პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობამ ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას" - რა წერია საქართველოს მეგობრების ღია წერილში
"მთავრობამ ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას" - რა წერია საქართველოს მეგობრების ღია წერილში

ღრმად გვა­ღელ­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წამ­ყვა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის შტაბ-ბი­ნა­ში შეჭ­რა­სა და მისი ლი­დე­რის და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ, - ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია ღია წე­რილ­ში, სა­თა­უ­რით : "სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბის ღია წე­რი­ლი მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­თან და­კავ­ში­რე­ბით".

"ჩვენ, ხელ­მომ­წერ­ნი, თავს სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბად ვთვლით, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის დროს შექ­მნი­ლი გა­სა­ჭი­რის დროს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი გამ­ძლე­ო­ბით, მათი მო­წო­დე­ბით, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით.

მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბებს და პო­ზი­ტი­ურ ნა­ბი­ჯებს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ღრმად გვა­ღელ­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წამ­ყვა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის შტაბ-ბი­ნა­ში შეჭ­რა­სა და მისი ლი­დე­რის და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ. მისი არ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბელს გახ­დის ბოლო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შექ­მნი­ლი ჩი­ხი­დან გა­მოს­ვლას, რა­მაც ოპო­ზი­ცი­ის მიერ პარ­ლა­მენ­ტის ბო­ი­კო­ტი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი არ არის ჯან­სა­ღი დე­მოკ­რა­ტი­ის ნი­შა­ნი. მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი არამ­ხო­ლოდ აფერ­ხებს პროგ­რესს უსაფრ­თხო­ე­ბის, ეკო­ნო­მი­კი­სა და გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის დროს ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში, არა­მედ, აგ­რეთ­ვე, აზი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს, რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რი რო­გორც პარტნი­ო­რი­სა და ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლი ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯ­სა და რე­პუ­ტა­ცი­ას. მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით მხო­ლოდ მოს­კოვ­ში არი­ან კმა­ყო­ფილ­ნი,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სი არ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტებს შე­ი­ცავ­დეს.

"ჩვენ ყვე­ლას გვეს­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი არ შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტებს. არ­ჩე­ულ­მა მთავ­რო­ბებ­მა უნდა შე­ას­რუ­ლონ სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის მის­წრა­ფე­ბე­ბი და სა­კუ­თა­რი დრო და ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­უთ­მონ იმ პო­ლი­ტი­კას, რომ­ლებ­საც ისი­ნი მხარს უჭერ­დნენ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში.

არ­ჩე­ულ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კო­სებს უფ­ლე­ბა აქვთ სა­მარ­თლი­ა­ნად და ღიად გა­ნა­ცხა­დონ სა­კუ­თა­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ ასე­ვე მო­ვუ­წო­დებთ მათ, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სხვა პო­ტენ­ცი­უ­რი მე­დი­ა­ტო­რე­ბის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­სა­მარ­თად, რაც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

მშვი­დო­ბი­ა­ნი გზე­ბი­თა და ლე­გა­ლუ­რი არ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კა­მა­თის გა­და­წყვე­ტით სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წინსვლას ყვე­ლა მხა­რემ უნდა შე­უ­წყოს ხელი.

მათი სა­ერ­თო მი­ზა­ნი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი უნდა იყოს, რო­მე­ლიც ყვე­ლა ამომ­რჩევ­ლის სურ­ვილს ასა­ხავს და შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხრი­დან სრუ­ლი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მთავ­რო­ბამ, რო­გორც ხელ­მძღვა­ნელ­მა ძა­ლამ, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი უნდა გა­დად­გას.

"სა­ქარ­თვე­ლომ დე­მოკ­რა­ტი­ის წინა ტეს­ტებს გა­უძ­ლო. წარ­სულ­ში არ­სე­ბულ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­ში, მის­მა ლი­დე­რებ­მა უკან და­ი­ხი­ეს და არ გა­დად­გეს უკი­დუ­რე­სი ნა­ბი­ჯე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო ამ­ჟა­მად არის კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში, რა­საც ზო­გი­ერ­თი აღ­წერს, რო­გორც “ ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი”. მთავ­რო­ბამ, რო­გორც ხელ­მძღვა­ნელ­მა ძა­ლამ, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი უნდა გა­დად­გას. ეს ხელს შე­უ­წყობს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბის ძა­ლის­ხმე­ვას, რომ­ლის მი­ზა­ნიც კომ­პრო­მი­სის მიღ­წე­ვაა, რა­საც ჩვენ მტკი­ცედ ვუ­ჭერთ მხარს. უახ­ლე­სი მოვ­ლე­ნე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ას კი­დევ უფრო სას­წრა­ფოს ხდის. დრო არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია!

