მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა - რა განაცხადა აშშ-ს ელჩმა?
კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა - რა განაცხადა აშშ-ს ელჩმა?

გვსურს, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი სწრა­ფად გა­ნი­მუხ­ტოს, რათა სა­ქარ­თვე­ლო და­უბ­რუნ­დეს მის წი­ნა­შე მდგარ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა, კელი დეგ­ნან­მა ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რას, რათა ქვე­ყა­ნამ შეძ­ლოს ეკო­ნო­მი­კის ამოქ­მე­დე­ბა, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბის ძლი­ერ ნიშ­ნულ­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

"კი­დევ ერთხელ და­ვა­დას­ტუ­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა“, - გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

"ნა­ყო­ფი­ე­რი შეხ­ვედ­რა მქონ­და ჩვე­ნი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩთან სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­ბა­ტონ კელი დეგ­ნან­თან, რომ­ლის დრო­საც გან­ვი­ხი­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ის ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დღის წეს­რიგ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის ფარ­თო სპექტრი.აშშ სა­ქარ­თვე­ლოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია და ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აფა­სებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვა­შინგტო­ნის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას არა­ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, ასე­ვე COVID-19-ის პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის პრო­ცეს­ში.უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა აშშ-ის, რო­გორც ძლი­ე­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის შემ­დგო­მი მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რათა ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღოს ვაქ­ცი­ნის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა და და­ვი­წყოთ მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია.ასე­ვე ვი­სა­უბ­რეთ ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე. აღ­ვნიშ­ნეთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მსოფ­ლი­ო­სა და რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, მხა­რე­ებ­მა მი­მარ­თონ ძა­ლის­ხმე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის კონ­სტრუქ­ცი­ულ, დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­ში წარ­მარ­თვის­თვის.შეხ­ვედ­რი­სას ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა და­ვუთ­მეთ რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შექ­მნილ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას. ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი აშშ-ის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იცხაკ
16

მთელი მსოფლიო ეხმარება საქართველოს

 თქვენ კი ანგრევთ!!! იცით რამდენ ვცდილობთ ისრაელში რომ საქართველო არ წაიქცეს? გვესმის და ვიზიარებთ აქ ისრაელში საქართველოს პრობლემებს!

 მჯერა კიდევ გაბრწყინდება საქართველო

 ამენ!!!

ttt
30
შუბლძარღვ გაწყვეტილი!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა - რა განაცხადა აშშ-ს ელჩმა?

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა - რა განაცხადა აშშ-ს ელჩმა?

გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება.

"კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა“, - განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში ქალბატონ კელი დეგნანთან, რომლის დროსაც განვიხილეთ საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი.აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი ხელისუფლება აფასებს ოფიციალური ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას არაერთ მიმართულებით, მათ შორის როგორც ქვეყანაში რეფორმების განხორციელების, ასევე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის პროცესში.უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აშშ-ის, როგორც ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, რათა ჩვენმა ქვეყანამ უახლოეს პერიოდში მიიღოს ვაქცინის საჭირო რაოდენობა და დავიწყოთ მოსახლეობის ვაქცინაცია.ასევე ვისაუბრეთ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.შეხვედრისას ასევე ყურადღება დავუთმეთ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ჩვენც ეგრე მოვიქცეოდითო, ეს არის "გაპრავება" გირგვლიანის, გელაშვილის და ბევრი სხვა ტრაგედიის" - გია ხუხაშვილი ბერას ინტერვიუსა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე

“ქართული ოცნების” ოფისთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა