სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დღეს კაბინეტში კაცი გამომეცხადა და მითხრა, რომ ნაკვეთში ბოძები და ტროსი ჩაიტანა" - რას ჰყვება ცნობილი რეჟისორი, რომელიც პანდემიისას მიწას შეეჭიდა
"ერთ დღეს კაბინეტში კაცი გამომეცხადა და მითხრა, რომ ნაკვეთში ბოძები და ტროსი ჩაიტანა" - რას ჰყვება ცნობილი რეჟისორი, რომელიც პანდემიისას მიწას შეეჭიდა

პან­დე­მია ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის აღ­მოჩ­ნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა - მსოფ­ლიო კრი­ზი­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი პა­უ­ზის პე­რი­ოდ­ში მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეს მიჰ­ყო ხელი. მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, რე­ჟი­სორ­მა დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვილ­მა ამ პე­რი­ოდ­ში სო­ფელ ფუთ­ში (ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნი) ჟო­ლო­სა და შავი ქლი­ა­ვის ბაღი გა­ა­შე­ნა. ჟოლო სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა "და­ნერ­გე მო­მავ­ლის" პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­ირ­გო. რე­ჟი­სო­რი ახლა სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს.

- სო­ფე­ლი ფუთი ჩემი მე­უღ­ლის წი­ნაპ­რე­ბის მა­მუ­ლია. და­ახ­ლო­ე­ბით 300 წე­ლი­წა­დია, აქ ჩხე­ი­ძე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ჩემი მე­უღ­ლის ბე­ბი­ის მამა - კა­ლე­ნი­კე ჩხე­ი­ძე ცნო­ბი­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტის კარ­ლო ჩხე­ი­ძის ძმა გახ­ლდათ. ამ­წუ­თას ჩვენ ვფლობთ კა­ლე­ნი­კე და კარ­ლო ჩხე­ი­ძე­ე­ბის მთელ მა­მულს, მემ­კვიდ­რე­ო­ბას, რაც მათ გან­კუ­ლა­კე­ბის შემ­დეგ დარ­ჩათ. ფუ­თი­დან გახ­ლდათ ასე­ვე მსა­ხი­ო­ბი უშან­გი ჩხე­ი­ძეც. მოკ­ლედ, ამ სო­ფელ­ში ჩხე­ი­ძე ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი გვა­რია.

ჩვენს ეზო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი "სა­ბუ­და­რე­ლი ჭა­ბუ­კი". აქ იდგა 400 წლის უზარ­მა­ზა­რი კო­პი­ტი, რო­მელ­საც სა­ო­ცა­რი ჩრდი­ლი ჰქონ­და. სამ­წუ­ხა­როდ, 90-ია­ნებ­ში მას ფეს­ვე­ბი გა­მო­უწ­ვეს და გა­და­ტყდა. "სა­ბუ­და­რე­ლი ჭა­ბუ­კის" ტიტ­რე­ბი სწო­რედ იმ კო­პი­ტის ფონ­ზე მი­დის.

- მოკ­ლედ, თქვენს მე­ურ­ნე­ო­ბას სა­ფუძ­ვე­ლი ის­ტო­რი­ულ სო­ფელ­ში ჩა­უ­ყა­რეთ.

- რამ­დე­ნი ხა­ნია ვფიქ­რობ ამა­ზე, მაგ­რამ მო­უც­ლე­ლო­ბის გამო შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. პან­დე­მი­ის დროს, როცა მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გაჩ­ნდა, მსა­ხი­ობ ეკა მჟა­ვა­ნა­ძის­გან გა­ვი­გე, რომ ასე­თი პრო­ექ­ტი არ­სე­ბობ­და.

თა­ვი­დან აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­წის შემ­მოწ­მე­ბელ გან­ყო­ფი­ლე­ბას მი­ვა­კი­თხე, მა­თაც სპე­ცი­ა­ლის­ტი მო­ავ­ლი­ნეს სო­ფელ­ში და მი­წის ანა­ლი­ზი გა­კეთ­და. გა­ირ­კვა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა ჩვენს ნი­ა­დაგ­ზე ჟო­ლოს გა­შე­ნე­ბა, შემ­დეგ კი მათი რე­კო­მენ­და­ცი­ით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბულ სა­ა­გენ­ტოს მივ­მარ­თეთ, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი­ყო.

