მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მეგობარია - ასე დავახასიათებ ჩვენს დედაშვილობას" - რას ყვება დედასა და ოჯახურ ტრადიციებზე საქართველოში ერთადერთი ქალი ეპისკოპოსის შვილი
"ჩემი მეგობარია - ასე დავახასიათებ ჩვენს დედაშვილობას" - რას ყვება დედასა და ოჯახურ ტრადიციებზე საქართველოში ერთადერთი ქალი ეპისკოპოსის შვილი

რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძე ევან­გე­ლურ-ბაპ­ტის­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სია. ქალი ეპის­კო­პო­სი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჯერ კი­დევ უჩ­ვე­უ­ლოდ გა­ის­მის და რო­გორც ის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს კი­დეც, "რუ­სუ­და­ნი, რო­გორც ეპის­კო­პო­სი ვერ მი­ი­ღო პატ­რი­არ­ქა­ლურ­მა კულ­ტუ­რამ. ჩემ­ზე ბევ­რი ცუდი იწე­რე­ბო­და", მაგ­რამ ამას არ შე­ში­ნე­ბია და საქ­მეს, რო­მელ­საც გა­და­წყვი­ტა, რომ ემ­სა­ხუ­როს, ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ერ­თა­დერ­თი ქალი ეპის­კო­პო­სის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ეპი­ზო­დის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რიდს გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის­თვის - "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" არის ჩა­წე­რი­ლი:

"ბაპ­ტის­ტუ­რი ღვთის­მსა­ხუ­რის ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ჩვენს ოჯახ­ში მე­ო­თხე თა­ო­ბის მორ­წმუ­ნე ვარ. ერთი მხრივ, ჩემი რე­ლი­გი­უ­რი ოჯა­ხი და ხუ­ცე­სი პა­პის ავ­ტო­რი­ტე­ტი ახ­დენ­და ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე დიდ გავ­ლე­ნას, მე­ო­რეს მხრივ - გა­რე­მო. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, ქა­ლე­ბის ეკ­ლე­სი­უ­რი მსა­ხუ­რე­ბა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და მხო­ლოდ გა­ლო­ბი­თა და ლოც­ვით, ქა­ლებს არც ერთ საკ­რა­მენტზე ხელი არ მი­უწ­ვდე­ბო­დათ. ზი­ა­რე­ბა, ქა­და­გე­ბა და მო­ძღვრე­ბა კა­ცე­ბის - "ძმე­ბის" საქ­მე იყო.

არა და, ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რია არის ძლი­ე­რი ქა­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნი­ლი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რია. ზო­გა­დად კრი­ზი­სის დროს ქა­ლე­ბი იწყე­ბენ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის რღვე­ვას და ინი­ცი­ა­ტი­ვის ხელ­ში აღე­ბას... 1941 წელს, რო­დე­საც სტა­ლინ­მა ეკ­ლე­სი­ე­ბი და­ხუ­რა და ყვე­ლა ღვთის­მსა­ხუ­რი კაცი გა­და­ა­სახ­ლა, ქა­ლე­ბი დარ­ჩნენ და ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­აგ­რძე­ლეს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. იმ ქა­ლებს შო­რის იყო ჩემი დიდი ბე­ბია, მე­ლა­ნია კან­დე­ლა­კი. 1890-ია­ნებ­ში და­ბა­დე­ბულ გლე­ხის ქალს, არ მი­უწ­ვდე­ბო­და ხელი გა­ნათ­ლე­ბა­ზე. მე­ლა­ნომ სხვა ქა­ლებ­თან ერ­თად, წერა-კი­თხვა სა­ხა­რე­ბის გა­და­წე­რით ის­წავ­ლა და რო­დე­საც გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი კა­ცე­ბი დაბ­რუნ­დნენ, მათ დახ­ვდათ გა­დარ­ჩე­ნი­ლი ეკ­ლე­სია, ეკ­ლე­სი­ის კარი ღია...

