თხვი­სა, გა­და­ვე­ცით ვა­სილ ბარ­ნო­ვის, ლე­ვან გო­თუ­ას და არ­ტურ ლა­ის­ტის ისე­თი მო­თხრო­ბე­ბი და წე­რი­ლი, რო­გო­რი­ცაა „ის­ნის ცის­კა­რი“, „გოხ­ნა­რის დევი“, „კრწა­ნი­სის სევ­და“, „პირ­ვე­ლად ილი­ას­თან“. მათ ვუ­თხა­რით, რომ სა­ტეს­ტო კი­თხვე­ბი იქ­ნე­ბო­და ამ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­და­ნაც, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მოს­წავ­ლემ რამ­დენ­ჯერ­მე წა­ი­კი­თხა ყვე­ლა მო­თხრო­ბა და მე­ო­რე ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩით მათი შე­დე­გე­ბით. ვფიქ­რობთ, რომ „დიდ­გო­რე­ლის­თვის“ ეს კომ­პო­ნენ­ტი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, მოს­წავ­ლე­ე­ბი უკვე და­ინ­ტე­რეს­დნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი მწერ­ლე­ბით. ამ კომ­პო­ნენტს უფრო დავ­ხვე­წთ მო­მა­ვალ­ში და ის „დიდ­გო­რე­ლის­თვის“ ერთ-ერთი ძლი­ე­რი მხა­რე იქ­ნე­ბა.

"დმა­ნის­ში "დიდ­გო­რე­ლის" მე­სა­მე ტური უკვე დას­რულ­და, სამ ფი­ნა­ლისტს წა­სა­კი­თხად გა­და­ვე­ცით ვა­სილ ბარ­ნო­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რო­მა­ნი "ტრფო­ბა წა­მე­ბუ­ლი". ამ რო­მა­ნი­და­ნაც იქ­ნე­ბა სა­ფი­ნა­ლო კი­თხვე­ბი. 12 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა ფი­ნა­ლი და "დიდ­გო­რე­ლის" კი­დევ ერთი სტი­პენ­დი­ან­ტი გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

- რა­ტომ შე­ირ­ჩა "დიდ­გო­რე­ლის­თვის" თავ­და­პირ­ვე­ლად კონ­კრე­ტუ­ლად ის რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც ის ტარ­დე­ბა?

- ჩვენ ვი­ნა­ი­დან ამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექტს „დიდ­გო­რე­ლი“ ვუ­წო­დეთ და ვი­ნა­ი­დან დიდ­გო­რი სწო­რედ ქვე­მო ქარ­თლში, კონ­კრე­ტუ­ლად, თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს, ამი­ტომ კონ­კურ­სი თეთ­რი­წყა­რო­ში და­ვი­წყეთ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, კონ­კურ­სი ყვე­ლა­სათ­ვის უფა­სოა, აგ­რეთ­ვე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე იღებს სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რებს, წიგ­ნებს, მე­და­ლი­ო­ნებს და ა.შ. გა­მარ­ჯვე­ბულს ენიშ­ნე­ბა ექ­ვსთვი­ა­ნი სტი­პენ­დია (თვე­ში 100 ლარი), მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­სუ­ლებს გა­და­ე­ცე­მათ ერთჯე­რა­დი ფუ­ლა­დი ჯილ­დო­ე­ბი, აგ­რეთ­ვე, მე­სა­მე ტურ­ში 20-მდე სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე მოს­წავ­ლე იღებს სხვა­დას­ხვა ფა­სი­ან სა­ჩუქ­რებს, აქვთ სა­ინ­ტე­რე­სო ტური ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უმ­ში, მე­რაბ კოს­ტა­ვას სახლ-მუ­ზე­უმ­ში და ა.შ. ამ ყვე­ლა­ფერს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გვყავს არა­ერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი, ვერ გა­ვა­კე­თებ­დით, რომ არა ჩვე­ნი გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი კომ­პა­ნია „არემ­ჯი“. რო­გორც კი „არემ­ჯიმ“ კონ­კურ­სის შე­სა­ხებ გა­ი­გო, მა­შინ­ვე და­ინ­ტე­რეს­და და მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით ჩვენ უკვე ასე­უ­ლო­ბით მოს­წავ­ლე გა­ვა­ხა­რეთ, წა­ვა­ხა­სი­ლეთ და უფრო მე­ტად და­ვა­ინ­ტე­რე­სეთ ის­ტო­რი­ი­თა და არა­მარ­ტო ის­ტო­რი­ით.

- კი­დევ რა არის თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- ჩვენ არა­ერ­თი მი­ზა­ნი გვაქვს, მალე კონ­კურ­სი ჩა­ტარ­დე­ბა მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის - მე-7, მე-8 და მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, უამ­რავ პე­და­გოგს, მშო­ბელს და მოს­წავ­ლეს აქვს „დიდ­გო­რე­ლის“ ამ სა­ფე­ხურ­ში ჩა­ტა­რე­ბის სურ­ვი­ლი. აგ­რეთ­ვე, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის დე­პარ­ტა­მენ­ტთან, მათი ექ­სპერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით ვა­პი­რებთ სა­ტე­ლე­ფო­ნო აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მნას. ვი­ცით, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხის თა­მა­შე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, ყვე­ლას აქვს ინ­ტერ­ნე­ტი და ტე­ლე­ფო­ნი. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ მათ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ერ­თგვარ „თა­მაშს“ შევ­თა­ვა­ზებთ და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ „დიდ­გო­რე­ლის“ აპ­ლი­კა­ცი­აც გვექ­ნე­ბა. ეს იქ­ნე­ბა „დიდ­გო­რე­ლის“ აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც სა­სარ­გებ­ლო და სა­ჭი­რო ცოდ­ნას მის­ცემს მოს­წავ­ლე­ებს.

- ახ­სე­ნეთ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­აც. ზო­გა­დად, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზა­ზე რა სირ­თუ­ლე­ებს ხვდე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით, პან­დე­მი­ამ რა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი შე­გიქ­მნათ და რო­გორ უმკლავ­დე­ბით მათ?

- ვი­ნა­ი­დან სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და პრაქ­ტი­კუ­ლად, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მთელ ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლა გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, „არემ­ჯის“ მხარ­და­ჭე­რით კი­დევ ერთი ახა­ლი კომ­პო­ნენ­ტი მო­ვი­ფიქ­რეთ. „დიდ­გო­რე­ლის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, თეთ­რი­წყა­რო­ე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ. მათ ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის ეზო­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცია მო­ის­მი­ნეს და რა თქმა უნდა, და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ის; გარ­და ამი­სა, ნა­ხეს გერ­მა­ნუ­ლი ბოლ­ნი­სი. ბოლ­ნის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის „დიდ­გო­რე­ლებს“ რაც შე­ე­ხე­ბა, ისი­ნი თეთ­რი­წყა­რო­ში, მან­გლის­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ და მან­გლი­სის სი­ო­ნი, უძ­ვე­ლე­სი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტა­ძა­რი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეთ. მოს­წავ­ლე­ებ­მა იქაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცია მო­ის­მი­ნეს ტაძ­რი­სა და იმ პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ, როცა ის აშენ­და. ასე რომ, ვი­ნა­ი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო კლა­სებ­ში ვერ შე­დი­ოდ­ნენ, ჩვენ ღია სივ­რცე გა­მო­ვი­ყე­ნეთ და მათ მა­ინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა შევ­თა­ვა­ზეთ. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს ამ შემ­თხვე­ვა­ში ის­ტო­რი­ის წიგ­ნებ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბიც გა­და­ვე­ცით.

- რა როლს ას­რუ­ლებს პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში თა­ვად "არემ­ჯი" და რა არის ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რის გა­მოც სამ­თო მომ­პო­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნია მსგავს პრო­ექ­ტშია ჩარ­თუ­ლი?

