სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩალურჯებებს მაკიაჟით ვფარავდი, ქრმის ნათესავები მეუბნებოდნენ, გათხოვილი ქალების უმეტესობას სცემენ, მაგრამ ამის გამო ოჯახს არავინ ანგრევსო..." - როგორ დაუპირისპირდა არაადამიანურ ტრადიციებს არასწრულწლოვანი დაღესტნელი გოგონა
"ჩალურჯებებს მაკიაჟით ვფარავდი, ქრმის ნათესავები მეუბნებოდნენ, გათხოვილი ქალების უმეტესობას სცემენ, მაგრამ ამის გამო ოჯახს არავინ ანგრევსო..." - როგორ დაუპირისპირდა არაადამიანურ ტრადიციებს არასწრულწლოვანი დაღესტნელი გოგონა

Novayagazeta.ru სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ხშრი­ად ამ­ზა­დებს პუბ­ლი­კა­ცი­ებს, თუმ­ცა, რე­გი­ონ­ში ამ მხრივ ბევ­რი არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, რად­გან რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კა­ნო­ნი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მხო­ლოდ ქა­ღალ­დზეა რჩე­ბა.

გა­მო­ცე­მა აქ­ვეყ­ნებს არას­რუ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას ნინა წე­რე­თე­ლო­ვას ამ­ბავს, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ არა­ა­და­მი­ა­ნურ, ძა­ლა­დობ­რივ ადათ-წე­სებს მარ­ტო და­უ­პი­რის­პირ­და. გო­გო­ნა ჯერ კი­დევ მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში გა­ა­თხო­ვეს. მან სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბებს დაც­ვა გა­ნიზ­რა­ხა, თუმ­ცა და­ღეს­ტნურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს ად­ვი­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია Дождь-მა მას­ზე ფილ­მი გა­და­ი­ღო, სა­ხელ­წო­დე­ბით, "მოხ­სნი­ლი ჰი­ჯა­ბი", სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ქმა­რი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც თავს იმარ­თლებ­და და წერ­და, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი ასე არ იყო, უბ­რა­ლოდ, ნინა ტრა­დი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და... მას მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ.

"რო­დე­საც და­ზა­რა­ლე­ბულ გო­გო­ნას უს­მენთ, 30 წლის წი­ნან­დელ ეპო­ქა­ში გი­წევთ დაბ­რუ­ნე­ბა, იმ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, სა­დაც ქალი სრუ­ლი­ად უუფ­ლე­ბო არ­სე­ბა იყო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ნინა წე­რე­თე­ლო­ვა­ზე წე­რენ, რომ მან თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით და­ღეს­ტა­ნი შე­არ­ცხვი­ნა. ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მას­ზე ზე­წო­ლა გაძ­ლი­ერ­და: "გგო­ნია, ვერ გა­გა­ჩუ­მებთ?", "ჯერ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წყნარ­დეს და შემ­დეგ გა­გის­წორ­დე­ბით"... - წერ­დნენ გო­გო­ნას. ფილ­მის გა­და­ღე­ბის დრო­ის­თვის, ის უკვე მოს­კოვ­ში, სა­ი­დუმ­ლო მი­სა­მარ­თზე ცხოვ­რობ­და, შე­იც­ვა­ლა რე­ლი­გია, იშ­ვი­ა­თად გა­მო­დი­ო­და ქუ­ჩა­ში და მა­ში­ნაც პა­რი­კით, რომ არა­ვის ეცნო, თუმ­ცა, რის­კი მა­ინც დიდი იყო", - წერს გა­მო­ცე­მა.

