საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების გამო, მოსწავლეს სტატუსი შეუწყვიტოს - რა კანონპროექტის განხილვას იწყებს პარლამენტი
კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების გამო, მოსწავლეს სტატუსი შეუწყვიტოს - რა კანონპროექტის განხილვას იწყებს პარლამენტი

პარ­ლა­მენ­ტი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვას იწყებს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, კერ­ძო სკო­ლებს მოს­წავ­ლი­სათ­ვის ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო სტა­ტუ­სის შე­წყვე­ტა­ზე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი უწეს­დე­ბათ.

“ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს 1-ელი მარ­ტის სხდო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს.

მოქ­მე­დი კა­ნო­ნი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სის შე­წყვე­ტას ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო, რაც რო­გორც კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, პრობ­ლე­მას უქ­მნის რო­გორც კერ­ძო სკო­ლას, ასე­ვე მოს­წავ­ლეს. გარ­და ამი­სა, კა­ნო­ნით რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი არ არის მო­ბი­ლო­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, კერ­ძო სკო­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დრო­უ­ლად გა­დას­ცეს მოს­წავ­ლის მიმ­ღებ სკო­ლას შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კერ­ძო სკო­ლა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა, ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეს, მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სი ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის წარ­მო­შო­ბის სე­მესტრის დას­რუ­ლე­ბი­დან მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო სე­მესტრის და­წყე­ბამ­დე შე­უ­წყვი­ტოს.

“ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, კერ­ძო სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მოს­წავ­ლის­თვის სტა­ტუ­სის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე ან სხვა სკო­ლა­ში მო­ბი­ლო­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დღეს­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ წე­რი­ლო­ბით აც­ნო­ბოს სა­მი­ნის­ტროს და მოს­წავ­ლის პი­რა­დი საქ­მე და სხვა სკო­ლა­ში ჩა­სა­რი­ცხად წარ­სად­გე­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­დას­ცეს მოს­წავ­ლის მიმ­ღებ სკო­ლას, მო­თხოვ­ნის მი­ღე­ბი­დან მომ­დევ­ნო სა­მუ­შაო დღეს.

კერ­ძო სკო­ლა ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლის სხვა სკო­ლა­ში მო­ბი­ლო­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მოს­წავ­ლის პი­რა­დი საქ­მე და სხვა სკო­ლა­ში ჩა­სა­რი­ცხად წარ­სად­გე­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­დას­ცეს მოს­წავ­ლის მიმ­ღებ სკო­ლას მო­თხოვ­ნის მი­ღე­ბი­დან მომ­დევ­ნო სა­მუ­შაო დღეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა კერ­ძო სკო­ლი­სათ­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა.

სტა­ტუს­შე­წყვე­ტი­ლი მოს­წავ­ლის სხვა კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლის გა­უგ­რძე­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მი­ნის­ტრო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით უზ­რუნ­ველ­ყოფს სტა­ტუს­შე­წყვე­ტი­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას.

“ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ ცვლი­ლე­ბე­ბი დე­პუ­ტა­ტებ­მა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა და გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა მო­ამ­ზა­დეს.

xxxxxxx
0

კერძო სკოლები უნდა გაუქმდეს და ყველა სკოლას მიეხედოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების გამო, მოსწავლეს სტატუსი შეუწყვიტოს - რა კანონპროექტის განხილვას იწყებს პარლამენტი

კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების გამო, მოსწავლეს სტატუსი შეუწყვიტოს - რა კანონპროექტის განხილვას იწყებს პარლამენტი

პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც, კერძო სკოლებს მოსწავლისათვის ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეწყვეტაზე ვალდებულებები უწესდებათ.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 1-ელი მარტის სხდომაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.

მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს მოსწავლის სტატუსის შეწყვეტას ფინანსური დავალიანების გამო, რაც როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, პრობლემას უქმნის როგორც კერძო სკოლას, ასევე მოსწავლეს. გარდა ამისა, კანონით რეგულირებული არ არის მობილობის სურვილის შემთხვევაში, კერძო სკოლის ვალდებულება დროულად გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი დოკუმენტაცია.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს, მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე შეუწყვიტოს.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კერძო სკოლა ვალდებული იქნება, მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას, მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

კერძო სკოლა ასევე ვალდებული იქნება მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება.

სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.

“ზოგადი განათლების შესახებ“ ცვლილებები დეპუტატებმა შალვა პაპუაშვილმა და გიორგი ამილახვარმა მოამზადეს.

"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო

"4 წელზე მეტი არცერთი ძალა აღარ უნდა გააჩერო საქართველოში" - მეუფე იაკობი

"უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი" - მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე