ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში გარკვეულ დათმობებზე წავა. ამის შესახებ მდინარაძემ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 6-პუნქტიანი დოკუმენტიდან, რაც ახლა მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დათქმების შესრულების შემდეგ გაგრძელდება.
"ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს. როგორც ჩვენ ვამბობდით ამ დღეების განმავლობაში, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული ნაბიჯები, რაზეც შეიძება მსჯელობა.
კომპილაციური დოკუმენტი, რომელიც 6 სხვადასხვა პუნქტს შეიცავს არის სხვადასხვა საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია მსჯელობა, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ შეიძლება ამაზე მსჯელობა. არის საკითხები, რაზეც დათქმების გარეშე შეიძლება მსჯელობა და არის საკითხები, რაზეც უკვე რეალიზებაშია მოყვანილი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა“, - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც საღი გონიერებით არ მიიღებს გადაწყვეტილებას მას ხვალე საქართველოში არ გააჩნია. აღდგომა და ხვალეო. საქართველო მეორე დეპრესიულ ქცევას საზოგადოებისა და ქვეყნისა ვეღარ გაუძლებს. ვერც „პერებოიში“ ცხოვრებას. ერი და ქვეყანა ხრამის პირასაა ისტორიულად. 15-25 წელი არაფერს არ ნიშნავს ისტორიაში, ხოლო განვლილი 35 წელი და უახლოესი 15-25 წელი მთლიანობაში ქმნის საშინელებას, კოპტობას ქართველთა საქართველოში. საქმედია მოდი გონს, რადგან შენი წილი ამაში ლომისაა.
მდინარაძე მგონია ყველაზე მეტად დაინტერესებული მოლაპარაკებების ჩაშლით. მაგისი საქციელებიდან გამომდინარე. ანუ ვისზე შეიძლება მუშაობდეს??????????