სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზერბაიჯანელებმა ქართველებს მხარი დაუჭირეს და ხმა მისცეს წალკისა და ახალქალაქის საქართველოს სსრ-სთვის გადაცემას“ - რას აცხადებს სომეხი დეპუტატი?
"აზერბაიჯანელებმა ქართველებს მხარი დაუჭირეს და ხმა მისცეს წალკისა და ახალქალაქის საქართველოს სსრ-სთვის გადაცემას“ - რას აცხადებს სომეხი დეპუტატი?

სომ­ხუ­რი გა­მო­ცე­მა "ლრა­გი­რი“ («Լրագիր») ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის ანა კოს­ტა­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც ქვეყ­ნდე­ბა სა­თა­უ­რით: "მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­კი­თხი სომ­ხეთ­მა გა­ე­როს ტრი­ბუ­ნი­დან უნდა გა­ახ­მა­უ­როს“, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია 1921 წლის 16 მარტს მოს­კოვ­ში ხელ­მო­წე­რილ რუ­სეთ-თურ­ქე­თის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

მისი თქმით, ახ­ლოვ­დე­ბა ამ ის­ტო­რი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი იუ­ბი­ლე, რომ­ლის მი­ხედ­ვით თურ­ქე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი სა­ზღვრე­ბი დად­გინ­და და რო­მელ­მაც სო­მეხ ხალ­ხს დიდი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა - რუ­სე­თის თან­ხმო­ბით, სომ­ხუ­რი მიწა-წყა­ლი თურ­ქეთს და აზერ­ბა­ი­ჯანს მი­უ­ერ­თა. ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­კარ­გა ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­მაც.

"მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხში­რად ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნი­სა და მუს­ტა­ფა ქე­მა­ლის გა­რი­გე­ბას უწო­დე­ბენ. ამ უსა­მარ­თლო დო­კუ­მენტს სომ­ხე­თი­სათ­ვის იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ აქვს. მას მოჰ­ყვა 1921 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს ყარსში მსგავ­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა... რა­ტომ­ღაც ჩვე­ნი ხალ­ხის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი თვლის, რომ ხელ­მო­წე­რი­დან 100 წლის შემ­დეგ ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი ძა­ლას კარ­გა­ვენ... მი­მაჩ­ნია, რომ სომ­ხეთ­მა უნდა გა­და­სინ­ჯოს თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სე­თის მი­მართ, რო­მელ­მაც, თურ­ქებ­თან გა­რი­გე­ბით, ნა­ხი­ჩე­ვა­ნი აზერ­ბა­ი­ჯანს გა­დას­ცა“, - აცხა­დებს დე­პუ­ტა­ტი. მისი აზ­რით, ასე­ვე და­საგ­მო­ბია 1921 წლის 4-5 ივ­ლისს რუ­სე­თის კომ­პარ­ტი­ის კავ­კა­სი­ის ბი­უ­როს მიერ მი­ღე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი აზერ­ბა­ი­ჯანს მი­ე­კუთ­ვნა: "და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ კო­მუ­ნის­ტებ­თან ერ­თად, ხმა ქარ­თვე­ლებ­მაც მის­ცეს. თა­ვის მხრივ, 7-9 ივ­ლი­სის სხდო­მა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა ქარ­თვე­ლებს მხა­რი და­უ­ჭი­რეს და ხმა მის­ცეს დად­გე­ნი­ლე­ბას წალ­კი­სა და ახალ­ქა­ლა­ქის სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-სთვის გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე“.

რო­გორც ანა კოს­ტა­ნი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, "სომ­ხე­თის სა­გა­რე­ო­პო­ლი­ტი­კურ­მა უწყე­ბამ რუ­სე­თის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი ან­ტი­სომ­ხუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხი გა­ე­როს ტრი­ბუ­ნი­დან უნდა გა­ახ­მა­უ­როს“. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 100 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იბერიელი
38

ამათმა ესე განაგრძონ და რეალურ და ნატურალურ გენოციდს მიიღებენ ყველა მიმართულებით თან ისე, რომ გასაქცევი მარტო ირანში ექნებათ

ნიკა
74

მაგარი "ძმები" გვყავს - თვალი არ უნდა მოუხუჭო ერთ წამსაც

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"აზერბაიჯანელებმა ქართველებს მხარი დაუჭირეს და ხმა მისცეს წალკისა და ახალქალაქის საქართველოს სსრ-სთვის გადაცემას“ - რას აცხადებს სომეხი დეპუტატი?

"აზერბაიჯანელებმა ქართველებს მხარი დაუჭირეს და ხმა მისცეს წალკისა და ახალქალაქის საქართველოს სსრ-სთვის გადაცემას“ - რას აცხადებს სომეხი დეპუტატი?

სომხური გამოცემა "ლრაგირი“ («Լրագիր») ყურადღებას უთმობს სომხეთის პარლამენტის წევრის, დამოუკიდებელი დეპუტატის ანა კოსტანიანის განცხადებას, რომელიც ქვეყნდება სათაურით: "მოსკოვის ხელშეკრულების საკითხი სომხეთმა გაეროს ტრიბუნიდან უნდა გაახმაუროს“, რომელშიც საუბარია 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში ხელმოწერილ რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების შესახებ.

მისი თქმით, ახლოვდება ამ ისტორიული ხელშეკრულების საუკუნოვანი იუბილე, რომლის მიხედვით თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრები დადგინდა და რომელმაც სომეხ ხალხს დიდი უბედურება მოუტანა - რუსეთის თანხმობით, სომხური მიწა-წყალი თურქეთს და აზერბაიჯანს მიუერთა. ტერიტორიები დაკარგა ასევე საქართველომაც.

"მოსკოვის ხელშეკრულებას ხშირად ვლადიმერ ლენინისა და მუსტაფა ქემალის გარიგებას უწოდებენ. ამ უსამართლო დოკუმენტს სომხეთისათვის იურიდიული ძალა არ აქვს. მას მოჰყვა 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება... რატომღაც ჩვენი ხალხის უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ხელმოწერიდან 100 წლის შემდეგ ეს დოკუმენტები ძალას კარგავენ... მიმაჩნია, რომ სომხეთმა უნდა გადასინჯოს თავისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რომელმაც, თურქებთან გარიგებით, ნახიჩევანი აზერბაიჯანს გადასცა“, - აცხადებს დეპუტატი. მისი აზრით, ასევე დასაგმობია 1921 წლის 4-5 ივლისს რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროს მიერ მიღებული დადგენილება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს მიეკუთვნა: "და ამ გადაწყვეტილებას, აზერბაიჯანელ კომუნისტებთან ერთად, ხმა ქართველებმაც მისცეს. თავის მხრივ, 7-9 ივლისის სხდომაზე აზერბაიჯანელებმა ქართველებს მხარი დაუჭირეს და ხმა მისცეს დადგენილებას წალკისა და ახალქალაქის საქართველოს სსრ-სთვის გადაცემის თაობაზე“.

როგორც ანა კოსტანიანი მიიჩნევს, "სომხეთის საგარეოპოლიტიკურმა უწყებამ რუსეთის მიერ ხელმოწერილი ანტისომხური ხელშეკრულებების საკითხი გაეროს ტრიბუნიდან უნდა გაახმაუროს“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"გახარიას წასვლა არ გეგონოთ შემთხვევითი, არც ჩანაწერები - "ოცნებაში" რღვევა დაიწყო" - თაკო ჩარკვიანი

ლევან მამალაძე მთავრობას აფრთხილებს: "სააკაშვილი გეგმავს პროვოკაციას... იგეგმება ჟურნალისტების მკვლელობა"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"