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს, ნუ გაფ­ლან­გა­ვენ ეს კე­თილ­გან­წყო­ბა და გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­ან­თი ერ­თგუ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის, დი­ა­ლო­გი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მი­სად­მი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბი, აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბი, მზად არი­ან, დახ­მა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის, თუმ­ცა ერ­თა­დერ­თი ხან­გრძლი­ვი გა­და­წყვე­ტა, შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ძა­ლის­ხმე­ვით იმის­თვის, რომ გა­და­არ­ჩი­ნონ ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია და მისი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი.

წე­რი­ლის ხელ­მომ­წე­რებს შო­რის არი­ან:

იან ბონ­დი, ევ­რო­პუ­ლი რე­ფორ­მე­ბის ცენ­ტრი; მე­თიუ ბრა­ი­ზა, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წის მო­ად­გი­ლე ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში; კერი კა­ვა­ნაუ, კენ­ტუ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი; ლუკ კოფი, მემ­კვიდ­რე­ო­ბის ფონ­დი; სვან­ტე კორ­ნე­ლი, ცენ­ტრა­ლუ­რი აზია-კავ­კა­სი­ის ინ­სტი­ტუ­ტი, ამე­რი­კის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის საბ­ჭო; უი­ლი­ამ კორტნი, აშშ-ს ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში; ლარი და­ი­მონ­დი, სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, პიერ ეკ­ლუნ­დი, ევ­რო­კავ­ში­რის ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში; ფრენ­სის ფუ­კუ­ია­მა, სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი; ალექ­სან­დრა ჰოლ ჰოლი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში; გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი ბენ ჰო­ჯე­სი, ევ­რო­პა­ში აშშ-ის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი, გლენ ჰო­ვარ­დი, ჯე­იმსთა­უ­ნის ფონ­დი; ტო­მას ჰენ­დრიკ ილ­ვე­სი, ეს­ტო­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი; ჯო­ნა­თან კაცი, აშ-ის გერ­მა­ნი­ის მარ­შა­ლის ფონ­დი, იან კელი, ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში; ლორა თორნ­ტო­ნი, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სა­არ­ჩევ­ნო დახ­მა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტი და NDI Georgia-ს ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი; კურტ ვოლ­კე­რი, აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი ნა­ტო­ში; კე­ნეტ ია­ლო­ვი­ცი, აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სხვე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
221
დაგვანებეთ რა თავი..!! 30 წლის წინ კომუნისტების უღლიდან გამოვედით და 30 წელია ესენი გვმართავენ..აღარ უნდა დაგვადგეს საშველი?
.
231

ეს დაკრეჭილი ხალხი სად მოაგროვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მთავრობამ ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას" - რა წერია საქართველოს მეგობრების ღია წერილში

"მთავრობამ ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას" - რა წერია საქართველოს მეგობრების ღია წერილში

ღრმად გვაღელვებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება წამყვანი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში შეჭრასა და მისი ლიდერის დაპატიმრების შესახებ, - ამის შესახებ აღნიშნულია ღია წერილში, სათაურით : "საქართველოს მეგობრების ღია წერილი მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით".

"ჩვენ, ხელმომწერნი, თავს საქართველოს მეგობრებად ვთვლით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებული ვართ საქართველოს ისტორიის დროს შექმნილი გასაჭირის დროს ქართველი ხალხის მიერ გამოჩენილი გამძლეობით, მათი მოწოდებით, შეინარჩუნონ საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით.

მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს და პოზიტიურ ნაბიჯებს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

ღრმად გვაღელვებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება წამყვანი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში შეჭრასა და მისი ლიდერის დაპატიმრების შესახებ. მისი არ გათავისუფლება შეუძლებელს გახდის ბოლო არჩევნების შემდეგ შექმნილი ჩიხიდან გამოსვლას, რამაც ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირება გამოიწვია. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი. მიმდინარე მოვლენები არამხოლოდ აფერხებს პროგრესს უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური პანდემიის დროს ჯანდაცვის საკითხების გადაწყვეტაში, არამედ, აგრეთვე, აზიანებს საქართველოს, რეგიონში სტაბილური როგორც პარტნიორისა და ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისადმი ერთგული ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და რეპუტაციას. მიმდინარე მოვლენებით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილნი,“- აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორები დემოკრატიის მშენებლობის პროცესი არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების დაკავების ფაქტებს შეიცავდეს.

"ჩვენ ყველას გვესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება შეიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაკავების ფაქტებს. არჩეულმა მთავრობებმა უნდა შეასრულონ საკუთარი ამომრჩევლის მისწრაფებები და საკუთარი დრო და ყურადღება უნდა დაუთმონ იმ პოლიტიკას, რომლებსაც ისინი მხარს უჭერდნენ წინასაარჩევნო პერიოდში.

არჩეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უფლება აქვთ სამართლიანად და ღიად განაცხადონ საკუთარი პრეტენზიები საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მათ, რომ გამოიყენონ ევროკავშირისა და სხვა პოტენციური მედიატორების მიერ მინიჭებული ყველა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობასთან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების გასამართად, რაც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მშვიდობიანი გზებითა და ლეგალური არხების გამოყენებით კამათის გადაწყვეტით საკუთარი ქვეყნის წინსვლას ყველა მხარემ უნდა შეუწყოს ხელი.

მათი საერთო მიზანი მრავალპარტიული პარლამენტი უნდა იყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლის სურვილს ასახავს და შესაბამისად, ქართველი ხალხის მხრიდან სრული ნდობით სარგებლობს“, - აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ, როგორც ხელმძღვანელმა ძალამ, ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას.

"საქართველომ დემოკრატიის წინა ტესტებს გაუძლო. წარსულში არსებულ კრიტიკულ მომენტებში, მისმა ლიდერებმა უკან დაიხიეს და არ გადადგეს უკიდურესი ნაბიჯები. საქართველო ამჟამად არის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტში, რასაც ზოგიერთი აღწერს, როგორც “ ეგზისტენციალური”. მთავრობამ, როგორც ხელმძღვანელმა ძალამ, ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის შუამავლობის ძალისხმევას, რომლის მიზანიც კომპრომისის მიღწევაა, რასაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. უახლესი მოვლენები სიტუაციას კიდევ უფრო სასწრაფოს ხდის. დრო არსებითად მნიშვნელოვანია!

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს, ნუ გაფლანგავენ ეს კეთილგანწყობა და გამოავლინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიის, დიალოგისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისადმი“, - აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორები, აცხადებენ, რომ ისინი, როგორც საქართველოს მეგობრები, მზად არიან, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა ერთადერთი ხანგრძლივი გადაწყვეტა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ძალისხმევით იმისთვის, რომ გადაარჩინონ ქართული დემოკრატია და მისი ინსტიტუციები.

წერილის ხელმომწერებს შორის არიან:

იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი; მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში; კერი კავანაუ, კენტუკის უნივერსიტეტის წარმომადგენელი; ლუკ კოფი, მემკვიდრეობის ფონდი; სვანტე კორნელი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო; უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში; ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი, პიერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი; ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში; გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდი; ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი; ჯონათან კაცი, აშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი, იან კელი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში; ლორა თორნტონი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი და NDI Georgia-ს ყოფილი დირექტორი; კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში; კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და სხვები.

"აშშ-ს საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარება აქვს გაწეული, ქვეყნის მთავრობა რისკავს სენატორების კეთილ ნებას" - ჯორჯ კენტი

"ის მიზეზი, რაც "ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს იწვევდა, მოხსნილია - კაშხლის მშენებლობა გადაიდო" - ნათია თურნავა

"როდესაც დავუბრუნდები სრულფასოვნად საქმიანობას, გეტყვით ჩემს დამოკიდებულებებს და ხედვებს" - კახა კალაძე