წინა პი­რო­ბა იყო მი­წის მოხ­ვნა 60 სან­ტი­მეტრზე, ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და წყლის მიყ­ვა­ნა ნაკ­ვე­თამ­დე. მიწა გა­და­იხ­ნა, შემ­დეგ კი­დევ ერთხელ გა­ფხვი­ერ­და, დე­ნი­სა და წყლის პრობ­ლე­მაც მოგ­ვა­რე­ბუ­ლი გვქონ­და. ამ სა­მუ­შა­ო­სა და მუ­შა­ხე­ლის სა­ფა­სუ­რი ჩვე­ნი გა­და­სახ­დე­ლი იყო. და­ნარ­ჩე­ნი, ვე­ნა­ხის ბო­ძე­ბი, ტრო­სი, წვე­თო­ვა­ნი სარ­წყა­ვი სის­ტე­მა, ნერ­გე­ბი - სრუ­ლი პა­კე­ტი 100%-ით დაგ­ვი­ფი­ნანსდა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თავ­ზე რომ არ გა­მო­მე­ცა­და, არც და­ვი­ჯე­რებ­დი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. ზეს­ტა­ფონ­ში ამ პროგ­რა­მას დათო ჯი­ნო­რი­ძე კუ­რი­რებს, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი. საქ­მი­ა­ნი, გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბა. მსურ­ვე­ლი ბევ­რია და საქ­მეც ბევ­რი აქვთ.

- რა ფარ­თობ­ზე დარ­გეთ ჟოლო და პრო­ექ­ტით რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ?

- ჟოლო 3000 კვმ-ზე და­ირ­გო, სა­ხელ­მწი­ფოს ეს 7.933 ლარი და­უჯ­და. რო­დე­საც აგ­ვის­ტო­ში ჟოლო ნი­შანს მოგ­ვცემს, გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი არ და­ამ­წი­ფოთ, ისე დაკ­რი­ფეთ, ეს ფეს­ვებს გა­უძ­ლი­ე­რებ­სო. სა­ხელ­მწი­ფოს აქე­დან მო­გე­ბა არა აქვს, პი­რი­ქით, თუ კარ­გად გა­შენ­და და ნორ­მა­ლუ­რი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და, რე­ა­ლი­ზა­ტო­რებ­საც გვთა­ვა­ზო­ბენ და მო­სავ­ლის შე­სა­ნა­ხავ დიდ მა­ცი­ვარ­საც გვჩუქ­ნი­ან. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მთე­ლი ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი, გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი სხვა, ონ­ლა­ინ წარვმარ­თე. ერთ დღეს კი თე­ატ­რში, ჩემს კა­ბი­ნეტ­ში, კაცი გა­მო­მე­ცხა­და და მი­თხრა, რომ ჩვენს ნაკ­ვეთ­ში ბო­ძე­ბი, ტრო­სი ჩა­ი­ტა­ნა და მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტზე ხე­ლის მო­წე­რას მთხოვ­და. გენ­დო­ბით, მაგ­რამ უნდა გა­და­ვა­მოწ­მო-მეთ­ქი. მე­ზო­ბელ­თან დავ­რე­კე. მან და­მი­დას­ტუ­რა - მო­ტა­ნი­ლია ყვე­ლა­ფე­რიო. აი, აქე­დან და­ი­წყო ახა­ლი ამ­ბა­ვი...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- თუ და­მი­ჯე­რებთ, მუ­შა­ხე­ლი ვერ ვი­შო­ვე. რო­გორც იქნა, ერთი ღვთის­ნი­ე­რი კაცი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ოღონდ და­საქ­მე­ბუ­ლი, მი­თხრა, შა­ბათ-კვი­რას ნელ-ნელა ვი­მუ­შა­ვე­ბო. 1410 ძირი ჟოლო იყო და­სარ­გა­ვი. ეს რა­ო­დე­ნო­ბა ფარ­თო­ბის მი­ხედ­ვით მოგ­ვცეს. ჟო­ლოს ნერ­გე­ბიც მათ უნდა მო­ე­ტა­ნათ, მაგ­რამ დმა­ნი­სის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მე თვი­თონ მო­მი­წია ჩას­ვლამ და ნერ­გე­ბის წა­მო­ღე­ბამ, რომ ეს ძლივს ნა­პოვ­ნი ადა­მი­ა­ნი არ გაქ­ცე­უ­ლი­ყო. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა აფუ­ჭებს ბევ­რს, ვი­საც შრო­მის უნა­რი აქვს, თო­რემ შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. ნაღდ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე, იმა­ზე მეტ­ზე, ვიდ­რე სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის 170 ლა­რია, უარს ამ­ბო­ბენ. ეში­ნი­ათ, რომ სო­ცი­ა­ლურს მო­უხ­სნი­ან.

