მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი პოლიტიკოსების ცნობილი და უცნობი დედები
ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი პოლიტიკოსების ცნობილი და უცნობი დედები

პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ისე­ვე რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს. ზოგი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის მშობ­ლე­ბი თა­ვი­ანთ შვი­ლებს პო­პუ­ლა­რო­ბით არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან, თუმ­ცა სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნას ხში­რად თავს არი­დე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, ისი­ნი უყუ­რა­დღე­ბოდ არა­ვის რჩე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მშობ­ლებს ხალ­ხი ნაკ­ლე­ბად იც­ნობს.

AMBEBI.GE დე­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცნო­ბილ და უც­ნობ დე­დებს წარ­მო­გიდ­გენთ.

  • გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას დედა - მზია ლეჟა­ვა

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია 1975 წელს ზაურ გა­ხა­რი­ა­სა და მზია ლეჟა­ვას ოჯახ­ში და­ი­ბა­და. პრე­მი­ე­რის მამა წარ­მო­შო­ბით სე­ნა­კე­ლია, დედა კი - თბი­ლი­სე­ლი. რო­გორც ინ­ტერ­ნე­ტით მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, მამა პრო­ფე­სო­რი და სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბა "სა­მეგ­რე­ლოს" კო­ორ­დი­ნა­ტო­რია. დედა კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში.

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის მშობ­ლე­ბი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დროს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ და მი­ტინ­გებ­ზეც ხში­რად და­დი­ოდ­ნენ. გა­ხა­რი­ას ოჯახს "ზვი­ა­დის­ტე­ბა­დაც" კი მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

  • ნიკა მე­ლი­ას დედა - ნანა ცა­ნა­ვა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში თა­ნად­გო­მა დე­და­მაც გა­მო­უ­ცხა­და. მე­ლი­ას დე­დის, ნანა ცა­ნა­ვას შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა კარ­გად იც­ნობს მის მა­მას - ცნო­ბილ კარ­დი­ო­ლოგს, ან­ზორ მე­ლი­ას.

"მშობ­ლე­ბი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, როცა ნიკა პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და. სამი თვე არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით. თქვენ იცით 2012 წელს, მე ხმა მი­ვე­ცი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, მაგ­რამ მერე ნი­კამ დამ­სვა, მე­სა­უბ­რა და ყვე­ლა­ფე­რი ისე ას­რულ­და, რო­გორც ნი­კამ მი­თხრა. ჩემი მე­უღ­ლე რაჭ­ვე­ლია და სამ­წუ­ხა­როდ გვი­ან მო­ვი­და აზ­რზზე. მას ნიკა პო­ლი­ტი­კის­თვის არას­დროს არ ემე­ტე­ბო­და... ჩემი მე­უღ­ლეც ექი­მია. ჩვენ სო­ლო­ლაკ­ში ვცხოვ­რობთ, ჭკვი­ა­ნი ექი­მი იყო, ავად­მყო­ფებს უყ­ვარ­დათ, მაგ­რამ 90-ია­ნე­ბი რთუ­ლი პე­რი­ო­დი გახ­ლდათ და როცა ბავ­შვებს გარ­და­ტე­ხის ასა­კი და­უდ­გათ, უარი თქვა სამ­სა­ხურ­ზე და სახ­ლში დაჯ­და. ნა­ნაც კარ­დი­ო­ლო­გია, მა­მა­მი­სი ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რი, რე­ა­ნი­მა­ცი­ის სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ყვე­ბა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ან­ზორ მე­ლია.

  • ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას დედა - ირი­ნა გუნ­ცა­ძე

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე მშობ­ლე­ბის გოგი ხოშ­ტა­რი­ა­სა და ირი­ნა გუნ­ცა­ძის ოჯახ­ში გაზ­რდილ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­დან­ვე პო­ლი­ტი­კას და­უ­კავ­ში­რა და, რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა გუნ­ცა­ძე ამ­ბობს, შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გაჰ­კვირ­ვე­ბია. "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ირი­ნა გუნ­ცა­ძე სა­კუ­თა­რი შვი­ლი­სა და ოჯა­ხის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

"მე პა­ტივს ვცემ მის არ­ჩე­ვანს. ვიცი, რომ ეს მისი პრინ­ცი­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია და პო­ლი­ტი­კო­სო­ბა რომ გა­და­წყვი­ტა, ჩემ­თვის ეს სრუ­ლი­ად კა­ნონ­ზო­მი­ე­რი იყო. ჩვე­ნი ოჯა­ხი, ჩემი მე­უღ­ლის მხრი­დან, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხი გახ­ლდათ. გო­გის ბა­ბუ­ის ძმა იყო აკა­კი ხოშ­ტა­რია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იგი იყო მი­ლი­ო­ნე­რი კა­პი­ტა­ლის­ტი, მე­ცე­ნა­ტი, რო­მელ­მაც სამი გემი უყი­და პირ­ველ ეროვ­ნულ მთავ­რო­ბას...

გო­გის მამა 28 წლის ასაკ­ში დახ­ვრი­ტეს, ბიძა კი - 29 წლის ასაკ­ში, რად­გან აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას ძმის­შვი­ლე­ბი იყ­ვნენ. ამი­ტომ ეს ოჯა­ხი პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი იყო. ელე­ნეს ეს ის­ტო­რი­ე­ბი ბავ­შვო­ბი­დან ეს­მო­და და მუდ­მი­ვად ჰქონ­და უსა­მარ­თლო­ბის გრძნო­ბა. ჩემს მე­უღ­ლეს, გარ­და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბი­სა, ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტიც ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და დი­სი­დენ­ტიც იყო. კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და კა­ვა­ლი­ოვ­თან და სხვებ­თან. 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნე­ბის დროს ელე­ნე 9 წლის იყო და ყვე­ლა­ფერ­მა მის თვალ­წინ გა­ი­ა­რა... მინ­და ვთქვა, რომ თვი­თონ იყო სხვა­ნა­ი­რი ბავ­შვი, ჩემი ვა­ჟიც, რო­მე­ლიც ელე­ნე­ზე 2 წლით უფ­რო­სია, ხომ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ელე­ნეს ჰქონ­და სხვაგ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, უში­შა­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყო, სულ გვე­გო­ნა, რომ არაფ­რის ეში­ნო­და...

იცით, რომ გოგი ჰელ­სინ­კის ჯგუფ­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად იყო. ზვი­ად­თან მე­გობ­რობ­და და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტიც ეკა­ვა. მა­შინ 12 წლის ელე­ნე აპ­რო­ტეს­ტებ­და, რომ მა­მა­მისს მან­ქა­ნა ჰყავ­და გა­მო­ყო­ფი­ლი. ერთხელ მე­ზო­ბე­ლი მო­ვი­და და გვი­თხრა, თქვენ ხომ არ გი­ჭირ­თო? თურ­მე, დი­ლა­ად­რი­ან დგე­ბო­და და სა­დარ­ბა­ზო­ებს ალა­გებ­და... ჩვენ ძი­ძად რუსი ქალი გვყავ­და, რო­მელ­მაც გა­ზარ­და ელე­ნე და წლე­ბის მერე, ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და, მარ­ტო­ხე­ლა ქალი იყო და რი­თაც შეგ­ვეძ­ლო, ვეხ­მა­რე­ო­დით. მერე, მე­ზობ­ლებ­მა გვი­თხრეს, რომ, თურ­მე 14 წლის ელე­ნე უვ­ლი­და და უც­ვლი­და...

ჩემს შვილს სულ უნ­დო­და წას­ვლა ინ­გლის­ში ან საფ­რან­გეთ­ში. ინ­გლი­სუ­რი კარ­გად იცო­და და შე­ეძ­ლო, საფ­რან­გეთ­შიც ეს­წავ­ლა, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სას­წავ­ლე­ბელ­ში. ფრან­გუ­ლი მა­შინ არ იცო­და, მერე შე­ის­წავ­ლა. იმ პე­რი­ოდ­ში, "ესენ­გე"- ში ვი­ყა­ვით და სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ გვქონ­და, რუ­სეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად უნდა გაგ­ვეშ­ვა, თან იქ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. რად­გა­ნაც პო­ლი­ტი­კა აინ­ტე­რე­სებ­და, "გიმო"-ში მოხ­ვდა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ფი­ნან­სე­ბი არ გვქონ­და, სხვა ქვე­ყა­ნა­ში გაგ­ვეშ­ვა სას­წავ­ლებ­ლად და რად­გან ჩემი მე­უღ­ლე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო ეკუთ­ვნო­და ლი­მი­ტი და ელე­ნეს შე­ეძ­ლო უფა­სოდ ეს­წავ­ლა, ეს შე­საძ­ლე­ლო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ელე­ნე ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და და უნი­ვერ­სი­ტე­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა. წარ­მა­ტე­ბით და­იც­ვა სა­დიპ­ლო­მო თემა, რო­მე­ლიც ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კას ეხე­ბო­და... სხვა­თა შო­რის, ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან უნ­დო­და თა­ვის­კენ წა­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ელე­ნე კა­ტე­გო­რი­ულ უარ­ზე იყო..."

  • ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის დედა - თა­მარ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ორი­ვე მშო­ბელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მამა გი­ორ­გი კო­ბა­ხი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. 1990-1992 წლებ­ში იგი იყო ეროვ­ნუ­ლი კონ­გრე­სის პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი. 1992-1999 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 და მე-4 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. ბოლო პე­რი­ოდ­ში იყო "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ მთა­ვა­რი საბ­ჭოს წევ­რი. 2015 წლის იან­ვარ­ში გი­ორ­გი კო­ბა­ხი­ძემ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რის მი­ზე­ზა­დაც შვი­ლის - ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ მდივ­ნად და­ნიშ­ვნა და, ამის გამო, შე­საძ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი უხერ­ხუ­ლო­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

დედა - თა­მარ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ფი­ზი­კო­სი, ეკო­ნო­მის­ტი და იუ­რის­ტია. თა­მარ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი ოც­და­ა­თამ­დე სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რია, მათ შო­რის, ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­მარ­თლის სფე­რო­ებ­ში. ის ასე­ვე არის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მკვლე­ვა­რი, მრა­ვა­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე და ანა­ლი­ტი­კუ­რი პუბ­ლი­კა­ცი­ი­სა და ექ­სპერ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბის ავ­ტო­რი.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ზე მუ­შა­ობ­და ჯერ ფი­ნანსთა, ხოლო შემ­დეგ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში.

1998 წელს ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­მარ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის შე­სა­ხებ ამ­ბობ­და:

"მე მეც­ნი­ერ­თა ოჯა­ხი­დან ვარ. მამა აკა­დე­მი­კო­სია - მალ­ხაზ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი, გე­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი. დღე­საც აქ­ტი­ურ სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ვა. დედა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი იყო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩემი მშობ­ლე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი ალ­ბათ ის არის, რომ, ოჯა­ხის გარ­და, უპირ­ვე­ლე­სი ინ­ტე­რე­სი და ცხოვ­რე­ბის წესი სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­ლდათ. ასეთ ატ­მოს­ფე­რო­ში აღ­ვი­ზარ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენს ოჯახ­ში იყო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კულ­ტი. მყავს ძმა - თენ­გი­ზი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი, ბი­ო­ქი­მი­კო­სი. მე ორ­ჯერ და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ჯერ ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტი ბი­ო­ფი­ზი­კის სპე­ცი­ა­ლო­ბით, ხოლო შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი ფი­ნან­სის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბით...

...ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა. პირ­ვე­ლი ნახ­ვი­სას სა­ოც­რად მომ­ხიბ­ლა გი­ორ­გის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა ღი­მილ­მა. იმ დროს არა­მარ­ტო ასა­კით ვი­ყა­ვი ბავ­შვი, 18 წლის გახ­ლდით, არა­მედ ბავ­შვი ჩემი ცნო­ბი­ე­რე­ბი­თაც. ჩვე­ნი თა­ო­ბა სხვა­ნა­ი­რი იყო, ახლა სხვა­ნა­ი­რი თა­ო­ბაა. მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ბი­ჭებს სა­ერ­თოდ არ ვუ­ყუ­რებ­დი. ყო­ველ­თვის კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, ვე­უფ­ლე­ბო­დი ფორ­ტე­პი­ა­ნოს, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი მქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რეგ­ნუ­ლად ნაზი ვჩან­დი. გი­ორ­გი და მე ერთ კორ­პუს­ში ვსწავ­ლობ­დით, იგი ორი კურ­სით წინ იყო. მე­ო­რე კორ­პუ­სი­დან პირ­ველ კორ­პუს­ში გად­მოვ­დი­ო­დი, ერთ მო­მენ­ტში მომ­ხიბ­ლა მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რეგ­ნო­ბი­სა და ღი­მი­ლის მქო­ნე ახალ­გაზ­რდამ - აქე­დან და­ი­წყო ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი... სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ოჯა­ხუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გა­მიჯ­ნუ­ლი. სა­ერ­თოდ, პო­ლი­ტი­კა­ში არ­სე­ბობს ცო­ლის ინ­სტი­ტუ­ტი. ცო­ლებს ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ მე­უღ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე. მი­მაჩ­ნია, რომ ქალ­მა ნაკ­ლე­ბად უნდა ისარ­გებ­ლოს ამ უფ­ლე­ბით. თუმ­ცა მე, რო­გორც თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, შე­მიძ­ლია მქონ­დეს პრე­ტენ­ზია ამა­ზე".

  • მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა - გი­უ­ლი ალა­სა­ნია

გი­უ­ლი ალა­სა­ნია პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სია - თურ­ქე­თის ის­ტო­რი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბით. აქვს ორი ჯილ­დო 1980 წელს მი­ი­ღო კომ­კავ­ში­რის ჯილ­დო, ხოლო 2010 წელს ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ჯილ­დო. 2009 წელს ალა­სა­ნია არ­ჩე­ულ იქნა ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მსოფ­ლიო აკა­დე­მი­ის (აშშ) ნამ­დვილ წევ­რად. 2012 არ­ჩე­ულ იქნა გე­ნე­ა­ლო­გი­ის, ჰე­რალ­დი­კი­სა და დო­კუ­მენ­ტურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის სა­პა­ტიო წევ­რად. 1998-2014 წლებ­ში მუ­შა­ობ­და შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფე­სო­რის აკა­დე­მი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, 2002-2014 წწ. იყო ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­რექ­ტო­რი.

2004 წლი­დან არის სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტი. ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იკა­ვებს პრო­ფე­სო­რის აკა­დე­მი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბას.

გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას სა­ხელს ხში­რად უკავ­ში­რე­ბენ სხვა­დას­ხვა გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს. მისი სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" "ომე­გას", "იბე­რი­ის" და სხვა ბიზ­ნე­სებს. ამ­ბო­ბენ, რომ კომ­პა­ნი­ე­ბის გა­კოტ­რე­ბის საქ­მე­ში ექს-პრე­ზი­დენ­ტის დედა თა­ვად იყო ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა ის არ­ცერთ საქ­მე­ზე ოფი­ცი­ა­ლურ ორ­გა­ნო­ებს მოწ­მის სა­ხი­თაც კი არ და­უ­ბა­რე­ბი­ათ.

გი­უ­ლი ალა­სა­ნია მარ­ტო­ხე­ლა დედა იყო, რო­მელ­მაც მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი მარ­ტო გა­ზარ­და. შვი­ლის აღ­ზრდა­ში ბე­ბია ეხ­მა­რე­ბო­და. მას შემ­დეგ რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნა, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას ქო­ნე­ბა და­ა­ყა­და­ღეს. შარ­შან გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას სა­ხე­ლი მე­დი­ა­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა, რო­მელ­მაც ერთ-ერთ ტე­ლე­გა­და­ცე­მა­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი ოჯა­ხის ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა. მა­შინ ალა­სა­ნი­ამ ვი­დე­ო­მი­მარ­თვაც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სიც და­ა­სა­ხე­ლა.

  • გიგა ბო­კე­რი­ას დედა - ნანა ალექ­სან­დრია

ცნო­ბი­ლი მო­ჭად­რა­კე, ნანა ალექ­სან­დრია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თხელ გა­უთ­ქვა სა­ხე­ლი, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგა ბო­კე­რი­ას დე­დაა. ბო­კე­რია ნანა ალექ­სან­დრი­ას ერ­თა­დერ­თი ვა­ჟია. ნანა ალექ­სან­დრია არა­ერ­თი ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლია, 1986 წელს აირ­ჩი­ეს ფი­დეს ქალ­თა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რედ. ალექ­სან­დრია იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ჭად­რა­კე ქალ­თა ნაკ­რე­ბი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი, რო­მე­ლიც ქალ­თა სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დებ­ზე მა­ნი­ლა­ში და მოს­კოვ­ში ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი.

სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დე­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნანა ალექ­სან­დრი­ას სა­ხე­ლი სკან­და­ლურ საქ­მე­ებს არ უკავ­შირ­დე­ბა. გიგა ბო­კე­რი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, დე­და­მი­სი თით­ქმის ყველ­გან გა­მო­ჩე­ნა­ზე უარს ამ­ბობს. ცნო­ბი­ლია, რომ ნანა ალექ­სან­დრი­ას არ ელა­პა­რა­კე­ბა ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი. ის აცხა­დებს, რომ 26 მა­ისს მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას არა­ვის, მათ შო­რის არც ნანა ალექ­სან­დრი­ას აპა­ტი­ებს, რად­გან მომ­ხდა­რის იდე­ო­ლო­გი­ა­ში გიგა ბო­კე­რი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც ჩანს ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მისი შვი­ლის მი­მართ ალექ­სან­დრი­ას არ ადარ­დებს, პი­რი­ქით, გუნდს, რომ­ლის ლი­დე­რიც გიგა ბო­კე­რი­აა, მხარს უჭერს.

  • ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის დედა - ჟე­ნია მე­რა­ბიშ­ვი­ლი

ჟე­ნია მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი მი­ნის­ტრი­სა და ექ­სპრე­მი­ე­რის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის დე­დაა. მის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი ჭორ-მარ­თა­ლი და­დი­ო­და. ჟე­ნია მე­რა­ბიშ­ვი­ლი სკან­დალ­ში არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვია, ერთხელ არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, მე­ო­რედ კი 2013 წელს, როცა ის სკო­ლის დამ­ლა­გებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის ცე­მა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე ყოფ­ნი­სას ჟე­ნია მე­რა­ბიშ­ვი­ლი ახალ­ცი­ხის მე­ხუ­თე სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბი­დან მოხ­სნა. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის დედა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბო­ლოს 2 გვა­მის ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის დროს გა­მოჩ­ნდა და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი შვი­ლი ორი რუ­სის გვამს ითხოვ­და.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
1

ანეკდოტია რა,გახარიას მამა მოძრაობა ,,სამეგრელოს" უდგას სათავეში და ნ კახეთის მიწების ნახევარს დაპატრონა

ფშაველი
4

მოვა ის დროც და გამჟღავნდება, თუ როგორ ქმნიდნენ 80-იანი წლების ბოლოს რუსეთის სპეცსამსახურები - სუკი საქართველოში პარტიებს მათი ქართველ- გაქართველებული სომეხი აგენტების მეშვეობით; დევიზით აგინე რუსეთს, ოღონდ რუსული საქმე აკეთე; მაშინდელი ზვიადის მოწინააღმდეგეების ბანაკი სავსე იყო სუკის ნეშტატნი სატრუდნიკებით; ეხ, რამდენი გაიქცა მაშინ ''შემთხვევით" მოსკოვებში... 1991 წლის 22 დეკემბერი ამისი დადასტურებაა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი პოლიტიკოსების ცნობილი და უცნობი დედები

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი პოლიტიკოსების ცნობილი და უცნობი დედები

პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება და ოჯახის წევრები, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ზოგი ქართველი პოლიტიკოსის მშობლები თავიანთ შვილებს პოპულარობით არ ჩამოუვარდებიან, თუმცა საჯაროდ გამოჩენას ხშირად თავს არიდებენ. მიუხედავად ამისა, თავიანთი საქმიანობის გამო, ისინი უყურადღებოდ არავის რჩება. პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის მშობლებს ხალხი ნაკლებად იცნობს.

AMBEBI.GE დედის დღესთან დაკავშირებით, ქართველი პოლიტიკოსების ცნობილ და უცნობ დედებს წარმოგიდგენთ.

  • გიორგი გახარიას დედა - მზია ლეჟავა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 1975 წელს ზაურ გახარიასა და მზია ლეჟავას ოჯახში დაიბადა. პრემიერის მამა წარმოშობით სენაკელია, დედა კი - თბილისელი. როგორც ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციებიდან ირკვევა, მამა პროფესორი და სახალხო მოძრაობა "სამეგრელოს" კოორდინატორია. დედა კი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული მხარდამჭერები იყვნენ და მიტინგებზეც ხშირად დადიოდნენ. გახარიას ოჯახს "ზვიადისტებადაც" კი მოიხსენიებდნენ.

  • ნიკა მელიას დედა - ნანა ცანავა

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში თანადგომა დედამაც გამოუცხადა. მელიას დედის, ნანა ცანავას შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ყველა კარგად იცნობს მის მამას - ცნობილ კარდიოლოგს, ანზორ მელიას.

"მშობლები შოკირებულები ვიყავით, როცა ნიკა პოლიტიკაში წავიდა. სამი თვე არ ველაპარაკებოდით. თქვენ იცით 2012 წელს, მე ხმა მივეცი "ქართულ ოცნებას“, მაგრამ მერე ნიკამ დამსვა, მესაუბრა და ყველაფერი ისე ასრულდა, როგორც ნიკამ მითხრა. ჩემი მეუღლე რაჭველია და სამწუხაროდ გვიან მოვიდა აზრზზე. მას ნიკა პოლიტიკისთვის არასდროს არ ემეტებოდა... ჩემი მეუღლეც ექიმია. ჩვენ სოლოლაკში ვცხოვრობთ, ჭკვიანი ექიმი იყო, ავადმყოფებს უყვარდათ, მაგრამ 90-იანები რთული პერიოდი გახლდათ და როცა ბავშვებს გარდატეხის ასაკი დაუდგათ, უარი თქვა სამსახურზე და სახლში დაჯდა. ნანაც კარდიოლოგია, მამამისი ცნობილი პროფესორი, რეანიმაციის სკოლის დამფუძნებელი გახლდათ საქართველოში", - ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში ანზორ მელია.

  • ელენე ხოშტარიას დედა - ირინა გუნცაძე

ხელოვნებათმცოდნე მშობლების გოგი ხოშტარიასა და ირინა გუნცაძის ოჯახში გაზრდილმა ელენე ხოშტარიამ პროფესიული არჩევანი თავიდანვე პოლიტიკას დაუკავშირა და, როგორც ქალბატონი ირინა გუნცაძე ამბობს, შვილის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია. "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ირინა გუნცაძე საკუთარი შვილისა და ოჯახის შესახებ საუბრობს:

"მე პატივს ვცემ მის არჩევანს. ვიცი, რომ ეს მისი პრინციპული არჩევანია და პოლიტიკოსობა რომ გადაწყვიტა, ჩემთვის ეს სრულიად კანონზომიერი იყო. ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის მხრიდან, რეპრესირებულების ოჯახი გახლდათ. გოგის ბაბუის ძმა იყო აკაკი ხოშტარია. მოგეხსენებათ, იგი იყო მილიონერი კაპიტალისტი, მეცენატი, რომელმაც სამი გემი უყიდა პირველ ეროვნულ მთავრობას...

გოგის მამა 28 წლის ასაკში დახვრიტეს, ბიძა კი - 29 წლის ასაკში, რადგან აკაკი ხოშტარიას ძმისშვილები იყვნენ. ამიტომ ეს ოჯახი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო. ელენეს ეს ისტორიები ბავშვობიდან ესმოდა და მუდმივად ჰქონდა უსამართლობის გრძნობა. ჩემს მეუღლეს, გარდა ხელოვნებათმცოდნეობისა, ისტორიის ფაკულტეტიც ჰქონდა დამთავრებული და დისიდენტიც იყო. კავშირები ჰქონდა კავალიოვთან და სხვებთან. 9 აპრილის მოვლენების დროს ელენე 9 წლის იყო და ყველაფერმა მის თვალწინ გაიარა... მინდა ვთქვა, რომ თვითონ იყო სხვანაირი ბავშვი, ჩემი ვაჟიც, რომელიც ელენეზე 2 წლით უფროსია, ხომ, ამ სიტუაციაში გაიზარდა, მაგრამ ელენეს ჰქონდა სხვაგვარი დამოკიდებულება, განსხვავებული, უშიშარი, დამოუკიდებელი იყო, სულ გვეგონა, რომ არაფრის ეშინოდა...

იცით, რომ გოგი ჰელსინკის ჯგუფში ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო. ზვიადთან მეგობრობდა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც ეკავა. მაშინ 12 წლის ელენე აპროტესტებდა, რომ მამამისს მანქანა ჰყავდა გამოყოფილი. ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო? თურმე, დილაადრიან დგებოდა და სადარბაზოებს ალაგებდა... ჩვენ ძიძად რუსი ქალი გვყავდა, რომელმაც გაზარდა ელენე და წლების მერე, ლოგინად ჩავარდა, მარტოხელა ქალი იყო და რითაც შეგვეძლო, ვეხმარეოდით. მერე, მეზობლებმა გვითხრეს, რომ, თურმე 14 წლის ელენე უვლიდა და უცვლიდა...

ჩემს შვილს სულ უნდოდა წასვლა ინგლისში ან საფრანგეთში. ინგლისური კარგად იცოდა და შეეძლო, საფრანგეთშიც ესწავლა, ინგლისურენოვან სასწავლებელში. ფრანგული მაშინ არ იცოდა, მერე შეისწავლა. იმ პერიოდში, "ესენგე"- ში ვიყავით და სხვა არჩევანი არ გვქონდა, რუსეთში სასწავლებლად უნდა გაგვეშვა, თან იქ კარგი განათლების მიღება შესაძლებელი იყო. რადგანაც პოლიტიკა აინტერესებდა, "გიმო"-ში მოხვდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსები არ გვქონდა, სხვა ქვეყანაში გაგვეშვა სასწავლებლად და რადგან ჩემი მეუღლე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ეკუთვნოდა ლიმიტი და ელენეს შეეძლო უფასოდ ესწავლა, ეს შესაძლელობა გამოვიყენეთ. ელენე ძალიან კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა. წარმატებით დაიცვა სადიპლომო თემა, რომელიც ამერიკის პოლიტიკას ეხებოდა... სხვათა შორის, ივანიშვილს ძალიან უნდოდა თავისკენ წაეყვანა, მაგრამ ელენე კატეგორიულ უარზე იყო..."

  • ირაკლი კობახიძის დედა - თამარ ზაალიშვილი

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორივე მშობელს საზოგადოება კარგად იცნობს.

ირაკლი კობახიძის მამა გიორგი კობახიძე საქართველოში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. 1990-1992 წლებში იგი იყო ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი და აღმასრულებელი მდივანი. 1992-1999 წლებში იყო საქართველოს მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი. ბოლო პერიოდში იყო "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი. 2015 წლის იანვარში გიორგი კობახიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც შვილის - ირაკლი კობახიძის "ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად დანიშვნა და, ამის გამო, შესაძლო პოლიტიკური უხერხულობების თავიდან აცილება დაასახელა.

დედა - თამარ ზაალიშვილი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი, ეკონომისტი და იურისტია. თამარ ზაალიშვილი ოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის, ეკონომიკისა და სამართლის სფეროებში. ის ასევე არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, განათლებისა და რეგიონული განვითარების მკვლევარი, მრავალი კონფერენციის მონაწილე და ანალიტიკური პუბლიკაციისა და ექსპერტული შეფასების ავტორი.

წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობეზე მუშაობდა ჯერ ფინანსთა, ხოლო შემდეგ განათლების სამინისტროებში.

1998 წელს ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში თამარ ზაალიშვილი საკუთარი ოჯახის შესახებ ამბობდა:

"მე მეცნიერთა ოჯახიდან ვარ. მამა აკადემიკოსია - მალხაზ ზაალიშვილი, გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. დღესაც აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. დედა უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი იყო დიდი ხნის განმავლობაში. ჩემი მშობლების დამახასიათებელი თვისებები ალბათ ის არის, რომ, ოჯახის გარდა, უპირველესი ინტერესი და ცხოვრების წესი სამეცნიერო საქმიანობა გახლდათ. ასეთ ატმოსფეროში აღვიზარდე, ფაქტობრივად, ჩვენს ოჯახში იყო განათლებისა და მეცნიერების კულტი. მყავს ძმა - თენგიზი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი, ბიოქიმიკოსი. მე ორჯერ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯერ ფიზიკის ფაკულტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით, ხოლო შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსისტის სპეციალობით...

...ნამდვილად არსებობს ერთი ნახვით შეყვარება. პირველი ნახვისას საოცრად მომხიბლა გიორგის არაჩვეულებრივმა ღიმილმა. იმ დროს არამარტო ასაკით ვიყავი ბავშვი, 18 წლის გახლდით, არამედ ბავშვი ჩემი ცნობიერებითაც. ჩვენი თაობა სხვანაირი იყო, ახლა სხვანაირი თაობაა. მე განსხვავებული ვიყავი, ბიჭებს საერთოდ არ ვუყურებდი. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, ვეუფლებოდი ფორტეპიანოს, ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ნაზი ვჩანდი. გიორგი და მე ერთ კორპუსში ვსწავლობდით, იგი ორი კურსით წინ იყო. მეორე კორპუსიდან პირველ კორპუსში გადმოვდიოდი, ერთ მომენტში მომხიბლა მართლაც შესანიშნავი გარეგნობისა და ღიმილის მქონე ახალგაზრდამ - აქედან დაიწყო ჩვენი სიყვარული... სახელმწიფოებრივი და ოჯახური საქმიანობა აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული. საერთოდ, პოლიტიკაში არსებობს ცოლის ინსტიტუტი. ცოლებს ეძლევათ საშუალება, გარკვეულწილად გავლენა მოახდინონ მეუღლის გადაწყვეტილებებზე. მიმაჩნია, რომ ქალმა ნაკლებად უნდა ისარგებლოს ამ უფლებით. თუმცა მე, როგორც თანამდებობის პირს, შემიძლია მქონდეს პრეტენზია ამაზე".

  • მიხეილ სააკაშვილის დედა - გიული ალასანია

გიული ალასანია პროფესიით ისტორიკოსია - თურქეთის ისტორიის სპეციალობით. აქვს ორი ჯილდო 1980 წელს მიიღო კომკავშირის ჯილდო, ხოლო 2010 წელს ჯავახიშვილის ჯილდო. 2009 წელს ალასანია არჩეულ იქნა ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (აშშ) ნამდვილ წევრად. 2012 არჩეულ იქნა გენეალოგიის, ჰერალდიკისა და დოკუმენტურ მეცნიერებათა ამერიკული სკოლის საპატიო წევრად. 1998-2014 წლებში მუშაობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 2002-2014 წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი.

2004 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ამავე უნივერსიტეტში იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას.

გიული ალასანიას სახელს ხშირად უკავშირებენ სხვადასხვა გახმაურებულ საქმეს. მისი სახელი უკავშირდება "ცენტრ პოინტის" "ომეგას", "იბერიის" და სხვა ბიზნესებს. ამბობენ, რომ კომპანიების გაკოტრების საქმეში ექს-პრეზიდენტის დედა თავად იყო ჩართული, თუმცა ის არცერთ საქმეზე ოფიციალურ ორგანოებს მოწმის სახითაც კი არ დაუბარებიათ.

გიული ალასანია მარტოხელა დედა იყო, რომელმაც მომავალი პრეზიდენტი მარტო გაზარდა. შვილის აღზრდაში ბებია ეხმარებოდა. მას შემდეგ რაც პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა, გიული ალასანიას ქონება დააყადაღეს. შარშან გიული ალასანიას სახელი მედიაში უკრაინელი ჟურნალისტის წყალობით მოხვდა, რომელმაც ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ექსპრეზიდენტისა და მისი ოჯახის ფინანსებთან დაკავშირებით ისაუბრა. მაშინ ალასანიამ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც საკუთარი ხელფასიც დაასახელა.

  • გიგა ბოკერიას დედა - ნანა ალექსანდრია

ცნობილი მოჭადრაკე, ნანა ალექსანდრია, რომელმაც საქართველოს არაერთხელ გაუთქვა სახელი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დედაა. ბოკერია ნანა ალექსანდრიას ერთადერთი ვაჟია. ნანა ალექსანდრია არაერთი ტიტულის მფლობელია, 1986 წელს აირჩიეს ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარედ. ალექსანდრია იყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი, რომელიც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებზე მანილაში და მოსკოვში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

სხვა პოლიტიკოსების დედებისგან განსხვავებით, ნანა ალექსანდრიას სახელი სკანდალურ საქმეებს არ უკავშირდება. გიგა ბოკერიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დედამისი თითქმის ყველგან გამოჩენაზე უარს ამბობს. ცნობილია, რომ ნანა ალექსანდრიას არ ელაპარაკება ნონა გაფრინდაშვილი. ის აცხადებს, რომ 26 მაისს მომხდარ დაპირისპირებას არავის, მათ შორის არც ნანა ალექსანდრიას აპატიებს, რადგან მომხდარის იდეოლოგიაში გიგა ბოკერიას ადანაშაულებს. როგორც ჩანს ხალხის დამოკიდებულება მისი შვილის მიმართ ალექსანდრიას არ ადარდებს, პირიქით, გუნდს, რომლის ლიდერიც გიგა ბოკერიაა, მხარს უჭერს.

  • ვანო მერაბიშვილის დედა - ჟენია მერაბიშვილი

ჟენია მერაბიშვილი "ვარდების რევოლუციის" ყველაზე სკანდალური მინისტრისა და ექსპრემიერის, ვანო მერაბიშვილის დედაა. მის შესახებ უამრავი ჭორ-მართალი დადიოდა. ჟენია მერაბიშვილი სკანდალში არაერთხელ გაეხვია, ერთხელ არჩევნების პერიოდში, მეორედ კი 2013 წელს, როცა ის სკოლის დამლაგებლებისა და მოსწავლეების ცემაში დაადანაშაულეს. გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე ყოფნისას ჟენია მერაბიშვილი ახალციხის მეხუთე სკოლის დირექტორობიდან მოხსნა. ვანო მერაბიშვილის დედა საზოგადოებაში ბოლოს 2 გვამის ვიდეოს გავრცელების დროს გამოჩნდა და განაცხადა, რომ მისი შვილი ორი რუსის გვამს ითხოვდა.