- ცნო­ბი­ლია, რომ „არემ­ჯი“ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექტს, ეს მხო­ლოდ „დიდ­გო­რელს“ არ ეხე­ბა - „არემ­ჯის­თვის“ მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბებს შო­რი­საა გა­ნათ­ლე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მხარ­და­ჭე­რა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ შემ­თხვე­ვა­შიც „არემ­ჯი“ „დიდ­გო­რე­ლის“ მხარ­დამ­ჭე­რია. პრაქ­ტი­კუ­ლად, რომ არა ეს მხარ­და­ჭე­რა, პირ­და­პირ რომ ვთქვათ, ალ­ბათ, ეს დიდი ხნის ოც­ნე­ბა ვერ ახ­დე­ბო­და და „დიდ­გო­რელს“ ვერც და­ვი­წყებ­დით - ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ხომ ყვე­ლას­თვის უფა­სოა, ყვე­ლა იღებს სა­ჩუ­ქარს, გა­ი­ცე­მა სტი­პენ­დი­ე­ბი და ა.შ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, „არემ­ჯის“ გა­რე­შე „დიდ­გო­რელს“ ასე­თი ფორ­მით ვერ და­ვი­წყებ­დით... ჩვენ გვაქვს თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და მალე იქაც ჩა­ვა­ტა­რებთ „დიდ­გო­რელს. სა­ბო­ლო­ოდ ჩვე­ნი ოც­ნე­ბაა, რომ „დიდ­გო­რე­ლი“ სა­ყო­ველ­თაო გახ­დეს და მთელ ქვე­ყა­ნა­ში ერ­თი­ა­ნად ჩა­ტარ­დეს. აგ­რეთ­ვე, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვაქვს ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ „დიდ­გო­რე­ლის“ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფორ­მა­ტიც ვი­ხი­ლოთ. ჩვენ გვჯე­რა, რომ „არემ­ჯი“ მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა ჩვე­ნი „დიდ­გო­რე­ლის“ სპონ­სო­რი და ათი­ა­თა­სო­ბის „დიდ­გო­რე­ლის“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე გვე­ყო­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა არის და როგორ უწყობს ხელს საკონკურსო პროექტი "დიდგორელი" განათლებას?

რა არის და როგორ უწყობს ხელს საკონკურსო პროექტი "დიდგორელი" განათლებას?

კომპანია „არემჯის“ გენერალური სპონსორობით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში კონკურსში მონაწილე სკოლის მოსწავლეების წახალისება ხდება

კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით, მესამე წელია, რაც პროექტი „დიდგორელი“ ტარდება. „დიდგორელი“ თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროექტია. კონკურსი ისტორიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და მასში რომელშიც მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. „დიდგორელის“ გამარჯვებულებს სამთო მომპოვებელი კომპანია „არემჯი“ 6-თვიან სტიპენდიას უნიშნავს.

პანდემიის გამო, პროექტმა საკლასო ოთახებიდან ღია სივრცეშიც გადაინაცვლა. 2020 წელს „დიდგორელს“საგანმანათლებლო ექსკურსიების სახით ახალი კომპონენტი - „დიდგორელის ტური“ დაემატა, რომლის მიზანიც სხვადასხვა ისტორიული ადგილების მონახულება და ადგილზე საქართველოს ისტორიის შესახებ ლექცია-სემინარების მოწყობაა.

პროექტი „დიდგორელის“ შესახებ AMBEBI.GE თავად პროექტის იდეის ავტორს, ისტორიკოსს და მკვლევარს ლევან ჟვანიას ესაუბრა.

- ბატონო ლევან, როდიდან ხორციელდება პროექტი დიდგორელი და რას ემსახურება ის?

- „დიდგორელი“ საგანმანათლებლო პროექტია, რომლის განხორციელებაც 2019 წელს დაიწყო. პროექტი ისტორიით მოსწავლე-ახალგაზრდობის მეტად დაინტერესებასა და ზოგადად, ისტორიის პოპულარიზაციას ემსახურება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „დიდგორელის“ ზოგადი მიზანი განათლების ხელშეწყობაა, კონკრეტულად კი, ეს ისტორიის სასკოლო კონკურსია. მთავარი და უპირველესი ჩვენთვის მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებაა.

- თქვენ პროექტი "დიდგორელის" იდეის ავტორი ბრძანდებით. შეგიძლიათ, მოგვიყვეთ, როგორ დაგებადათ მისი განხორციელების იდეა და რა იყო/არის ის მთავარი მიზანი, რის გამოც ის დააფუძნეთ?

- მე ისტორიკოსი და ისტორიის პედაგოგი ვარ. 2003 წელს, როდესაც ისტორიულზე ჩაბარება გადავწყვიტე, ზოგს ჩემი არჩევანი ცოტა არ იყოს, გაუკვირდა, რადგანაც სკოლაში ყველა საგანს ძალიან კარგად ვსწავლობდი, ჩემს ამ გადაწყვეტილებას არ ელოდნენ, რადგანაც მაშინაც ისტორია „პოპულარულ“ საგანად და სპეციალობად არ ითვლებოდა. ალბათ ამიტომ, მომდევნო წელს, პარალელურად მეორე უნივერსიტეტშიც ჩავაბარე, სხვა ე.წ. „პოპულარულ“ სპეციალობაზე, თუმცა, მე ისტორიკოსად დავრჩი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიაა... მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, დღემდე ისტორია შეიძლება ითქვას, „მეორეხარისხოვან“ საგნად ითვლება, რაც ყოველთვის ძლიერ მაწუხებდა. მოგეხსენებათ, სკოლებში ძალიან ბევრი ოლიმპიადა და კონკურსი ტარდება, თუმცა ასეთი მასშტაბისა და მსგავსი ისტორიის კონკურსი აქამდე არ ჩატარებულა. ძალიან დიდი ხნის წინ უკვე მინდოდა ასეთი აქტივობის განხორციელება, თუმცა ვერ შევძელი და მერე, საბოლოოდ, კომპანია „არემჯის“ დახმარებით 2019 წელს ეს პროექტი დავიწყეთ, რომელიც მანამდე სხვადასხვა უწყებას წარვუდგინეთ. „დიდგორელმა“ მოწონება დაიმსახურა და შესაბამისად, განხორციელებაც არ დავაყოვნეთ.

„დიდგორელის“ დაწყებამდე არაერთხელ გავიარეთ კონსულტაცია თეთრიწყაროსა და მანგლისის მიტროპოლიტთან, მეუფე ანანიასთან, - საოცარ ადამიანთან და ისტორიკოსთან, რომელიც აქტიურად ჩაერთო თეთრიწყაროში „დიდგორელის“ განხორციელების საქმეში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

როგორია მექანიზმი, რომლითაც „დიდგორელი“ ტარდება? თავდაპირველი გადაწყვეტილებით, პროექტი მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებისთვის ტარდება. ის სიმბოლურად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დავიწყეთ, ვინაიდან დიდგორის ველი სწორედ ამ მუნიციპალიტეტში მდებარეობს. „დიდგორელი“ შედგება რამდენიმე ტურისგან, პირველი - ეს არის შიდა სასკოლო ტურები, ამ ტურმა გამოავლინა 121 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებმაც მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, მეორე ტურამდე, ჩვენ შევხვდით მათ პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავაცანით კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია, გადავეცით 400 კითხვა, რომელიც შედგენილი იყო მეცხრე კლასის სახემძღვანელოზე დაყრდნობით და ვუთხარით, რომ საკონკურსო კითხვები სწორედ ამ კითხვებიდან იქნებოდა. ვთხოვეთ, მაქსიმალურად გამოეყენიბინათ დარჩენილი სამი კვირა და მოემზადებინათ მოსწავლეები. როდესაც ჩავატარეთ მეორე ტური, მივიღეთ გასაოცარი შედეგი, მოსწავლეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან მაღალი შედეგი აჩვენა, რაც იმ სამი კვირის მოსამზადებელი პერიოდის დამსახურება იყო. მოსწავლეებმა არ დაიზარეს და ზოგმა დავიწყებული მასალა გაიხსენა, ზოგმა კი, რაც არ უსწავლია, ის ისწავლა. ასე გაგრძელდა ფინალამდე, შესაბამისად, „დიდგორელის“ მთავარი მიზანი - ცოდნის გაღრმავება მიღწეულია. ჩვენ ამ პრინციპით ჩავატარეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში და ასე ვატარებთ დმანისშიც, თუმცა, დმანისში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, კერძოდ: მოსწავლეებს, გარდა იმ 400 კითხვისა, გადავეცით ვასილ ბარნოვის, ლევან გოთუას და არტურ ლაისტის ისეთი მოთხრობები და წერილი, როგორიცაა „ისნის ცისკარი“, „გოხნარის დევი“, „კრწანისის სევდა“, „პირველად ილიასთან“. მათ ვუთხარით, რომ სატესტო კითხვები იქნებოდა ამ ნაწარმოებებიდანაც, შესაბამისად, ყველა მოსწავლემ რამდენჯერმე წაიკითხა ყველა მოთხრობა და მეორე ტურის დასრულების შემდეგ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩით მათი შედეგებით. ვფიქრობთ, რომ „დიდგორელისთვის“ ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია, მოსწავლეები უკვე დაინტერესდნენ აღნიშნული მწერლებით. ამ კომპონენტს უფრო დავხვეწთ მომავალში და ის „დიდგორელისთვის“ ერთ-ერთი ძლიერი მხარე იქნება.