***

"1987 წელს და­ვი­ბა­დე და ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მე­სი 18 წელი და­ღეს­ტან­ში გა­ვა­ტა­რე. მა­მა­ჩე­მი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ავა­რე­ბის (იგი­ვე ხუნ­ძე­ბის) სო­ფელ თივ­ში და­ი­ბა­და. დედა ბულ­გა­რე­ლია. ის მა­მამ 14 წლის ასაკ­ში მო­ი­ტა­ცა და სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­იყ­ვა­ნა... 16 წლის იყო დედა, ჩემი უფ­რო­სი ძმა რომ შე­ე­ძი­ნა, შემ­დეგ მე გავჩნდი, ოღონდ რად­გან გოგო ვი­ყა­ვი, არა­სა­სურ­ველ შვი­ლად მი­მიჩ­ნევ­დნენ... "ჭეშ­მა­რიტ და­ღეს­ტნურ ოჯახ­ში", 7 ბიჭი და ერთი გოგო უნდა და­ი­ბა­დოს... შემ­დეგ დედა, ქმრის სახ­ლი­დან გა­მო­იქ­ცა, მაგ­რამ მა­მამ იპო­ვა და ისევ შინ და­აბ­რუ­ნა, ჩემს უფ­როს ძმას­თან ერ­თად. მე ბე­ბი­ას­თან (დე­დის მხრი­დან) დავ­რჩი...

1993 წელს მშობ­ლე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად და­ღეს­ტან­ში, ზე­ლე­ნო­გორსკში ჩა­მო­ვიდ­ნენ. მე ბე­ბი­ის სახ­ლის და­ტო­ვე­ბა და სა­ცხოვ­რებ­ლად მშობ­ლებ­თან გა­დას­ვლამ მო­მი­წია. მა­შინ პირ­ვე­ლად ვნა­ხე, რო­გორ სცემ­დნენ ჩემს ძმას მშობ­ლე­ბი და თავ­ზა­რი და­მე­ცა. შემ­დეგ მეც და­მი­წყეს ცემა და ეს მათ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იყო... რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ მა­მამ სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­და­მის­თან, ნინი ბე­ბი­ას­თან გა­მიშ­ვა. ბევ­რი არა­ფე­რი მახ­სოვს, მაგ­რამ მახ­სოვს, რომ ავა­რე­ბის სო­ფელ­ში საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, რო­დე­საც სკო­ლა­ში წას­ვლის პე­რი­ო­დი დად­გა, და­ღეს­ტან­ში დავ­ბრუნ­დი. ვერ ვი­ტყვი, რომ ბავ­შვო­ბა მქონ­და... მამა მე­ჩეთ­ში და­დი­ო­და, დე­დას რე­ლი­გია არ შე­უც­ვლია და პას­კებს აცხობ­და, არც ჰი­ჯაბს ატა­რებ­და, რა­ზეც მამა ხშრი­ად ჩხუ­ბობ­და, ბო­ლოს, აი­ძუ­ლებ­და მის ტა­რე­ბას, მაგ­რამ დედა სას­ტი­კად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი და­შორ­დნენ...

12 წლის მე­ო­თო­ხე კლას­ში ვსწა­ლობ­დი, რად­გან სულ გაც­დე­ნე­ბი და ჩა­ვარ­დნე­ბი მქონ­და. ამ ასაკ­ში უამ­რა­ვი ჩემი თა­ნა­ტო­ლი გოგო უკვე გა­თხო­ვი­ლი იყო. მე გა­მი­მარ­თლა - პა­ტა­რა ტა­ნის ვი­ყა­ვი და იმ ასაკ­ში მთხოვ­ნე­ლი არ მყავ­და, არა­სა­სურ­ველ სა­პა­ტარ­ძლოდ ვით­ვლე­ბო­დი... ჩემი თა­ნა­ტო­ლი ბი­ჭე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო, ცოლი მორ­წმუ­ნე და ქმრის მორ­ჩი­ლი ყო­ფი­ლი­ყო...

მა­ხა­ჩყა­ლა­ში, სა­დაც ჩემი თა­ნა­ტო­ლი გო­გო­ნე­ბი ჰი­ჯა­ბით და­დი­ოდ­ნენ, ქა­ლის მი­მართ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, ტატუ გა­ვი­კე­თე და თმა სხვა­დას­ხვა ფე­რად შე­ვი­ღე­ბე. მა­შინ ჯერ კი­დევ მო­ზარ­დი ვი­ყა­ვი, ჩემი სა­მე­გობ­რო წრე - მხატ­ვრე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ში­ნა­გა­ნად იზი­ა­რებ­დნენ ჩემს პრო­ტესტს, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა ამის თქას ვერ ბე­დავ­დნენ... ჩემი გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის გამო მუდ­მი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბა მქონ­და მშობ­ლებ­თან, ქუ­ჩა­ში, ნაც­ნო­ბებ­თან, უც­ნო­ბებ­თან...

13 წლის ვი­ყა­ვი, საქმრო რომ გა­მო­მიჩ­ნდა, მუ­ჰა­მე­დი, რო­მე­ლიც ბუ­ი­ნაკს­კის მე­ჩეთ­ში და­დი­ო­და. ასა­კო­ვა­ნი იმა­მის შვი­ლიშ­ვი­ლი იყო. ბა­ბუა, ასა­კი­სა და ცუდი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო, თა­ვის საქ­მე­ებ­ზე 18 წლის შვი­ლიშ­ვილს გზავ­ნი­და... ჩემი გან­სხვა­ბე­ბუ­ლი სტი­ლის გამო, "მოსკვი­ჩკას" მე­ძახ­დნენ, მაგ­რამ მუ­ჰა­მე­დი ამას არ შე­უ­ში­ნე­ბია... ერთი წლის შემ­დეგ, ოჯახ­მა 14 წლის გო­გო­ნა სა­პა­ტარ­ძლოდ გა­მო­მა­წყო, "ღირ­სე­უ­ლი მზით­ვი" მო­მიმ­ზა­და და მუ­ჰა­მედს ცო­ლად გა­მა­ყო­ლა", - იხ­სე­ნებს გო­გო­ნა.

მი­სი­ვე თქმით, ბუ­ი­ნაკს­ში ქმრის ოჯახ­მა ბინა უქი­რა­ვა. ქმა­რი არ მუ­შა­ობ­და და მთლი­ა­ნად დედ-მა­მის კმა­ყო­ფა­ზე იყო. გო­გო­ნა ჰი­ჯაბს ატა­რებ­და და მე­ჩეთ­ში და­დი­ო­და. ეს ერ­თგვა­რი კომ­პენ­სა­ცია იყო იმი­სა, რომ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა ჰქო­ნო­და. სახ­ლი­დან გას­ვლა კი მის­თვის უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. პირ­ვე­ლი შვი­ლის გა­ჩენს შემ­დეგ, პრობ­ლე­მე­ბიც და­ი­წყო...

"დე­დამ­თი­ლი მკარ­ნა­ხობ­და რო­გორ მე­ცხოვ­რა, რო­გორ გა­მე­ზარ­და შვი­ლი, რო­დის მეჭ­მია და და­მე­ძი­ნე­ბი­ნა. ქმა­რი ისევ უმუ­შე­ვა­რი იყო, თუმ­ცა მე­ო­რე ცო­ლის მოყ­ვა­ნა­ზე და­ი­წყო ლა­პა­რა­კი. მა­შინ პირ­და­პირ ვუ­თხა­რი, რო­დე­საც აქ მე­ო­რე ქალს მო­იყ­ვან, სახ­ლი­დან წა­ვალ-მეთ­ქი და პირ­ვე­ლი სი­ლაც მი­ვი­ღე... ამის შემ­დეგ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბუს ნა­წი­ლი გახ­და. მა­კი­აჟს ვი­კე­თებ­დი, ჰი­ჯაბს ვი­ხუ­რავ­დი და ასე ვფა­რავ­დი ჩა­ლურ­ჯე­ბებს. ქრმის ნა­თე­სა­ვე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ გა­თხო­ვი­ლი ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას სცემ­დნენ, მაგ­რამ ამის გამო ოჯა­ხი არა­ვის და­უნ­გრე­ვია და მეც ვერ ვბე­დავ­დი გაქ­ცე­ვას. ამა­სო­ბა­ში, კი­დევ ორი შვი­ლი გაგ­ვიჩ­ნდა. მუ­ჰა­მე­დი სულ უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და... ვე­ღარ ვუძ­ლებ­დი და ერთ დღე­საც მა­ხა­ჩყა­ლა­ში გა­ვი­ქე­ცი", - ყვე­ბა ნინა.

ამის შემ­დეგ, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო, ისევ შე­ზღუდ­ვე­ბით, თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბი­თა და ხმა­უ­რის შე­დე­გად მი­აღ­წია იმას, რომ ქმრის ოჯახს სა­არ­სე­ბო წყა­როდ თან­ხა გა­მო­ა­ყო­ფი­ნა. ყო­ფი­ლი ქმა­რი დრო­დად­რო შვი­ლებს სტა­ცებ­და და შინ მიჰ­ყავ­და. მუდ­მი­ვად უმე­ო­რებ­დნენ, რომ უღირს საქ­ცი­ელს სჩა­დი­ო­და, სხვებს ცუდ მა­გა­ლითს აძ­ლევ­და და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ ამის გამო და­ის­ჯე­ბო­ი­და.

და­ღეს­ტან­ში მისი დარ­ჩე­ნა მა­შინ გახ­და სა­ხი­ფა­თო, რო­დე­საც ჰი­ჯა­ბის სა­მუ­და­მოდ მოხ­სნა გა­და­წყვი­ტა. ეს იყო 2012 წელი.

"ხან­და­ხან, რო­დე­საც ყო­ფი­ლი ქმა­რი ჩემ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბას შვი­ლე­ბით ცდი­ლობს, მტა­ცებს მათ და ცდი­ლობს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­წყოს, ძალა მღა­ლა­ტობს, მაგ­რამ ვცდი­ლობ, რო­გორ­მე გა­ვუძ­ლო... მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ, ჩემი შვი­ლე­ბი არ­და­დე­გებ­ზე და­ღეს­ტან­ში ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­თან მი­დი­ან, რა დრო­საც მა­მის ოჯახ­საც ნა­ხუ­ლო­ბენ, ეს ერ­თგვა­რი კომ­პენ­სა­ცი­აა, რომ არ იფიქ­როს, შვი­ლე­ბის ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ... მე­ო­რე ცოლი ჰყავს და მის­გან შვი­ლე­ბი... ამ ბოლო დროს და­ღეს­ტან­შიც კი გა­მოჩ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ლი­და­რო­ბას მი­ცხა­დე­ბენ, ჩუ­მად, მაგ­რამ მა­ინც, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი შევ­ძე­ლი. მე კი ვფიქ­რობ, - შევ­ძე­ლი კი?... ჩემი შვი­ლე­ბი ჯერ კი­დევ არას­რულ­წოვ­ნე­ბი არი­ან და არ ვიცი, რა გზას აირ­ჩე­ვენ ისი­ნი, მაგ­რამ თუნ­დაც მათ გამო ღირს ბრძო­ლა, რომ და­ი­ნა­ხონ, ძა­ლა­დო­ბა არ არის ნორ­მა­ლუ­რი და არც არას­დროს იქ­ნე­ბა..." - აცხა­დებს ნინა წე­რე­თე­ლო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უ. ტ.
0

ოსები კი არა, მთელი ევროპა ხომ ინდოევროპელები არიან......................

ქეთევანი
5

გვარმა დამაბნია, გვარი წერეთელოვა ქართველია? საიდან დაღესტნელი? ბულგარელი დედის გაზრდილი ვერ მოითმენდა რა თქმა უნდა ასეთ მოპყრობას ქმრიდან,მართლაც, როდემდე უნდა იყოს მათი ტრადიციით ქალი ასეთი უუფლებო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩალურჯებებს მაკიაჟით ვფარავდი, ქრმის ნათესავები მეუბნებოდნენ, გათხოვილი ქალების უმეტესობას სცემენ, მაგრამ ამის გამო ოჯახს არავინ ანგრევსო..." - როგორ დაუპირისპირდა არაადამიანურ ტრადიციებს არასწრულწლოვანი დაღესტნელი გოგონა

"ჩალურჯებებს მაკიაჟით ვფარავდი, ქრმის ნათესავები მეუბნებოდნენ, გათხოვილი ქალების უმეტესობას სცემენ, მაგრამ ამის გამო ოჯახს არავინ ანგრევსო..." - როგორ დაუპირისპირდა არაადამიანურ ტრადიციებს არასწრულწლოვანი დაღესტნელი გოგონა

Novayagazeta.ru სპეციალური პროექტის ფარგლებში, ჩრდილოეთ კავკასიაში ქალთა უფლებების შესახებ, ხშრიად ამზადებს პუბლიკაციებს, თუმცა, რეგიონში ამ მხრივ ბევრი არაფერი იცვლება, რადგან როგორც ადგილობრივი უფლებადამცველები ამბობენ, რუსეთის ფედერაციის კანონი ჩრდილოეთ კავკასიაში მხოლოდ ქაღალდზეა რჩება.

გამოცემა აქვეყნებს არასრუწლოვანი გოგონას ნინა წერეთელოვას ამბავს, რომელიც ადგილობრივ არაადამიანურ, ძალადობრივ ადათ-წესებს მარტო დაუპირისპირდა. გოგონა ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში გაათხოვეს. მან საკუთარი უფლებებს დაცვა განიზრახა, თუმცა დაღესტნურ საზოგადოებაში ეს ადვილი არ აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია Дождь-მა მასზე ფილმი გადაიღო, სახელწოდებით, "მოხსნილი ჰიჯაბი", სოციალურ ქსელში მისი ქმარი გამოჩნდა, რომელიც თავს იმართლებდა და წერდა, რომ სინამდვილეში ყველაფერი ასე არ იყო, უბრალოდ, ნინა ტრადიციების წინააღმდეგ წავიდა... მას მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ.

"როდესაც დაზარალებულ გოგონას უსმენთ, 30 წლის წინანდელ ეპოქაში გიწევთ დაბრუნება, იმ ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ქალი სრულიად უუფლებო არსება იყო. ადგილობრივები ნინა წერეთელოვაზე წერენ, რომ მან თავისი ქმედებებით დაღესტანი შეარცხვინა. ფილმის გამოსვლის შემდეგ, მასზე ზეწოლა გაძლიერდა: "გგონია, ვერ გაგაჩუმებთ?", "ჯერ ყველაფერი ჩაწყნარდეს და შემდეგ გაგისწორდებით"... - წერდნენ გოგონას. ფილმის გადაღების დროისთვის, ის უკვე მოსკოვში, საიდუმლო მისამართზე ცხოვრობდა, შეიცვალა რელიგია, იშვიათად გამოდიოდა ქუჩაში და მაშინაც პარიკით, რომ არავის ეცნო, თუმცა, რისკი მაინც დიდი იყო", - წერს გამოცემა.

***

"1987 წელს დავიბადე და ჩემი ცხოვრების უმძიმესი 18 წელი დაღესტანში გავატარე. მამაჩემი საქართველოს ტერიტორიაზე, ავარების (იგივე ხუნძების) სოფელ თივში დაიბადა. დედა ბულგარელია. ის მამამ 14 წლის ასაკში მოიტაცა და საქართველოში წაიყვანა... 16 წლის იყო დედა, ჩემი უფროსი ძმა რომ შეეძინა, შემდეგ მე გავჩნდი, ოღონდ რადგან გოგო ვიყავი, არასასურველ შვილად მიმიჩნევდნენ... "ჭეშმარიტ დაღესტნურ ოჯახში", 7 ბიჭი და ერთი გოგო უნდა დაიბადოს... შემდეგ დედა, ქმრის სახლიდან გამოიქცა, მაგრამ მამამ იპოვა და ისევ შინ დააბრუნა, ჩემს უფროს ძმასთან ერთად. მე ბებიასთან (დედის მხრიდან) დავრჩი...

1993 წელს მშობლები საცხოვრებლად დაღესტანში, ზელენოგორსკში ჩამოვიდნენ. მე ბებიის სახლის დატოვება და საცხოვრებლად მშობლებთან გადასვლამ მომიწია. მაშინ პირველად ვნახე, როგორ სცემდნენ ჩემს ძმას მშობლები და თავზარი დამეცა. შემდეგ მეც დამიწყეს ცემა და ეს მათთვის ჩვეულებრივი იყო... რაღაც დროის შემდეგ მამამ საქართველოში, დედამისთან, ნინი ბებიასთან გამიშვა. ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ავარების სოფელში საკმაოდ მძიმე პირობებში ვიზრდებოდი. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც სკოლაში წასვლის პერიოდი დადგა, დაღესტანში დავბრუნდი. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობა მქონდა... მამა მეჩეთში დადიოდა, დედას რელიგია არ შეუცვლია და პასკებს აცხობდა, არც ჰიჯაბს ატარებდა, რაზეც მამა ხშრიად ჩხუბობდა, ბოლოს, აიძულებდა მის ტარებას, მაგრამ დედა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ, ისინი დაშორდნენ...

12 წლის მეოთოხე კლასში ვსწალობდი, რადგან სულ გაცდენები და ჩავარდნები მქონდა. ამ ასაკში უამრავი ჩემი თანატოლი გოგო უკვე გათხოვილი იყო. მე გამიმართლა - პატარა ტანის ვიყავი და იმ ასაკში მთხოვნელი არ მყავდა, არასასურველ საპატარძლოდ ვითვლებოდი... ჩემი თანატოლი ბიჭები ამბობდნენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა იყო, ცოლი მორწმუნე და ქმრის მორჩილი ყოფილიყო...

მახაჩყალაში, სადაც ჩემი თანატოლი გოგონები ჰიჯაბით დადიოდნენ, ქალის მიმართ დამკვიდრებული შეხედულებების გასაპროტესტებლად, ტატუ გავიკეთე და თმა სხვადასხვა ფერად შევიღებე. მაშინ ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, ჩემი სამეგობრო წრე - მხატვრები, დიზაინერები, სახელოვნებო წრის წარმომადგენლები შინაგანად იზიარებდნენ ჩემს პროტესტს, მაგრამ ხმამაღლა ამის თქას ვერ ბედავდნენ... ჩემი განსხვავებულობის გამო მუდმივი დაპირისპირება მქონდა მშობლებთან, ქუჩაში, ნაცნობებთან, უცნობებთან...

13 წლის ვიყავი, საქმრო რომ გამომიჩნდა, მუჰამედი, რომელიც ბუინაკსკის მეჩეთში დადიოდა. ასაკოვანი იმამის შვილიშვილი იყო. ბაბუა, ასაკისა და ცუდი ჯანმრთელობის გამო, თავის საქმეებზე 18 წლის შვილიშვილს გზავნიდა... ჩემი განსხვაბებული სტილის გამო, "მოსკვიჩკას" მეძახდნენ, მაგრამ მუჰამედი ამას არ შეუშინებია... ერთი წლის შემდეგ, ოჯახმა 14 წლის გოგონა საპატარძლოდ გამომაწყო, "ღირსეული მზითვი" მომიმზადა და მუჰამედს ცოლად გამაყოლა", - იხსენებს გოგონა.