რო­დე­საც ჩემ­მა წი­ნამ­ძღო­ლებ­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმა­ზე ფიქ­რი, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. შე­მე­შინ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ღმერ­თის წი­ნა­შე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, მრევ­ლის წი­ნა­შე. მა­ში­ნებ­და ჩემი ასა­კი - 33 წლის ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი, რომ ასე­თი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა არ იყო საკ­მა­რი­სი სა­ე­პის­კო­პო­სო ტვირ­თის­თვის. მა­შინ მახ­სოვს, მე­უ­ფემ მი­თხრა, რომ 33 წელი კარ­გი ასა­კია ჯვარ­ცმის­თვის... დიდი ხანი გა­ვი­და ამ სა­უბ­რის შემ­დეგ, როცა დავ­თან­ხმდი ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმას. ეს მოხ­და 2008 წელს. ამა­ში ჩემ­მა მე­უღ­ლემ ითა­მა­შა დიდი როლი, რო­მელ­მაც უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რა გა­მო­მი­ცხა­და. ოჯა­ხის ფაქ­ტორ­მა ბევრ რა­მე­ზე იმოქ­მე­და, ჩემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, თავ­და­ჯე­რე­ბა­ზე" - ყვე­ბა რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში პრო­ექ­ტის­თვის "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან".

ეპის­კო­პოს ქალს ოჯა­ხი რომ მუდ­მი­ვად გვერ­დით უდ­გას, ეს მისი ქა­ლიშ­ვი­ლის - ნანო სა­რა­ლიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­და­ნაც ჩანს, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-მ ჩა­წე­რა მას­თან. ნანო ოჯახ­ზე, ეპის­კო­პოს დე­და­სა და სა­კუ­თარ თავ­ზე გვიყ­ვე­ბა.

- 24 წლის ვარ. ბა­კა­ლავ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვამ­თავ­რე, ახლა ვარ მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტი - სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ას ვსწავ­ლობ. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ - ოღონდ, გა­მი­ჭირ­დე­ბა, ზუს­ტად ვთქვა, რას ვა­კე­თებ. ვცდი­ლობ, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და­ვაგ­რო­ვო - ვას­წავ­ლი, ვთარ­გმნი, ვფო­ტოგ­რა­ფობ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად პრო­ექ­ტებ­ზე ვმუ­შა­ობ და ა.შ.

- დედა ეპის­კო­პო­სია, ამ წო­დე­ბის ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ვიცი, სხვა არ არ­სე­ბობს. რას ნიშ­ნავს ეს თქვენ­თვის?

- რომ და­ვი­ბა­დე, დედა ჯერ ეპის­კო­პო­სი არ იყო - მქონ­და იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ თვა­ლი მე­დევ­ნე­ბი­ნა, რო­გორ იც­ვლე­ბო­და მისი ცხოვ­რე­ბა და მას­თან ერ­თად, ჩვე­ნიც - მთე­ლი ოჯა­ხის. ერთი სი­ტყვით რომ ვთქვა, რო­გო­რია ასეთ გა­რე­მო­ში გაზ­რდა - სა­ინ­ტე­რე­სო. გარ­შე­მო უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი, ადა­მი­ა­ნი და გა­მოც­დი­ლე­ბა გროვ­დე­ბა.

ჩემ­თვის ეს ამ­ბა­ვი რამ­დე­ნი­მე რა­მეს ნიშ­ნავს, ამის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მი­ჭირს. უბ­რა­ლოდ მე­ა­მა­ყე­ბა იმის, სა­დაც დგას, რა საქ­მე­საც აკე­თებს, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი­ცაა. მისი ასე­თად ყოფ­ნა ნიშ­ნავს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არ არის იმ საქ­მეს აკე­თებ­დე, რი­სიც გჯე­რა - ყო­ველ­თვის ად­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ამი­სი ცოდ­ნა და ამი­სი ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თის ყოლა, ერ­თგვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა.

- რო­გო­რი დე­დაა რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძე?

- ჩემი მე­გო­ბა­რია და ასე მგო­ნია, ამა­ზე უკეთ ვერც და­ვა­ხა­სი­ა­თებ ჩვენს დე­დაშ­ვი­ლო­ბას. ხან­და­ხან მა­ვი­წყდე­ბა კი­დეც, რომ სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის და "სტა­ჟის“ ხალ­ხი ვართ.