"დმანისში "დიდგორელის" მესამე ტური უკვე დასრულდა, სამ ფინალისტს წასაკითხად გადავეცით ვასილ ბარნოვის ძალიან საინტერესო რომანი "ტრფობა წამებული". ამ რომანიდანაც იქნება საფინალო კითხვები. 12 მარტს გაიმართება ფინალი და "დიდგორელის" კიდევ ერთი სტიპენდიანტი გამოვლინდება.

- რატომ შეირჩა "დიდგორელისთვის" თავდაპირველად კონკრეტულად ის რეგიონები, სადაც ის ტარდება?

- ჩვენ ვინაიდან ამ საგანმანათლებლო პროექტს „დიდგორელი“ ვუწოდეთ და ვინაიდან დიდგორი სწორედ ქვემო ქართლში, კონკრეტულად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ამიტომ კონკურსი თეთრიწყაროში დავიწყეთ. როგორც ცნობილია, კონკურსი ყველასათვის უფასოა, აგრეთვე, აბსოლუტურად ყველა მონაწილე იღებს სამახსოვრო საჩუქრებს, წიგნებს, მედალიონებს და ა.შ. გამარჯვებულს ენიშნება ექვსთვიანი სტიპენდია (თვეში 100 ლარი), მეორე და მესამე ადგილზე გასულებს გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი ჯილდოები, აგრეთვე, მესამე ტურში 20-მდე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე იღებს სხვადასხვა ფასიან საჩუქრებს, აქვთ საინტერესო ტური ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ოკუპაციის მუზეუმში, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში და ა.შ. ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ გვყავს არაერთი მხარდამჭერი, ვერ გავაკეთებდით, რომ არა ჩვენი გენერალური სპონსორი კომპანია „არემჯი“. როგორც კი „არემჯიმ“ კონკურსის შესახებ გაიგო, მაშინვე დაინტერესდა და მისი დამსახურებით ჩვენ უკვე ასეულობით მოსწავლე გავახარეთ, წავახასილეთ და უფრო მეტად დავაინტერესეთ ისტორიითა და არამარტო ისტორიით.

- კიდევ რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩვენ არაერთი მიზანი გვაქვს, მალე კონკურსი ჩატარდება მეორე საფეხურის მოსწავლეებისთვის - მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის, უამრავ პედაგოგს, მშობელს და მოსწავლეს აქვს „დიდგორელის“ ამ საფეხურში ჩატარების სურვილი. აგრეთვე, ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტთან, მათი ექსპერტების დახმარებით ვაპირებთ სატელეფონო აპლიკაციის შექმნას. ვიცით, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სახის თამაშებით არიან დაინტერესებულნი, ყველას აქვს ინტერნეტი და ტელეფონი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ განათლების მიღებაზე ორიენტირებულ ერთგვარ „თამაშს“ შევთავაზებთ და გარკვეული პერიოდის შემდეგ „დიდგორელის“ აპლიკაციაც გვექნება. ეს იქნება „დიდგორელის“ აპლიკაცია, რომელიც სასარგებლო და საჭირო ცოდნას მისცემს მოსწავლეებს.

- ახსენეთ კორონავირუსის პანდემიაც. ზოგადად, პროექტის განხორციელების გზაზე რა სირთულეებს ხვდებით, განსაკუთრებით, პანდემიამ რა დაბრკოლებები შეგიქმნათ და როგორ უმკლავდებით მათ?

- ვინაიდან სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა და პრაქტიკულად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთელ ქვეყანაში სწავლა გაჩერებული იყო, „არემჯის“ მხარდაჭერით კიდევ ერთი ახალი კომპონენტი მოვიფიქრეთ. „დიდგორელის“ მონაწილეები, თეთრიწყაროელი მოსწავლეები ბოლნისის მუნიციპალიტეტში წავიყვანეთ. მათ ბოლნისის სიონის ეზოში ძალიან საინტერესო ლექცია მოისმინეს და რა თქმა უნდა, დაათვალიერეს ის; გარდა ამისა, ნახეს გერმანული ბოლნისი. ბოლნისში ჩატარებული კონკურსის „დიდგორელებს“ რაც შეეხება, ისინი თეთრიწყაროში, მანგლისში წავიყვანეთ და მანგლისის სიონი, უძველესი და ძალიან მნიშვნელოვანი ტაძარი დავათვალიერებინეთ. მოსწავლეებმა იქაც ძალიან საინტერესო ლექცია მოისმინეს ტაძრისა და იმ პერიოდის შესახებ, როცა ის აშენდა. ასე რომ, ვინაიდან მოსწავლეები სასწავლო კლასებში ვერ შედიოდნენ, ჩვენ ღია სივრცე გამოვიყენეთ და მათ მაინც მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო აქტივობა შევთავაზეთ. გარდა ამისა, ყველა მონაწილეს ამ შემთხვევაში ისტორიის წიგნებთან ერთად სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრებიც გადავეცით.

- რა როლს ასრულებს პროექტის განხორციელებაში თავად "არემჯი" და რა არის ის მთავარი მიზანი, რის გამოც სამთო მომპოვებელი კომპანია მსგავს პროექტშია ჩართული?

- ცნობილია, რომ „არემჯი“ ძალიან აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს, ეს მხოლოდ „დიდგორელს“ არ ეხება - „არემჯისთვის“ მთავარ მიმართულებებს შორისაა განათლების, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის მხარდაჭერა. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც „არემჯი“ „დიდგორელის“ მხარდამჭერია. პრაქტიკულად, რომ არა ეს მხარდაჭერა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ალბათ, ეს დიდი ხნის ოცნება ვერ ახდებოდა და „დიდგორელს“ ვერც დავიწყებდით - ამ კონკურსში მონაწილეობა ხომ ყველასთვის უფასოა, ყველა იღებს საჩუქარს, გაიცემა სტიპენდიები და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, „არემჯის“ გარეშე „დიდგორელს“ ასეთი ფორმით ვერ დავიწყებდით... ჩვენ გვაქვს თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია და მალე იქაც ჩავატარებთ „დიდგორელს. საბოლოოდ ჩვენი ოცნებაა, რომ „დიდგორელი“ საყოველთაო გახდეს და მთელ ქვეყანაში ერთიანად ჩატარდეს. აგრეთვე, მოლაპარაკებები გვაქვს ერთ-ერთ ტელევიზიასთან და შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ „დიდგორელის“ სატელევიზიო ფორმატიც ვიხილოთ. ჩვენ გვჯერა, რომ „არემჯი“ მომავალშიც იქნება ჩვენი „დიდგორელის“ სპონსორი და ათიათასობის „დიდგორელის“ წარმატებული მონაწილე გვეყოლება.

Stack - საქმიანი ადამიანებისთვის შექმნილი ქართული ინტერნეტბრაუზერი, რომელიც უპირობოდ ზრუნავს თქვენი პროდუქტიულობის გაზრდაზე

„ჩემი ახლობელი ფიქრობს, რომ ბილ გეიტსი კაცობრიობას დაჩიპავს“. როგორ მოვიქცე?

გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორებთან შეხვედრისთვის, სტარტაპების რეგისტრაცია დაიწყო