მისივე თქმით, ბუინაკსში ქმრის ოჯახმა ბინა უქირავა. ქმარი არ მუშაობდა და მთლიანად დედ-მამის კმაყოფაზე იყო. გოგონა ჰიჯაბს ატარებდა და მეჩეთში დადიოდა. ეს ერთგვარი კომპენსაცია იყო იმისა, რომ მუშაობის უფლება ჰქონოდა. სახლიდან გასვლა კი მისთვის უდიდესი ბედნიერება იყო. პირველი შვილის გაჩენს შემდეგ, პრობლემებიც დაიწყო...

"დედამთილი მკარნახობდა როგორ მეცხოვრა, როგორ გამეზარდა შვილი, როდის მეჭმია და დამეძინებინა. ქმარი ისევ უმუშევარი იყო, თუმცა მეორე ცოლის მოყვანაზე დაიწყო ლაპარაკი. მაშინ პირდაპირ ვუთხარი, როდესაც აქ მეორე ქალს მოიყვან, სახლიდან წავალ-მეთქი და პირველი სილაც მივიღე... ამის შემდეგ ფიზიკური ძალადობა ჩემი ცხოვრებუს ნაწილი გახდა. მაკიაჟს ვიკეთებდი, ჰიჯაბს ვიხურავდი და ასე ვფარავდი ჩალურჯებებს. ქრმის ნათესავები მეუბნებოდნენ, რომ გათხოვილი ქალების უმეტესობას სცემდნენ, მაგრამ ამის გამო ოჯახი არავის დაუნგრევია და მეც ვერ ვბედავდი გაქცევას. ამასობაში, კიდევ ორი შვილი გაგვიჩნდა. მუჰამედი სულ უფრო აგრესიული ხდებოდა... ვეღარ ვუძლებდი და ერთ დღესაც მახაჩყალაში გავიქეცი", - ყვება ნინა.

ამის შემდეგ, ახალი ცხოვრება დაიწყო, ისევ შეზღუდვებით, თუმცა ფიზიკური ძალადობის გარეშე. უფლებადამცველების დახმარებითა და ხმაურის შედეგად მიაღწია იმას, რომ ქმრის ოჯახს საარსებო წყაროდ თანხა გამოაყოფინა. ყოფილი ქმარი დროდადრო შვილებს სტაცებდა და შინ მიჰყავდა. მუდმივად უმეორებდნენ, რომ უღირს საქციელს სჩადიოდა, სხვებს ცუდ მაგალითს აძლევდა და ემუქრებოდნენ, რომ ამის გამო დაისჯებოიდა.

დაღესტანში მისი დარჩენა მაშინ გახდა სახიფათო, როდესაც ჰიჯაბის სამუდამოდ მოხსნა გადაწყვიტა. ეს იყო 2012 წელი.

"ხანდახან, როდესაც ყოფილი ქმარი ჩემზე შურისძიებას შვილებით ცდილობს, მტაცებს მათ და ცდილობს ჩემს წინააღმდეგ განაწყოს, ძალა მღალატობს, მაგრამ ვცდილობ, როგორმე გავუძლო... მოსკოვში ვცხოვრობ, ჩემი შვილები არდადეგებზე დაღესტანში ჩემი ოჯახის წევრებთან მიდიან, რა დროსაც მამის ოჯახსაც ნახულობენ, ეს ერთგვარი კომპენსაციაა, რომ არ იფიქროს, შვილების ნახვის უფლებას არ ვაძლევ... მეორე ცოლი ჰყავს და მისგან შვილები... ამ ბოლო დროს დაღესტანშიც კი გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც სოლიდარობას მიცხადებენ, ჩუმად, მაგრამ მაინც, მეუბნებიან, რომ შეუძლებელი შევძელი. მე კი ვფიქრობ, - შევძელი კი?... ჩემი შვილები ჯერ კიდევ არასრულწოვნები არიან და არ ვიცი, რა გზას აირჩევენ ისინი, მაგრამ თუნდაც მათ გამო ღირს ბრძოლა, რომ დაინახონ, ძალადობა არ არის ნორმალური და არც არასდროს იქნება..." - აცხადებს ნინა წერეთელოვა.