- სა­მე­ურ­ნეო მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ?

- ახლა შე­ვის­წავ­ლე ყვე­ლა­ფე­რი, ეს პრო­ექ­ტის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. მოგ­ვცეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რი­თაც უნდა ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ, რომ ჟო­ლოს მო­ვუ­ა­როთ. თუ ვინ­მე გა­და­ი­ფიქ­რებს და ამ საქ­მი­დან გავა, ან ბაღს არ გა­ა­შე­ნებს, ან ნერ­გებ­სა და იმ ინ­ვენ­ტარს, რაც სა­ხელ­მწი­ფომ გვა­ჩუ­ქა, გა­ყი­დის, მა­შინ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით სო­ლი­დუ­რი ჯა­რი­მა ეკის­რე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო მო­გე­ბას არ გთხოვს, თუმ­ცა გა­კონ­ტრო­ლებს, რომ საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თო და თან ხელ­საც გი­წყობს, რომ გან­ვი­თარ­დე. თუ ამ საქ­მე­ში გა­გი­მარ­თლა, მერე მეტ ფარ­თობ­ზეც შე­გიძ­ლია გა­დახ­ვი­დე. ახლა წყლის სის­ტე­მის და­მონ­ტა­ჟე­ბა დაგ­ვრჩა, რაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, 15 მარ­ტამ­დე უნდა დას­რულ­დეს.

- ნერ­გე­ბი რო­დის დარ­გეთ?

- 20 ნო­ემ­ბრი­დან მარ­ტის ბო­ლომ­დე უნდა დავრგოთ, ოღონდ ყინ­ვე­ბი არ უნდა იყოს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 28 იან­ვარს გა­ფორმ­და. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქარ­ბორ­ბა­ლა­სა­ვით წა­ვი­და საქ­მე. ამ ყვე­ლა­ფერს აზარ­ტიც ჰქო­ნია. როცა იცი, რომ მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი მი­წაა და უვლი, თით­ქოს წი­ნაპ­რე­ბის სუ­ლე­ბიც ცო­ცხლდე­ბი­ან, თან, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ ოჯახ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი, ჩემი მე­უღ­ლის ბე­ბი­ის ძმა, შალ­ვა ჩხე­ი­ძე, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის პირ­ვე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო. იქვე ახ­ლოს, ეზოს­თან არის დაკ­რძა­ლუ­ლი. კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ცნო­ბილ სპექ­ტაკლში "ყვარ­ყვა­რე თუ­თა­ბე­რი" შალ­ვა ჩხე­ი­ძე და აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნი იყ­ვნენ კა­კუ­ტა და ქუ­ჩა­რა. ოჯახ­ში გვაქვს კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის წე­რი­ლი (რუ­სუ­ლად), რომ­ლი­თაც უსამ­ძიმ­რებს ოჯახს და მშობ­ლებს სთხოვს, ქუ­თა­ის­ში ერთი პა­ნაშ­ვი­დი ჩა­ა­ტა­რე­ბი­ნოს, ხოლო შემ­დეგ ცხე­ნე­ბით ამო­ვაბ­რძა­ნებთ ფუთ­შიო.

- ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი კარ-მი­და­მო გაქვთ... ჟო­ლოს ბა­ღის გარ­და, შავი ქლი­ა­ვი­სა და ტყემ­ლის ბა­ღიც გა­გი­შე­ნე­ბი­ათ...

- კი, ოღონდ ეს ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვაა. 60 ძირი შავი ქლი­ა­ვი და ტყე­მა­ლი დავრგე. რამ­ხე­ლა შე­ღა­ვა­თია, სარ­წყა­ვი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ჟო­ლოს­თვის არის გა­მიზ­ნუ­ლი, ამ ნერ­გე­ბის­თვი­საც გა­მოდ­გე­ბა. იქ პა­ტა­რა ქოხი დგას, დე­ნი­თა და წყლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. ნაკ­ვე­თი ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას არც გა­ა­ფორ­მებ­დნენ. მოკ­ლედ, ეს მო­თხოვ­ნე­ბი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ და თან, საქ­მეც არ და­ვი­ზა­რეთ, ბო­ლომ­დე მივ­ყე­ვით.

- პან­დე­მია რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ამ ყვე­ლა­ფერს თუ შე­ხე­დავ­დით რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას?

- ჩვე­ნი თე­ატ­რი იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მით მუ­შა­ობს, ვერ მო­ვას­წრებ­დი, მაგ­რამ პან­დე­მი­ი­სას იმ­დე­ნი ხნით ჩა­ვი­კე­ტეთ, დრო გა­მო­მი­თა­ვი­სუფ­ლდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პან­დე­მი­ა­შიც 6 სპექ­ტაკ­ლი გა­მო­ვუშ­ვით, "ციფ­რუ­ლი თე­ატ­რის" ფეს­ტი­ვალ­შიც ჩა­ვერ­თეთ და რე­გი­ო­ნუ­ლი გას­ტრო­ლე­ბიც გვქონ­და... თუმ­ცა ჩემი ფერ­მე­რო­ბა მა­ინც პან­დე­მი­ის "ბრა­ლია".

სამი შვი­ლი­დან ორი უკვე სრულ­წლო­ვა­ნია, ახლა მა­თაც მი­ხე­დონ საქ­მეს. ოჯა­ხი მთლი­ა­ნად უნდა ჩა­ერ­თოს, თო­რემ სხვაგ­ვა­რად ეს მშვე­ნი­ე­რი სტარ­ტი ასე­ვე მშვე­ნივ­რად ვერ გაგ­რძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
39

1-2 წლის მერე დაწერე კიდევ რო მოგწყინდება და გამოიქცევი.............

საქართველოს გულშემატკივარი
0

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ერთ დღეს კაბინეტში კაცი გამომეცხადა და მითხრა, რომ ნაკვეთში ბოძები და ტროსი ჩაიტანა" - რას ჰყვება ცნობილი რეჟისორი, რომელიც პანდემიისას მიწას შეეჭიდა

"ერთ დღეს კაბინეტში კაცი გამომეცხადა და მითხრა, რომ ნაკვეთში ბოძები და ტროსი ჩაიტანა" - რას ჰყვება ცნობილი რეჟისორი, რომელიც პანდემიისას მიწას შეეჭიდა

პანდემია ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა შესაძლებლობა - მსოფლიო კრიზისით გამოწვეული პაუზის პერიოდში მისთვის საინტერესო საქმეს მიჰყო ხელი. მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა ამ პერიოდში სოფელ ფუთში (ზესტაფონის რაიონი) ჟოლოსა და შავი ქლიავის ბაღი გააშენა. ჟოლო სახელმწიფო პროგრამა "დანერგე მომავლის" პროექტის ფარგლებში დაირგო. რეჟისორი ახლა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

- სოფელი ფუთი ჩემი მეუღლის წინაპრების მამულია. დაახლოებით 300 წელიწადია, აქ ჩხეიძეები ცხოვრობენ. ჩემი მეუღლის ბებიის მამა - კალენიკე ჩხეიძე ცნობილი სოციალ-დემოკრატის კარლო ჩხეიძის ძმა გახლდათ. ამწუთას ჩვენ ვფლობთ კალენიკე და კარლო ჩხეიძეების მთელ მამულს, მემკვიდრეობას, რაც მათ განკულაკების შემდეგ დარჩათ. ფუთიდან გახლდათ ასევე მსახიობი უშანგი ჩხეიძეც. მოკლედ, ამ სოფელში ჩხეიძე ერთ-ერთი გამორჩეული გვარია.

ჩვენს ეზოშია გადაღებული "საბუდარელი ჭაბუკი". აქ იდგა 400 წლის უზარმაზარი კოპიტი, რომელსაც საოცარი ჩრდილი ჰქონდა. სამწუხაროდ, 90-იანებში მას ფესვები გამოუწვეს და გადატყდა. "საბუდარელი ჭაბუკის" ტიტრები სწორედ იმ კოპიტის ფონზე მიდის.

- მოკლედ, თქვენს მეურნეობას საფუძველი ისტორიულ სოფელში ჩაუყარეთ.

- რამდენი ხანია ვფიქრობ ამაზე, მაგრამ მოუცლელობის გამო შეუძლებელი იყო. პანდემიის დროს, როცა მეტი თავისუფალი დრო გაჩნდა, მსახიობ ეკა მჟავანაძისგან გავიგე, რომ ასეთი პროექტი არსებობდა.

თავიდან აგრარულ უნივერსიტეტში მიწის შემმოწმებელ განყოფილებას მივაკითხე, მათაც სპეციალისტი მოავლინეს სოფელში და მიწის ანალიზი გაკეთდა. გაირკვა, შესაძლებელი იყო თუ არა ჩვენს ნიადაგზე ჟოლოს გაშენება, შემდეგ კი მათი რეკომენდაციით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ სააგენტოს მივმართეთ, რომ ხელშეკრულება გაფორმებულიყო.

წინა პირობა იყო მიწის მოხვნა 60 სანტიმეტრზე, ელექტროენერგიისა და წყლის მიყვანა ნაკვეთამდე. მიწა გადაიხნა, შემდეგ კიდევ ერთხელ გაფხვიერდა, დენისა და წყლის პრობლემაც მოგვარებული გვქონდა. ამ სამუშაოსა და მუშახელის საფასური ჩვენი გადასახდელი იყო. დანარჩენი, ვენახის ბოძები, ტროსი, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ნერგები - სრული პაკეტი 100%-ით დაგვიფინანსდა.

ეს ყველაფერი ჩემს თავზე რომ არ გამომეცადა, არც დავიჯერებდი, რომ შესაძლებელი იყო. ზესტაფონში ამ პროგრამას დათო ჯინორიძე კურირებს, რომელიც ამ პროექტით დაინტერესების შემდეგ გავიცანი. საქმიანი, გულისხმიერი ადამიანია, ყველას ეხმარება. მსურველი ბევრია და საქმეც ბევრი აქვთ.

- რა ფართობზე დარგეთ ჟოლო და პროექტით რა ვალდებულება გაქვთ?

- ჟოლო 3000 კვმ-ზე დაირგო, სახელმწიფოს ეს 7.933 ლარი დაუჯდა. როდესაც აგვისტოში ჟოლო ნიშანს მოგვცემს, გაგვაფრთხილეს, პირველი მოსავალი არ დაამწიფოთ, ისე დაკრიფეთ, ეს ფესვებს გაუძლიერებსო. სახელმწიფოს აქედან მოგება არა აქვს, პირიქით, თუ კარგად გაშენდა და ნორმალური მოსავალი მოვიდა, რეალიზატორებსაც გვთავაზობენ და მოსავლის შესანახავ დიდ მაცივარსაც გვჩუქნიან. საინტერესო ის არის, რომ მთელი ეს პროცედურები, განაცხადის შევსება და ყველაფერი სხვა, ონლაინ წარვმართე. ერთ დღეს კი თეატრში, ჩემს კაბინეტში, კაცი გამომეცხადა და მითხრა, რომ ჩვენს ნაკვეთში ბოძები, ტროსი ჩაიტანა და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერას მთხოვდა. გენდობით, მაგრამ უნდა გადავამოწმო-მეთქი. მეზობელთან დავრეკე. მან დამიდასტურა - მოტანილია ყველაფერიო. აი, აქედან დაიწყო ახალი ამბავი...

- რას გულისხმობთ?

- თუ დამიჯერებთ, მუშახელი ვერ ვიშოვე. როგორც იქნა, ერთი ღვთისნიერი კაცი აღმოვაჩინე, ოღონდ დასაქმებული, მითხრა, შაბათ-კვირას ნელ-ნელა ვიმუშავებო. 1410 ძირი ჟოლო იყო დასარგავი. ეს რაოდენობა ფართობის მიხედვით მოგვცეს. ჟოლოს ნერგებიც მათ უნდა მოეტანათ, მაგრამ დმანისის მეურნეობაში მე თვითონ მომიწია ჩასვლამ და ნერგების წამოღებამ, რომ ეს ძლივს ნაპოვნი ადამიანი არ გაქცეულიყო. სოციალური დახმარება აფუჭებს ბევრს, ვისაც შრომის უნარი აქვს, თორემ შეჭირვებული ადამიანების დახმარება სახელმწიფოს ვალდებულებაა. ნაღდ ანაზღაურებაზე, იმაზე მეტზე, ვიდრე სოციალური დახმარების 170 ლარია, უარს ამბობენ. ეშინიათ, რომ სოციალურს მოუხსნიან.

- სამეურნეო მუშაობის გამოცდილება გაქვთ?

- ახლა შევისწავლე ყველაფერი, ეს პროექტის აუცილებელი პირობაა. მოგვცეს სპეციალური ლიტერატურა, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ ჟოლოს მოვუაროთ. თუ ვინმე გადაიფიქრებს და ამ საქმიდან გავა, ან ბაღს არ გააშენებს, ან ნერგებსა და იმ ინვენტარს, რაც სახელმწიფომ გვაჩუქა, გაყიდის, მაშინ ხელშეკრულების მიხედვით სოლიდური ჯარიმა ეკისრება.

სახელმწიფო მოგებას არ გთხოვს, თუმცა გაკონტროლებს, რომ საქმე აუცილებლად გააკეთო და თან ხელსაც გიწყობს, რომ განვითარდე. თუ ამ საქმეში გაგიმართლა, მერე მეტ ფართობზეც შეგიძლია გადახვიდე. ახლა წყლის სისტემის დამონტაჟება დაგვრჩა, რაც ხელშეკრულების თანახმად, 15 მარტამდე უნდა დასრულდეს.

- ნერგები როდის დარგეთ?

- 20 ნოემბრიდან მარტის ბოლომდე უნდა დავრგოთ, ოღონდ ყინვები არ უნდა იყოს. ხელშეკრულება 28 იანვარს გაფორმდა. იქიდან მოყოლებული, ქარბორბალასავით წავიდა საქმე. ამ ყველაფერს აზარტიც ჰქონია. როცა იცი, რომ მამაპაპისეული მიწაა და უვლი, თითქოს წინაპრების სულებიც ცოცხლდებიან, თან, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ოჯახში ახალგაზრდა კაცი, ჩემი მეუღლის ბებიის ძმა, შალვა ჩხეიძე, მარჯანიშვილის თეატრის პირველი გარდაცვლილი მსახიობი იყო. იქვე ახლოს, ეზოსთან არის დაკრძალული. კოტე მარჯანიშვილის ცნობილ სპექტაკლში "ყვარყვარე თუთაბერი" შალვა ჩხეიძე და აკაკი კვანტალიანი იყვნენ კაკუტა და ქუჩარა. ოჯახში გვაქვს კოტე მარჯანიშვილის წერილი (რუსულად), რომლითაც უსამძიმრებს ოჯახს და მშობლებს სთხოვს, ქუთაისში ერთი პანაშვიდი ჩაატარებინოს, ხოლო შემდეგ ცხენებით ამოვაბრძანებთ ფუთშიო.

- ისტორიული ამბებით დატვირთული კარ-მიდამო გაქვთ... ჟოლოს ბაღის გარდა, შავი ქლიავისა და ტყემლის ბაღიც გაგიშენებიათ...

- კი, ოღონდ ეს ჩემი ინიციატივაა. 60 ძირი შავი ქლიავი და ტყემალი დავრგე. რამხელა შეღავათია, სარწყავი სისტემა, რომელიც ჟოლოსთვის არის გამიზნული, ამ ნერგებისთვისაც გამოდგება. იქ პატარა ქოხი დგას, დენითა და წყლით უზრუნველყოფილი. ნაკვეთი ასეთი მონაცემების რომ არ ყოფილიყო, ხელშეკრულებას არც გააფორმებდნენ. მოკლედ, ეს მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ და თან, საქმეც არ დავიზარეთ, ბოლომდე მივყევით.

- პანდემია რომ არ ყოფილიყო, ამ ყველაფერს თუ შეხედავდით როგორც შესაძლებლობას?

- ჩვენი თეატრი იმდენად დატვირთული რეჟიმით მუშაობს, ვერ მოვასწრებდი, მაგრამ პანდემიისას იმდენი ხნით ჩავიკეტეთ, დრო გამომითავისუფლდა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაშიც 6 სპექტაკლი გამოვუშვით, "ციფრული თეატრის" ფესტივალშიც ჩავერთეთ და რეგიონული გასტროლებიც გვქონდა... თუმცა ჩემი ფერმერობა მაინც პანდემიის "ბრალია".

სამი შვილიდან ორი უკვე სრულწლოვანია, ახლა მათაც მიხედონ საქმეს. ოჯახი მთლიანად უნდა ჩაერთოს, თორემ სხვაგვარად ეს მშვენიერი სტარტი ასევე მშვენივრად ვერ გაგრძელდება.

"საშინელი ამინდია, მაშველები ვერტმფრენით ვერ გადაადგილდებიან. გვითხრეს, რომ ახალგაზრდების ზურგჩანთები იპოვეს" - ბოლო ცნობები გომისმთიდან, სადაც მაშველები 3 ადამიანს ეძებენ

"უნდა ვუშველო გიგის, რომელიც ჩემს თვალწინ განადგურდა" - 24 წლის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით - ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია" - ვახტანგ კალოიანი