- თქვენ ჩარ­თუ­ლი ხართ მას­თან ერ­თად ეკ­ლე­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

- კი, ჩარ­თუ­ლი ვარ ეკ­ლე­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა რამ მი­კე­თე­ბია და შე­დე­გად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი მო­ვაგ­რო­ვე.

- რად­გან დედა იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თქვენც ავ­ტო­მა­ტუ­რად მიჰ­ყე­ვით ამას?

- მგო­ნია, რომ ოჯა­ხი ყვე­ლას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ახ­დენს გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას. ამ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ვი­ზარ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად, - ოღონდ, მხო­ლოდ ეს ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ამ ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბა­ში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი. სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად მე­ფიქ­რა და არ­ჩე­ვა­ნიც თა­ვი­სუფ­ლად გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ვფიქ­რობ, რომ სწორ ნა­ბი­ჯებს დგამს ეს ეკ­ლე­სია, ის­ტო­რი­ის სწორ მხა­რეს დგას და მის ნა­წი­ლად ვხე­დავ თავს.

სა­ნა­თე­საო ჭრე­ლია - ერთ მხა­რეს თა­ო­ბე­ბი პრო­ტეს­ტან­ტე­ბი არი­ან, მე­ო­რე მხა­რეს - მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი არი­ან.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუ­ლინ­გის ობი­ექ­ტი არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა. ხომ არ გა­მო­გიც­დი­ათ ეს სა­ა­კუ­თარ თავ­ზე, იმის გამო, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი არ ხართ?

- ვიცი, რო­გო­რი არა­ტო­ლე­რან­ტუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა რა­ი­მე ნიშ­ნით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ და რო­გო­რი მძი­მე ფორ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს ამან. ამ მხრივ პი­რა­დად მე ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა - არც სკო­ლა­ში მქო­ნია მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, არც - მერე. ოღონდ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არ­სად გა­დავ­ყრი­ვარ ან ეკ­ლე­სი­ის, ანდა ამ ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბის მი­მართ.

- რო­გორ ცხოვ­რობს თქვე­ნი ოჯა­ხი - რა ტრა­დი­ცი­ე­ბი გაქვთ, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად მიჰ­ყვე­ბით და არ ღა­ლა­ტობთ?

- როცა შეგ­ვიძ­ლია, ერ­თად ვვახ­შმობთ და ვლა­პა­რა­კობთ ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით კა­რან­ტინ­ში იქცა ეს ერ­თგვარ რი­ტუ­ა­ლა­დაც კი.

გან­სა­კუთ­რე­ბულ ტრა­დი­ცი­ად არ ვიცი, რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს - მსგავ­სი პა­ტა­რა რი­ტუ­ა­ლე­ბი გვაქვს ხოლ­მე, რა­საც ერ­თად ვა­კე­თებთ. რაც დრო გა­დის მით უფრო სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობთ ყვე­ლა­ნი და დრო­ის ერ­თად გა­ტა­რე­ბის სხვა­დას­ხვა გზებს ვე­ძებთ.

- გაგ­ვა­ცა­ნით მამა და ძმა...

- მა­მა­ჩე­მი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია, ვინც კი დე­და­მი­წის ზურ­გზე შემ­ხვედ­რია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რია და უმუ­შა­ვია უამ­რავ ად­გი­ლას - ჰა­ი­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი ტა­ჯი­კე­თით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. პან­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დეც სა­ქარ­თვე­ლო­დან შორს იყო. თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის წყა­ლო­ბით, იც­ნობს უამ­რა­ვი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რას, პო­ლი­ტი­კურ თუ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას და თუ მო­ი­ხელ­თებ, მარ­გა­ლი­ტი ამ­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა შე­უძ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ძმას - მათე 21 წლი­საა. ასაკ­ში გან­სხვა­ვე­ბა რაკი პა­ტა­რაა, სულ ახ­ლოს ვი­ყა­ვით, ამ ბოლო დროს კი­დევ უფრო მე­ტად. მშობ­ლე­ბი იცი­ნი­ან ხოლ­მე, მათე რომ გაჩ­ნდა, რომ არ გე­ეჭ­ვი­ა­ნა, გი­თხა­რით, შენ მო­გიყ­ვა­ნეთ, შე­ნია და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ი­ღე ეს ამ­ბა­ვიო... მთლად მე ვერ და­ვიბ­რა­ლებ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით გა­ვი­ზარ­დეთ.

მა­თეც ილი­ა­უ­ნის სტუ­დენ­ტია, თა­ვი­სუ­ფალ მეც­ნი­ე­რე­ბებს წავ­ლობს. მუ­სი­კა უყ­ვარს, ლი­ტე­რა­ტუ­რა, თე­ატ­რი და რაც უყ­ვარს იმი­სი მარ­ტო დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ან მსმე­ნე­ლი არა­სო­დეს რჩე­ბა, სა­კუ­თა­რი ხე­ლით ცდი­ლობს, შექ­მნას. თე­ატ­რის დასი ჰყავს თა­ვი­სი, ადრე ბენდთან ერ­თა­დაც უკ­რავ­და. მა­თეს პირ­ვე­ლი რო­მა­ნი - "მი­ვი­წყე­ბულ­ნი" ცოტა ხნის წინ გა­მო­ი­ცა. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, ვინც ეს ტექ­სტი ნახა, ჯერ კი­დევ სა­ნამ სა­წყის ეტაპ­ზე იყო. მა­შინ­ვე მი­ჭირ­და და­ჯე­რე­ბა, რომ ამ ამ­ბავს ჩემი პა­ტა­რა ძმა ქმნი­და და ახლა კი­დევ უფრო უც­ნა­უ­რია ამ ამ­ბის ხელ­ში წიგ­ნად და­ჭე­რა.

- სა­მო­მავ­ლოდ რა ფიქ­რობთ, რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ეს შე­კი­თხვა ცუდ დღე­ში მაგ­დებს ყო­ველ­თვის, იმი­ტომ, რომ გრძელ­ვა­დი­ა­ნი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გეგ­მე­ბი არა­სო­დეს მაქვს. ბა­კა­ლავ­რის ეტაპ­ზეც ამ დაბ­ნე­უ­ლო­ბის გამო მი­ვი­ღე თა­ვი­სუ­ფა­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ნამ­დვი­ლად გა­ა­მარ­თლა. მა­გის­ტრა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბაც იმის გამო ავირ­ჩიე, რომ ახლა, ამ ეტაპ­ზე ის­ტო­რი­ის ეს მო­ნაკ­ვე­თი მა­ინ­ტე­რე­სებს. შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ მა­გის­ტრა­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბა­ზე ვარ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად ვცდი­ლობ, ჩემი სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი არ დამ­რჩეს უყუ­რა­დღე­ბოდ. ზო­გა­დად, პან­დე­მი­ის ამ­ბავ­მა ჩემ­თვის ბევ­რი რამ გა­და­ა­ფა­სა და ჯერ კი­დევ ამ გა­და­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში ვარ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
shalva
11

კიდევ ერთი ენჯეოშნიკი და არა ღვთისმსახური 

ამის ნებისმიერი კომენტარი მხოლოდ დასავლურ ენჯეოშნიკურია და სხვა არაფერი

მწარე
16

ფრენა როდისა გაქვთ-არ გამოგვაპაროთ უბრალო მოკვდავებს!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ჩემი მეგობარია - ასე დავახასიათებ ჩვენს დედაშვილობას" - რას ყვება დედასა და ოჯახურ ტრადიციებზე საქართველოში ერთადერთი ქალი ეპისკოპოსის შვილი

"ჩემი მეგობარია - ასე დავახასიათებ ჩვენს დედაშვილობას" - რას ყვება დედასა და ოჯახურ ტრადიციებზე საქართველოში ერთადერთი ქალი ეპისკოპოსის შვილი

რუსუდან გოცირიძე ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსია. ქალი ეპისკოპოსი ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ უჩვეულოდ გაისმის და როგორც ის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს კიდეც, "რუსუდანი, როგორც ეპისკოპოსი ვერ მიიღო პატრიარქალურმა კულტურამ. ჩემზე ბევრი ცუდი იწერებოდა", მაგრამ ამას არ შეშინებია და საქმეს, რომელსაც გადაწყვიტა, რომ ემსახუროს, ემსახურება.

საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი ქალი ეპისკოპოსის ცხოვრებისეული ეპიზოდის შესახებ რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ ინტერვიუდან, რომელიც პროექტისთვის - "ქალები საქართველოდან" არის ჩაწერილი:

"ბაპტისტური ღვთისმსახურის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ჩვენს ოჯახში მეოთხე თაობის მორწმუნე ვარ. ერთი მხრივ, ჩემი რელიგიური ოჯახი და ხუცესი პაპის ავტორიტეტი ახდენდა ჩემს ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას, მეორეს მხრივ - გარემო. ჩემს ბავშვობაში, ქალების ეკლესიური მსახურება შემოიფარგლებოდა მხოლოდ გალობითა და ლოცვით, ქალებს არც ერთ საკრამენტზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ზიარება, ქადაგება და მოძღვრება კაცების - "ძმების" საქმე იყო.

არა და, ჩვენი ეკლესიის ისტორია არის ძლიერი ქალების გადარჩენილი ეკლესიის ისტორია. ზოგადად კრიზისის დროს ქალები იწყებენ სტერეოტიპების რღვევას და ინიციატივის ხელში აღებას... 1941 წელს, როდესაც სტალინმა ეკლესიები დახურა და ყველა ღვთისმსახური კაცი გადაასახლა, ქალები დარჩნენ და იატაკქვეშეთში გააგრძელეს ფუნქციონირება. იმ ქალებს შორის იყო ჩემი დიდი ბებია, მელანია კანდელაკი. 1890-იანებში დაბადებულ გლეხის ქალს, არ მიუწვდებოდა ხელი განათლებაზე. მელანომ სხვა ქალებთან ერთად, წერა-კითხვა სახარების გადაწერით ისწავლა და როდესაც გადასახლებული კაცები დაბრუნდნენ, მათ დახვდათ გადარჩენილი ეკლესია, ეკლესიის კარი ღია...

როდესაც ჩემმა წინამძღოლებმა შემომთავაზეს ეპისკოპოსად ხელდასხმაზე ფიქრი, ძალიან შემეშინდა. შემეშინდა პასუხისმგებლობის ღმერთის წინაშე, საზოგადოების წინაშე, მრევლის წინაშე. მაშინებდა ჩემი ასაკი - 33 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანის გამოცდილება არ იყო საკმარისი საეპისკოპოსო ტვირთისთვის. მაშინ მახსოვს, მეუფემ მითხრა, რომ 33 წელი კარგი ასაკია ჯვარცმისთვის... დიდი ხანი გავიდა ამ საუბრის შემდეგ, როცა დავთანხმდი ეპისკოპოსად ხელდასხმას. ეს მოხდა 2008 წელს. ამაში ჩემმა მეუღლემ ითამაშა დიდი როლი, რომელმაც უპირობო მხარდაჭერა გამომიცხადა. ოჯახის ფაქტორმა ბევრ რამეზე იმოქმედა, ჩემ გადაწყვეტილებაზე, თავდაჯერებაზე" - ყვება რუსუდან გოცირიძე ინტერვიუში პროექტისთვის "ქალები საქართველოდან".

ეპისკოპოს ქალს ოჯახი რომ მუდმივად გვერდით უდგას, ეს მისი ქალიშვილის - ნანო სარალიშვილის ინტერვიუდანაც ჩანს, რომელიც AMBEBI.GE-მ ჩაწერა მასთან. ნანო ოჯახზე, ეპისკოპოს დედასა და საკუთარ თავზე გვიყვება.

- 24 წლის ვარ. ბაკალავრი თავისუფალი მეცნიერებების მიმართულებით დავამთავრე, ახლა ვარ მაგისტრატურის სტუდენტი - საქართველოს თანამედროვე ისტორიას ვსწავლობ. პარალელურად ვმუშაობ - ოღონდ, გამიჭირდება, ზუსტად ვთქვა, რას ვაკეთებ. ვცდილობ, მრავალფეროვანი გამოცდილება დავაგროვო - ვასწავლი, ვთარგმნი, ვფოტოგრაფობ, მეგობრებთან ერთად პროექტებზე ვმუშაობ და ა.შ.

- დედა ეპისკოპოსია, ამ წოდების ქალი საქართველოში, როგორც ვიცი, სხვა არ არსებობს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- რომ დავიბადე, დედა ჯერ ეპისკოპოსი არ იყო - მქონდა იმის ფუფუნება, რომ თვალი მედევნებინა, როგორ იცვლებოდა მისი ცხოვრება და მასთან ერთად, ჩვენიც - მთელი ოჯახის. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, როგორია ასეთ გარემოში გაზრდა - საინტერესო. გარშემო უამრავი საინტერესო ამბავი, ადამიანი და გამოცდილება გროვდება.

ჩემთვის ეს ამბავი რამდენიმე რამეს ნიშნავს, ამის ჩამოყალიბება მიჭირს. უბრალოდ მეამაყება იმის, სადაც დგას, რა საქმესაც აკეთებს, როგორი ადამიანიცაა. მისი ასეთად ყოფნა ნიშნავს, რომ შეუძლებელი არ არის იმ საქმეს აკეთებდე, რისიც გჯერა - ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. შესაბამისად, ამისი ცოდნა და ამისი ცოცხალი მაგალითის ყოლა, ერთგვარი პასუხისმგებლობაცაა.

- როგორი დედაა რუსუდან გოცირიძე?

- ჩემი მეგობარია და ასე მგონია, ამაზე უკეთ ვერც დავახასიათებ ჩვენს დედაშვილობას. ხანდახან მავიწყდება კიდეც, რომ სხვადასხვა თაობის და "სტაჟის“ ხალხი ვართ.

- თქვენ ჩართული ხართ მასთან ერთად ეკლესიის საქმიანობაში?

- კი, ჩართული ვარ ეკლესიის საქმიანობაში. სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ მიკეთებია და შედეგად ძალიან საინტერესო გამოცდილებები მოვაგროვე.

- რადგან დედა იყო აღნიშნული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი, თქვენც ავტომატურად მიჰყევით ამას?

- მგონია, რომ ოჯახი ყველას გადაწყვეტილებაზე ახდენს გარკვეულ გავლენას. ამ ეკლესიაში გავიზარდე, ფაქტობრივად, - ოღონდ, მხოლოდ ეს ნამდვილად არ ყოფილა იმის საფუძველი, რომ ამ ეკლესიის ცხოვრებაში ჩავრთულიყავი. საშუალება მქონდა, რომ დამოუკიდებლად მეფიქრა და არჩევანიც თავისუფლად გამეკეთებინა. ვფიქრობ, რომ სწორ ნაბიჯებს დგამს ეს ეკლესია, ისტორიის სწორ მხარეს დგას და მის ნაწილად ვხედავ თავს.

სანათესაო ჭრელია - ერთ მხარეს თაობები პროტესტანტები არიან, მეორე მხარეს - მართლმადიდებლები არიან.

- საქართველოში ბულინგის ობიექტი არაერთი ადამიანი ყოფილა. ხომ არ გამოგიცდიათ ეს სააკუთარ თავზე, იმის გამო, რომ მართლმადიდებელი არ ხართ?

- ვიცი, როგორი არატოლერანტული შეიძლება იყოს საზოგადოება რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანის მიმართ და როგორი მძიმე ფორმები შეიძლება მიიღოს ამან. ამ მხრივ პირადად მე ნამდვილად ძალიან გამიმართლა - არც სკოლაში მქონია მსგავსი გამოცდილება, არც - მერე. ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარყოფით დამოკიდებულებას არსად გადავყრივარ ან ეკლესიის, ანდა ამ ეკლესიის წევრების მიმართ.

- როგორ ცხოვრობს თქვენი ოჯახი - რა ტრადიციები გაქვთ, რომელსაც მუდმივად მიჰყვებით და არ ღალატობთ?

- როცა შეგვიძლია, ერთად ვვახშმობთ და ვლაპარაკობთ ყველასა და ყველაფერზე. განსაკუთრებით კარანტინში იქცა ეს ერთგვარ რიტუალადაც კი.

განსაკუთრებულ ტრადიციად არ ვიცი, რა შეიძლება ჩაითვალოს - მსგავსი პატარა რიტუალები გვაქვს ხოლმე, რასაც ერთად ვაკეთებთ. რაც დრო გადის მით უფრო სხვადასხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობთ ყველანი და დროის ერთად გატარების სხვადასხვა გზებს ვეძებთ.

- გაგვაცანით მამა და ძმა...

- მამაჩემი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანია, ვინც კი დედამიწის ზურგზე შემხვედრია. საერთაშორისო ორგანიზაციის ოპერაციების მენეჯერია და უმუშავია უამრავ ადგილას - ჰაიტიდან დაწყებული ტაჯიკეთით დამთავრებული. პანდემიის დაწყებამდეც საქართველოდან შორს იყო. თავისი საქმიანობის წყალობით, იცნობს უამრავი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, პოლიტიკურ თუ სოციალურ მდგომარეობას და თუ მოიხელთებ, მარგალიტი ამბების გაზიარება შეუძლია.

რაც შეეხება ჩემს ძმას - მათე 21 წლისაა. ასაკში განსხვავება რაკი პატარაა, სულ ახლოს ვიყავით, ამ ბოლო დროს კიდევ უფრო მეტად. მშობლები იცინიან ხოლმე, მათე რომ გაჩნდა, რომ არ გეეჭვიანა, გითხარით, შენ მოგიყვანეთ, შენია და ძალიან სერიოზულად მიიღე ეს ამბავიო... მთლად მე ვერ დავიბრალებ ყველაფერს, მაგრამ მიხარია, რომ ერთმანეთის გვერდით გავიზარდეთ.

მათეც ილიაუნის სტუდენტია, თავისუფალ მეცნიერებებს წავლობს. მუსიკა უყვარს, ლიტერატურა, თეატრი და რაც უყვარს იმისი მარტო დამკვირვებელი ან მსმენელი არასოდეს რჩება, საკუთარი ხელით ცდილობს, შექმნას. თეატრის დასი ჰყავს თავისი, ადრე ბენდთან ერთადაც უკრავდა. მათეს პირველი რომანი - "მივიწყებულნი" ცოტა ხნის წინ გამოიცა. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ეს ტექსტი ნახა, ჯერ კიდევ სანამ საწყის ეტაპზე იყო. მაშინვე მიჭირდა დაჯერება, რომ ამ ამბავს ჩემი პატარა ძმა ქმნიდა და ახლა კიდევ უფრო უცნაურია ამ ამბის ხელში წიგნად დაჭერა.

- სამომავლოდ რა ფიქრობთ, რა გეგმები გაქვთ?

- ეს შეკითხვა ცუდ დღეში მაგდებს ყოველთვის, იმიტომ, რომ გრძელვადიანი ჩამოყალიბებული გეგმები არასოდეს მაქვს. ბაკალავრის ეტაპზეც ამ დაბნეულობის გამო მივიღე თავისუფალი მეცნიერებების პროგრამაზე სწავლის გადაწყვეტილება და ნამდვილად გაამართლა. მაგისტრატურის მიმართულებაც იმის გამო ავირჩიე, რომ ახლა, ამ ეტაპზე ისტორიის ეს მონაკვეთი მაინტერესებს. შესაბამისად, ჯერ მაგისტრატურის დასრულებაზე ვარ კონცენტრირებული. პარალელურად ვცდილობ, ჩემი სხვა ინტერესები არ დამრჩეს უყურადღებოდ. ზოგადად, პანდემიის ამბავმა ჩემთვის ბევრი რამ გადააფასა და ჯერ კიდევ ამ გადაფასების პროცესში ვარ.